თბილისში დაბადებული რუსეთის მოქალაქე 22 წლის ნახევარმცველი გორის "დილას" ღირსებას დეკემბრამდე დაიცავს

დოსიე:

ნიკა ფილიევი

დაიბადა: 1991 წლის 21 მარტს, თბილისში

სიმაღლე: 173 სმ; წონა: 62 კგ

პოზიცია: ნახევარმცველი

ახალგაზრდული კლუბი

2003-09 ლოკომოტივი მ

საკლუბო კარიერა

2009 ლოკომოტივი მ 1(0)

2009 ცსკა მ 4(0)

2010 ამკარი 5(0)

2012 სლოვანი 4(1)

2013 ვოლგარი 10(0)

გორის "დილას" ახალწვეულებზე "ლელომ" უკვე გაცნობათ. დღეს ერთ-ერთი მათგანის, თბილისში დაბადებული რუსეთის მოქალაქე ნიკა ფილიევის მცირე ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

სხვათა შორის, რესპონდენტი ქართულად გვესაუბრა. არადა, ნიკა 5 წლის იყო, როცა მშობლებთან ერთად რუსეთში დასახლდა...

ამბობენ - რომ არა ტრავმა, 22 წლის ნახევარმცველი გაცილებით მეტს მიაღწევდა. იყო შთამბეჭდავი დებიუტი მოსკოვის "დინამოსა" და ცსკა-ს მატჩში, მერე 2009-10 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა, სადაც ფილიევმა 3 მატჩი ჩაატარა, მათ შორის - "ვოლფსბურგისა" და "მანჩესტერის" წინააღმდეგ. 2009 წელს კი, რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, გრანატკინის სახელობის ტრადიციული ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (3 გოლი).

მოკლედ, "დილას" მთავარ მწვრთნელს გიორგი დევდარიანს თუ დავესესხებით, ფილიევი საინტერესო ფეხბურთელია და როგორც კი ფორმას აღიდგენს, გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს.

ახლა კი დაპირებული ინტერვიუ...

- ყველა საერთაშორისო ცნობარში საქართველოს მოქალაქედ ხართ მოხსენიებული...

- ეს შეცდომაა. 5 წლის ვიყავი, როცა რუსეთში, კერძოდ, სოჭში გადავედით საცხოვრებლად. მას შემდეგ რუსეთში ვცხოვრობ და ცხადია, იქაური პასპორტი მაქვს.

- ცოტა უცნაური კი არის, რომ რუსეთში გაზრდილი ქართულად საკმაოდ გამართულად ლაპარაკობთ...

- ბებია დღემდე ნაძალადევში, უიარაღოს ქუჩაზე ცხოვრობს და ხშირად ჩამოვდიოდით. ბუნებრივია, ქართულიც ვიცი, რადგან მეზობლებთან და ოჯახის წევრებთან სხვა ენაზე არც მილაპარაკია.

- რუსეთის ერთ-ერთ იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდით. ამიტომაცაა მოულოდნელი საქართველოში თქვენი ჩამოსვლა...

- ცხოვრებაში ბევრი მოულოდნელობა ხდება. ბოლოს ასტრახანის "ვოლგარში" ვთამაშობდი და პრემიერლიგაში დაბრუნება მსურდა, მაგრამ ეს არ გამოვიდა. ამ დროს, მამუკა ჯუღელმა "დილაში" შემომთავაზა თამაში. გუნდი ევროპის ლიგის პლეი-ოფამდე გავიდა და ჩავთვალე, რომ საინტერესო წინადადება იყო.

- როგორც ვიცით, ცსკა-ს ლიდერი ალან ძაგოევიც საქართველოში, კერძოდ, გურჯაანში იზრდებოდა...

- დიახ, ასეა. ჩვენ ვმეგობრობთ. ნიჭიერი მოთამაშე და კარგი ადამიანია. საქართველოში გაზრდილი ბიჭები რუსეთში სხვებიც არიან. მაგალითად, მოსკოვის "დინამოს" თავდამსხმელი ალან კასაევი, რომელიც მანამდე "რუბინში" თამაშობდა.

- "დილაში" როდემდე დარჩებით?

- კონტრაქტი ექვსთვიანია, ანუ დეკემბრამდე გავჩერდები. გუნდში უკვე ვივარჯიშე, "დილას" თამაშები ვნახე და ძალიან გამიხარდა, საქართველოში ასეთი დონის კლუბი რომ არსებობს.

კარგი ფეხბურთელები არიან, საინტერესო მწვრთნელი გვყავს და ბიჭებიც კარგად დამხვდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

goga
rao?kartuli klubi momeconao? ra mosaconi klubebi akaa ram moacona neta?sad tamashobda es kaci? albat ik aravis unda
giorgi
ვა ნიკა , კარგია თუ დაბრუნდი საქართველოში, წარმატებები , მამამის კოტე ქვია და თამაშობდა
zura
რაღაც მეცნობა, მამამისიც ფეხბურთელი იყო თუ არ ვცდები....
guja_kakhadze
ქართული კლუბი მოეწონა?!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამო": ფილიევი ისინჯება, კოვტალიუკს ელოდებიან
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
რუსეთის პირველი ლიგის "ტორპედოში" საქართველოში დაბადებული 5 ფეხბურთელი ჩაირიცხა
საქართველოს ჩემპიონატში მეკარეობა ფასობს
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"დილაში" რუსული ფეხბურთის იმედად მონათლული ნახევარმცველი ითამაშებს
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
მამლუქების ნაკრები: რამდენი უცნობი, რამდენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში?!
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ლაშა შერგელაშვილი: მიმაჩნია, რომ "რიგასში" გადასვლით სწორად მოვიქეცი
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა