...თუ ეს ინფორმაცია არასწორია, კარგი იქნება, თუ ამაზე კომენტარს თემურ ქეცბაიაც გააკეთებს და ზურაბ ხიზანიშვილიც
"მე შემეძლო, გავმხდარიყავი პოლიტიკოსი, რადგან ეს მწვრთნელის სამუშაოს ჰგავს: აქაც საჭიროა გამოცდილება და უნარი, საჭიროა აკონტროლო საკუთარი თავი. სატელევიზიო დებატებში მარცხდება ის, ვინც იწყებს ნერვიულობას. როგორც კი აგრესიული ხდები, წაგებისთვის ხარ განწირული. ეს წესი ხანდახან სპორტშიც მოქმედებს", - ეს სიტყვები არსენ ვენგერს ეკუთვნის.

ვუდი ალენს კი ეკუთვნის მოთხრობა "კუგელმასის შემთხვევა". ეს მოთხრობა იმად არის საინტერესო, რომ ალენი გვეუბნება:

"არ არის აუცილებელი, ყოველთვის იყო დაშტამპული, მოთხრობის დაწერა ასეც შეიძლება - იუმორით, სისადავით, ფანტაზიით, დრამატიზმითა და ირონიით".

ვუდი ალენს მრავალმხრივი ტალანტი უბოძა ღმერთმა და აზრი არ აქვს მასთან პაექრობას, ოღონდაც ნიჭიერი ხალხისგან რაღაცის სწავლა ნაღდად შეიძლება.

თემურ ქეცბაია არ ჰგავს არსენ ვენგერს და ვერც ერთი ქართველი მწერალი ჟურნალისტი ვერ შეედრება ვუდი ალენს, მაგრამ საქმე გასაკეთებელია - მწვრთნელი ვენგერივით დახვეწილი უნდა იყოს, ჟურნალისტი კიდევ - ცნობისმოყვარე და ვუდი ალენივით არაორდინარული.

იდეალური ვარიანტები სწორედაც რომ არსებობს...

ჯაბა დვალი "დინამოს" მეორე გუნდში დროებით რომ გადაიყვანეს, დინამოელთა დამრიგებელმა დუშან უჰრინმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თქვა - ეს ჩვენი შიდა სამზარეულოს საქმეაო.

აბა, წარმოიდგინეთ, პეპ გვარდიოლამ არიენ რობენი რომ გადაუშვას "ბაიერნის" მეორე გუნდში, ამის მიზეზს არ მოიკითხავენ გერმანელი ჟურნალისტები და მხოლოდ იმით დაკმაყოფილდებიან, რომ "ბაიერნს" თურმე საკუთარი სამზარეულო აქვს?

თუ არ იქნება ოფიციალური განმარტება, ჟურნალისტი აუცილებლად მოიძიებს კულუარულ ინფორმაციას სანდო წყაროდან და ამბავი მაინც გასკდება.

ამიტომაც არიან იქაური ჟურნალისტები უფრო დაფასებულები, ვიდრე ჩვენებურები.

ზურაბ ხიზანიშვილი ნაკრების ავტობუსში რომ არ ავიდა, ეს ქეცბაიასგან გავიგეთ ფინეთთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ფეხბურთელი 11 კაცში რომ ვერ მოხვდება და ამის გამო გუნდის ავტობუსში არ ავა, ამას გამართლება არ აქვს, მაგრამ მხოლოდ ეს იყო მიზეზი?

მიმდინარე შესარჩევი ციკლის წინ ქეცბაიამ ხიზანიშვილს კაპიტნობა ჩამოართვა და სამკლავური ჯაბა კანკავას გადასცა. კაპიტნობის ჩამორთმევა არავის სიამოვნებს, მაგრამ ფეხბურთელს ალბათ არც ამის გამო აქვს იმის უფლება, რომ გაიბუტოს, თუმცა აქვს უფლება, იკითხოს - რატომ მიიღო მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება...

ქეცბაიამ თქვა, ახალი შესარჩევი ციკლი იწყება და ახალი კაპიტანი ავირჩიეთო. ამ ლოგიკით კი საქართველოს ნაკრებში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უნდა იცვლებოდეს კაპიტანი.

გუნდის კაპიტანი უნდა იყოს ლიდერი ან ერთ-ერთი ლიდერი მოედანზე და მის მიღმაც, უნდა შეეძლოს რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის დაყენება მწვრთნელის, ფეხბურთელების თუ გუნდის ხელმძღვანელობის წინაშე. აკმაყოფილებს კანკავა ასეთ სტანდარტებს? ვფიქრობ, არ აკმაყოფილებს. სამაგიეროდ, ის ესადაგება იმ სათამაშო სტილს, რის დანერგვასაც ცდილობს ქეცბაია საქართველოს ნაკრებში და აქედან რა გამოვიდა, ეს ტაბლოზე და ცხრილში ჩანს.

კანკავა ჩამშლელი, შეუპოვარი, გულიანი ფეხბურთელია თავისი ნაკლითა და ღირსებებით, ოღონდაც ეს კაპიტნობისთვის არ კმარა.

როგორც უნდა იყოს, ხიზანიშვილს ისე ჩამოართვეს კაპიტნობა, რომ კონფლიქტამდე ან რაიმე მწვავე განცხადებამდე საქმე არ მისულა...

გახსოვთ საქართველოს ნაკრების საგარეო მატჩი ბელორუსთან? საქმეს ისეთი პირი უჩანს, ავტობუსში ხიზანიშვილის არასვლის ამბავი იქიდან გაღვივდა. იმ კონფიდენციალურმა წყარომ, რომელსაც აქამდე ცრუ ინფორმაცია არასდროს მოუწოდებია, ასეთი ამბავი მოგვიყვა - ბელორუსთან მატჩში ხიზანიშვილმა უხეში შეცდომა რომ დაუშვა და საქართველოს ნაკრებმა გოლი მიიღო, ქეცბაიამ თამაშის მერე ხიზანიშვილს უთხრა - კი მაგრამ, რა მოხდა? თბილისიდან დაგირეკეს და გითხრეს, ასე უნდა გააკეთოო?!

ანუ, თუ მართლა ასე ითქვა, ქეცბაიამ ფეხბურთელი, ფაქტობრივად, იმაში დაადანაშაულა, ფეხბურთის ფედერაციის ოპონენტებმა შეგიკვეთეს საგოლე შეცდომის დაშვებაო...

თუ ეს ინფორმაცია არასწორია, კარგი იქნება, თუ ამაზე კომენტარს ქეცბაიაც გააკეთებს და ხიზანიშვილიც, რადგან ეს ჭორი თუ მართალი მხოლოდ მე როდი ვიცი, ამაზე ყველა ის ადამიანი ლაპარაკობს, ვინც ქართულ ფეხბურთშია დასაქმებული - კულისებში, სცენაზე თუ მის მიღმა...

სამზარეულოს ამბავი ორ მოქმედებად

მოქმედი პირები:

თავდამსხმელი

სპორტული დირექტორი

მწვრთნელი

მეკარე

პრეზიდენტი

მოქმედება პირველი: ლონდონის ერთ-ერთი სასტუმრო

თავდამსხმელმა სასტუმროს ჰოლში ნოუთბუქი მოიმარჯვა და თანაგუნდელებთან ერთად "დილა"-"რაპიდის" მატჩის ყურება დაიწყო.

თავდამსხმელი: - ნახეთ, ოთარ ხიზანეიშვილი რა კარგად თამაშობს წლევანდელ ევროტურნირებზე. "დილაში" ჯარიმასაც კი მას არტყმევინებენ, ჩვენთან კი გუნდიდან გაუშვეს.

თავდამსხმელმა, ალბათ, არ იცოდა, რომ მის უკან სპორტული დირექტორი იდგა და ყველაფერი მოისმინა.

სპორტული დირექტორი: - რასაც ახლა შენ ამბობ, მხოლოდ შენი აზრია და მეტი არაფერი.

მეორე დღეს ირკვევა, რომ თავდამსხმელი 11 კაცში არ არის შეყვანილი.

თავდამსხმელი: - გთხოვთ, მომისმინოთ, თქვენთან საუბარი მინდა.

მწვრთნელი: - ახლა მაგისთვის არ მცალია, სხვა დროს იყოს.

თავდამსხმელი: - რაღა სხვა დროს, ბარემ ახლა ვისაუბროთ.

მწვრთნელი: - როგორც მე ვიტყვი, ისე იქნება, აქ ბოსი მე ვარ!

მოქმედება მეორე. თბილისი

თავდამსხმელი მეორე გუნდში გადაიყვანეს, პირველმა გუნდმა კი ისევ წააგო. მეკარე პრეზიდენტთან შედის აუდიენციაზე.

მეკარე: - ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამ გზით წინ ვერ წავალთ.

პრეზიდენტი: - მართლა?..

თავდამსხმელს ინტერვიუს სთხოვენ, ის კი ყოყმანობს. კლუბში ისეთი წესია, რომ მეორე გუნდში გადაყვანა ავტომატურად ნიშნავს ხელფასის განახევრებას და ვაითუ ინტერვიუსთვისაც დასაჯონ თავდამსხმელი.

კლუბის ხელმძღვანელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და სანიმუშო თანამშრომელი ფეხბურთელს ურეკავს და აფრთხილებს, რომ ინტერვიუ არავის მისცეს.

ამბავი იმით მთავრდება, რომ თავდამსხმელს პირველ გუნდში აბრუნებენ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თემო
რას გადაეკიდეთ კეცბაიას, თქვენთვის მოსაწონი მწვრთნელი არ არსებობს. წარუმატებლობას ყოველთვის მწრვთნელს ვაბრალებთ და ფეხბურთელებს არა, რომლებიც ვარსკვლავები გვგონია. რას წარმოადგენს ხიზანიშვილი ახლა რა აქვს სათქმელი დაიხუროს ქუდი და წეროს მემუარები თუ იცის წერა საერთოდ!
გიორგი
"ხიზანიშვილმა უხეში შეცდომა რომ დაუშვა. ქეცბაიამ თამაშის მერე ხიზანიშვილს უთხრა - კი მაგრამ, რა მოხდა? თბილისიდან დაგირეკეს და გითხრეს, ასე უნდა გააკეთოო?! " - ე.ი ეს კაცი ატრაკებს გაყიდულ ფეხბურთზე. სხვა თუ არა ნაკრების პატივისცემა აქვს და ეს მარიაჟი და ვაჭარი ფეხბურთელები ფეხებზე კიდია. მაგაზე ჯიგრიანად რომელი თამაშობდა ნაკრებში თავის დროზე? და ამ ნაკრებით სხვა შედეგს ვერავინ დადებს...................................!!
გიორგი
კაი ახლა ნუ გადვაგაყოლებთ ხიზანიშვილს და ყენიას რა... ვარჯიშზე მოსვლა ეზარებათ, მწვრთნელს არ უჯერებენ და კიდევ ჩვენ უნდა ვეხვეწოთ რომ გამოვიდნენ და ითამაშონ. და მწვრთნელები უნდა ვუცვალოთ ყოველ წელს... ჯობია ნაკლებად ნიჭიერმა და მონდომებულებმა ითამაშონ ნაკრებში, ვისაც უყვარს ფეხბურთი და გუნდურად თამაშობს - ვიდრე ერთხელ რომ კაცი მოატყუა და თავი მაგარი როჟა გგონია... კაკა ჩაახმეს სათადარიგოზე იმის გამო რომ მწვრთნელის მოთხოვნებს ვერ ასრულებდა........
გელა
პიტალო "ჟურნალისტი"...........
Walkabout
ასეთი რამე პირველად წავიკითხე ქართული სპორტული ჟურნალისტიკის ისტორიაში... და ყოჩაღ ავტორს... იმიტომ ვიძახი წლებია რომ ქართულ ფეხბურთში მოტრიალე ადამიანებზე მეტად, რომელთაგან აბსოლუტურად ყველა უცოდინარია, ჩვენი უკანალისკენ სვლა სპორტული ჟურნალისტების ბრალი უფრო რომაა, იმ ჟურნალისტების რომლებიც ფეხბურთის ცოდნითაც და ინტელექტითაც ბევრად მაღლა დგანან ვიდრე ის ვითომმცოდნე მწვრთნელები, ვეტერანები, სპეციალისტები და მთელი ეგ ოჯახი თუ სამზარეულო... განათლებულს კიდევ ყოველთვის მეტი მოეთხოვება ვიდრე გაუნათლებელს, მითუმეტეს როდესაც ამაზე წერა მისი პირდაპირი მოვალეობაა... ამიტომაც გამიხარდა ამ სტატიის წაკითხვა ისე თითქოს მხოლოდ ეს იყოს ჩვენი საშველი, თუმცა ასე თუ გავაგრძელეთ შეიძლება მართლა ბევრი რამე გამოსწორდეს... რამდენი ასეთი დღეს დაწერილის მსგავსი მანკიერი ფაქტია დალექილი ჩვენი სპორტულმა ჟურნალისტების გონებაში გაუხმაურებლად? გულახდილად რომ ჩამოგითვალონ ალბათ ათასებზე ავალთ, მაგრამ რომელზე დაიწერა? არცერთზე, ის ფაქტებიც ისევე დაილექა იმ შიდა სამზარეულოებში, როგორც ამას უპირებდნენ... ჟურნალისტებმაც არ აწყენინეს სამზარეულოს პატრონებს და ჩაიგუბეს პირში წყალი, მოერიდნენ თავისტკივილს... ძალიან მაგარი შედარება მოიყვანა ავტორმა ავტორმა გვარდიოლასა და რობენზე, ამით თითქოს საკუთარ თავსაც და სხვა კოლეგებსაც შემოუძახა, რას ვაკეთებდით ამდენი წელი, შევეკითხოთ, ჩავეძიოთ, ვეკამათოთ, გამოვიძიოთ, ვამხილოთ, გამოვაქვეყნოთ, ჩვენი სინდისი და პროფესიული მოვალეობა უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ ვიდრე რომელიმე კლუბის პრეზიდენტის ამ მწვრთნელის გაბუტვა და მასთან ხელის ჩამორთმევა-არჩამორთმევააო... ასეთი სტატიებით უნდა მიხვდეს კლუბის პრეზიდენტიც, სპორტული დირექტორიც, ეროვნული ნაკრების მწვრთნელიც და კაპიტანიც რომ ისინი არაფერს წარმოადგენენ იმ დროს როდესაც უმთავრესი საქვეყნო ინტერესებია... მაგრამ რომ არ იწერებოდა ვერ ხვდებოდნენ და თავები კიტრები ეგონათ... ამიტომ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ დავითს ამ მოჯადოებული წრის გარღვევისათვის და მინდა ვისურვო რომ ეს ყოფილიყოს დასაწყისი და სურვილი გაჩენა საქმის სწორად კეთებისა ვისაც ეს ეხება...
giorguna123
ხიზანა არის 0 და ყოველთვის იყო 0 ეგეთი მცველიი ყრიაა
giorguna123
წადი ხიზან წადიიი ვეღარ დარბიხარ წადიიიიიიიიიიიიიიიი
ზზზ
ნეტა ყველა კანკავასავით მონდომებული და ნიჭირი იყოს ნაკრებში!
giorgi
ვეთანხმები KK-ს მაფიოზები არველადზეები სანამ ფეხბურთში არიან არაფერი გვეშველება ჩემი ზმაკაცი 17 ცლამდელებში შეამოცმეს და მოეცონა მცვრთნელს სიაში ჩაცერეტო უთხრა მარა რატ გინდა 2000 ატასი დოლარი მოსტხოვეს მამამის თუ გინდა შენი შვილი გუნდში მოხვდესო არ ქონდა კაცსს და დატოვეს ნიჩიერი ახალგაზდა ისე და რომელ გუნდზელაპარაკობენ ახლობლობიტ ფულიტ რო არი შეკრებილი?
avtori
რა შუაშია კანკავა რა პოზიციაზე თამაშობს,ხიზანაც მცველი არაა?ან რატო არ უნდა იყოს კანკავა ნაკრების კაპიტანი?
Proff
მაგარი დილეტანტი ხარ სტატიის ავტორო,ან ხიზანიშვილის ახლობელი ხარ და იმიტომ "აპრავებ" შენ ჭკუაში,თორე არცერთი ადამიანი ვისაც ოდნავ მაინც ესმის ფეხბურთი არ იტყვის ხიზანიშვილი კანკავას ჯობია და კაპიტანი ის უნდა იყოსო (ეს აზრი გამოდის შენი სტატიიდან) .ხიზანიშვილი უკვე 0-1-ია,ეს არის ფეხბურთელი კატასტროფა,კანკავა კი უკრაინის საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენია,და იმ მცირედთაგანი ვისაც ეამაყება ნაკრებში თამაში,თეურს დავეთანხმები,ხიზანიშვილს რაც მალე მოაშორებენ უკეთესია.ასე რომ ერთი ადგილის თამაშს დაანებე თავი და რამე ღირებულის დაწერა სცადე
gia
ნამუსი გაქვტ??? რაგადროს ხიზანაა??? მაგარი იტამასჰა.. კი!!! მაგრამ ტუ გაიხსენებტ, ბოლო 6 გოლი მაგის სჰეცდომიტ გავიდა,,,, ნახეტ უყტყბზე... გგაანებეტ ქეცბას ტავი...!!!!!!! ცავა!!! დაგვცჰება მორფინისტი დზოდზუასჰვილი!!!!
kk
იქნებ იმიტომ არ ავიდა ხიზანიშვილი ავტობუსში, რომ ვიღაცამ დაავალა გუნდს ფინეთთან წაეგო, Xიზანიშვილი კი არ დაეთანხმა, საფრანგეთთან ფრის მერე 1X "დაიგრუზა". გამოსაძიებელია ფინეთის მოგებაზე სადმე დიდი ფულები ხომ არ დაიდო! ეს ერთერთი ვერსიაა. სიმართლე თვითონ ხიზანიშვილმა იცის, მაგრამ ალბათ არ იტყვის, რადგან ფედერაციაში მთავარი მაფიოზები(ძმები) მისი მეგობრები არიან!
თემური
ხიზანიშვილი კაპიტნობიდან კი არა ნაკრებიდანაა გასაშვები. უამრავი შეცდომები თამაშში და ამ შეცდომებით წაგებული ნთამაშები. რაც მთავარია ნაკრებში თამაშებისთვის მოთხოვნილი ფული. სირცხვილია მისი გამართლება...
beso65
საერთოთ და როდისმე გვეშველება რამე. ასე უნდა ვანიავოთ : ფული, თაობები , დრო.....? ერთი ნორმალური მწვრთნელი რა გახდა ჩვენი ქვეყნის ნაკრებისთვის . ამხელა ფულს ვიხდით, მოიყვანეთ ნორმალური და ჩამოყალიბებული , ხალხი არა ხართ ?
margali_iro_mangari
მადლობა ბატონ ხიზანიშვილს თამაშისთვის და განსაკუთრებით იმისთვის, რომ აწ უკვე უარი თქვა ნაკრებში თამაშზე... რომ ვერ თამაშობ კი უკვე მიხვდე... წესით მწვრთნელს უნდა გაეშვა, მაგრამ... რა ვიცი... რა ვიცი...
gizog
აწი გვეშველება, თანაც აუცილებლად, ჟურნალისტს მიუგვნია, აღმოუჩენია თუ რატომ '' არიან იქაური ჟურნალისტები უფრო დაფასებულები, ვიდრე ჩვენებურები''. მე და ალბათ ბევრ ჩემნაირ მკითხველს კი უფრო მეტი კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმი გვეგონა უფრო დაფასებულობის მიზეზი. რაღა თქმა უნდა ეს მხოლოდ ჩემს პროვინციალურ აზროვნებაზე და არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს.
axmeteli
რა კომენტარი ხალხო, ამ ნაკრებსი, ტუ ხიზანას ადგილი არ არის, გამოდის მაგარზე მაგარი ნაკრები გვყავს(ქეცბაიას ყავს).ეს კაცი რაგაცას ურევს, ტან გვაბოლებს. უცხოელი არ გვინდა ბატონო, უბრალოდ სხვა ქარტველიტ სევცვალოტ. ტუ ხელპასი გენანებატ, მე ვიქნები მწვრტნელი. დედ-მამის სულს გეფიცებიტ, ამაზე უარესი ტამასი და სედეგი ტუ ვასვენოტ!!!!!!
MERABI
ავტორს მინდა ვუთხრა რო ჭორებს თუ წერ სათაურიც შესაბამისი უნდა გაუკეთო....ისე შენთვის და შენისთანებისთვის მინდა ვთქვა რომ ხიზანას ბოლო თამაშები იძლეოდა საბაბს იგი ძირითადის გარეშე დარჩენილიყო და ამ საქციელის მერე ის საერთოდ არ არის ნაკრების ღირსი....
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
კანავარო უზბეკეთის ნაკრებში კაპაძეს შეცვლის და სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებს
უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია... ბოლო დროს ხაჭაპურსა და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
"ყველა დროის საუკეთესო ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ" - მერაბ დვალიშვილი
ფოტო უკვე სხვა ფასი ღირს - ცნობილია, რა დაგიჯდებათ იამალის დედასთან ერთად ვახშმობა
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
[VIDEO] თურქი მეკარის ეს სიგიჟე ნახეთ? - ოზერმა "რომასთან" 2 წუთში 3 პენალტი მოიგერია
"პსჟ კი არა, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ეს გუნდია" - ლუის ენრიკეს მოულოდნელი არჩევანი
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
"მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა წარმოუდგენელია სახელმწიფოს და სფფ-ს გარეშე"
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ
ოთარ ხიზანეიშვილი სფა-ს პრეზიდენტად რეგისტრაციაში გაატარეს
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს
უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ფუტსალში ახალი გამგეობაა - ოთარ ხიზანეიშვილმა ვეტერანები აქციაში ჩართო
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა
ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]
ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
"ის, მესი და რონალდო სხვა პლანეტიდან არიან" - გვარდიოლამ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
არსენ ვენგერმა, მისი აზრით, მუნდიალის მთავარი ფავორიტი დაასახელა
"ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია" - რა თქვა ზიდანმა?
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
ვენგერის აზრით, გერმანელთა წარუმატებლობის მიზეზი პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობაა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
არიენ რობენმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
"წამოდი პარიზში, როგორც ჯოკერი..." - მიულერი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ულოცავს და პარიზში ეპატიჟება
ვეტერანები აკაკი დევაძის დასახმარებლად 120 ათასი ლარის შეგროვებას ვარაუდობენ
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
არიენ რობენი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
"მანჩესტერ სიტიმ" "არსენალთან" მატჩში ანტირეკორდი დაამყარა
არიენ რობენი დაბრუნდა! [VIDEO]
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
მხარდაჭერა დევას! საქველმოქმედო კონცერტი და შემოსავალი ქართული კლასიკოდან
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...