საქართველოს XXIV სარაგბო ჩემპიონატის მესამე ტური არასრულად ჩატარდა
საქართველოს XXIV სარაგბო ჩემპიონატის მესამე ტური არასრულად ჩატარდა.

"არმიისა" და "ბათუმის" მატჩი ობიექტურ მიზეზთა გამო 17 ნოემბრისთვის გადაიდო. დარჩენილ ოთხ შეხვედრაში არაერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. წარმოგიდგენთ III ტურის 7 ყველაზე საინტერესო მოვლენას.

ქართული სარაგბო კლასიკა

თბილისის "ლოკომოტივისა" და ქუთაისის "აიას" დაპირისპირება ქართულ სარაგბო კლასიკად არის მიჩნეული. ამ გუნდთა ურთიერთშეხვედრათა ისტორია 1967 წლიდან იღებს სათავეს. მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაგბის კავშირმა შეხვედრის მთავარ არბიტრად ირლანდიელი გარი ქოვენი მიავლინა.

ძლიერმა წვიმამ ქუთაისურ მატჩს თავისი დაღი დაასვა. შეხვედრა მასპინძელთა ფეხჩუბინ გაგა სინაურიძისა და სტუმართა ფულბეკ ბექა წიკლაურის პირად დაპირისპირებად იქცა - ქუთაისელთა მგეზავმა საკუთარ გუნდს 12 ქულა მოუტანა (2 საჯარიმო და 2 არეკნი), წიკლაურმა კი ხუთი საჯარიმო დარტყმა გაიტანა მეტოქის კარში და რკინიგზელებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა.

"ჯიქების" ღირსეული გამარჯვება

"ჯიქებთან" პირწმინდად წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ "არმაზის" მთავარმა მწვრთნელმა დავით ვართანიანმა სათადარიგოთა სკამზე გამწესებულ გუნდის ლიდერებს უხმო და თამაშში ჩართო.

არმაზელები გააქტიურდნენ, მალევე ხელთ იგდეს ტერიტორიული უპირატესობა და ანგარიშშიც დაწინაურდნენ - 23:19.

თავის მხრივ, "ჯიქების" დამრიგებელმა გიორგი ამირხანაშვილმა გარისკა, უდიდესი ნდობა გამოუცხადა პირველი ხაზის მოთამაშეებს და შეუცვლელად დატოვა ისინი მოედანზე.

ამ თამამმა ნაბიჯმა გაამართლა. მათი გარჯა მგეზავმა ნუგზარ გიორგაძემ დააფასა, რომელმაც ზუსტი საჯარიმოებით "ჯიქებს" ღირსეულად გაამარჯვებინა.

ჩემპიონის დაბრუნება

მოქმედმა ჩემპიონმა "ლელომ" სეზონის სტარტზე მოულოდნელი მარცხი იწვნია "ბოლნისის ყოჩებისგან", თუმცა ლევან მაისაშვილის გუნდი დროულად გამოფხიზლდა და აგერ, უკვე ორი ტურია, ისინი პრემიალური ქულის მოპოვებით ამარცხებენ მეტოქეებს.

ამჯერად "ლელომ" "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" 21-ქულიანი სხვაობით დაამარცხა "რუსთავი" და სატურნირო ცხრილის ლიდერთა შორის მოექცა.

თავდადება

რაგბის თამაში ყველგან და ყოველთვის მოითხოვს თავდადებას. გიორგი ღამბაშიძე "აკადემიის" პირველხაზელი გახლავთ, რომელიც ყოველთვის უნივერსალური თვისებებით გამოირჩეოდა.

ახალგაზრდულ ნაკრებში შუამარბად ასპარეზობის შემდეგ იგი, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, ნელ-ნელა ბურჯის პოზიციაზე გადაბარგდა და საჭიროების შემთხვევაში კვაჭის პოზიციაზეც ასპარეზობდა.

ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურში, "ლელოსთან" დაპირისპირების მე-15 წუთზე ფეხის სერიოზული ტრავმა მიიღო და კოჭლობით მოუწია მოედნის დატოვება.

მთელი კვირის განმავლობაში მას სპეციალური სახვევით და მეგობრების დახმარებით უწევდა გუნდის ვარჯიშებზე მისვლა მაყურებლის რანგში.

"ყოჩებთან" დაპირისპირების წინ, თავისივე დაჟინებული თხოვნით, უარი თქვა დასვენებაზე, ექიმთა წინააღმდეგობის მიუხედავად, დაზიანებული ფეხით მაინც გავიდა სტადიონზე, ბოლომდე ღირსეულად იბრძოლა და დაეხმარა საკუთარ კლუბს პირველი ქულის მოპოვებაში.

უდისციპლინობა

ორიოდე წლის წინათ რაგბის კავშირმა სეზონის საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ "აკადემია" დააჯილდოვა, როგორც ყველაზე დისციპლინებული გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში. ამ გუნდის მორაგბეებს ყველაზე ცოტა ყვითელ-წითელი ბარათი ჰქონდათ მიღებული ჩემპიონატში.

XXIV ეროვნულის სტარტზე აბსოლუტურად საპირისპირო სიტუაციაა. სამი ტურის განმავლობაში აკადემიელებმა 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი დაიმსახურეს, რაც მათი წარუმატებელი თამაშის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელ ფაქტორად იქცა.

არმიელთა დანაკლისი

"არმიისა" და "ბათუმის" თბილისური დაპირისპირების ნოემბრისთვის გადატანა მასპინძლებმა ითხოვეს, რადგან მათი შემადგენლობიდან შვიდკაცა რაგბის ნაკრებში ერთბაშად ხუთი მორაგბე იყო გამოძახებული.

"არმიას" მორაგბეები სერიოზულ დასაყრდენ ძალას წარმოადგენენ როგორც თხუთმეტკაცა, ასევე შვიდკაცა რაგბის ნაკრებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნიკოლოზ ჭავჭავაძის გაწვრთნილი გუნდის ამბიციების საფუძვლიანობას.

სატურნირო მდგომარეობა

მესამე ტურის შემდეგ ძალიან საინტერესო სატურნირო მდგომარეობაა შექმნილი ეროვნულ ჩემპიონატში: 10-10 ქულით ცხრილში პირველ-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ "ბოლნისის ყოჩები", "არმაზი", "აია" და "ლელო". მათზე ერთი ქულით და ამდენივე თამაშით ნაკლები აქვს "არმიას", რომელიც ჩემპიონატის პოტენციური ლიდერია.

გიორგი ბარბაქაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ᓥᓣᓗᓐᓘᓡᓘᓡ "ᓐᓘᓐ" ᓡᓐᓠᓐᓒᓑᓝ ᓡᓔᓖᓝᓜᓡ ᓐᓮᓐᓚ ᓡᓢᓐᓓᓘᓝᓜᓖᓔ ᓓᓐᓘᓬᓧᓔᓑᓡ [PHOTO]
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
დიდი 10: "არმიამ" მიჯრით მესამე შეხვედრაში იმარჯვა
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔ
დიდი 10: "არმიამ" "ვეფხვებს" გაწითლებულ დროში სძლია
ლევან ჩილაჩავამ "გრენობლს" ლელო დაუდო [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
დიდი 10. VIII ტურის წინ: "ბორჯღალოსნები" დაბრუნდნენ
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ჭაბუკთა B ლიგა: "ხომლი" ჩემპიონია

"არმია" "ბათუმთან" დამარცხდა და ბოლო ადგილზე რჩება
ქართული ჯარი - მესამედ მსოფლიო თასზე
"არმიამ" "ლელო-სარასენსი" დაამარცხა
ᓠᓐᕒᓑᓘᓡ ᓩᕔᓛᓞᕘᕝᓜᓐᓢᕘ. ᓞᕚᓔᓘ ᓝᕤᓘ: ᓔᓠᕗᓛᓐ ᓚᕔᓚᓝᓛ ᓒᓐᕓᓐᓬᓧᕕᓘᕢᕐ
ᓡᓐᓥᓐᕠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓠᓐᓒᓑᕘᕡ ᓩ
დიდი 10: "ლოკომოტივი" - "არმია" 40:22
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ᓒᓣᕚᓨᕔᓛᓐᓢᕙᓘᓕᕠᓘᓡ ᓡᓕᓔᓢᓘ: ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᕡ ᓔᓠᓝᓕᓜᕣᕚᓘ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᕜᕐᓢᕘᓡ ᓨᓔᓯᓐᓛᕔᓑᓐ