ლანჩხუთის "გურიაში" იჯარით გაშვებული 22 წლის თავდამსხმელი 2 მატჩში გატანილი 2 უმნიშვნელოვანესი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირებშია
სეზონის დაწყებამდე ვილი ისიანი ბოლნისის "სიონმა" ლანჩხუთის "გურიაში" იჯარით გაუშვა.

შესაძლოა, იმ დროს გიორგი კიკნაძის არგუმენტი მისაღები იყო - 22 წლის თავდამსხმელმა ჩემპიონატის 21 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, გუნდს კი შეტევის გაძლიერება სჭირდებოდა და ბოლნისელთა მთავარი მწვრთნელი სხვა თავდამსხმელებს დაეყრდნო.

მაგრამ ზოგი ჭირი მართლაც მარგებელია - "გურიაში" ისიანი ისე ათამაშდა, პირადად მისი დამსახურებაცაა, გუნდმა 4 მატჩიდან 2 რომ მოიგო: გურულებმა მარტვილის "მერანი" სწორედ მისი გოლით დაამარცხეს (1:0), თბილისის "დინამოსთან" მოგებულ მატჩშიც ანგარიში ისიანმა გახსნა და თავისიანების წარმატებას სათავე დაუდო (2:1).

2 მატჩში გატანილი 2 უმნიშვნელოვანესი გოლით ისიანი ჩემპიონატის ბომბარდირებშია და გურულებსაც მისი ეიმედებათ - მოულოდნელად, ლანჩხუთელებმა საკმაოდ საინტერესო თავდამსხმელი შეიძინეს და ეს იმ დროს, როცა ჩემპიონატის დაწყებამდე სამი დღით ადრე, გუნდიდან მოთამაშეთა წასვლის გამო, ელემენტარულად, პოზიციის შევსებაზე ფიქრობდნენ.

"იცით, რამ იმოქმედა ჩემზე? მეგონა, რომ ლანჩხუთში სათამაშო პრაქტიკისთვის მივდიოდი. მოულოდნელად, საკმაოდ კარგ და მეგობრულ გუნდში მოვხვდი.

"გურიაში" ისეთი ფეხბურთელები დამხვდნენ, ერთმანეთს ადვილად რომ გავუგეთ მოედანზეც და მოედნის მიღმაც.

შესაძლოა, ჩემპიონატის დაწყებამდე ჩვენი ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ ეს ორი გამარჯვება შემთხვევითი არაა, სწორედაც მეგობრული ატმოსფეროს შედეგია. მიმაჩნია, რომ მართლაც კარგი გუნდი ყალიბდება", - ამბობს ისიანი.

ლანჩხუთელთა თავდამსხმელი ამბობს, რომ "სიონიდან" გაშვების შემდეგ ცხვირი არ ჩამოუშვია:

"პირიქით, ამან დიდი სტიმული მომცა, საკუთარი შესაძლებლობები რომ დამემტკიცებინა.

როცა ბოლნისში გიორგი კიკნაძე დაინიშნა, ჩემი თავი არც გააცნეს, ისე გამიშვეს დუბლშემადგენლობაში. ცხადია, ამან ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედა - მსურდა, დამემტკიცებინა, რომ თამაში შემეძლო.

როცა "გურიაში" გადასვლის შანსი გამიჩნდა, სწორედ თვითდამკვიდრებისა და თავის გამოჩენის სურვილი მამოძრავებდა და ეს შანსი გამოვიყენე. ხოლო იმისთვის, რომ დავამტკიცო, რა შემიძლია, წინ მთელი სეზონია და იმედია, თავს გამოვიჩენ.

დასაწყისი კი უფრო წარმატებული გამოდგა, ვიდრე წარმოვიდგენდი და ეს ჩვენი ბიჭების დამსახურებაა, ისინი ყველანაირად ხელს მიწყობენ".

თბილისის "დინამოსთან" ლანჩხუთელთა გამარჯვება ძალზე მოულოდნელი იყო. საინტერესოა, რამ განაპირობა ეს მოგება - "დინამო" იყო მოშვებული თუ "გურია" - კარგად მომზადებული?

იხილეთ ვიდეო

"გურიას" თავდამსხმელი ამაზეც ლაპარაკობს:

"გუნდის კარგი თამაში მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, რადგან საქართველოში ასეთი სენსაციები იშვიათი ამბავი არ არის. ჩვენ თავად დავიჯერეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან თამაში შეგვეძლო, გავედით მოედანზე და ბოლომდე ვიბრძოლეთ.

ასე ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხებაც შესაძლებელია.

ახლა ქუთაისში "ტორპედოსთან" ძალიან მძიმე შეხვედრა გველის. მჯერა, ბიჭები კვლავ ღირსეულად ითამაშებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
გიორგი კიკნაძე თბილისის "შევარდენი 1906-ს" გაწვრთნის
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ეროვნული ლიგა. IV ტური: "საბურთალომ" გორში "დილას" მოუგო
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
გიორგი კიკნაძე: ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს ბევრი შეუძლია!
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ლოკომოტივი-ტორპედო 1:1 - დანავსული დღე [VIDEO]
საქართველოს თასი. 1/4-ფინალის წინ: დღეს ისტორია იწერება!
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში