დიდუბეში, "იმედის" სტადიონზე გამართულ ბავშვთა ტურნირს გიორგი ქინქლაძეც დაესწრო

დიდუბეში, "იმედის" სტადიონზე (მუშტაიდის ბაღში) ბავშვთა ტურნირი დასრულდა - 8-გუნდიანი "გიორგი ქინქლაძის თასის" ფინალი, რომელიც 2002-03 წლებში დაბადებულ ბავშვებს შორის დიდუბის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში "დიდუბე" ვარკეთილის გუნდ "ფორვარდს" დაუპირისპირდა. გამარჯვებული ძირითად დროში (1:1) ვერ გამოვლინდა, პენალტების სერიაში კი "ფორვარდმა" 8:7 იმარჯვა. მესამე ადგილი "ავაზამ" დაიკავა, რომელმაც ომც-ი (ოლიმპიური მომზადების ცენტრი) ასევე პენალტების სერიაში დაამარცხა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი "დიდუბის" ლიდერი ნიკა მანჯგალაძე გახდა, ხოლო ბომბარდირი - ლევან ჯამასპიშვილი (ომც-ის თავდამსხმელი). გიორგი ქინქლაძემ გამარჯვებულები თავად დააჯილდოვა.

საერთოდ, ბავშვების თამაშების ხილვა ჩვენი უმაღლესი ლიგის მატჩებზე დასწრებას რომ სჯობია, ამაზე ბევრი არ კამათობს და ვინც ამ ფინალს დაესწრო, კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა: ნიჭიერი ბავშვების ალალი და გულიანი ბრძოლა, უზარმაზარი ემოციები და, რაც მთავარია - მონატრებული, ლაღი და ნამდვილი ფეხბურთი იყო.

ტურნირის ერთ-ერთი ინიციატორი "დიდუბის" მწვრთნელი, ყოფილი მეკარე გივი ვაზაგაშვილი გახლდათ, რომელიც "ნორჩ დინამოში" გიორგი ქინქლაძის, გიორგი ანჩაბაძისა და გიორგი ღუდუშაურის თანაგუნდელი იყო.

"ტურნირის იდეა დიდუბის გამგებლისგან მოდიოდა - ჩვენი უბანი საფეხბურთო ტრადიციებით გამოირჩეოდა და მიგვაჩნია, რომ ასეთი ტურნირებით ფეხბურთს ძველი პოპულარობა დაუბრუნდება. ფინალმა ეს დაადასტურა კიდეც.

ყველაფერი სამი თვის წინ დაიწყო, როცა საფეხბურთო სკოლა "დიდუბე" დავაფუძნეთ. ამჟამად ბავშვებს სამტრედიის ქუჩაზე მდებარე მინი-მოედანზე ვავარჯიშებთ, მაგრამ სკოლის განვითარების სერიოზული გეგმებიც გვაქვს, გაფართოება და დიდი სტადიონი გვინდა.

იმედია, "დიდუბე" განვითარდება და უბანში ნიჭიერ მოთამაშეებს სწორ გზაზე დაყენებაში დავეხმარებით. რაც მთავარია, ბავშვები ჩვენთან ფულს არ იხდიან, რაც დღეს ძალიან ბევრს ნიშნავს. არადა, ამის გამო ბევრი ნიჭიერი ბავშვი დაიკარგა.

სწორედ ამის ხარჯზე მოვახერხეთ მცირე დროში საკმაოდ საინტერესო მოთამაშეების მოზიდვა და კლუბის ჩამოყალიბება. ფინალში გავედით. მართალია, დავმარცხდით, მაგრამ ამ შედეგმა მაინც დამაიმედა - სამი თვის შექმნილი გუნდის ფინალში გასვლა პატარა შედეგი არ არის.

თანაც, დიდუბე ტალანტებით მდიდარია, გიორგიც და კიდევ ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი დიდუბელი იყო და მჯერა, ნიჭიერ ბავშვებს მომავალშიც აუცილებლად გამოვაჩენთ", - გვითხრა ვაზაგაშვილმა.

ცხადია, ტურნირს თვალს თავად გიორგი ქინქლაძეც ადევნებდა, რომელსაც "ლელომ" ორიოდ კითხვა დაუსვა:

- ტურნირის მზადებაში მონაწილეობდით?

- ეს მას შემდეგ მითხრეს, როცა მისი ჩატარება გადაწყვიტეს. გივი ვაზაგაშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთ გუნდში ვთამაშობდით და ძალიან მიხარია, ასეთი საინტერესო ტურნირი რომ მოაწყო.

მე თუ მკითხავთ, კარგი იქნება, რაც მეტი ასეთი შეჯიბრება ჩატარდება და არა - მხოლოდ ჩემი სახელობის. ხომ ნახეთ, რა კარგი ბავშვები გვყავს?

- ბავშვები კარგი გვყავს, მაგრამ ჩვენს მოთამაშეებს ევროპასა და რუსეთ-უკრაინაში გაღწევა სულ უფრო უჭირთ...

- აუცილებლად მისახედია ბავშვთა ფეხბურთი. დღევანდელ პირობებში მსოფლიო დონის ფეხბურთელებს ვერც გავზრდით. საამისოდ საჭიროა, კარგად გააზრებული და ჩამოყალიბებული სისტემა გვქონდეს.

ეს თუ მოხერხდა, მერე ტალანტები აუცილებლად გაიზრდებიან.

დღეს რასაც ვუყურე, რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ბავშვი თამაშობდა. მათ ხელი უნდა შევუწყოთ, გავზარდოთ და ინტერესიც გაჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

etno.logi.85@gmail.com
ჭინჭრით ხარ საცემი გიო, როგორ გაანიავე უდიდესი ნიჭი, რამდენი სიხარული მოგვაკელი ჩვენც და შენ თავსაც!!!სიზარმაცეეეეეეეეეეეეეე რა ვქნა უფროსო ძმაო რო არ დავეტთანხმო არ შემიძლია. შენისთანა რომ გაანიავებს თავის ნიჭს მრთლა ცოდოა დანარჩენი შენს იცი
dadu
გიო შენ ჩემთვის მსოფლიო დონის ფეხბურთელი ხარ და ეს არასოდეს შეიცვლება. ვამაყობ რომ პირადად მაქვს შენი უამრავი თამაში ნანახი. იმედია მოვა დრო და შენ ისევ ქართული ფეხბურთის აქტიურ სამსახურში დაბრუნდები აი მაშინ გაბრწყინდება პატარების ნიჭი.
messi
ნიჭიერი ბავშვები ახლაც ბევრი არიან, დამიჯერეთ. მათ ვერ კი არა - არ ამჩნევენ.სამწუხაროდ.
davit cheishvili
ასეთი ფეხბურთელები აღარ იბადებიან.
davit cheishvili
ასეთი ფეხბურთელები აღარ იბადებიან.
davidbe
ჭინჭრით ხარ საცემი გიო, როგორ გაანიავე უდიდესი ნიჭი, რამდენი სიხარული მოგვაკელი ჩვენც და შენ თავსაც!!!სიზარმაცეეეეეეეეეეეეეე
ზვიადი
ქართველი მარადონაა
Dato
გიო შენისთანები ღმერთმა გვიმრავლოს.
jafara
გიო უძლიერესი ფეხბურთელი იყო თავის დროზე
grisha
ეხ გიო გიო, რა მსოფლიო დონის ფეხბურთელი იქნებოდი ცოტა მეტი რომ მოგეთხოვა საკუთარი თავისთვის :( კარგი ჭკუის დამრიგებელი რომ გყოლოდა გვერდით გარანტირებულად ფეხბურთის ლეგენდა გახდებოდი. და არა მარტო სიტის ვარსკვლავი
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა — ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება