გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

დევდარიანმა, სხვასთან ერთად, ქართველი ფეხბურთელებისთვის დამახასიათებელ ნაკლოვანებასა და მენტალურ პრობლემებზეც ისაუბრა.

მკითხველი:

- ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება, რომ ჩვენი ფეხბურთელები ნაკლებად არიან მომთხოვნები საკუთარი თავის მიმართ, რაიმე პატარა მიღწევის შემთხვევაში უფრო ხშირად ამით კმაყოფილდებიან და წინსვლას აღარ განაგრძობენ - ეს საქართველოში სპორტული აღზრდის პრობლემაა თუ ზოგადად, ეროვნული მენტალიტეტის თავისებურება?

- მე ფეხბურთში ვმუშაობ და არ მინდა გადავწვდე სხვა სფეროებს, მაგრამ ცოტა ხნის წინ მასწავლებლების გამოცდები ჩატარდა, სადაც 90 პროცენტი ჩაიჭრა. ამდენად, როცა მენტალიტეტზე ვსაუბრობთ, მენტალიტეტის შეცვლა ალბათ განათლების სფეროს პირდაპირი პრეროგატივაა.

ყველა ეს სფერო, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე, ერთმანეთთან კავშირშია და თუ რომელიმე მათგანი მოიკოჭლებს, ჩნდება მენტალური პრობლემები.

ახლა ფეხბურთელი, რომლის თვალსაწიერი BMW-თი იწყება და მთავრდება, იმ BMW-ს ყიდვის შემთხვევაში ამოწურავს თავის მოტივაციას.

ადამიანს კი, რომელსაც წიგნის მეშვეობით საუკუნეებში უმოგზაურია სხვადასხვა გმირთან ერთად და შეუგრძნია ამ წიგნის საშუალებით უფრო დიდი ფასეულობა, ვიდრე BMW-ეა, ის არ დაკმაყოფილდება ავტომობილით.

ამიტომ მენტალიტეტი დაბადებიდან კი არ დევს ჩვენში. შეგვიძლია მაგალითები მოვიყვანოთ, ვინც ერთი BMW იყიდა და ხუთიც, მაგრამ ამაზე არ დაკმაყოფილდა. ეტყობა, იმათი სულიერი სამყარო ბევრად უფრო მდიდარი იყო და სხვა მოთხოვნები და მისწრაფებები ჰქონდათ. ამიტომ აქ ისევ ზოგად პრობლემებთან მივდივართ...

იხილეთ სრული ვერსია

murtalo
რა +ეეცით რომას, დაიკიდეთ რა...გიორგი დევდარიანს სადაც ყოფილა არსად თავი არ შეურცხვენია... არც იმ დინამოში საიდანაც თვითონ წამოვიდა...საქართველოს ნაკრებს მისი დარი მწვრთნელი უნდა ყავდეს და არა ტლუ, გაუნათლებელი, უზრდელი, თავშეყვარებული, უამბიციო და რეგვენი ქეცბაია... საქართველოში დღესდღეობით გეგუჩაძე და დევდარიანი არიან საუკეთესოებო... მალე მათ ცეცაძეც შეუერთდება და ნახავთ... ფეხბურთელებიც უცებ გამოავლენენ თუ რა შეუძლიათ...წაი ქეცბაია კვიპროსის აკადემიას მიხედე!
juve-nedved
roma შენ ან ძალიან პატარა ხარ ან კიდევ ეხლა დაიწყე ფეხბურთის "კითხვა" სჰენ ალბათ კვერცხში წიოდი მაგ დროს დევდარიანს რა გუნდიც ყავდა! "თბილისის თბილისი" ! გახსოვს ეს გუნდი? ან არავის მოუყოლია მაინც ამ გუნდზე?! 16-17 წლის ბიჭებმა საქართველოს ჩემპიონატში რა ქნეს? რომ გადახნეს ყველა და ყველაფერი თითქმის იმ წელს ჩემპიონატში! შენ მაგარი ბოღმა ვიგაც ხარ! კაცმა თავის აზრი გამოთქვა და შენ გამოხტი და აკრიტიკებ აქ! შენ რას მიგიხწევია ერთი! რით ასახელე საქართველო?! რაში გამოადექი საქართველოს? ან სცადე მაინც გამოსდგომოდი?
გიორგი
ძალიან გთხოვთ ნუ ეკამათებით რომას, მას ხომ ყველა დარგში სრულყოფილებისთვის დიდი ხანია მიღწეული აქვს.
გიორგი
რომა, შენ რა შეგიქმნია ან რისთვისშენ რომ მოგისმინოთ? ეს კაცი რომ მართლა მიიწვიონ სადმე და წავიდეს მერე შენნაირები იტყვიან საქართველოს უღალატაო და მერე კიდევ რომ დაბრუნდეს დაიწყებენ იქ არ ივარგა და აქ დაბრუნდაო და ასე დაუსრულებლად. იცოდა ჟურნალისტმა ვისთვის უნდა ეკითხა აზრი და წავიდა და ჰკითხა კიდეც, ალბათ არ იცოდა შენი სახით როგორი ავტორიტეტი დააფრქვევდა აზრებს თორემ ალბათ დევდარიანის მაგივრად შენ გკითხავდა აზრს. ქართველების უმეტესობა გაუტანელი და შურიანები ვართ, ფიროსმანი სიღარიბეში მოკვდა და მაგის საფლავი სად არის არავინ იცის სამაგიეროდ მისი სურათები ეხლა მილიონები ღირს და ეს ყველაფერი იმიტომ რომ შენნაირი ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ არსებობენ და იარსებენენ. არსებობს გენიალური ანდაზა: ძაღლი ყეფდა და ქარავანი მიდიოდაო. მორალს იმედია გამოიტან.
შაკო
რომა, "ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების" შენნაირებზეა ნათქვამი, შენი ნათქვამი არის აზრს და ლოგიკას მოკლებული და ურთიერთგამომრიცხავი. თან იძახი ვერაფერს მიაღწიაო, თან იძახი საზ ღვარგარეთ წავიდეს და იქ მიაღწიოსო, რა გინდა ბოლობოლო რა არ მოგეწონა. შენი მოსაზრებით, საქართველოში რასაც არ უნდა მიაღწიო ნოლი ხარ მაინც გამოდის, ვინც მასე თვლით, წაბრძანდით თქვენ თვითონ საქართველოდან და დაგვტოვეთ ის ხალხი, ვინც ამ ქვეყანას ვაფასებთ. დევდარიანს არ ეთქმის ამ სფეროშიო და შენ გეთქმის ხომ?, მაგ ლოგიკით შენ ვინ ხარ რომ აკრიტიკებ. დევდარიანი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და მზარდი მწვრთნელია საქართველოში და მოაკეტინებს ბევრს მალე თავისი შედეგებით.
roma
ძმებო მე ყველაფერი გადავღეჭე და ისე მოგაწოდეთ,მე ეს ყველაფერი გაუგებელი ხალხისთვის არ დამიწერია და ძალიან ფთხოვთ ნუ მეკამათებით ასეთი ხალხი,კარგად იყავით,მშვიდობით.
romas
რომა, ე.ი. დევდარიანმა რომ თქვას 2X2=4 არ ყოფილა მასე, რადგან მას მათემატიკის დარგში მიღწევები არ აქვს, არა?
roma
ხალხო,როგორ არ გესმით მე რას ვამბობ,თუ კაცი ნიჭიერია და რამის თავი აქვს,მაშინ მან უნდა მიაღწიოს რამეს,კი ბატონო საქართველოში ძალიან ძნელია მიაღწიო რამეს,მაგრამ წავიდეს საზღვარ გარეთ და იქ მიაღწიოს,საზღვარგარეთ,რომ წახვიდე მაგარი უნდა იყვე,დევდარიანის ნაირებს არავინ არსად არ მიიწვევს,კაცის ნიჭიერება ჩემი და თქვენი გადასაწყვეტი არაა მას ავტომატურად გრძნობს ბაზარი და დამსახურებულ ადგილს მიუჩენს,ე.ი თუარ მიუჩინა ადგილი ის არაფერს წარმოადგენს,გამოდის,რომ მოთხოვნადი არ არის და ამით ყველაფერია ნათქვამი,კიდევ ვიმეორებ დევდარიანი მე მაგალითად მოვიყვანე,კაცი საქართველოს ჩემპიონიც კი არ ყოფილა და რა დამსახურებაზეა აქ საუბარი,თუმცაღა საქართველოს ჩემპიონობა ევროპაში არავითარ საზომს არ წარმოოადგენს,მაგრამ მას ესეც არა აქვს და სხვაზე რაზე უნდა ვილაპარაკოთ.
Teimuraz
რომა თუ ვერ ხედავს რა სიამოვნება მიანიჭა მაყურებელს დევდარიანმა გორის დილას გააზრებული თამაშით, მაშინ მასტან კამათს რა აზრი აქვს. მე დარწმუნებული ვარ რომას არაფერი ექნება გაკეთებული. მან მხოლოდ კრიტიკა იცის, აი, ისეთი სახის რაპიდთან მატჩში გულშემატკივრები რომ გამოხატავდნენ, ადგნენ, წავიდნენ და იგინებოდნენ, იმაზე კი არ დაფიქრებულან ერტი სექტორი ავსტრიელი გულშემატკივრები გვჯობდნენ 20 სექტორ ქართველ გულშემატკივრებს. მე გულსემატკივრობა არ ვიცით წესიერად და სხვას ორ თვეში უფულოდ და უფეხბურთელოდ ევროკლასის გუნდის ჩამოყალიბებას ვთხოვთ.
giorgi
რა შუაშია აქ მიღწევები? ესეიგი მსოფლიო ჩემპიონი თუ არაა კაცი, ხმა არ უნდა ამოიღოს? გამაოცე ლოგიკაა :)
nino
რომა, რატომ გემწარა ასე დევდარიანის სიტყვები, თუ ტყუილს ა,ბობს მენტალურ პრობლემაზე>? სხვათა შორის, ეს პრობლემა მხოლოდ სპორტში არაა.
გივი გაგნიძე
მთავარია ნიჭი,უნარი,ცოდნა,გამოცდილება და ამბიცია.ამას დამატებული მონდომება-აი ის რაც არის განმსაზღვრელი გუნდის ცხოვრებაში.თორემ მარადონაზე დიდი ფეხბურთელი ვინ იყო,მაგრამ მწვრთნელად ვერ ჩამოყალიბდა.ასე რომ-რომა შენს მოსაზრებებს ვერ გ ა ვ ი ზ ი ა რ ე ბ თ.დევდარიანი კი მაგარი მწვრთნელია ლ
rrr
დევდარიანმა რა უნდა გააკეთოს მარტომ? ეგ კი არა გუარდიოლა ვერ გვიშველის ეხლა
roma
ჩემო არაფრის მაქნისებო და არაფრის დამნახავებო,დროა უკვე თვალები გაახილოთ და მიხვდეთ თუ რაშია საქმე,მე დევდარიანის წინააღმდეგ კი არ ვარ განწყობილი,არამედ იმის თქმა მინდა,რომ თავის პროფესიაში იმ ადამიანის სიტყვას აქვს ფასი ვისაც რამისთვის მიუღწევია,რამე გაუკეთებია,თორემ ასე ყველას შეუძლია ყაყანი და მერე რა ამით.რა გაუკეთებია დევდარიანს,არაფერი.ზოგიერთებს თუ ჰგონია,რომ ჰადუკი და სვები ვინც დილას შეხვდა ევროპის საშუალო გუნდებია, წასულია მათი საქმე,საქართველოში ფეხბურთში მხოლოდ დიდ ახალკაცს აქვს მიღწევა და იმიტომაა ის დიდი სპეციალისტი,სხვამ ერთი შემახსენეთ ვინ რა გააკეთა და სანამ ასე გაგრძელდება ჩვენ ვერაფერს ვერ მივაღწევთ.
romas
არც მე მაქვს დიდი მიღწევები ფეხბურთის თამაშში და მწვრთნელობაში და სიმართლის თქმის უფლება არ მაქვს? კომუნისტობას როდის გადაეჩვევი, რომა-ჯან?
77
საერთოდ, ყველაფერი შედარებითია. გიორგი დევდარიანს საქართველოში ამჟამად მოღვაწე მწვრთნელებში ყველაზე მეტი მიღწევა აქვს. გორის "დილა" ერთადერთი ქართული კლუბია, რომელმაც საშუალო ევროპულ კლუბებს წიმააღმდეგობა გაუწია. 17 წლიანებშიც ნორმალურად იასპარეზეს მისმა ფეხბურთელებმა. roma-ს მსგავსი ადამიანები მხოლოდ კრიტიკით არიან დაკავებული და ნებისმიერ ადამიანსა თუ ქმედებაში უარყოფითს ხედავენ. გიორგი მართალია, სპორტსმენებს მეტი განათლება და მონდომება ჭირდებათ.
alkapone
საიდან მოსდის ამ ხალხს ასეთი ურთიერთგმომრიცხავი აზრები, ადმიანი რამეს გააკეთებს და ეს რა გააკეთაო არ გააკეთებს და როგორ ვერ გააკეთაო, საერთოდ არ ვიცნობ დევდარიანს, მაგრამ თუ კი რომელიმე უცხოელმა მწვრთნელმა რამეს მიაღწია საქართველოში, ყველას ერთად აღებულს აჯობა დევდარიანმა. ისიც გაითვალისწინეთ რომ უცხოელ მწვრთნელს გაცილებით კომფორტს უქმნიან ჩვენი კლუბები თუ ნაკრები ვიდრე ადგილობრივს. რაც შეეხება დევდარიანს სწორი ზუსტად მენტალიტეტზე სწორი შეხედულების გამოა რომ მაქსიმუმი ამოქაჩა დევდარიანმა თითოეული ფეხბურთელისაგან, და საამაყოა რომ მხოლოდ ქართველებით დაკომპლექტებულმა მისმა გუნდმა შეძლო კარგი ლამაზი მატჩების ჩატარება. დარწმუნებული ვარ დინამო თითოეულ უცხოელს უხდის ხელფასს იმდენს რომ 3-4 და შეიძლება მეტ ქართველ ფეხბურთელს ერთად არ აქვს ამდენი ხელფასი ან თუნდაც ზოგიერთი გუნდის ბიუჯეტი არ იქნება იმხელა. მიდი დევდარიანო, ვფიქრობ რომ ჩვენი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი აუცილებლად ეროვნებითაც და გეგებითაც ქართველი უნდა იყოს-შესაძლებელია რომ ჰყავდეს უცხოელი დამხმარე. რაც შეეხება ქეცბაიას ეროვნებით კია ქართველი მაგრამ გაგებით ნამეტანი ჩარჩენილია 90-იანებში.
გია
ეს კაცი კარგი ფსიქოლოგიც ყოფილა
roma
ჩემო გიორგი კარგი კაცი ხარ ,კარგად ლაპარაკობ,მაგრამ შენ თვითონ რას მიაღწიე,რა წარმატებები გქონია კარიერაში? არაფერი ეს ფაქტია,ამბობ ფეხბურთში ვმუშაობო,კი ბატონო მუშაობ,მაგრამ მაჩვენებელ და მარგი ქმედების კოეფიციენტი შენი 0-ის ტოლია,შენ ფასეული არა ხარ,ანუ არაფრისთვის მიგიხწევია.ევროპული დონის საშუალო მწვრთნელის მესამედიც არა ხარ და რა აზრი აქვს შენს გამონათქვამებს ჩემამდე არ დადის,კი ბატონო მიაღწიეთ რამეს,შექმენით რამე,საქართველოში არ არის ამის პირობები,საზღვარგარეთ წადით და იქ მიაღწიეთ რამეს,ანუ რამე გააკეთედ და ამის მერე ექნება თქვენს სიტყვებს ფასი,ეს ყველაფერი ეხება ყველა ქარტველს,რომლებსაც დიდ სპეციალისტებად მოაქვთ თავი.სინამდვილეში კი მათ და ასევე თქვენც არაფერი ღირებული არ შეგიქმნიათ.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა