"ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი გაზეთმა "ლელომ" ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა
ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში თბილისის "ვიტ ჯორჯიამ" რუსთავის "მეტალურგი" შინ 5:2 დაამარცხა. ალბათ, ცოტას თუ ეგონა, რომ ზურაბ ბერიძის გაწვრთნილი გუნდი სამბურთიანი სხვაობით გაუსწორდებოდა მოწინააღმდეგეს, რადგან "მეტალურგი" გამოცდილი, სახელიანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, მყარი ფინანსური ზურგით.

ისიცაა, რომ რუსთაველებს ამ მატჩისთვის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ - მაგალითად, ტრავმირებული თავდამსხმელი გიორგი ბერიაშვილი, თუმცა, როგორც უნდა იყოს, 5:2 მჭექარე ანგარიშია...

"ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი ზურაბ ბერიძე დიდი ხანია, რაც ამ კლუბში მუშაობს, ოჯახის წევრივითაა და იქაურობის ყველაფერი იცის. რა თქმა უნდა, ვიტჯორჯიული გამოცდილება მას საქმეში მნიშვნელოვნად ეხმარება.

"ლელომ" ის ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ მწვრთნელად დაასახელა. ბერიძეს ინტერვიუ ვთხოვეთ:

- "მეტალურგთან" მატჩის წინ რაზე აკეთებდით გათვლას? რა ძირითადი დავალება მიეცით ფეხბურთელებს? ისე ჩანდა, რომ რაც მოედანზე მოხდა, ამაზე წინასწარ გქონდათ ნამუშევარი...

- აქცენტი სწრაფ გოლზე გვქონდა გაკეთებული. ეს ჩვენთვის გადამწყვეტი მატჩი იყო იმ გაგებით, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო, წაგება არაფრით არ შეიძლებოდა.

სწრაფი გოლის გატანა მოვახერხეთ და მერე ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა.

- ამის გარდა, კიდევ რა იყო მთავარი, რაც თქვენს ფეხბურთელებს უნდა გაეკეთებინათ?

- მეტოქის შეტევები უნდა "დაგვენგრია" და როცა დაცვით ფაზაში ვიქნებოდით, ბურთის მოხელთებისთანავე სწრაფი იერიში უნდა გაგვეშალა ფლანგებიდან, კორიფაძე, სიჭინავა და ლობჯანიძე უნდა დაგვეტვირთა ცარიელ ზონებში.

იყო ეპიზოდები, როცა "მეტალურგს" მისსავე ნახევარზე ვხვდებოდით, ხოლო როცა უფრო წინ გადმოდიოდნენ, თავისუფალი ზონებიც იქმნებოდა. ასეთ დროს ბურთი ჯანელიძეს უნდა მიეღო და რომელიმე ფლანგზე გადაეტანა შეტევა.

- გიორგი ჯანელიძე "მეტალურგთანაც" გამორჩეული იყო. როგორ ფიქრობთ, ის უკვე არის მზად უცხოეთში სათამაშოდ?

- ჯანელიძე ერთ-ერთი სერიოზული ფეხბურთელია საქართველოში. მისი ტექნიკური მხარე რომ ძლიერია, ეს ცხადია და ამავე დროს, ის საკმაოდ ძლიერია ფიზიკურადაც, დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს. მოკლედ, ის არ მოისუსტებს არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად. ჯანელიძე ნებისმიერ ქართულ გუნდს დაამშვენებდა და ერთ-ერთი წარმატებული ქართველი იქნებოდა უცხოეთშიც.

"მეტალურგთან" კორიფაძისა და ლობჯანიძის კარგი თამაშიც უნდა გამოვარჩიო, მთლიანად გუნდმაც კარგად ითამაშა.

- ჯანელიძე ჯერ მხოლოდ ერთხელ, შარშანწინ იყო გამოძახებული ეროვნულ ნაკრებში - თქვენი აზრით, არის ის ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი?

- კარგა ხანია, ჯანელიძე ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსია. ასე კარგად და სტაბილური შედეგის მქონე მოთამაშე ფეხბურთელი ნაკრებში გამოძახებას ნამდვილად იმსახურებს. ჯანელიძის შედეგიან თამაშში იმას ვგულისხმობ, რომ ის გუნდში ნამდვილი, როგორც იტყვიან ხოლმე, "ზავადილაა", ასეთი კი ჩვენს ნაკრებსაც გამოადგებოდა. ნაკრებში მისი გამოძახება მეტ მოტივაციას გაუჩენდა სხვა ნიჭიერ ფეხბურთელებსაც.

- "ვიტ ჯორჯიას" ახლა არ აქვს დალხენილად საქმე, დაფინანსების მხრივ. გასაგებია, რომ ფეხბურთელები ამას გაგებით ეკიდებიან, მაგრამ სეზონი ჯერ კიდევ წინ არის და ასეთი მდგომარეობით მოხერხდება კი სასურველი შედეგის მიღწევა?

- გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს - უნდა ვიბრძოლოთ და მივაღწიოთ მიზანს. ექვსეულში გვინდა შესვლა. კლუბში ვისაუბრეთ ამ პრობლემატურ საკითხზე და შევთანხმდით, რომ ფეხბურთელები ჩვეული შემართებით გააგრძელებენ თამაშს, ფული კი "დაგვეწევა". არის ჩამორჩენა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს გამოსწორდება.

სახელმწიფო გვერდში უნდა დაუდგეს საფეხბურთო კლუბების კერძო მფლობელებს. ამაშია სწორედ ქართული ფეხბურთის გადარჩენა. ყველა კლუბში უნდა იყოს სტაბილური ფინანსური მდგომარეობა, ეს ყველას ინტერესშია.

- ამ სეზონში "ვიტ ჯორჯიას" ყველაზე მეტად რომელ მოწინააღმდეგესთან გაუჭირდა თამაში?

- ცხადია, გაგვიჭირდა იმ გუნდებთან, რომლებთანაც წავაგეთ. თუმცა, როცა ქუთაისში "ტორპედოსთან" 1:4 დავმარცხდით, ეს უფრო უიღბლობის ბრალი იყო. ვინც თამაშს უყურა, ამაში ალბათ დამეთანხმება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უმაღლესი ლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 5:2 - ძლევაი საკვირველი

sano
ეს ჯანელიძე გიას ბიჭიააა!
ramos
ეს ის ჯანელიძეა,რომელიც სტადიონზე გასვლის წინ მოხსნეს ზემოდან დარეკეს სხვა უნდა ვათამაშოთო...როდესაც ითამაშა კომენტატორები (რუსი კომენტატორები გაითვალისწინე) მასზე ძალიან ბევრს და კარგს ლაპარაკობდნენ.....რაც არ იცი და არ გესმის იმას ნუ ილაპარაკებ :)
ramo
ეგ ის ჯანელიძე არ არის, რუსეთის ჭიჭიმიჭ გუნდში რომ ვერ გაქაჩა?
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა
სანამ მათემატიკური შანსი იქნება, ვიბრძოლებთ - "ვიტ ჯორჯია" თენგიზ კობიაშვილმა ჩაიბარა
საქართველოს თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები: ეპიცენტრი თბილისსა და ქუთაისში
"თელავი" ორმა ფეხბურთელმა დატოვა
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 1:0 - ცხინვალის ენდშპილი
დილა-კოლხეთი 1:1 - ზესტაფონში სოსიაშვილი ახსენეს... [VIDEO]
ბათუმის "დინამო" ვიცე-კაპიტანმა დატოვა
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
წარმოუდგენია თუ არა გიორგი ჯანელიძეს კვარაცხელია "ბაიერნში"?! 10 შეკითხვა ჯანელასთან
ვიტ ჯორჯია-ცხინვალი 1:4 - ნახევარფინალი რატიფიცირებულია [PHOTO]
ეროვნული ლიგა: რა ხდება ფოთის "კოლხეთში"?
"ვიტ ჯორჯია" მწვრთნელის გარეშე დარჩა - ვინ შეცვლის ზურაბ ბერიძეს?
ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?
ელგუჯა ლობჯანიძე: ვეცდები, აწი ისე ვითამაშო, რომ ზლატანი ან "იბრა" დამიძახონ
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?