"ნაიმეგენის" ხელმძღვანელობას კი ეჭვი ღრღნის
ჰოლანდიური "ვიტესი" და "ჩელსი" მჭიდროდ რომ თანამშრომლობენ, ეს საიდუმლო არავისთვის არის. ლონდონელებმა არნემელებს ამ ზაფხულს იჯარით კრისტიან კუევასი, ლუკას პიაზონი და კრისტიან აცუ დაუთმეს.

ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ "ნაიმეგენში" პრეტენზიები გაუჩნდათ. ერედივიზიეს წარმომადგენელი ჰოლანდიის სამეფო ფეხბურთის ფედერაციისგან ამ ორი კლუბის თანამშრომლობის გამოძიებას ითხოვს, თუმცა თავადაც აღიარებს, რომ მას მხოლოდ ეჭვები ღრღნის და დამტკიცება არაფრის შეუძლია. მიუხედავად ამისა, "ჩელსის" ტექნიკურმა დირექტორმა მაიკლ ემანელომ კლუბის ვებგვერდზე "ბრალდებებს" უპასუხა. აი, რას ამბობს ის:

- დიახ, ნიჭიერი ფეხბურთელების იჯარით გაშვების პრაქტიკა რამდენიმე წელია, დავნერგეთ. ჩვენთვის ეს ერთგვარი გამოცდაა, თუ რას მივაღწიეთ იმ ახალგაზრდებთან მუშაობით, რომლებიც ჩვენს სისტემაში მოხვდნენ. ეს გარკვეულწილად ფინანსური ფეარ პლეის მოთხოვნების გამოც ხდება, თუმცა ამის გარეშეც, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია.

იჯარის პოლიტიკა ახალგაზრდა მოთამაშეების პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.

ექვსი წლის წინ, როდესაც "ჩელსიში" მოვედი, გუნდში მრავლად იყვნენ ჩამოყალიბებული მოთამაშეები, რომელთა გვერდით ახალგაზრდების ინტეგრირებისა და შესაბამისად, პროფესიული ზრდის შანსი მიზერული იყო. დღეს სიტუაცია უკვე განსხვავებულია. გამოცდილი ფეხბურთელები ახლაც გვყავს, მათ ზურგს კი აკადემიის აღზრდილები უმაგრებენ.

ეშლი კოულის შესაცვლელად ყოველთვის მზად არიან რაიან ბერტრანი ან პატრიკ ვან აანჰოლტი. გვყავს, ასე ვთქვათ, შუალედური რგოლიც, მაგალითად - ხუან მატა, რომელიც 25 წლის არის, ედენ აზარი და ოსკარი 22-22-ის. წყვეტა თაობებს შორის, პრაქტიკულად, არ გვაქვს, ამ პირობებში კი ახალი თაობის აღზრდა ბევრად უფრო მარტივია.

დავაკვირდით და აღმოვაჩინეთ, რომ გარდამტეხი ასაკი ფეხბურთელებისთვის 18-დან 21-წლამდეა. ამ პერიოდში ისინი ბევრს ფიქრობენ და აანალიზებენ, რამდენად ძალუძთ ძირითად გუნდში თავის დამკვიდრება. თუკი მხოლოდ 21-წლამდელებში უწევთ ასპარეზობა, ასეთ შემთხვევაში მთავარი გუნდისთვის მათი აღზრდა უკვე ძნელი ხდება.

გამოცდილების დაგროვება იჯარით წასვლის შემთხვევაში უფრო იოლია. როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, შედარებით სუსტ გუნდებში თამაში მათ ასაკში იდეალური გამოსავალია. ამასობაში კი ჩვენს ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობის შანსი 16-18 წლის ბიჭებს ეძლევათ. ასე რომ, იჯარის პოლიტიკა თინეიჯერების თაობის პროფესიულ წინსვლაშიც თამაშობს თავის როლს. ეს ნიშნავს ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელზე თანაბრად ზრუნვას.

ახლა კი აგიხსნით, რატომ ვთანამშრომლობთ "ვიტესთან" ასე ხშირად. უპირველესად იმიტომ, რომ ჰოლანდიელები ახალგაზრდა ფეხბურთელებს სწყალობენ და ჩვენთვის მოცემულ პირობასაც ყოველთვის ასრულებენ. როცა მათ კონკრეტული ფეხბურთელი სჭირდებათ, ის "ვიტესში" რეგულარულად თამაშობს.

მიუხედავად ამისა, გარწმუნებთ, რომ "ვიტესი" არანაირ ექსკლუზიურ უფლებას არ ფლობს და თუკი ჩემპიონშიპის რომელიმე კლუბი ჩვენგან ფეხბურთელის წაყვანას მოინდომებს, პრობლემა არ შეექმნება. ამის არაერთი მაგალითი ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მერაბ ჟორდანიას ფინანსური "ფეარ პლეი" არ აკმაყოფილებს

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
რომან აბრამოვიჩი ფეხბურთს უბრუნდება? - "ჩელსის" ყოფილმა მფლობელმა შესაძლოა, რუსული კლუბი იყიდოს
მამარდაშვილის კლუბს შეიძლება ახალი "ხაზეინი" ეყოლოს - თანაც, ნახეთ, ვინ
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"დრო იწურება, გადარიცხეთ ფული უკრაინის დასახმარებლად!" - დიდი ბრიტანეთიდან აბრამოვიჩს ბოლო გაფრთხილება მისცეს
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
"ჩელსის" გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინას აუცილებლად უნდა მოხმარდეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"ჩელსის" გაყიდვიდან აბრამოვიჩის 2.3 მილიარდი უკრაინას გადაეცემა
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა
"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს