ქართველმა სპეციალისტმა მალტის ჩემპიონი "ჰიბერნიანსი" დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა
ავთანდილ ასათიანმა მალტის ჩემპიონი "ჰიბერნიანსი" დატოვა. ქართველმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიიღო.

როგორც ცნობილია, ასათიანი ეროვნული ნაკრების დამრიგებელი და ქვეყნის ჩემპიონატის მონაწილე "თელასის" მოთამაშე-მწვრთნელი გახლდათ, აგვისტოში კი ტამპერეში (ფინეთი) უეფას თასის ჯგუფის ეტაპზე მალტის ჩემპიონს წვრთნიდა.

ასათიანმა "ლელოს" უთხრა, რომ საბოლოოდ მაინც საქართველოში დარჩენა ამჯობინა:

"მალტაზე დარჩენას მართლაც მთავაზობდნენ. წამოსვლის შემდეგაც დამიკავშირდნენ და კარგი პირობები შემომთავაზეს. "ჰიბერნიანსი" ძირითად ეტაპზე ვერ გავიდა, მაგრამ მალტის კლუბის კვალობაზე, მშვენიერი შედეგი ვაჩვენეთ - ამ ქვეყნის გუნდმა პირველად მოიპოვა ევროთასებზე 4 ქულა, ჯგუფში კი - მეორე ადგილი.

რა დასამალია და, არჩევანის წინაშე დავდექი. ერთი მხრივ, იყო ბევრად უკეთესი ფინანსური პირობები, მეორე მხრივ კი - ქვეყანა, სადაც ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, თუმცა ასეთი პირობები ნამდვილად არ მაქვს.

თავიდან ვფიქრობდი კიდეც - დავრჩები, ფინანსურად კარგად ვიქნები-მეთქი, მაგრამ ნაკრებსა და "თელასს" ვერ ვუღალატე. ორივეგან მთავარი მწვრთნელი ვარ და პასუხისმგებლობაც მაკისრია. და რაც მთავარია - მინდა, საქართველოში ისეთ წარმატებას მივაღწიო, იქნებ ერთხელ ჩვენმა გულშემატკივარმაც გაიხაროს.

მართალია, ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი გვაბრკოლებს, მაგრამ ჩვენი გუნდისა და ნაკრების გაძლიერება შესაძლებელი მგონია. დაფინანსება თუ იქნება, საქართველოს ნაკრებიცა და "თელასიც" სოლიდური გუნდები გახდებიან".

ასათიანი ამბობს, რომ "ჰიბერნიანსში" ნათამაშები ქართველი ფეხბურთელების მდგომარეობა ახარებს:

"ფინეთში ჩვენმა ბიჭებმა, ლევან კობაიძემ და დავით ბობოხიძემ, ძალიან კარგად ითამაშეს. ორივე ნაკრების წევრია და ცხადია, მათზე დაკვირვების საშუალება მქონდა.

მათ კარგი სათამაშო და საერთაშორისო პრაქტიკა მიიღეს და მიმაჩნია, რომ ეროვნული ნაკრების მატჩებს კარგ კონდიციებში შეხვდებიან.

სეზონი მალე დაიწყება და იმედია, ეროვნული ჩემპიონატი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართება. ეს კი ახალი მოთამაშეების შერჩევაში დაგვეხმარება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

1111
რას არ იცის რას აკომენტარებ
ნოე
მტკნარი სიცრუე :D ნუ აგვატირე,თუ ჩემი ძმა ხარ
avoe
ასეთი სირული და ყალბი მენტალიტეტით გაგვიმარჯოს ქართველებს!
gizog
ყოჩაღ მერაბ ასე წერე,რომ შენს მეტმა შენი ნაწერიდან ვერაფერი გაიგოს, ეს უფრო მეტ მკითხველს გაგიჩენს. აბა შენ იცი.
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სლოვაკეთი დაამარცხა [VIDEO]
საქართველო - ინგლისი 5:1 [VIDEO]
ჟელეზარეცი-თსუ 0:10 - ქართველებმა ქვა ქვაზე არ დატოვეს...
თსუ უეფას ფუტსალის თასზე აზერბაიჯანულ გუნდთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
საქართველოს ფუტსალის ნაკრები: ვარჯიში და კომენტარები
ულამაზესი გოლი საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატში [VIDEO]
ქართული ტრიო მალტაზე არავის ინდობს
"მხარი დაგვიჭირეთ... ყველა ერთად თუ დავდგებით, შევძლებთ იტალიის დამარცხებას!"
საქართველო-შვეიცარია 1:1 - ხელიდან გაშვებული გამარჯვება [VIDEO+PHOTO]