მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა - საქართველოს ნაკრები ორ წელიწადში ერთხელ ისე აცამტვერებს იმედებს, ისე ამძიმებს გულს, გალაქტიონის სტრიქონი ძალაუნებურად აგეკვიატება...

ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, ოღონდაც ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს დასასრული.

საქართველოს ნაკრები იმ სერიალს ჰგავს, სადაც იცვლებიან მსახიობები, რეჟისორები, ოპერატორები... სერიალი კი გრძელდება, მუდმივი რჩება მხოლოდ სახელი.

საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობასაც აქვს მუდმივი საწუწუნო - ქვეყანას უჭირს, ქართულ ფეხბურთსაც უჭირს და ეროვნულმა გუნდმა შედეგი როგორღა უნდა დადოსო?

მაშ, რა ვქნათ, აღარ მივიდეთ სტადიონზე, სანამ ნატო-ში და ევროკავშირში არ მიგვიღებენ? ან სანამ საქართველოში სოციალური შემწეობა ათასი ევრო არ გახდება?

მე მაინც მგონია, რომ ფეხბურთი ისეთი რამეა, საქართველოსაც შეუძლია პატარა წარმატების მიღწევა და თუ მართლა ასეთი დაბეჩავებულები ვართ, როგორღა ვახერხებთ ფეხბურთელების ექსპორტს გერმანიაში, რუსეთში, უკრაინაში, ჰოლანდიაში, თურქეთში, დანიაში, აზერბაიჯანსა და კიდევ სხვა ქვეყნებში?

თუ ასეთი მაჩანჩალები ვართ, როგორ ან რატომ ვიხდით ფულს ნაკრების ძვირიან მწვრთნელებში? როგორ და რატომ იხარჯება ათეულობით მილიონი ლარი წელიწადში სახელმწიფოსგან საკლუბო ფეხბურთისთვის?..

ვფიქრობ, ეროვნული ნაკრების ცუდი შედეგი ყველაზე მეტად არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ბოლო წლებში ხელისუფლება ატარებდა და ფეხბურთის ფედერაცია შიშისა და ზეწოლის ქვეშ ჰყავდა მოქცეული.

ტყუილად არ უთხრა "ლელოს" ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ - თემურ ქეცბაია სპორტის წინა მინისტრმა დაიბარა და უთხრა, ამდენს გადაგიხდით და ნაკრები უნდა ჩაიბაროო...

ნეტავ, სად არის სპორტის მაშინდელი მინისტრი?..

ყველაფრის მწვრთნელზე გადაბრალება, რა თქმა უნდა, სწორი არ იქნება, მაგრამ შედეგზე, პირველ რიგში, ის არის პასუხისმგებელი და პასუხი, ალბათ, მის დამნიშნავსაც უნდა მოეთხოვოს.

ქეცბაია ყოველთვის რესპექტაბელური კაცი იქნება საქართველოში, რადგან ის ძალიან კარგად, თავდადებით თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში. მერე კი ძალიან ძნელ საქმეს მოჰკიდა ხელი და ამისთვის აუცილებელი უნარები არ აღმოაჩნდა.

ნაკრების დონე სულ სხვა არის როგორც ფეხბურთელისთვის, ასევე მწვრთნელისთვის - ეს საკამათო არ უნდა იყოს.

ქეცბაიას ხელში საქართველოს ნაკრები მეტწილად დაცვით ფეხბურთს თამაშობდა და არც ეს არის ადვილი საქმე. ასეთ თამაშსაც ორგანიზება და შესრულება უნდა, ოღონდაც აქ ნაკლები შემოქმედებითობაა საჭირო, ვიდრე მაშინ, როცა შემტევ, ავანტიურისტულ ფეხბურთს თამაშობ...

10 სექტემბერს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს საქართველოს და იძულებული იყო, სხვა ფეხბურთი ეთამაშა - არა ისეთი, როგორსაც ქეცბაიას ხელში თამაშობდა ორი შესარჩევი ციკლის განმავლობაში. ჩვენმა გუნდმა ამის მცდელობა მეორე ტაიმიდან დაიწყო - ალბათ, ასეთი იყო გეგმა-ჩანაფიქრი. ქეცბაია საქართველოს შემტევი ფეხბურთისთვის მზად არ აღმოჩნდა - ასეთი დარჩა შთაბეჭდილება...

...შეხვედრის დასაწყისში ჯანო ანანიძე მარცხენა ფლანგიდან ცდილობდა თამაშის გამწვავებას. იმავე ფლანგიდან ჯერ სახიფათოდ ჩააწოდა ჯარიმა, მერე კი კუთხურები - ნიკა გელაშვილის თავური ფინელთა მეკარე ნიკი მაენპაამ მოიგდო ხელებში, გურამ კაშიას თავურს კი სიზუსტე დააკლდა.

ფინეთმა ნელ-ნელა დაალაგა თამაში შეტევაში. სტუმართა გუნდს რომან ერიომენკო დირიჟირობდა. ფინელები მარტივად და გამართულად ათამაშებდნენ ბურთს - იმ კომბინაციურ თამაშს ახერხებდნენ, რაც ჩვენ არ გვქონდა.

როცა ფინეთი გადადიოდა შეტევაში, ორივე განაპირა მცველი მიდიოდა წინ, ხოლო როცა საქართველო უტევდა, ექვსი ფეხბურთელი უკან რჩებოდა - მეკარე, ოთხივე მცველი და ერთი საყრდენი ნახევარმცველი.

პირველ ტაიმში საქართველო დიდი ძალებით მხოლოდ მაშინ უტევდა, როცა ჯარიმას ან კუთხურს აწვდიდა.

...კასპერ ჰამალაინენმა ბურთი ახლოდან ვერ გადაგზავნა დაუცველ კარში, ტეემუ პუკიმ მცველებსაც დაასწრო და კარიდან გამოსულ ნუკრი რევიშვილსაც, მაგრამ საგოლე შანსი მაინც გაფლანგა - ცარიელ კარს ააცილა ოციოდე მეტრიდან. მერე ალექსანდერ რინგსაც მართებდა თავის გამოჩენა და ხელსაყრელი პოზიციიდან უხეიროდ დაარტყა...

...ამასობაში თორნიკე ოქრიაშვილმა ერთხელაც მოინაგრა ჯარიმა - ანანიძის ჩაწოდების შემდეგ ალექსანდრე ამისულაშვილმა რთული მდგომარეობიდან არაზუსტად დაარტყა.

შეტევის ორგანიზებით, სახიფათო თუ საგოლე მომენტების რაოდენობით ფინეთმა პირველ ტაიმში აშკარად გვაჯობა.

შესვენებაზე ქეცბაიამ ინერტული სანდრო კობახიძე დავით თარგამაძით შეცვალა. მწვრთნელმა სხვა დავალებაც მისცა გუნდს - ჩვენი ნაკრები უკვე დიდი ძალებით გადავიდა შეტევაში, მაგრამ კომბინაციური თამაში მაინც არ ჩანდა - აფეთქებები, ინდივიდუალური თამაში - საქართველო ასეთ შანსს ეჭიდებოდა...

ქეცბაიამ მალე ელგუჯა გრიგალაშვილიც შეუშვა მოედანზე, რომელმაც გუნდს აგრესია კი შემატა, მაგრამ ეფექტი ამანაც ვერ მოიტანა. არადა, გოლის გატანის შესაძლებლობები, გრიგალაშვილის არაზუსტი შორეული დარტყმების გარდა, სხვაც იყო, თანაც უკეთესი - გია გრიგალავას ჩაწოდებულს ოქრიაშვილმა "მაკრატელა" მიაყოლა და ახლოდან ვერ გაახვია ბურთი ბადეში.

...ფინელებმა კი 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს - ერიომენკოს წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა მანვე შეასრულა. ბურთი ხელზე მოხვდა "ცოცხალ კედელში" მდგომ თარგამაძეს. პენალტიც ერიომენკომ შეასრულა ზუსტად.

ალბათ, ძალიან საკამათო გადაწყვეტილება მიიღო კვიპროსელმა არბიტრმა ლეონტიოს ტრატუმ, როცა 11-მეტრიანი დანიშნა...

ცოტა ხანში ჯაბა კანკავამ ნერვები ვერ მოთოკა, უკნიდან ეუხეშა მეტოქეს, მეორე გაფრთხილება მიიღო და საქართველო კაცნაკლული დარჩა. თუ გახსოვთ, ჰელსინკიში ფინეთმა მაშინ გაათანაბრა ჩვენს ნაკრებთან ანგარიში, როცა კაცნაკლული დარჩა და იმედი რჩებოდა - იქნებ ჩვენებსაც იგივე გაემეორებინათ...

მონდომება მართლა დავინახეთ, თუმცა როცა ფინეთი კონტრშეტევაზე გადმოდიოდა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, ცოტა არ იყოს, დაღლა ეტყობოდათ...

...პუკიმ სოლო-რეიდს ძლიერი დარტყმა მიაყოლა, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ხაზი გადაკვეთა (რაც მერე ვიდეოგამეორებაზეც აშკარად გამოჩნდა), თუმცა ამ ეპიზოდში მსაჯებმა უკვე ჩვენი მხარე დაიჭირეს...

შეხვედრის ბოლო სახიფათო მომენტიც ფინელების იყო - ჰამალაინენი რევიშვილთან პირისპირ აღმოჩნდა, ჩვენმა მეკარემ კი მას სუფთად აართვა ბურთი...

საქართველოს ნაკრები ისევ ჩაფლავდა...

იხილეთ ვიდეო

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ თქვა, რომ მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა. იქვე მან უსაყვედურა კვიპროსელ არბიტრს - ასეთ პენალტს სხვა მსაჯი არ დანიშნავდაო...

ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ იყო განაცხადში ზურაბ ხიზანიშვილი, საქართველოს ნაკრების თავკაცმა მოკლედ უპასუხა - გუნდთან ერთად ავტობუსით არ იმგზავრაო, რაც, მისივე აზრით, ვეტერანი მცველის განაცხადში ვერმოხვედრით უნდა ყოფილიყო გამოწვეული...

მატჩისშემდგომი კომენტარები:

თემურ ქეცბაია: არბიტრის შიში თავიდანვე მქონდა

მიქსუ პაატელაინენი: არბიტრმა პენალტი სამართლიანად დანიშნა

ჯაბა კანკავა: ბოდიშს ვუხდი ქართველ გულშემატკივარს

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი

10 სექტემბერი

ბელორუსი-საფრანგეთი 2:4

1:0 ფილიპენკო (32), 1:1 რიბერი (47-პენ), 2:1 კალაჩოვი (58), 2:2 რიბერი (64), 2:3 ნასრი (70), 2:4 პოგბა (73)

ბელორუსი: ვერემკო, ფილიპენკო, მარტინოვიჩი, ვერხოვცოვი (77. როდიონოვი), ბალანოვიჩი, ტიგორევი (83. ბრესანი), დრაგუნი (71. ოლეხნოვიჩი), ბორდაჩოვი, კალაჩოვი, ა. ჰლები, პუტილო.

საფრანგეთი: ლორისი, სანია, კოშილნი, აბიდალი, კლიში, ვალბუენა (გილავოგი, 90), პოგბა, მატუიდი, რიბერი (79. სისოკო), პაიე (61. ნასრი), ჟირუ.

იხილეთ ვიდეო

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 6 4 2 0 10:2 14

2. საფრანგეთი 7 4 2 1 12:6 14

3. ფინეთი 7 2 3 2 5:6 9

4. საქართველო 7 1 2 4 3:8 5

5. ბელორუსი 7 1 1 5 6:14 4

დარჩენილი მატჩები

11 ოქტომბერი

ესპანეთი-ბელორუსი

15 ოქტომბერი

ესპანეთი-საქართველო

საფრანგეთი-ფინეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: ჰოლანდიამ და იტალიამ ბრაზილია გაინაღდეს [VIDEO]

murtalo
ბოლობოლო წაიღოს რაც კონტრაქტში უწერია და ...არ მიდის ხომ ხედავთ უნამუსო ქეცბაია...დიდი ხანია უნდა წქასულიყო ნამუსი რომ ჰქონოდა მაგრამ რა ქნას, არა აქვს და =ეეცით!
Levan
მთლად ყველაფრის გადაბრალება და ქცებაიაზე და ფეხბურთელების ანგელოზეაბ გამოყვანა არ ქინება სწორი. რა თქმა უნდა თემოც არის დამნაშავე ნაკრების წარუმატებლობაში, რადგან არ კრიტიკულ და საჭირო დროს არ ძალუძს ტაქტიკის შეცვლა დ აგუნდის გადაწყობა,მაგრამ საამისოდ გვყავს ცVენ ფეხბურთელები?? ძალიან დიდი პატივისცემისდა მიუხედავად ანანიძის, ოქრისაშვილისა და კობახიძისადმი(მე არ მაქვს ლაპარაკი სხვა ფეხბურთელებზე) სანამ ესენი საკუთარი წლების ფლანგვას არ მოეშვეიაბნ რაღაც ჭ კლასის გუნდებში და რეალურად არ იზრუნებენ რო განვითარდნენ,ისეთივე დონეზე დარცებიან რაზეც დღEს საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელების უმრავლესობაა.დევდარიანმა სწორედ თქვა, ბმვ რო ყიდულობენო მოტივაციას კარაგვენო და სწორედ მაგაშია საქმე
goga
ak itkva sichinavam tkvao kecbaia daibareso ministrtan da chaabareso nakrebi. tviton vin moikvana isic tkvas da mere cabrzandes saidanac mosula, amistanebma dagupa kartuli fexburti
gaga
ჯურნალისტი უსინდისოდ სტყუის როცა წინა მთავრობას აბრალის. მაშინ საქართველოს ერთადერთი ნათელი წერტილი თემური ჰყავდა და ხალხიც მას ითხოვდა.ის რომ არ გაამართლა აშკარაა და უნდა გადადგეს.
qutaiseli
ერთი ვერ გავიგე თუ თამაში არ იციან ამ ფეხბურთელებმა მაშვინ მწვრთნელი თან ასე დიდ ხელფასიანი რა საჭიროა?თან მწვრთნელი შედეგზე პასუხს არაგებს თურმე მარტო ფეხბურთელების ბრალია შედეგი ეგრე არსად არ ხდება ეს უნდა იცოდეს ქეცბაიამ და მისმა მომხრეებმა პასუხს აგებს ყველა მწვრთნელი და მთელი გუნდი.
daviti
fabio,საქმეც მაგაშია,როგორ უნდა აუკრძალო მშობელს პატარა ასაკის ბავშვის წაყვანა სხვა ქვეყანაში სათამაშოდ როცა,უსაშველო თანხას იხდის მის ვარჯიშებში სულ პატარა ასაკიდან მოყოლებული,როცა უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობაც კი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნების იმ მინიმალურ ზღვარსაც კი რაც აუცილებელია ახალგაზრდა ფეხბურთელის შემდეგ განვითარებისთვის და კლასის ამაღლებისთვის,როცა ნებისმიერი ტრამვა თუ პრობლემა ოჯახის სამკურნალო და გადასაწყვეტია.რატომ უკვირს ვინმეს ყველას გაქცევაზე რომ უჭირავს თავი და აქედან წასულები თუნდაც არა საფეხბურთო ქვეყანაში,დაბალ ლიგაში მოხვედრილები გაოცებულები არიან იქაური პირობებით.აღარაფეს ვამბობ მოზარდების აღრზდისთვის კვალიფიციური მწვრთნელების და მეთოდების არ არსებობას აქ.დამისახაელე ერთი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი მაინც ჩვენთან,ვინც ვერ გააღწია აქედან თავის დროზე და აქ განვითარდა და კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა?მე ასეთი ერთი ლორია მახსენდება და დარწმუნებული ვარ ადრე რომ,წასულიყო ბევრად მაღალი კლასის იქნებოდა დღეს.
fabio
არაფერი გვეშველება,თუ საქართველოს ჩემპიონატიდან უპრაგონოდ ახალგაზრდა ფეხბურთელების გადინება არ შეწყდება,ეს იწყვევს პარალელურად ჩემპიონატის დასუსტებას, მესმის, რომ არ შეუძლია ფედერაციას კლუბების საქმიანობაში ჩაერიოს, მაგრამ რაღაც სტანდარტების დაწესება მაინც, ხომ შეიძლება? ასე მაგალითად, შეიძლება ტრანფერების დახარისხება შემოიღოს რამდენიმე კატეგორიათ ფეხბურთელების ასაკთან და ტრანსფერების ხარისხთან მიმართებაში(A კატეგორია 17- დან 20 წლამდე ინტერი რეალი აიაქსი და ა.შ B კატეგორია 23-24 შვეიცარია ჰოლანდია ბელგია და ა.შ C 25 და ზემოთ რუსეთი უკრაინა პოლონეთი და ა.შ), ბავშვთა ფეხბურთში იმხელე გადასახადებია, საერთოდ კატასტროფაა! ჩემმა მეზობელმა თავის ძმიშვილს დაბადების დღეზე საჩუქრად ერთი თვე გადაუხადა გადასახადი! მარაზმია!!!!
daviti
ქეცბაიას გულმხურვალე მხარდამჭერებს:გუშინ მგონი ყველამ ვიხილეთ ერთმა მწვრთნელმა როგორ,დაჩაგრა პირწმინდათ მისი ვიზავი.დავიწყოთ იმით რომ წინა ტურში რამოდენიმე კაცი დაასვენა,არ შეაკლა თავი ესპანეთს და მთავარი აქცენტი იმ თამაშზე გააკეთა რომლის არ წაგება მე-3 ადგილზე ჩაამთავრებინებდა ამ ციკლს და სასურველ კალათში მოახვედრებდა შემდეგი კენჭისყრის.უშუალოდ თამაშის დროსაც ჩანდა რომ,ფინეთს ბევრად კვალიფიციური დამრიგებელი ყავს.მას,კარგად ქონდა ჩვენი ნაკრები შესწავლილი და მშვენივრად იყენებდა ჩვენს სისუსტეებს,მაგალითად,მარჯვენა ფლანგიდან შეტევისას ჩვენი მარცხენა მცველის ზურგს უკან ერთმანეთის მსგავსი ჩაკიდებები რომლებიც მუდმივად გადიოდა და ხიფათს ქმნიდა ჩვენს კართან.ქეცბაისთვის ჩემი აზრით ისიც სიურპრიზი იქნებოდა რომ,ფინელებს არ უთამაშიათ მანდამაინც მეორე ნომრად და არჩ ჩამჯდარან ყრუ დაცვაში,მხოლოდ კონტრშეტევების იმედად.აი,ქეცბაიას კომენტარები მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე იყო(რაღათქმაუნდა ჩემი აზრით),აბსოლიტურად არაადეკვატური და შეურაცმყოფელი ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის,გინდა ამ კონკრეტული თამაშის შეფასებაში,(რომელიც თურმე მსაჯმა წაგვაგებინა და იმიტომ რომ,ქეცბაია არ მოწონს ამ კაცს)ის ხომ საერთოდ სასწაული თქვა თურმე წარმატება ყოფილა ნაკრებისთვის ის-ქვეჯგუფში მე-6 ადგილზე გასული გუნდი რომ,ჩაიბარა,მის ხელში პირველ ჯერზე მე-5ზე გავიდა ქვეჯგუფში,ახლა მე-4ზე გავედით(ოღონდ ამ კაცის ხელში ორივეჯერ ბოლოსწინა ადგილი დავიკავეთ)შემდეგში კი მე-3 დაგვპირდა და ამაში იღებს ეს კაცი წელიწადში მილიონახევარ დოლარს.დარწმუნებულები იყავით ფინელების მწვრთნელს მისი მაქსიმუმ მესამედი ექნება ანაზღაურება.მესმის ბატონებო არაა წესიერი საქციელი სხვის ჯიბეში ფულის თვლა,საერთოდ არ ვკითხულობ მაგალითად დუშან უჰგრინის ხელფასს,იმიტომ რომ,მას სახელმწიფო არ იხდის,კერძო მეპატრონის ფულია და განკარგვაც მისი საქმეა.ჩვენ კი თეთრს არ ვხარჯავთ ბავშვთა ფეხბურთში უმძიმესი სიტუაციის გამოსასწორებლად,ეროვნული ჩემპიონატი სოფლის პირველობას გავს და იქაც უფულობა-უპატრონობაა გამეფებული,ამ დროს საშუალო ევროპულ ქვეყნების ეროვნული ნაკრების მწვრთნელებისთვის საოცნებო ხელფასს ვუხდით ნაკრების მწვრთნელს ქვეყნის ბიუჯეტიდან ისე რომ,არავითარ პასუხისმგებლობას არ აკისრებს მას შედეგზე.
vaxvax
სად არის დანარჩენი თამაშების ანგარიშები,ან ლელოს რედაქტორი რას აკონტროლებს?სხვა წყაროებიდან ,რომ გავიგებ მერე გინდ მოგიწოდებია და გინდ არა.ყველა ჟურნალისტი ჩასაფრებულია როგორმე კბილი გაჰკრას ქეცბაიას.ეს არის ჩვენი მენტალიტეტი,ჩავქოლოთ ჩვენიანი და ამით ვისიამოვნოთ(ფეხბურთით ხო ვერ ვისიამოვნეთ). ერთი აუცილებელი სვეტი,რომ გამოჰყოთ თქვენს გაზეთში ანგარიშებისთვის,მშრალი ინფორმაციისთვის,თუ არ მოგემატებათ,რას წააგებთ
Tamazi
რა შუაშია ქეცბაია ან ფეხბურთელები.ჯერ ერთი მაყურებელით არ გაივსო სტადიონი, მეორეც, ვინც მოვიდა რაღაც 30 000 მაყურებელი პასიურობდა არ ყვიროდა,და მესამე და მთავარი ყველა ფეხბურთელს ბუცები უჭერდა,
თენგო
ლაშას კომენტარს მთლანად ვემხრობი.ჩვენი სპ.ჟურნალისტები სპ,საქმეში მოიკოჭლობენ. ეს შემადგენლობა არის ნაღდი,მეტი უკეთესი არ გვყავს.ქეცბიასაც მეტი არჩევანი არა აქვს.
aleksandre
არაფერია ქეცბაიას ბრალი!ის ვერ შევა და ვერ ითამაშებს.ერთადერთი გამოსავალი დარჩა შექმნილ სიტუაციაში.უნდა აიკრძალოს საერთოდ საქართველოში ფეხბურთი ისევე როგორც ირანშია ჭადრაკი აკრძალული.ხალხს ნერვებიც დაუმშვიდდება და არასრულფასოვნების კომპლექსიც მოგვეხსნება ამ მოსიარულე გვამებს რომ აღარ შევხედავთ!
Misha
სტატიის ავტორო, ქეცბაია რა შუაშია ჩვენი ფეხბურთელების ყველაზე მაგარი გუნდი თუ დნეპროპეტროვსკის დნიპრო ან ჰოლანდიის ვიტესია? რა ქეცბაიას ბრალია თუ სტადიონზე უბურთოდ არავინ დარბის, არ იხსნება და ბურთის მფლობელი იძულებულია უმისამართოდ გადააგდოს ბურთი ან მეკარეს მიუგოროს? ქეცბაია ჭაობშია ჩასული იქიდან ქართული ფეხბურთის ამოსატრევად. ან დაიხრჩობა ან ამოიყვანს.. მადლობა უნდა უთხრას ყველამ. არადა წავა ეს კაცი, მოვა დარსაძე ან მისნაირი და გამოაცხადებს სტავკას ნაკრებში თამაშზე
Misha
სტატიის ავტორო, ქეცბაია რა შუაშია ჩვენი ფეხბურთელების ყველაზე მაგარი გუნდი თუ დნეპროპეტროვსკის დნიპრო ან ჰოლანდიის ვიტესია? რა ქეცბაიას ბრალია თუ სტადიონზე უბურთოდ არავინ დარბის, არ იხსნება და ბურთის მფლობელი იძულებულია უმისამართოდ გადააგდოს ბურთი ან მეკარეს მიუგოროს? ქეცბაია ჭაობშია ჩასული იქიდან ქართული ფეხბურთის ამოსატრევად. ან დაიხრჩობა ან ამოიყვანს.. მადლობა უნდა უთხრას ყველამ. არადა წავა ეს კაცი, მოვა დარსაძე ან მისნაირი და გამოაცხადებს სტავკას ნაკრებში თამაშზე
Lasha
მოდი რა, ჟურნალისტო, შენ შენს საქმეს მიხედე და ისეთი კომპეტენტური დასკვნები, როგორიც ქეცბაიას უუნარობას ეხება, ამ საქმეში ჩახედულებს მიანდე... მწვრთნელის ბრალი არაა, თარგამაძეს რომ ხელზე მოხვდა ბურთი (არც თარგამაძის), არც ის, რომ კანკავამ მეორე ყვითელი მიიღო... ქეცბაია ამბობს, რომ ჩვენს გუნდს ნორმალურად შეტევა არ შეუძლიაო და მართალიცაა. ნახევარდაცვაში კარგად ათრევენ ბურთს, მაგრამ არც ანანიძეს, არც გრიგალაშვილს და არც სხვებს შორიდან დარტყმა არ შეუძლიათ. სხვათა შორის მუდმივი პრობლემაა თავდამსხმელებამდე ბურთის მიწოდებაც. ფლანგიდან გარღვევებზე და 3-3 კაცის მოტყუებაზე მნიშვნელოვანი ზუსტი პასის გაკეთება და ზუსტი დარტყმაა.
sos
ჩვენმა ფეხბურთელებმა თანამედროფე ფეხბურთის თამაში არ იციან. ორთაბრძოლებში აგებენ, მოძრაობაში სინქრონულად მოწინააღმდეგის დევნა მათთვის შეუძლებელია. ფიზიკურად მოიკოჭლებენ. პასის ,,კულტურა" ძალზედ დაბალია. უბურთოდ მოზრაობა, სად და როდის გაიხსნან,არ იციან. თამაშის წაკითხვაზე ლაპარაკი ზედმეტია. კიდევ ბევრი ნაკლის ჩამოტვლა შეიძლება. აე რომ შედეგი სამართლიანია...
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
ომი კოპენჰაგენში - დანიამ რუსეთი წალეკა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]
რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი ხერხემლის უმძიმესი ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს
რუსებმა გაიხარეს და უკრაინელებს ნიშნის მოგებით მიმართეს
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პორტუგალიამ ფინეთს რონალდოს გარეშე სძლია [VIDEO]
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...