"რადგან რუსული პასპორტი ავიღე, ჩათვალეს, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში აღარ მსურდა. მნახონ მაინც, იქნებ არ ვარ ჩამოსაწერი"
წლებია, რაც გიორგი ნავალოვსკი რუსეთში თამაშობს. თბილისის "დინამოსა" და რუსთავის "ოლიმპის" შემდეგ მოიარა მახაჭყალის "ანჟი", ბაქოს "ინტერი", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა", "ხიმკი", "მეტალურგ-კუზბასი"... ამ სეზონიდან კი ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" თამაშობს.

27 წლის მარცხენა მცველს საქართველოს ნაკრებში 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

დასამალი არ არის, რომ საქართველოს ნაკრებს ბევრი პრობლემა აქვს, განსაკუთრებით - დაცვის ფლანგებზე. ცხადია, გიორგისაც აქვს ამბიცია, რომ ეროვნულ გუნდში ითამაშოს.

ნავალოვსკი საქართველოს ნაკრებში მას შემდეგ არ გამოუძახებიათ, რაც რუსული პასპორტი აიღო. აი, რას გვეუბნება "სკა ენერგიას" ქართველი მცველი:

"თბილისში, დოლიძეზე ვარ გაზრდილი და ტყუილად ფიქრობთ, რომ რუსული პასპორტის აღებით საქართველოსთან კავშირი გავწყვიტე. როდესაც შანსი მაქვს, თბილისში ჩამოვდივარ და თავისუფალ დროს საქართველოში ვატარებ.

ყოველთვის და ყველგან ვამბობ, რომ ვარ ქართველი და ჩემი სამშობლო საქართველოა - ქართველი გოგოლები და სოკოლოვები არ გინახავთ? ასევე ვარ მეც.

ამის გამო რუსეთში ჩხუბიც ბევრჯერ მომსვლია და მაგრად მწყინს, როცა მეკითხებიან, საქართველოზე უარი რატომ თქვიო? ვინ და საიდან მოიტანა, რომ ნაკრებში თამაში არ მსურს? უბრალოდ, გუნდში ჩასარიცხად სხვა გამოსავალი არც მქონდა, ქართული პასპორტით ვერც ვითამაშებდი და რუსული ავიღე. ამის გამო ჩათვალეს, რომ ნაკრებში თამაში აღარ მსურდა.

არადა, ბევრჯერ მიფიქრია - ეკითხათ მაინც, იქნებ ცდებოდნენ და არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ? პრეტენზია არასოდეს მქონია, მაგრამ ბევრჯერ მიფიქრია, ერთხელ ვარჯიშზე მაინც მიმიწვიონ და თუ არ ვივარგებ, გამიშვან, ხმას არ ამოვიღებ-მეთქი.

მნახონ მაინც, იქნებ ჩამოსაწერი ფეხბურთელი არ ვარ? სამწუხაროდ, ყველამ დამივიწყა. არადა, ახლა რუსეთში ლეგიონერად ვითვლები".

ნავალოვსკიმ ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელ თამაშებზეც ილაპარაკა:

"ჩვენი ფეხბურთის სახე იყო კომბინაციური ფეხბურთი, რომელიც ამ ნაკრებში არ ჩანს. ჩემთვის ეს გასაგებია, რადგან ქეცბაიამ ნაკრების კარი რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს გადაუკეტა, რომელიც გუნდს სჭირდებოდა.

ვერავინ დამაჯერებს, რომ კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი ჩამოსაწერები იყვნენ. ისინი იძულებულები გახდნენ, ნაკრებიდან წასულიყვნენ.

ფეხბურთში გამოცდილი და მაღალი კლასის მოთამაშეები იგებენ, მხოლოდ მონდომება და ბრძოლა ვერაფერს უშველის. ასევე გაუგებარი იყო დავით სირაძის, ლევან ყენიასა და გოგიტა გოგუასადმი დამოკიდებულებაც. თუ მწვრთნელი ფეხბურთელთან საერთო ენას ვერ პოულობს, ეს ფეხბურთელის პრობლემა არ არის, თავად უნდა ეცადოს.

გამოიძახოს ერთად ყენია და გოგუა და ნახავს, ნაკრები უკეთესად თუ არ ათამაშდება. თან გოგიტა ახლა კარგ ფორმაშია, გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და ბევრისგან მსმენია, რომ პირველ ლიგაში მისი თამაში საცოდაობაა.

საერთოდ, იმის თქმა, რომ ნაკრებში კარგი ფეხბურთელები არ გვყავს და რომ ცუდი შედეგი მათი დაბალი კლასის ბრალია, გაუმართლებელიც არის და უსამართლოც. დარწმუნებული ვარ, ნაკრებს პრობლემები ტაქტიკაში უფრო აქვს, ვიდრე - შემადგენლობაში და რომ თითოეულ გამოძახებულ ფეხბურთელს ბევრად უკეთ თამაში შეუძლია, ვიდრე ეს ბოლო სანაკრებო მატჩებში გამოჩნდა".

ნავალოვსკის საკლუბო ამბებიც გამოვკითხეთ:

"ბიჭები ხშირად ვხუმრობთ, რომ ჩვენი სახით რუსეთის ჩემპიონატში იაპონიის გუნდი მონაწილეობს. ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" თამაში გმირობის ტოლფასია, რადგან რუსეთის მეორე ბოლოში ვართ. გაუთავებელი მგზავრობის გამო ნორმალური ძილი და დასვენება გვენატრება.

წარმოიდგინეთ, ცენტრალურ რუსეთში თამაშის შემდეგ 8-9-საათიანი მგზავრობა გვჭირდება და ხაბაროვსკში იმ დროს ვბრუნდებით, ნორმალურ ვითარებაში დილის ვარჯიში რომ უნდა გვქონდეს.

ამის მიუხედავად, გუნდი მე-4 ადგილზეა და საკმაოდ კარგ ფეხბურთს აჩვენებს. ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ ივანაუსკასი ამბობს - ქართველების გარეშე ეს შედეგი არ მექნებოდაო. მიხარია, მწვრთნელი და მთლიანად ხელმძღვანელობა რომ გვაფასებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზვიადი
ამას ვენაცვალე რა, იმას ვნატრობ რომ ეს სასტავი მარცვალა , ხოჯავა, ნავალოვსკი, გოგუა, სირაძე, გრიგალა, ბიჭები ნაკრების ბირთვი იყვნენ!! დღეს ამაზე მაგარი ბირთვი ვერ გვეყოლება, 2 გუნდი გადმოათრიეს რუსულ პრემიერ-ლიგაში და სხვებსაც მოათრევდნენ.. მარცვალას არ გამოძახება შეიძლება? კლასია მთავარი და არა რომელ ლიგაში თამაშობ! სხვა ქვეყნები არც ერთ ფეხბურთელს ტოვებენ გამოუყენებლად, აი სომხეთმა 4:0 რომ მოუგო დანიას დარწმუნებული ვარ სომხეთის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებიც ათამაშეს ნაკრებში.
gizog
კითხულობ გიორგის მოსაზრებას და უნებურად ეთანხმები, სხვანაირად როგორ უნდა იყოს, თამაშს იგებენ გამოცდილი და მაღალი კლასის ფეხბურთელები. მაგრამ თამაშს იგებენ არა მარტო გამოცდილი და მაღალი კლასის, არამედ ამავე დროს მებრძოლი სულის და მოედანზე თავდადებული ფეხბურთელები. თორემ ჩამოვთვალოთ 90-იანი წლებიდან მოყოლებული რამდენი გამოცდილი და მაღალი კლასის ფეხბურთელი გვყავდა ნაკრებში, მაგრამ შედეგი მუდამ არა დამაკმაყილებელი, რა სიძლიერის გუნდიც არ უნდა გვყოლ;ოდა სეზონზე მხოლოდ ერთ მაქსიმუმ ორ თამაშს ვთამაშობდით და საინტერტესო ის არის, რომ დღე როცა აქცენტი მხოლოდ მებრძოლ და თავდადებულ ფეხბურთელებზეა აღებული, ზემო აღნიშნულ შEდეგს მაინც ვერ გავცილდით. აქ ალბათ უკვე მწვრთნელის კომპეტენციაზე უნდა იყოს საქმე დამოკიდებული, რომ მან მაღალი კლასი, გამოცდილება და მებრძოლი ხასიათი უნდა ოპტიმალურად შეუთანაწყოს ერთმანეთს, თორე მხოლოდ ერთი კომპონენტით წინ ვერ წავალთ და ვერც ვერავინ წასულა. პირდაპირ კი იმის თქმა მინდა, რომ ბატონმა თემურიმ უნდა გადახედოს თავის საქმიანობას და უფრო ოპტიმალური უნდა იყოს და სიხისტესთან ერთად საჭირო ელასტიურობაც გამოიყენოს გუნდის დ კომპლექტების დროს, მწვრთნელის კლასიც ხომ ამით იზომება და ნაკლებად მიაქციოს ყურადღება ვინ სად რა თქვა.
gaga
ახლა ამან წამოყო ტავი. ნეტა რა გაუკეთებია, ან რისთვის მიუღწევია, რომ პრეტენზა აქვს ნაკრებში თამაშზე? გაგიჟდება კაცი რა. სასაცილოა ეს ყველაფერი. მალადეც ნერაბ მამულაშვილო. მაგარი რესპოდენთი შეგირცევია. თანაც ისეთი შტაბეწდილება გრჩება კაცს, რომ ეს ინტერვიუ, ნაკრების ხელმძღვანელობის სალანძღავად არის აღებული მხოლოდ.
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა