საქართველოს ნაკრებისა და "დილას" მეკარის თქმით, მხოლოდ წარსულსა და მარცხზე ფიქრი არაფერს გვარგებს
მართალია, ვენის "რაპიდმა" გორის "დილას" ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრის საშუალება არ მისცა, მაგრამ სახელდახელოდ შეკოწიწებული გუნდის ევროოდისეამ სანუგეშოდ პერსპექტივა მაინც დაგვანახვა.

"დილას" ერთ-ერთი ნათელი წერტილი უდავოდ ნუკრი რევიშვილია. საქართველოს ნაკრების მეკარემ 4 შეხვედრაში კარი "მშრალად" შეინახა, თუმცა ავსტრიელებისგან, ვენასა და თბილისში, 4 გოლი მიიღო.

რა იყო "რაპიდთან" მარცხის (რაც, თავისთავად, სირცხვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ წინა შეხვედრების ფონზე გაცილებით მეტის იმედი გვქონდა) მიზეზი და რას ფიქრობს 26 წლის გოლკიპერი ქართული ფეხბურთის დღევანდელობაზე?

ამ თემებზე რევიშვილი "ლელოს" ესაუბრება:

- არ შემიძლია, ვთქვა, რომ მარცხის მიზეზი მწვრთნელის ან მოთამაშეების რომელიმე კონკრეტული შეცდომა იყო. მგონია, რომ ამ და ყველა სხვა შეხვედრაში თითოეულმა ჩვენგანმა თავი არ დაზოგა, მაგრამ... მაინც წავაგეთ. უნდა ვაღიაროთ - "რაპიდმა" ავსტრიაშიც გვაჯობა და თბილისშიც.

გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ და ამავე დროს, ბოდიშიც ვუთხრათ - სამწუხაროდ, იმედები ვერ გაგიმართლეთ.

- "დილასგან" თბილისში გაცილებით უკეთეს ფეხბურთს ველოდით, მაგრამ ისე მოხდა, რომ საპასუხო შეხვედრაში "რაპიდი" პირველ მატჩზე უკეთ გამოიყურებოდა. რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი?

- არავინ იცის, მომენტებით რომ გვესარგებლა, საბოლოოდ რა შედეგს მივიღებდით. თუმცა ყველაფერი მაინც ლოგიკური იყო - თბილისში ჩვენ უნდა შეგვეტია და თამაშიც გავხსენით, ავსტრიელებმა კი ამით ისარგებლეს, რადგან ეს არის სწორედ "რაპიდის" ფეხბურთი - მეტოქე კონტრშეტევაზე უნდა გამოიჭირონ.

მათი უპირატესობა ისიც იყო, რომ ამ შემადგენლობით წლების განმავლობაში თამაშობდნენ, ჩვენ კი ზაფხულში შევიკრიბეთ და ყოველდღე ახალ-ახალ მოთამაშეებს ვიმატებდით. ცხადია, ავსტრიელებივით შეთამაშებულები ვერ ვიქნებოდით. როცა ასეთი პრინციპული მატჩია, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

- ანუ თავს ზემოთ ძალა არ იყო...

- სამწუხაროდ, ასეა. რა პირობებიც საქართველოშია, ამის ფონზე "დილამ" შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა. ამ გადასახედიდან ისიც მახარებს, "ოლბორგსა" და "ჰაიდუკს" რომ ვაჯობეთ. შეადარეთ მათი და ჩვენი პირობები, ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ პირველ ორ ეტაპზე საკუთარ თავს გადავახტით? დამისახელეთ სხვა, ორი თვის შეკრებილი გუნდი, რომელიც ასეთი დონის მეტოქეებს წინააღმდეგობას გაუწევდა და პლეი ოფამდე მივიდოდა. მით უფრო, რომ ეს გუნდი ქართულია და მისი ბიუჯეტი მეტოქისას საგრძნობლად ჩამორჩება.

ყველას მეტის იმედი გვქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ ზღაპრებში ხდება. მე კი ასეთი ზღაპრების არ მჯერა. ასეთ პირობებში, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა წარმოუდგენელია.

გიორგი დევდარიანმა მოახერხა და ძალიან პერსპექტიული გუნდი შეკრიბა, მაგრამ ევროპულ დონეზე გასასვლელად, ფინანსების გარდა, მას დრო სჭირდებოდა და თან ჩვენი ჩემპიონატის დონეც უფრო მაღალი უნდა იყოს. საქართველოში კი ფეხბურთის დონე საგრძნობლად დაეცა. არ არის ფული და ჩემპიონობისთვის დიდი კონკურენცია. ეს ყველაფერი ქართულ ფეხბურთზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

ამიტომაც მიმაჩნია, რომ რასაც მივაღწიეთ, ამ ეტაპზე ცუდი შედეგი არ ყოფილა.

- ველოდით, რომ "დილას" შემადგენლობაში "რაპიდთან" ბოლო შეხვედრას ატარებდით...

- არა, რატომ? ჯერ ჩემი წასვლა გადაწყვეტილი არ არის და არ დავმალავ, არც კი ვიცი, რაიმე კონკრეტული წინადადება თუ არის.

- რუსეთში სატრანსფერო "ფანჯარა" ჯერ არ დახურულა...

- 6 სექტემბერს იხურება და ვნახოთ... მართალია, "დილასთან" კონტრაქტი დეკემბრამდე მაქვს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა მოთამაშეებს ხელს არ უშლის და თუ რომელიმეს უცხოეთში წასვლის შანსი გაუჩნდება, კონტრაქტს მის საწინააღმდეგოდ არ გამოიყენებენ. ეს არის ნორმალური დამოკიდებულება და ამიტომაცაა, რომ "დილაში" მოსვლა ყველას უხარია.

- მართალია, თითქოს მოლდოვური და აზერბაიჯანული კლუბები გიწვევდნენ?

- დიახ, იყო ასეთი წინადადებები, მაგრამ იქ წასვლას, ზამთრამდე "დილაში" დარჩენა მირჩევნია. შეიძლება, უკეთესი ვარიანტებიც გამოჩნდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ კლუბისა და მისი ხელმძღვანელობის მადლიერი ვარ, რადგან "კრასნოდარში" უთამაშებლობის გამო ბევრმა ჩემზე ხელი ჩაიქნია.

"დილაში" ფორმა აღვიდგინე, ნაკრებშიც დავბრუნდი და თამაში რომ შემიძლია, ეს ყველას დავუმტკიცე.

- ევროტურნირების გამო "დინამოდან" და "დილადან" ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები საფრანგეთ-ფინეთთან გასამართ შეხვედრებს მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ხომ არ ხვდებით?

- ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მართლაც დიდი სტრესი მივიღეთ, მაგრამ მხოლოდ წარსულსა და მარცხზე ფიქრი არაფერს გვარგებს. ვინ იცის, იქნებ გულშემატკივარი ნაკრებმა მაინც გაახაროს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guja_kakhadze
კარგი კაცი ხარ! დავამატებ:სწრაფგამძლეობით გვაჯობეს და რაც უფრო ადრე გამოვასწორებთ ამ კომპონენტს, ქართულ ფეხბურთს მით უფრო მალე ეშველება. რამდენი ფეხბურთელი გეგულებათ საქართველოში ვინც თავისი რეალური სისწრაფე იცის?
Walkabout
მართალია, მეც არ ველოდი მისგან ამდენს, ყოჩაღ ნუკრი... მაგრამ ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ და რუსეთში დაბრუნებით გამოუსწორებელ ზიანს რომ მიაყენებს თავის კარიერას წესით მაგას კი უნდა ხვდებოდეს... თქვენ კიდევ შეეშვით ამ ბიძგის მიცემას და ნამიოკებს ინტერვიუების დროს რუსეთზე და უკრაინაზე, კაცი იძახის ჯერ არ ვაპირებ დილადან წასვლასო, ეუბნებით რატომ არ აპირებო და თან რუსეთში რატომ არაო, ეჭვი მეპარება თქვენს ჭკუაზე ვინმემ გაიაროს, მაგრამ მაინც არ არის არც სწორი და არც ლამაზი...
mamuka kobuladze
Nუკრი მართალი კაციხარ ძმაო. Eსე გააგრძელე. Mადლიერებისა და დაფასბის გრძნობა რო გაქვს მაგიტო ხარ პატივისცემის ღირსი. Oბიექტურად რო აფაებ სიტუაციას მაგიტო ხარ პატივისცემის ღირსი. Mადლობა გორის დილას და გორელებს. ღმერთმა დაგლცოთ და გაგაძლიეროთ ბიჭებო. Bათუმი თქვენთანაა. ჩვენ ერთი გუნდივართ. ჭწ
რომან გამგებელი
კარგი ბიჭი ხარ ნუკრი, შენი იმედი ყოველთვის მქონდა და ყოველთვის მექნება!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან