მინი-სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატი
მინი-სნუკერი შედარებით ახალი სახეობაა - მას ექვსი წითელი ბურთით თამაშობენ. ამ დღეებში ქალაქ ბანგკოკში მხოლოდ მესამედ ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი და მესამედ (!) ტურნირი ერთი და იგივე მოთამაშემ მოიგო - 41 წლის მარკ დეივისმა.

ფინალის ფავორიტად ნილ რობერტსონი მიიჩნეოდა - მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი, რომლის თამაშში არ არსებობს სუსტი ადგილები. თუმცა ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც მარკ დეივისის სჯეროდათ, რადგან ეს მოთამაშე სწორედ სნუკერის ამ ნაირსახეობაში სპეციალიზდება.

პირველმა ორმა ფრეიმმა რთულ ტაქტიკურ ბრძოლაში ჩაიარა და გამოჩნდა, რომ ფინალში სერიოზული დუელი იქნებოდა. ამის შემდეგ ორი პარტია ავსტრალიელმა მოიგო და სწორედ ამ დროს დეივისს შთამბეჭდავი გაქცევა გამოუვიდა - ზედიზედ ექვსი ფრეიმი აიღო და 1:3 7:3-ად აქცია. მას ერთი პარტიის აღება სჭირდებოდა საბოლოო გამარჯვებამდე. ფრეიმების გაცვლის შემდეგ დეივისმა საჭირო მერვე ქულა აიღო და ისევ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

მარკ დეივისი ყველაზე სნუკერული გვარის ღირსეული გამგრძელებელია, ისევე, როგორც მისი მოგვარეები - ჯო, ფრედი და სტივი. ახლა ისიც მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონია. მას გადასცეს ძალიან ლამაზი თასი და 40 ათასი ფუნტი სტერლინგი. თავის სამივე ფინალში ის ორმაგი უპირატესობით იგებდა: 6:3 მარკ უილიამსთან, 8:4 შონ მერფისთან და 8:4 ნილ რობერტსონთან. როგორც ჩანს, მინი-სნუკერის მეფის ტიტული მას დიდი ხნით ექნება დასაკუთრებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jimmy jump
არადა პირველი ფრეიმის დასაწყისში ორჯერ სნუკერიდან ვერ გამოვიდა დევისი და ვიფიქრე რობერტსონი მოუგებს უეჭველი თქო მარა მოხუცმა მაგრად აკრიფა მეხუთე ფრეიმიდან და მოუგო კიდეც საბოლოოდ ავსტრალიელს
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა