საქართველოს ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში სამი ტური მიილია
საქართველოს ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში სამი ტური მიილია.

დაუმარცხებელი ორი გუნდია, "არმია" და ბოლნისის "ყოჩები", თუმცა არმიელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ გამართული.

ცხადია, სამი ტური საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად ცოტაა, მაგრამ განვლილი შეხვედრები იმის საშუალებას კი გვაძლევს, რომ შექმნილი საერთო სურათი აღვწეროთ.

სატურნირო ცხრილში უჩვეულო ვითარებაა. სათავეში მოქცეულმა ერთბაშად ოთხმა გუნდმა თანაბარი, 10-10 ქულა დააგროვა. მათ თითო ქულით კიდევ ორი გუნდი ჩამორჩება.

ასეთი სიმჭიდროვე ცხრილის ზედა ნახევარში აქამდე არასდროს ყოფილა. თუ კიდევ უფრო კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ უკვე გამოიკვეთა შვიდი გუნდი, რომლებიც, სავარაუდოდ, პლეი ოფში გასვლისთვის და, შესაბამისად, ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე ბოლნისის "ყოჩები" იმყოფება. არადა, ამ გუნდმა შარშანდელ ჩემპიონატში, როცა ჯერ კიდევ თბილისის სახელით გამოდიოდა, ბოლო ადგილი დაიკავა.

ვითარება სეზონებს შორის შესვენებაზე რადიკალურად შეიცვალა. "ყოჩები" ბოლნისის მუნიციპალიტეტმა შეიფარა. გუნდს მისივე აღზრდილი მორაგბეები დაუბრუნდნენ და ძველებური, სოლიდური სახე მიიღო.

"ყოჩებმა" პირველივე ტურში საქართველოს ჩემპიონი "ლელო" დაამარცხა, რამაც გუნდის მოთამაშეებს თავდაჯერებულობა შემატა.

მათ ირწმუნეს, რომ ორწლიანი მუდმივი წარუმატებლობის შემდეგ "ყოჩებს" მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია. გუნდმა სამი თამაშიდან ორი მოიგო და ერთიც ფრედ დაასრულა.

განვლილ ტურში "ყოჩებმა" ერთ-ერთ აუტსაიდერ "აკადემიას" გაჭირვებით მოუგო, თუმცა ამის ახსნა ობიექტური მიზეზით შეიძლება.

გუნდს აკლდნენ საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებში მივლინებული ფულბეკი შავლეგ მახარაშვილი და გარემარბი ლევან გოგოლაშვილი.

მათი არყოფნა "ყოჩებს" საგრძნობლად დაეტყო. ამასთან ერთად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტრავმირებულია და ჯერ არ უთამაშია კიდევ ერთ გარემარბს, ირაკლი გეგენავას. დასუსტებული უკანა ხაზით "ყოჩებს" მეტოქის ძლევა გაუჭირდა.

სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე თბილისის "არმაზია", გუნდი, რომლისგანაც წლეულს შარშანდელზე მეტს ელიან.

არმაზელები სეზონის წინ საგრძნობლად გაძლიერდნენ. გუნდს დაემატა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე. პარადოქსია, მაგრამ ამავე გუნდში თამაშობს "ბორჯღალოსნების" ამჟამინდელი კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი. "არმაზს" ნამდვილად გაუმართლა.

ორი ისეთი მორაგბე, რომელთა გამოცდილებას ზურგს მსოფლიოს თასის სამი გათამაშება უმაგრებს, სხვა ქართულ გუნდს არ ჰყავს. სწორედ ამიტომ ელიან არმაზელთაგან უფრო მეტს.

განვლილ ტურში "არმაზის" მწვრთნელებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს. "ჯიქები" ახალგაზრდული, მებრძოლი გუნდია და მის მიმართ არასათანადო დამოკიდებულებას არავის პატიობს. ასე მოხდა ამჯერადაც.

"არმაზის" წამყვანი მოთამაშეების დიდმა ნაწილმა პირველი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

ისინი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდნენ, თითქოს მდგომარეობაც გამოასწორეს, მაგრამ ფორტუნამ მაინც ზურგი აქცია და დამარცხდნენ. ასეთ შეცდომას, იმედია, "არმაზის" თავკაცი მომავალში აღარ დაუშვებს. სხვა მხრივ, გუნდს რეალურად შესწევს ძალა, ჩემპიონობისთვის იბრძოლოს.

ქუთაისის "აია" ის გუნდია, რომელიც ყოველი სეზონის წინ მოთამაშეებს უხვად კარგავს, თუმცა ადგილობრივი სარაგბო სკოლიდან მუდმივად ივსება. ქუთათურებს, ცხადია, წლეულსაც საჩემპიონო ამბიციები აქვთ. მესამე ტურამდე წინ მიიწევდნენ, მაგრამ...

თბილისის "ლოკომოტივი" "აიას" ძველი, ტრადიციული კონკურენტია. ქუთათურებს მუდამ უჭირდათ მასთან თამაში.

ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზელებს საუკეთესო დროება არ უდგათ, "აიამ" მეტოქეს ვერაფერი დააკლო. "ლოკომოტივი", შესაძლოა, ისევ ისეთი მრისხანე ვერ არის, როგორიც თუნდაც ორიოდე წლის წინ იყო, მაგრამ ისიც ცხადია, რომ იოლად არავის არაფერს დაუთმობს.

მეოთხე გუნდი, რომელმაც 10 ქულა დააგროვა, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის "ლელოა". პირველივე ტურში განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ გუნდი ციდან მიწაზე დაეშვა და მომდევნო შეხვედრებს გაცილებით უფრო სერიოზულად მოეკიდა.

ლელოელებმა წაგებას ორი გამარჯვება მოუნაცვლეს და თამამად განაცხადეს, რომ არაფრის დათმობას აპირებენ.

"ლელოს" ერთი სერიოზული პრობლემა აქვს: დაშავებულია და ვერ თამაშობს საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა ხმალაძე.

"ქოქოსას" გარეშე კი "ლელოს" უკანა ხაზი ისეთივე მობილური და მრისხანე ვეღარ არის. სწორედ ამიტომაა რუსთავის "ხარებთან" მატჩში გატანილი ხუთი ლელოდან ხუთივე მორკინალების ანგარიშზე.

გათამაშების პოტენციურმა ლიდერმა "არმიამ" მესამე ტური გამოტოვა. არმიელთა გუნდი, სხვებთან შედარებით, ყველაზე დაბალანსებულად გამოიყურება. საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებში, რომელმაც ახლახან ბუქარესტში იასპარეზა, უმრავლესობა სწორედ "არმიადან" იყო.

ნელ-ნელა შარშანდელ რენომეს იბრუნებს "ჯიქები", რომელმაც სამ ტურში ერთი მოიგო, ამდენივე ფრედ ითამაშა და წააგო. ეს გუნდი ყველასთვის სახიფათოა და მისგან დიდ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. ერთი უკვე შემოგვთავაზეს, "არმაზი" დაამარცხეს. ვინ იქნება შემდეგი?

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ყოჩები 3 2 1 0 +26 10

2. არმაზი 3 2 0 1 +34 10

3. აია 3 2 0 1 +11 10

4. ლელო 3 2 0 1 +38 10

5. არმია 2 2 0 0 +39 9

6. ლოკომოტივი 3 2 0 1 -9 8

7. ჯიქები 3 1 1 1 0 7

8. ხარები 3 0 0 3 -53 1

9. აკადემია 3 0 0 3 -55 1

10. ბათუმი 2 0 0 2 -31 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ᓥᓣᓗᓐᓘᓡᓘᓡ "ᓐᓘᓐ" ᓡᓐᓠᓐᓒᓑᓝ ᓡᓔᓖᓝᓜᓡ ᓐᓮᓐᓚ ᓡᓢᓐᓓᓘᓝᓜᓖᓔ ᓓᓐᓘᓬᓧᓔᓑᓡ [PHOTO]
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "აია" დაამარცხა და ჩემპიონი გახდა [VIDEO]
დიდი 10: "არმიამ" მიჯრით მესამე შეხვედრაში იმარჯვა
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔ
დიდი 10: "არმიამ" "ვეფხვებს" გაწითლებულ დროში სძლია
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
დიდი 10 | "ყოჩები" - "ლოკომოტივი" 31:5
"ლოკომოტივმა" "ყოჩებს" 20 წუთში 23 ქულა ამოუქაჩა და გაიმარჯვა
დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა
დიდი 10: "ბათუმმა" სტუმრად "ყოჩებს" სძლია

"არმია" "ბათუმთან" დამარცხდა და ბოლო ადგილზე რჩება
"არმიამ" "ლელო-სარასენსი" დაამარცხა
ქართული ჯარი - მესამედ მსოფლიო თასზე
შესანიშნავი ქვეყანა, ადამიანები რაგბით სულში - ირლანდიელების შეფასება საქართველოში მოგზაურობის შემდეგ
ქუთაისელები საქართველოს საუკეთესო გუნდი გახდნენ
დიდი 10-ის ფინალი - ისტორია მეორდება
ᓠᓐᕒᓑᓘᓡ ᓩᕔᓛᓞᕘᕝᓜᓐᓢᕘ. ᓞᕚᓔᓘ ᓝᕤᓘ: ᓔᓠᕗᓛᓐ ᓚᕔᓚᓝᓛ ᓒᓐᕓᓐᓬᓧᕕᓘᕢᕐ
ᓡᓐᓥᓐᕠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓠᓐᓒᓑᕘᕡ ᓩ
ხელჩართული ჩხუბი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში [VIDEO]
დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
დიდი 10: "ლოკომოტივმა" ქუთაისში "აიას" 4 ლელო გაუტანა
რაგბის დასავლეთ აკადემიას ნუგზარ ძაგნიძის სახელი მიენიჭა
დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია - მეოთხედ!
ბენდტნერს ტრუსების ჩვენება უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე ბულგარელებს ნაციზმი - 29 ოქტომბრის დაიჯესტი
ᓒᓣᕚᓨᕔᓛᓐᓢᕙᓘᓕᕠᓘᓡ ᓡᓕᓔᓢᓘ: ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᕡ ᓔᓠᓝᓕᓜᕣᕚᓘ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᕜᕐᓢᕘᓡ ᓨᓔᓯᓐᓛᕔᓑᓐ