ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. ბოლო ტური
საქართველო-ესპანეთი! თუნდაც ათი წლის წინათ ასეთი მატჩის ხილვაზე მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა, 9 სექტემბერს კი სანაძემ, ლეჟავამ, ფხაკაძემ, ბურჯანაძემ, ფაცაციამ და მეტრეველმა რუბიოს, გასოლის, ფერნანდესის, კალდერონის წინააღმდეგ ითამაშეს. იცით, ეს ვისი დამსახურებაა?

ცხადია, ნაკრებს ბოლო ათწლეულში მთავრობაც ხელს უწყობდა და კალათბურთის ფედერაციაც, თუმცა თავდაუზოგავი შრომით ეროვნული გუნდი ევროპის საუკეთესო ნაკრებებამდე ასწიეს ფაჩულიამ, მარკოიშვილმა, სანიკიძემ, ცინცაძემ, ცქიტიშვილმა, შერმადინმა და შენგელიამ.

მათ ყველაფერი გვერდზე გადადეს, მიზნად დიდი კალათბურთის თამაში დაისახეს, რაც უცხოურმა კლუბებმაც შეამჩნიეს და დიდი კალათბურთისკენ გზა გაუხსნეს.

საერთაშორისო არენაზე მიღებულ გამოცდილებას ისინი ეროვნულ ნაკრებს ახმარენ.

ყურადღება!

სწორედ ხუთ-ექვს კალათბურთელზე რომ ვიყავით დამოკიდებულნი, ამიტომაც აღარ შეგვრჩა ენერგია ჯგუფიდან გასასვლელად.

სამაგიეროდ, სლოვენიელებთან და ესპანელებთან ერთად მომდევნო ეტაპზე ითამაშებენ ხორვატები, რომლებსაც ორი ერთმანეთზე უკეთესი ხუთეული ჰყავთ. ისინი შეჯიბრების გახურებასთან ერთად კიდევ უფრო მოუმატებენ. საქართველოს ნაკრებს კი საამისო რესურსი არ ჰქონდა. ალბათ, ამიტომაც ინება ფორტუნამ ჩვენი ჯგუფში ჩატოვება.

სწორედ ესპანეთთან თამაშის მიმოხილვაში მინდა დავწერო მთავარი გულისტკივილი: მარკოიშვილმა და მისმა მეგობრებმა (ექვსმა კალათბურთელმა) შეიძლება გულიანი, ქართული თამაშით დაამარცხონ ესპანეთის მძლეველი სლოვენია, მაგრამ პროცესის მოსაგებად მათ დახმარება სჭირდებათ.

სათადარიგოთა სკამზე ევროპის მაღალ დონეზე გამოუცდელი კალათბურთელები ისხდნენ. სწორედ მათი კვალიფიკაციის ამაღლება იქნება ვარსკვლავური ხუთეულის დახმარება - ევროტურნირებზე ქართული გუნდები ყოველწლიურად უნდა გამოდიოდნენ, ქართული კალათბურთის განვითარების პროგრამაში მთავარ პუნქტად სწორედ ეს უნდა ჩაიდოს!

რა თქმა უნდა, ქვაკუთხედი ბავშვთა კალათბურთი უნდა იყოს.

მერწმუნეთ, საქართველოში სანიკიძე-მარკოიშვილი-ცინცაძის თაობაში იმდენი ტალანტია დაკარგული, ისეთი გუნდი შეიკვრებოდა, წლევანდელ ევრობასკეტზე მომდევნო ეტაპის საგზურს ჩეხეთთან თამაშამდე გაინაღდებდა.

ღირსეულად

სლოვენიელმა ჟურნალისტმა მითხრა: ესპანეთთან თამაშამდე ვითვლიდით, 20 ქულის სხვაობით წავაგებდით თუ მეტითო.

თამაშმა სხვა სურათი დახატა, სლოვენიელებმა პირენეელებს კბილებით გამოგლიჯეს გამარჯვება. მას მერე ესპანელები იმდენად გამწარდნენ, პოლონეთსა და ჩეხეთს პირველივე მეოთხედში მოუღეს ბოლო. საქართველოს ნაკრებთან კი...

"ჩემს გუნდს თავიდან ძალიან გაუჭირდა. ქართველები ზონაში კარგად იდგნენ და რთული იყო მათი კალათისთვის გასაღების მორგება", - თქვა ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ხუან ორენგამ.

პირველი პერიოდი 17:17 დასრულდა. საქართველოს ნაკრები მეორე მეოთხედის დასაწყისშიც კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მე-16 წუთზე ესპანელებმა ზედიზედ ჩააგდეს ორი სამქულიანი, თამაშის ტემპი გააორმაგეს და პირველი ტაიმი 41:29 მოიგეს.

ქართველებს წლეულს ამაზე დიდი სხვაობაც აღმოუფხვრიათ, მაგრამ ამჯერად სხვა სიტუაცია იყო: მეტოქე ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი ესპანეთი გვყავდა, ხოლო ჩვენს გუნდს მანუჩარ მარკოიშვილი აკლდა.

"მანუ მებრძოლია, თავს არ დაზოგავს. თუ ქვეყანას სჭირდება, ტრავმიანიც თამაშობს, მაგრამ რადგან ესპანეთთან მატჩს მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხში მნიშვნელობა არ ჰქონდა, მანუჩარი დავასვენე.

სამაგიეროდ, თავის გამოჩენისა და გამოცდილების მიღების საშუალება მივეცი ახალგაზრდებს, რომლებმაც ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ კარგად ითამაშეს", - განაცხადა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა.

მეორე ტაიმში სათადარიგოებმა მართლაც დიდი გამოცდილება მიიღეს. აი, რა თქვა ნამატჩევს დუდა სანაძემ:

"მოუთმენლად ველოდი ესპანეთთან თამაშს, ამ გუნდში ხომ ევროპის საუკეთესო კალათბურთელები არიან შეკრებილნი. რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ, ვიბრძოლეთ ბოლომდე და ღირსეულად დავმარცხდით".

ბექა ბურჯანაძემ დასძინა:

"რთული თამაში იყო. თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე მეოთხედის ბოლოს ესპანეთმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და ეს შედეგზეც აისახა.

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე ორი წამყვანი კალათბურთელი ვერ ეხმარებოდა (ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია), რაც ჩვენი დარი გუნდისთვის სერიოზული დანაკლისია.

დიდი გამოცდილება მივიღეთ და იმედი მაქვს, სამომავლოდ აუცილებლად წაგვადგება".

დავძენთ, რომ სლოვენიელების შემდეგ ყველაზე მეტი ქულა ესპანელებს ქართველებმა ჩაუგდეს - 59.

როგორ დავემშვიდობოთ?

ევრობასკეტის თითქმის ყველა თამაშისას გვერდით ესპანელი ჟურნალისტი ხავიერ გონსალო მიკო მეჯდა. ესპანეთთან მატჩის დასრულების შემდეგ ვთხოვე ეკარნახა, როგორ დამეწერა: "მშვიდობით, ევროპის ჩემპიონატო".

მითხრა - თუ დროებით ემშვიდობები და მალე აპირებ ვინმეს ნახვას, HASTA LUEGO უნდა უთხრა; თუ დიდი ხნით ემშვიდობები - ADIOS.

"ადიოს" ცუდად ჟღერს, HASTA LUEGO სჯობს - 2015 წელს ევროპის ჩემპიონატით უკრაინა გველის.

C ჯგუფი. V ტური

ხორვატია-ჩეხეთი 70:53

16:17, 16:16, 15:9, 23:11

ხ: ტომიჩი (12+9 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (11), შარიჩი (11+5 მოხსნა), სიმონი (10), ზორიჩი (10+6 მოხსნა).

ჩ: პუმპრლა (19), ვესელი (11+11 მოხსნა), სატორანსკი (9+8 პასი).

ორქულიანები: 19/37 (52,8%) - 15/42 (35,7%)

სამქულიანები: 8/20 (40%) - 6/15 (40%)

საჯარიმოები: 8/14 (57,1%) - 5/21 (23,8%)

მოხსნები: 47-27. პასები: 12-13. შეცდომები: 18-9.

გადამწყვეტი მომენტი: მესამე მეოთხედის დასრულებამდე 6 წუთითა და 23 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო - 40:40, მაგრამ მომდევნო ოთხი წუთის განმავლობაში ჩეხეთმა მხოლოდ ოთხი ქულა ჩააგდო და მეტოქეს ათი ქულით დაწინაურების საშუალება მისცა - 54:44.

მატჩის გმირი: მესამე მეოთხედში დაცვაში სოლიდური თამაშის შემდეგ ხორვატიას ბოლო მეოთხედში კარგი შეტევაც სჭირდებოდა და სწორედ ამ დროს სცენაზე გამოვიდა დარიო შარიჩი, რომელმაც ორი სამქულიანი ჩააგდო და თავისი 11 ქულიდან რვა ბოლო წუთებში მოიპოვა.

სტატისტიკა არ ტყუის: ორივე გუნდმა პირველ ტაიმში 42 პროცენტის სიზუსტით ისროლა, მაგრამ მატჩის ბოლოსთვის ხორვატიამ ეს მაჩვენებელი 48 პროცენტამდე აიყვანა, ჩეხეთმა კი პირიქით, 37 პროცენტამდე დააქვეითა. გარდა ამისა, მოგებული გუნდი დომინირებდა ფარქვეშ ბრძოლაში - 47:27 მოხსნებში.

სლოვენია-პოლონეთი 61:71

17:19, 11:17, 14:17, 19:18

ს: ლორბეკი (13)

პ: კელატი (21+4 პასი), გორტატი (19+12 მოხსნა).

ორქულიანები: 19/38 (50%) - 14/30 (46,7%)

სამქულიანები: 6/22 (27,3%) - 11/25 (44,0%)

საჯარიმოები: 5/10 (50%) - 10/12 (83,3%)

მოხსნები: 34-33. პასები: 8-17. შეცდომები: 15-13.

ა გ თ მ წ ბ ქ

1. ესპანეთი 5 4 1 369-269 9

2. ხორვატია 5 4 1 337-341 9

3. სლოვენია 5 3 2 347-344 8

4. ჩეხეთი 5 2 3 316-339 7

5. საქართველო 5 1 4 0 6

6. პოლონეთი 5 1 4 329-377 6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ჩეხეთი 79:95 - გადავი-ჩეხეთ [VIDEO]

საქართველო-სლოვენია 68:72 - მსაჯობამ გვაჯობა! [VIDEO]

საქართველო-ხორვატია 76:77 - რა ცოტა დაგვაკლდა... [VIDEO]

საქართველო-პოლონეთი 84:67 - ქართული "ჰოთ დოგი" [VIDEO]

სიამსკი
გეთანხმებით, roma!
roma
რამდენჯერ დავწერე კოკოშკოვზე პოსტი მოყოლებული გასული ევრობასკეტიდან დღემდე,უკვე აღარ მახსოვს,ვწერდი,ვწერ იმას,რომ ეს კაცი არის ჩვენი წარსული,მადლობა მას იმისთვის,რომ "ბ"დივიზიონიდან "ა"-ში გადმოგვიყვანა, მაგრამ ხალხო დღეს, ორი წლის წინაც ის აღარ სჭირდება ჩვენს გუნდს,ახლა სხვა დონის მწვრთნელია უკვე საჭირო,თუ გნებავთ უკვე სხვა გემოვნება ჩამოგვიყალიბდა,ამას კი კოკოშკოვი ვეღარ აკმაყოფილებს,კოკოშკოვს კი არა დევიდ ბლატს,სკალიორას და "ნბა"-შიც დიდ მწვრთნელებს უშვებენ გუნდებიდან,ხოლო კოკოშკოვი რა მოსატანია მათთან ვერ გამიგია,მე ბოლო მატჩებში დავითვალე თუ რამდენი ბურთი ვერ აქციეს ქულებად ჩვენმა კალათბურთელებმა,მაშინ როცა მათ ხელს არავინ უშლიდათ,ე.ი კალათზე მისულები ვერ აგდებდნენ ბურთებს,ასეთი მომენტები იყო კატასტროფულად ბევრი,ე.ი ასპროცენტიან ბურთებს ვერ აგდებ,ამის შემდეგ რა წარმატებებზეა უნდა იყოს საუბარი,ჩემთვის გაუგებარია და ამას ყველაფერს ჩადიოდნენ წამყვანი კალათბურთელები:მარკოიშვილი,სანიკიძე,შერმადინი,ცინცაძე,ჰაიკმანი და სხვები.სხვა გუნდის მოთამაშეებსაც მოსდიოდათ ასეთი შეცდომები,მაგრამ ეს უმნიშვნელო შემთხვევებში.ძალიან გთხოვთ დაინტერესდით და გადაამოწმეთ ეს ყველაფერი და ყველაფერს ნათელი მოეფინება.გამოდის,რომ მწვრთნელი ასეთ რაღაცეებს ყურადღებას არ აქცევდა ან ამას ვერ ხვდებოდა,აქედან გამომდინარე შედეგიც სახეზეა,მე ჩემი ქვეყნისთვის კარგი მინდა და ამიტომ ვარ უკმაყოფილო კოკოშკოვით,მინდა ჩვენს გუნდს მასზე უკვეთესი თავკაცი ყავდეს,ამის შემდეგ როცა ფაჩულია და შენგელია დაბრუნდებიან გუნდში და კიდევ ორი საშუალო დონის კალათბურთელი დაემატებათ,მაშინ ჩემპიონობაზეც კი შეიძლება ფიქრი.
სიამსკი
მათ გასაგონად ვინც კოკოშკოვს მაგარ მწვრთნელად მიიჩნევევს: მაშინ ჩაითვლებოდა იგი პროფესიონალად , თუ ნაკრები კარგად ითამაშებდა ფაჩულიასა და შენგელიას არყოფნის შემთხვევაშიც. ასე რომ სჯობს, ყველას და ყველაფერს სწორი შეფასება გაუკეთდეს და რეალური შედეგებიც არ დააყოვნებს. ვინც ვერ აკეთებს თავის საქმეს (არ აქვს მნიშვნელობა, მწვრთნელია ეს თუ მოთამაშე), უნდა წავიდეს და მათი ჩანაცვლება მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოებით მოხდეს. სხვა შემთხვევაში იგივე გველის 2015-შიც!
vaxvax
ალბათ კოკოშკოვიც და მთლიანად საკალათბურთო სამყარო (საქართველოს)დარწმუნდა და დიდი გამოცდილება მიიღო ,რომ 5-6 კაცით ერთი თამაშის მეტს ვერ მოიგებ.ბევრი ანალიზი გაკეთდება,ბევრი აზრი გამოითქმება სპეციალისტების მიერ,მაგრამ ერთს არასპეციალისტიც ვიტყვი.ყველა თამაშში რომ 12-ვე კალათბურთელს მიეღო მონაწილეობა არა თითო-ოროლა წუთით(დროის ამ მონაკვეთში ვერავინ ვერაფერს ვერ აჩვენებს და ვერანაირ გამოცდილებასაც ვერ მიიღებს)მომავლისათვის შეიძლებოდა მებრძოლი და ანაგარიშგასაწევი გუნდის შექმნა.5 თამაშში 3-ს,რომ მაინც მოიგებს.ან ამას უნდა მიხვდეს კოკოშკოვი ან დროული ცვლილებებია საჭირო.ალბათ მოსამზადებელ პერიოდშიც ძირითადები იტვირთებოდნენ.შედეგიც სათანადოა.რამდენ ჩემპიონატზე უნდა ვითამაშოთ უიმედოდ,რომ გამოცდილება დავაგროვოთ?
daviT
დიდი მადლობა ქარტველ კალათბურთელებს ყველაფრისათვის რაც გააკეთეს. ჩემი აზრით ყველამ იმდენი იშრომა და გააკეთა რაც შეეძლო. რაც შეეხება ესპანეთთან თამაშს, ძალიან ვჩქარობდით და ბევრი შეცდომა დაუშვეს თორე შეიძლება ამხელა სხვაობით არ წაგვეგო
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
წინასაახალწლო ოვერტაიმი "დინამოსთან"
სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
დუდა სანაძის 17-ქულიანი დებიუტი საბერძნეთში
ბაგატსკისი: თბილისში თამაში ადვილი არაა - ვაჩვენეთ, რომ მამაკაცები ვართ
"სირცხვილი მოღალატეებს - ადვილი ქულებით მოვიგეთ" - საქართველოს ნაკრების დამარცხებაზე უკრაინელების გამოხმაურება
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ
"როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე" - რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს
სერგეიუს იოვაიშა: საქართველოს ამაყმა ნაკრებმა ლიტვასთან ფრეზე უარი თქვა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
შერმადინი "ტენერიფეს" უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, ცუდია
ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი სიმბოლურ ნაკრებში
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა