ამას წინათ, შოთა არველაძემ გვითხრა - ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს ნაკრებში ერთადერთი მცველია, ვისაც შეტევაში თამაშიც შეუძლიაო
ზურაბ ხიზანიშვილი ნაკრებიდან წავიდა. ის ისევ თამაშობს თურქულ "ქაისერისფორში", მაგრამ მისი და ნაკრების გზები უკვე გაყრილია.

ხიზანიშვილმა ბოლო დროს ნაკრებში რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რამდენჯერმე ვერ მოახერხა მოწინააღმდეგის შეტევის ჩაშლა. ბოლო წლებში ხიზანიშვილმა თითქოს სისხარტე დაკარგა, ნაკრებში კი ამის გარეშე ძალიან ძნელია.

ჟურნალისტებს ხშირად გვსაყვედურობენ, მწვრთნელს რომ გაბედულად აკრიტიკებთ, იგივეს რატომ არ აკეთებთ ფეხბურთელებთან მიმართებაშიო.

ვალდებული ხარ, ამ ყველაფერს მოუსმინო, თუმცა ხშირად ისეთი ხალხისგან გიხდება საყვედურის მოსმენა, ფეხბურთშიც რომ ვერ ერკვევა კარგად და ვერც ჟურნალისტიკაში. ასეთებს ორივე ადვილი ჰგონიათ - ფეხბურთიც და ჟურნალისტიკაც.

ამას წინათ, შოთა არველაძემ გვითხრა - ხიზანიშვილი საქართველოს ნაკრებში ერთადერთი მცველია, ვისაც შეტევაში თამაშიც შეუძლიაო. ასეთი მცველი კი ნაკრებიდან წავიდა.

ხიზანიშვილი საქართველოს ნაკრებში ბოლო დროს გულგატეხილი თამაშობდა, ამას კი ის სჯობს, რომ საერთოდ არ ითამაშო. ზურაც ასე მოიქცა. თუ ფეხბურთელს თამაში არ საიმოვნებს, ძალით ეს საქმე არ გამოვა.

ხიზანიშვილი არ იყო უმნიშვნელო ფიგურა ნაკრებში. ის პირველი გამოდგა, ვინც თქვა, ნაკრებში მხოლოდ პატრიოტიზმით არ უნდა თამაშობდეს ფეხბურთელიო. ქართველმა ბიურგერებმა კი მისი ნათქვამი თავისებურად გაიგეს, როგორ შეიძლება, რომ ფეხბურთელმა ეროვნულ ნაკრებში ფულის გამო ითამაშოსო.

თითქმის მსოფლიო ფულის გამო თამაშობს ფეხბურთს, ჩვენთან კი ეს უკვირთ. რაღაც მახინჯი წესებია და ძალიან ძნელია ბრძოლა სიმახინჯესთან.

ხიზანიშვილის გარდა, სხვა ფეხბურთელებსაც უთქვამთ შინაურულად, არა ინტერვიუსთვის, თემურ ქეცბაიას გუნდში თამაში ძნელიაო, მაგრამ ამ ნათქვამს დიდი ფასი არ აქვს, რადგან ეს გულშემატკივარს არ ესმის.

რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, რომ ქომაგმა ყველაფერი იცოდეს, რაც გუნდში ხდება, მაგრამ არის ისეთი რაღაცებიც, რისი გამოაშკარავებაც აუცილებელია.

ხალხმა ზუსტად ვერ გაიგო, რა ზნე სჭირს საქართველოს ამ ნაკრებს, ისმენს მიკიბულ-მოკიბულ რაღაცებს, აგრესიულ გამოხტომებს, ჭორებს და ცდილობს, დასკვნები გამოიტანოს. საქართველოს ნაკრებიც იმ თამაშივითაა, რომელიც ჯერ უნდა გამოიცნო, მერე კი ააწყო. ხიზანიშვილიც ისე წავიდა, რომ სათქმელი ბოლომდე არ თქვა.

ქეცბაიამ კი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა - ეს თავხედი ბავშვები ყველას ჭკუას ასწავლიანო. ჟურნალისტის კითხვაში ლევან ყენია იყო ნახსენები და გოგიტა გოგუაც.

ვფიქრობ, ქეცბაია უკვე ამოწურული თემაა...

რობერტ პროსინეჩკიმ კი ხიზანიშვილს "იერო" შეარქვა, ამ ესპანელივით კარგად კითხულობს მეტოქის სვლებსო.

ზურა მალე 32 წლის გახდება, ამ ასაკში ზოგი უპრობლემოდ თამაშობს მაღალ დონეზე, მათ შორის - ნაკრებშიც. საქართველოს ეროვნულ გუნდში უსასრულოდ ვერც ხიზანიშვილი ითამაშებდა, მაგრამ ისიც ისე წავიდა ნაკრებიდან, რომ უკეთესი წასვლა ეკადრებოდა - ნაკრებში 93 მატჩი აქვს ნათამაშები.

მუხლის მძიმე ტრავმა, ხანგრძლივი პრობლემები საზარდულთან დაკავშირებით - ხიზანიშვილის კარიერა არ ყოფილა ადვილი, იყო ჩავარდნებიც. თურქეთში ის ხელახლა გახდა ფეხბურთელი და ამასაც შეძლება უნდა. მანამდე კი იყო ბრიტანეთი, შოტლანდიური "დანდი", სადაც სახელი მოიხვეჭა, შოტლანდიური პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს და მერე "გლაზგო რეინჯერსში" მიიწვიეს, ითამაშა ჩემპიონთა ლიგაშიც, მოინაგრა სქოთური ლიგის თასი, შემდეგ ალექს მაკლიშმა მასზე გული აიცრუა, მაგრამ გამოჩნდა მარკ ჰიუზი, რომელმაც შენიშნა ხიზანიშვილის ნიჭი და მისი რეკომენდაციით "ბლექბერნმა" ქართველი "ჩაფრებისგან" გამოისყიდა.

ხიზანიშვილმა ინგლისურ პრემიერლიგაში არა ერთხელ ითამაშა გამორჩეულად.

ასეთი ფეხბურთელი საქართველოს ბევრი არ ჰყოლია და არც ჰყავს. ამ ნაკრებში ის ბოლო ფეხბურთელი იყო, ვისაც ელიტურ საფეხბურთო ლიგაში დამაჯერებლად უთამაშია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ვისაც არ უნდა საქართველოს ნაკრებში, არავის შევეხვეწებით!

ზურაბ ხიზანიშვილი: ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის

თავისუფალი თემა: ხიზანიშვილის შემთხვევა

[ექსკლუზივი] თემურ ქეცბაია: ეს თავხედი ბავშვები ყველას ჭკუას ასწავლიან

გულშემატკივარი
შოტლანდიის ჩემპიონატი საშუალო დონის არის ინგლისში საშუალოზე დაბალი დონის იყო ხიზანა თქვენი თქმით და რუსეთის მეორე ლიგა უფრო მაღალია ვიდრე ეგ ორი და მაგას დამატებული თურქეთის უმაღლესი ლიგა ხო?თან რუსეთში და უკრაინაში მოთამაშეების 80 % სკამებს ხეხავენ და თურმე ხიზანზე მაღალი დონის ყოფილან პროსატ ნესტიანი ჰავა არ მოწონთ და წვიმები და მაგიტო არ მიდიან ინგლისში და შოტლანდიაში
გულშემატკივარი
აი ესავართ ქართველები ადამიანმა რაც არუნდა კარგად ითამაშოს ნაკრებში არავინ დაინახავს , კალაძეს კობის იაშკას და ხიზანას არაფერი გაუკეთებია ნაკრებში და დანარჩენებმა ხო რას ამბობთ თავი მოიკლეს ეხლა რო არიან ნაკრებში რა , ჟურნალისტებს რო გადაუვლით თავზე უკეთ თუ შეგიძლიათ წერა დადექით და დაწერეთ მაგრამ ჩვენ ქართველებს ერთი ცუდი სენი გვაქს ყველას თავი გენიოსები და ყველაზე ჭკვიანები გვგონია და ....
kaxa
დავით თავართილაძევ საქართველოს ნაკრებში ყველაფერი რიგზე რო ვერაა ცხადია, მაგრამ შენი სტატიები რო ბოღმითაა გავსებული? შენი ნაწერით ვისაც აქებ იმისადმი სიმპათიას ვერ უჩენ მკითხველს, ვერც ვისაც აძაგებ იმისადმი ანტიპათიას....
გიგა
ხიზანა საშუალო დონის ფეხბურთელია, ეხლა საშუალო დონის ჩემპიონატში დაბალი დონის კლუბში თამაშობს. ქვეყნის ნაკრებში არაფრით გამოირჩეოდა. ისე, "დანდი" შოტლანდიის პრემიერლიგის (დაბალი დონის ჩემპიონატია) ერთ-ერთი სუსტი გუნდია, შესაბამისად, იქ თამაში ვერაფერი ხეირია. ქეცბაია ცუდია თუ კარგი, მთავარი მწვრთნელია და მას უნდა დაუჯერონ. "კაისერისპორ"-ში თუ პროსინეჩკის ყველაფერს უჯერებს, საქართველოს ნაკრებში რატომ უნდა თავის ჭკუაზე სიარული.
odala
ტვინს ნუ ჟიმავთ ახლა, ფლიიიზ! წავიდა და გამოეტირნენ ჭურნალისტები. რომლებსაც ფეხბურთიც ესმით და ჭურნალისტიკაც - იშვიათი ტალანტია. 2 სიტყვას ვერ წერენ გამართულად და გრძელი ენები აქვთ.
qartveli
რამო გეტანხმები, ბლექბერნში ითამაშა თუ დანდიში ჩვენთვის რა ხეირი? დროა ფეხბერთელებმა ფეხებზე ზრუნვა დაივიწყონ ტრავმის მიღების შიშით თავს რომ არ იკლავენ
zura
ხიზანას დიდი მადლობა ეკუთვნის, მართლა რაც შეეძლო გააკეთა ნაკრებში. მაგრამ ამ ნაკრებს უკვე სხვა ხელი არ უშველის, ძველი სტილი უნდა დაინგრეს საბოლოოდ ახალი რომ აშენდეს.
ramo
კი ბატონო, ხიზანამ ეგ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში რა ქნა? იგივე კითხვა უნდა დავუსვათ: კალაძეს, ქინქლაძეს და კიდევ იმათ აქ რომ არეკლამებთ. ამის დამტკიცება ძნელია, მაგრამ ბოლო 2 წლის ხიზანას ნაკრებში თამაშების მიხედვით ჩნდება ეჭვი, რომ თითქოს შეცდომებს სპეციალურად უშვებდა. ყოველშემთხვევაში ირლანდიასთან სხვა ახსნა არ არის.
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...