13 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის V ტურის შეხვედრები გაიმართა
13 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის V ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.

მარტვილის "მერანთან" სამტრედიაში გამართულ შეხვედრაში მარცხი იწვნია სატურნირო ცხრილის ლიდერმა საჩხერის "ჩიხურამ".

ანგარიშში "მერანი" ორი ბურთით გიორგი მელქაძემ (10 წუთი) და ბექა ციკოლიამ (22) დააწინაურეს. ჯამბულ ჯიღაურმა სხვაობის შემცირება მალევე შეძლო, თუმცა ტაიმის დასრულებამდე სტატუს-კვო შოთა ბაბუნაშვილმა აღადგინა.

მატჩის მეორე ნახევარში საჩხერელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს. საბოლოო ანგარიში ბოლო წუთზე დავით ოდიკაძემ დააფიქსირა - 3:2 მარტვილელთა სასარგებლოდ.

ფრედ დასრულდა შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც ბოლნისის "სიონმა" "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა. ბოლნისელები ლადო ახალაიამ მე-8 წუთზე დააწინაურა, თუმცა მატჩის მიწურულს ირაკლი ღიბრაძემ (80) "ვეტერინარებს" ქულა მაინც გადაურჩინა.

რუსთავში, "ფოლადის" სტადიონზე "მეტალურგმა" ცხინვალის "სპარტაკი" მიიღო და 22-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილის გატანილი გოლით დაამარცხა.

ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი ერთადერთია უმაღლეს ლიგაში, რომელმაც აქამდე ქულა ვერ მოიპოვა.

თბილისის "დინამომ" ჯაბა დვალის, ელგუჯა გრიგალაშვილისა და რუმინელი ლეგიონერის, გოგას გოლებით 3:0 გაანადგურა "ზუგდიდი".

ქუთაისში "ტორპედომ" "გურია" 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი გიორგი კუხიანიძემ გაიტანა.

"ზესტაფონმა" ირაკლი ქობალიას დუბლით გორის "დილა" 2:0 დაამარცხა.

როგორც ხედავთ, ერთი მატჩის გარდა ყველა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

ჩემპიონატს 10 ქულით ახალი ლიდერი ჰყავს - ქუთაისის "ტორპედო", რომელსაც კონკურენტებზე თამაშით ნაკლები აქვს გამართული.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა