ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თემურ ქეცბაია: ყენია ჩემს მოთხოვნებს ვერც პიროვნულად აკმაყოფილებს

თემურ ქეცბაია: ყენია ჩემს მოთხოვნებს ვერც პიროვნულად აკმაყოფილებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
როგორ თქვა? ცივი წყალი დალიოსო? ნაკრებისთვის ცხელ წყალსაც დავლევ, მაგრამ...

6 და 10 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საფრანგეთსა და ფინეთს უმასპინძლებს. ჩვენმა გუნდმა შეკრება უკვე დაიწყო.

2 სექტემბერს თემურ ქეცბაია მედიას შეხვდა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანაკრებო თემების გარდა, ქართული ფეხბურთის პრობლემებზეც ილაპარაკა:

- ორი ძნელი თამაშისთვის ვემზადებით. კარგია, რომ ძლიერ ნაკრებებს ვეთამაშებით. თავიდანვე გეტყვით, რომ წინასწარ სიაში ცვლილებებია: დავით კვირკველიას გიორგი ფოფხაძე ჩაანაცვლებს, გიორგი ილურიძეს - გრიგოლ დოლიძე, ხოლო ლევან მჭედლიძეს - ირაკლი მოდებაძე.

იმედია, გულშემატკივარი ორივე თამაშზე მოვა, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მატჩები; სატურნირო თვალსაზრისით კი, ფინეთთან შეხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

დიდი ხნის შემდეგ ჩვენ გვაქვს შანსი, ჯგუფში მე-3 ადგილი დავიკავოთ, რაც ქართული ფეხბურთისთვის უდავოდ პოზიტიური მოვლენა იქნება.

- ამ ბოლო ხანს თარგამაძესა და ოქრიაშვილს "ილიჩევეცში" 15-20 წუთი თუ ათამაშებენ. ამაზე რას იტყვით?

- ასე ბევრი ფეხბურთელია. მაგალითად, კობახიძეს საერთოდ არ ათამაშებენ, მაგრამ ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესოა.

- ვიცით, რომ ევროთასებზე ქართული კლუბების გამოსვლას თვალს ადევნებდით. თქვენი აზრით, ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შეუძლებელი იყო ჩვენი ფინანსების, მომზადების ხარისხისა და გუნდების შემადგენლობების გათვალისწინებით?

- გუნდებს მოსამზადებლად თვე-თვენახევარი ჰქონდათ, მათი ფინანსური მდგომარეობა კი ყველამ ვიცით. შეიძლება, გუნდი მწირი ბიუჯეტით ისე დააკომპლექტო, რომ ბევრად დიდი შეძლების კლუბები გამოაგდო, მაგრამ მგონია, რომ ჩვენმა გუნდებმა მაქსიმუმი გააკეთეს.

პლეი-ოფში 12 გოლი გაუშვეს, თავად კი ერთიც ვერ გაიტანეს. ეს სამწუხარო რეალობაა და ხალხს სიმართლე უნდა ვუთხრათ და არა ზღაპრებით ვკვებოთ. ოთხი წელია, ვამბობ, ჩვენი ფეხბურთის დონე დაბალია და საქმეს მივხედოთ-მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი ხდება. არადა, ფეხბურთის განვითარება სახელმწიფოს ინტერესში უნდა იყოს.

"დილას" თამაშზე სტადიონი შეივსო, გარეთ კიდევ 20 ათასი იდგა. დღეს საქართველოში კიდევ რომელ ძალას შეუძლია ერთ დაძახებაზე 30 ათასი კაცის შეკრება? ამიტომ არის ჩვენი ფეხბურთი იმის ღირსი, რომ ყურადღება მიაქციონ.

- ხელისუფლებასთან ამის თაობაზე არ გილაპარაკიათ?

- ჩემი აზრი არავის აინტერესებს და ვის ველაპარაკო?! ვთქვი, რომ ასაკობრივი შეზღუდვა აუცილებელია, რათა 16-17 წლის ბავშვების გადინება მაინც შევაჩეროთ, მაგრამ არველაძეების მაგალითი მოიყვანეს, თავიდანვე ევროპაში რომ არ წასულიყვნენ, ვერაფერს მიაღწევდნენო.

არველაძეებმა საქართველოს ჩემპიონატში ითამაშეს, ასე გაიზარდნენ და უცხოეთშიც ამის შემდეგ წაიყვანეს. ახლა ევროპაში ქართველებს აღარ იწვევენ, რამდენიმეა ჰოლანდიაში, ევროპულ ლიგებსა და რუსეთ-უკრაინაში. არადა, ბევრმა საქართველო ჩვენი ფეხბურთით გაიცნო და იმის ღირსი მაინც არ არის, რომ სახელმწიფო დაეხმაროს?!

- რატომღაც ჩვენთან დამკვიდრებული აზრია, რომ ფეხბურთს მხოლოდ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში აფინანსებენ. არადა, კვიპროსში, სადაც კომუნიზმი არასოდეს ყოფილა, ფეხბურთი სწორედ სახელმწიფოს ფულით განავითარეს...

- დიახ, ასე იყო. კლუბებს დაფინანსება მხოლოდ ევროკავშირში შესვლის შემდეგ შეუმცირეს, მაგრამ მთლიანად ზურგი არ შეუქცევიათ. ყაზახეთში სახელმწიფო კლუბებს 3 მილიონ დოლარს ურიცხავს, სულ კი ფეხბურთის განვითარებაზე მილიარდ დოლარს ხარჯავს. ცხადია, ამხელა ფული ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ რაღაც მაინც ხომ უნდა გავაკეთოთ?

ადრე ბიზნესმენები ფეხბურთში ფულს ხელისუფლების შიშით არ აბანდებდნენო, მაგრამ ახლა წნეხი მოიხსნა და ვინც იყო, ისინიც გაქცევაზე არიან. არადა, ტალანტებს ხელი ხომ უნდა შევუწყოთ?! კიდევ კარგი, მოედნები მაინც გაკეთდა, მაგრამ გაცილებით მეტია საჭირო.

- ფრანგებს 2006 წელსაც ვუმასპინძლეთ და პირწმინდად დავმარცხდით. შეადარეთ მაშინდელი და ახლანდელი საფრანგეთი...

- ახლა არანაკლები გუნდი ჰყავთ, მაგრამ ვეცდებით, გულშემატკივრებს იმედი თამაშის პირველივე წუთიდან არ მოვუკლათ. მანამდე გვსურდა, რომ ამხანაგური შეხვედრა აქ ჩაგვეტარებინა, მაგრამ არავინ ჩამოდის და ძალით ვერ დავითანხმებთ... სულ იმაზეა ლაპარაკი - ნაკრები შემტევ ფეხბურთს არ თამაშობსო. ყაზახებთან 5 შემტევი სტილის ფეხბურთელი ვათამაშე, ბოლოს მოედანზე 3 თავდამსხმელი გვყავდა და მაინც წავაგეთ. თქვენ გგონიათ, დაცვითი ფეხბურთი მიყვარს?

თავდამსხმელი ვიყავი და შეტევას არაფერი მირჩევნია, მაგრამ ისიც მახსოვს, ვითომ კარგად რომ ვთამაშობდით და ვაგებდით. ჩვენი წარსულიც გავაანალიზე, დღევანდელ რეალობასაც გადავხედე და მივხვდი, რომ სხვა არჩევანი არ გვქონდა.

- საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ნაკრების კანდიდატებს აკვირდებით?

- ვაკვირდები ყველგან, სადაც ამის საშუალება მაქვს. ხშირად დავყვები ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებებს. ვცდილობ, ახალგაზრდებს შანსი მივცე და ბევრიც გავსინჯეთ. სამწუხაროდ, თავი ყველამ ვერ გამოავლინა, რადგან საქართველოს ჩემპიონატში სასურველი დონე არ არის - ამას გულისტკივილით ვამბობ. ევროპალიგის პლეი-ოფიდან გრანდებს არ გამოვუგდივართ და აბა, დავფიქრდეთ, ნამდვილი გრანდები რამდენით არიან ჩვენზე წინ.

- თქვენსა და ყენიას შორის არსებული კონფლიქტი იმას ნიშნავს, რომ მას ნაკრებში აღარ გამოიძახებთ?

- მე მასთან კონფლიქტი არ მაქვს. ნაკრები ჩემი კი არა, იმ ხალხისაა, ვინც ჯიბიდან ბოლო თეთრს იღებს და ბილეთს ყიდულობს.

როგორ თქვა, ცივი წყალი დალიოსო? ნაკრებისთვის ცხელ წყალსაც დავლევ, მაგრამ ამ სიტყვებზე პასუხი თქვენც უნდა მოსთხოვოთ! გეკითხებით, რედაქტორი სამსახურში თქვენს იმედად რომ არის და უმიზეზოდ არ მიხვალთ, არ გაგათავისუფლებენ?

ადრე ნაკრებში 16-17 წლის ბიჭებს იმისთვის ათამაშებდნენ, რომ შემდეგ გაეყიდათ - ამას მე არ დავუშვებ! მოთამაშეებს მხოლოდ იმ დროს კი არ მოვიწვევ, როცა რომელიმე კლუბი აკვირდება; ნაკრებში იქნებიან ისინი, რომელთაც ფეხბურთი უყვართ და ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

- ყენია თქვენს მოთხოვნებს პიროვნულად ვერ აკმაყოფილებს?

- ...სხვათა შორის, როგორც ფეხბურთელიც! ოღონდ, ვინმემ რამე გააკეთოს, თვალებს დავხუჭავ და ცივს კი არა, ცხელ წყალსაც დავლევ, მაგრამ...

იხილეთ ფოტოგალერეა

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• giorgi

აქ ზევით ახსენეს,ევროპული დონის ხელფასს ვუხდით ნაკრების მწვრთნელებსო, იცით თქვენ რო მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო მწვრთნელი მოურინიო,თავისი ქვეყნის მწვრთნელობაზე უარს აცხადებს, მცირე ხელფასის გამო? ანუ არ არის აუცილებელი ნაკრებში მოურინიოს დონის მწვრთნელი,მთავარია ფეხბურთელებმა დადონ თავი,როგორც იქცეოდნენ ხორვატი ფეხბურთელები,რომლებიც სანაკრებო თამაშებში ჰონორარებზე უარს აცხადებდნენ,ომის შემდეგ 90 იანებში,და მიღწევაც გეხსომებათ მათ მსოფლიო ჩემპიონატზე, მე-3 ადგილისთვის გერმანია დაამარცხეს...მე მგონი ყველას გვახსოვს. აი აქედან უნდა ამოვიდეთ,ყველაფერი ნაკრებისთვის ანუ სამშობლოსთვის...

• paatamexradze

თვითონ არის რომ, პიროვნება.....

• daviti

ramo წაიკითხე ქეცბაიას კომენტარი,"როგორ თქვა, ცივი წყალი დალიოსო? ნაკრებისთვის ცხელ წყალსაც დავლევ, მაგრამ ამ სიტყვებზე პასუხი თქვენც უნდა მოსთხოვოთ! გეკითხებით, რედაქტორი სამსახურში თქვენს იმედად რომ არის და უმიზეზოდ არ მიხვალთ, არ გაგათავისუფლებენ?"მე იმას ვამბობ რომ ცოლის მოყვანა არ არის როგორც ქეცბაია ამბობს "უმიზეზოდ" არ მოსვლათქო,რა გითხრა ძმაო,ყენიას არავისთან არ ქონია პრობლემა,ქეცბაიას კი ძალიან ბევრთან.არა მარტო აქ,ლამის მთელი გუნდი გადაიკიდა ერთ თვეში და თვენახევარში გამოუშვეს ოლიმპიაკოსიდან.კობიაშვილს როგორ მოექცა სირცხვილი არაა?კაი დავანებოთ ტავი იმ ფორმას როგორც გაუშვა ეს კაცი ნაკრებიდან,ვინმეს შეუძლია ამიხსნას რა ლოგიკაა როცა 35 წლის კობის გაახალგაზრდავების მოტივით უშვებ ნაკრებიდან და ზუსტად იმავე პოზიციაძე 33 წლის კვირკველიას ათამაშებს?კაი დოლიძის და მოდებაძის მიწვევა გასაგებია ტრამვებმა გამოიწვია,კაი დავუშვათ პირდაპირ საფრანგეთის თამაშზე რომ გამოიძახა ილურიძე,ბოლოს მისი შთამბეჭდავი ტამაშით მოიხიბლა და ამის გამო მაგრამ,3 ამხანაგურ თამაშსს რომ,ჩაატარებ ისე ,დებიუტანტი არ გეყოლება და ბაჩანა ცხადაძეს პირდაპირ ოფიციალურ თამასშზე წაიყვან არის ამაში ლოგიკა?არ შეიძლებოდა თუნდაც ყაზახეთთან ენახა?

• daviti

guja_kakhadze-სბატონო გუჯა,მთლად ვერ დაგეთანხმებით,იმიტომ რომ,რაღაც-რაღაც კომპონენტებში უკვე დავეწიეთ დაფინანსებით ევროპუილ ქვეყნებს,მაგალითად,უკვე მესამე მწვრთნელს ვუხდით ევროპული ნაკრებების მწვრთნელების მსგავს მაღალ ხელფასს,ეს მაშინ როცა ამდენი წელია ოდნავი პროგრესი არაა არც საკლუბო,არც ბავშვთა ფეხბურთის საქმეში,პირიქით უარესობისკენ წავედით,ამხელა ფულს ვიხდით მთავარ მწვრთნელებში ნაკრების რომელსაც არ აქვს შედეგი (არც ექნება ობიექტური მიზეზების გამო)და ამ დროს დანარჩენი საფეხბურთო მეურნეობა სულს ღაფავს უსახსრობით.

• ramo

სხვას გეუბნები, შენ კიდე ქეცბაიზე აგრძელებ. ყენოსთვის არ შეუგინებია, უთამაშებელი კაცი გამოიძახა ნაკრებში და ათამაშა. ამან კიდე ლაციოს ხალხი ჩამოდის და მათამაშეო. თემურამაც არ ათამაშა, სწორადაც მოიქცა. მერე ყენომ სუ გარეკა. ხან რას აბრალებდა ხან რას. ბოლოს ცივი წყალი დალიოსო. ბოლო ბოლო ისედაც ლანძღავენ და პლიუს ასეთი უდისციპლინობა არ აპატია. შენ კიდე იმას აწვები ქეცბაია ცუდი პიროვნებააო. მე ეს არ ვიცი და ამზე შედავებას არ ვაპირებ.

• guja_kakhadze

daviti! ფეხბურთი საქართველოში ისე განვითარდა, რომ ევროტურნირების ელიტაში ქართული კლუბების ადგილი არ აღმოჩნდა, მაგრამ ეს ჯერჯერობით. დაფინანსებით როდესაც დავეწევით ევროპულ გრანდებს, თამაშს მაშინვე ვისწავლით და ფინალურ ეტაპზეც ვიასპარეზებთ. მანამდე კი ფრანგების დასახვედრად მოვემზადებით, არარეალურ მესამე ადგილზე ვიოცნებებთ და თავის მართლებაში აქედანვე ვივარჯიშებთ. ეს კი ნამდვილად გვეხერხება!

• daviti

Shukvani-ს და ramo-ს,ბატონებო-გოგუამ თქვა ამის შესახებ და არავის უარყვია ვარჯიშებზე შეურაცყოფების ფაქტები და რაც შეეხება ფეხბურთელებზე გადაბრალებას ნახეთ ბატონებო ყველა წარუმატებელი თამაშის შემდეგ ამ ბატონის კომენტარი თუ,რათქმაუნდა იკადრა მან საერთოდ მსგავსის გაკეთება.ერთადერთი ისრაელთან სახლში ფრე დააბრალა უხარისხო მინდორს,(ოღონდ გასვლაზე იდეალურ მინდრორზე იმავე გუნდთან რატომ წააგო უშანსოდ არ ვიცი)ყველა მარცხი ან ფრე ისეთ გუნდებთანაც კი როგორიც მალტასთანა სულ იმას გაიძახის რა ვქნა ტო,მესის მე ვერ გავაჩენო და ამ ფეხბურთელებით მეტის მიღწევა არ გამოვაო,ახლა თუ ვინმე ფიქრობს რომ ასეთი კომენტარები გუნდში კარგ ატმოსფეროს ქმნის ძალიან ცდება.

• Shukvani

daviti , საიდან მოიტანე რომ აგინებს და ფეხბურთელებს აბრალებს? :)) რასაც გაიგებ ყველაფერი სიმართლე არ არის , და არც უნდა წერო...:)))))

• daviti

ramo არ გინდა ქეცბაიასნაირი უფროსი გყავდეს?მუშაობის(ვარჯიშის) დროს რომ,გაგინებდეს და ყველა წარუმატებლობას შენს უვარგისობას,დაბალ კვალიფიკაციას აბრალებდეს მხოლოდ.თან არ დაგავიწყდეს ამ სამსახურში "უფროსს" მილიონახევარ!!!! დოლარს უხდიდნენ წელიწადში,შენ კი არაფერს?ამიხსენით ერთი რა იყო იმ ერთ ამხანაგურ თამაშზე ყენიას გამოუცხადებლობაში ასეთი მიუღებელი?რა,როცა ქორწილიბ დაგეგმა იცოდა იმ დღეს ამხანაგური თამაში იქნებოდა თუ რა?ან როცა გაიგო რა გარანტია ქონდა წინასწარ რომ,გამოიძახებდა?თუ ასე ადვილია ქორწილის ორგანიზება და მისი შემდეგ გადატანა-გადმოტანა?თუ უმნიშვნელო მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში და ბევრჯერ მეორდება?არც როგორც,ფეხბურთელი ისე არ მაკმაყოფილებსო რომ,იძახის ეს კაცი,მაგაზე მაგარი ბიჭები მყავსო საფრანგეთს რომ,თავი დავანებოთ,მალტასთან ვერ მოგებული თამაშის მერე წუწუნით ტვინს რომ,ბურღავს რა შედეგს მთხოვთ ფეხბურთელები არააო სადაა ის ყენიაზე მაგარი ბიჭები მაშინ?

• zviadi

"ფეხბურთიდან უნდა წავიდნენ ისეთი ადამიანები ვინც 0:0 ზე თამაშობენ და 1:0 მოგების იმედი აქვთ. მე ყოველთვის 3:0 მოგებაზე ვთამაშობდი." - სეზარ ლუის მენოტი

• guja_kakhadze

ევროტურნირების ელიტაში ქართული კლუბების ადგილი ჯერჯერობით არ არის!

• zviadi

მორჩა ამის მოსაგები არსად არაა... მართალი კი არა ყველამ იცით რაცაა.. არ მათქმეინოთ ეხლა. ფორმაში მყოფი ყენიას არ გამოძახებას არავითარი გამართლება არა აქვს, მითუმეტეს ხუშტურების გულზე. რა იყო ამაში მოუგვარებელი? რაც არ უნდა აიქაფოს პირი ამ თემურამ, სულერთია როცა წავაგებთ ყველა მაგას იტყვით ყენია უნდა ყოფილიყოო. არც გოგუასთან არის მართალი ეს, გოგუა რომ არა ხორვატიასთან იმ გოლს ვერ გავიტანდით, იმ გამარჯვებით ღმერთმა დაგვანახა რომ აი ის წიწაკა გოგუაც საჭიროა, და მხოლოდ ერთობით და ერთსულოვნებით უნდა ვეცადოთ გამარჯვება. არა ხუშტურებით და ჯინაობით.. აი ხომ მაგარი ბიჭია ეს ქეცბა, ყენია ხომ არ ჭირდება, აი დაინახავთ რასაც დაიჭერს. კაი, გოგუა მესმის, ყენიასთან რომელ მწვრთნელს ქონდა პრობლემა?

• guja_kakhadze

არც რაინდობას ეღალატების, ტირადებს ვამბობთ ლამის ზეპირად. ქართულ სუფრაზე სულ ტალანტები, სულ ერთმანეთზე ლამაზები ვართ.

• ROMANI

აბსოლუტურად მარტალია ქეცბაია. ნიჭიერების და მიუხედავად ყენია არაა ღირსი ნაკრებში ითამაშოს.

• Shukvani

მართალია ქეცბაია... კარგი კაცი და კარგი მწვრთნელია... და ნუ ცდილობს ეს საიტი YOVELTVIS! იცით რასაც...

• სსს

აღარ დამთავრდა ქაჯების დრო ფეხბურთში

• ramo

მთავარი ამ ინტერვიუდან თურმე ყენიას ამბავი ყოფილა. რატომ იცით ამოჩემება? ახლა ყენია გახდა მესია? სწორე გითხრათ, აბა ერთი სამსახურში არ გამოცხადდე და თან უფროსზე თქვა წავიდეს ცივი წყალი დალიოსო, რა მოგელის? ან შენ რო იყო უფროსი ეგეთ კაცს გააჩერებ? მერე რა გუნდურობაზეა საუბარი.

• guja_kakhadze

ვინც ფეხბურთს თამაშობს სანაკრებოდ არ გამოდგებაო და აბა ვის იწვევენ ნაკრებში?

• ვალიკო

*** წადი რა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა

ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს

ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას

ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს

სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...