10 ოქტომბერს ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ექვსი უპასუხო გოლი გაუშვეს
10 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე ტურის შეხვედრა ჰოლანდიის ნაკრებთან გამართა და გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა.

ალექსანდრე ჩივაძის შეგირდები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიშით 0:6 დამარცხდნენ.

ანგარიში სტუმრებმა მატჩის მე-14 წუთზე, ლუის კასტანიოსის გარღვევის შემდეგ, ბეუტუსის გოლით გახსნეს. გათანაბრების კარგი შანსი გიორგი ჭანტურიას მალევე ჰქონდა, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა.

სამაგიეროდ, ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაიტანა კასტანიოსმა და სხვაობა ორბურთიანი გახადა.

თურმე მეორე ტაიმში უარესი გველოდა. სტუმრებმა კიდევ ოთხჯერ დალაშქრეს გიორგი ნადირაძის კარი - 48-ეზე ჯერ კასტანიოსმა გახადა ანგარიში გამანადგურებელი, შემდეგ კი, 67-ე და 71-ე წუთებზე პრომესი გამოირჩა დუბლით; საბოლოო ანგარიში კი იმავე კასტინიოსმა 78-ე წუთზე დააფიქსირა, რომელმაც ჰეთ თრიქი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ 65-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ნიკა კვეკვესკირი გააძევა.

guja_kakhadze
მოწინააღმდეგე რიცხობრივ უპირატესობას როდესაც ქმნის, მიხვდით და ტემპი დააგდეთ! ფეხბურთი მოძრავი სათამაშო სახეობაა და მიხვდით, რომ სირბილის გარეშე ვერ მოიგებთ. ფედერაციაში ჩემი პროექტი რისთვიდ დევს? წაიკითხეთ და მიხვდებით: ჩემი მეთოდით აღდგენაც და სირბილიც ძალიან ადვილი სასწავლია!
roma
რასაც აქ აკომენტარებენ,ქეიფთან დაკავშირებით ეს ყველაფერი გამოსაძიებელია და თუ მართალია, მაშინ სასწრაფოდ ზომებია მისაღები,პირველ რიგში ამით დაინტერესებული ჩივაძე და ფედერაცია უნდა იყვნენ.მეორეც და მთავარი,კი ბატონო ჩივაძე,როგორც ფეხბურთელი იყო ლეგენდა და ეს ყველამ იცის,მაგრამ როგორც მწვრთნელი არის 0-ის ტოლი,რამდენჯერ იყო პირველი ნაკრების დამრიგებელი და რა მერე,მას არ გააჩნია ანალიზის უნარი,მას არ შეუძლია წინა მატჩის გაანალიზება,გაიხსენეთ რას ამბობდა ის სლოვაკებთან მატჩზზე?სისულელეებს,ამიტომ დაანებეთ ამ კაცს თავი არ არის მწვრთნელი და არც არასდროს იქნება.
gaga
ფეხბურთელებს უნდა შერცხვეთ
zaza
მარტლა საიდან მოვიდნენ ესენი, აზე არ არია პეხბურტის,სირცხვილიააა
nika
საიდან მოიყვანეტ ესენი ანა ამათ პეხბურთელებს ეძახიტ? აი ასე არჩევთ ნაკრებს ნახნობობიტ ტორემ ნიცჰიტ და პერსპექტივიტ კი არა, დგეს ასეტი ანგარისჰიტ ,მსოპლიოსი არცერტი გუნდი არ აგებს სირცხვილია ეს სირცხვილიო
დათოს
დათა თავს რას იტყემლებ როცა ყველამ ვიცით ვინ სვამდა და რასაც სვამდნენ. ისევ მონაწილეებიდან გამოვიდა ეს ინფორმაცია ფეისბუქით იმ ღამესვე. ჩვენი მასხრად აგდებაა თორემ თავში ქვა უსვრიათ და გინდა რძე უსვიათ და გინდა მთხლე. უკვე დიდი ბიჭები არიან და პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გააჩნდეთ თავიანთი საქმისადმი, მათი ფეხბურთი ახლა იწყება და ნაადრევად ნუ დაამთავრებენ.
tazo
ახია ჩივაძეზე, ჭანტურია რა ენაჭარტალა და ლოთია მთელმა არნემმა იცის და მერაბ ჟორდანიამ.
GIO
მათი თამაშის ღამის ამბავი ყველამ იცის. ფედერაციას კი ვურჩევ გაარკვიონ ვის და რის მიმართ იყო ეს ღამის სერობა-ლოთობა მიმართული, თუ უბრალოდ ახალგაზრდული ცელქობა იყო.
დათა
ბიჭო ჭანტურიაზე რომ ბურღავთ ტვინს სასტავი და მართლა მიზანმიმართულად ჭედავთ, რა როჟებიხართ... ამ თა,აშსი ჭანტურიაზე უკეტესი თუ ვინმე იყო, მაშინ ძმაო დამისაბუთეთ და ვაფშე არარ ვუყურებ ფეხბურთს. დაუჯერებელი ამბავი არ არის ქართულ ფეხბურთში უდისციპლინობა, მაგრამ რომ დავწერო ანონიმშიკმა მე, რომ გუშინ მთელი ღამე ბიჭების ოთახში ნინო ჩხეიძეს უსმენდნენთქო რატომ უნდა დამიჯეროთ? ასე გაჩირქვა ადამიანების არ შეიძლება... გაიხადეთ მაკიტკები ძმაო და ადექიტ სატადარგიგო სკამბიდან, დაფერთხეთ ცოტა ბოღმა და გალამაზდება რაღაც მაინც თქვენს თვალში
v.v.a.
ბატონო საშა თქვენ ქართული ფეხბურთის ლეგენდა ხართ! დიდი გუნდის დიდი კაპიტანი! ძალიან გაფასებთ და მორიდებით გთხოვთ: შეეშვით მაგ ნაგვის ქექვას!!! ყარს!!!
9giorgi
irakli შენ კარგად მომისმინე, იცოდე ქართული ფეხბურთის მკვლელებს ყველას სასტიკად მოეკითხებათ და შენც იქნები მათ შორის, გაფრთხილებ.. იმიტომ რომ შენც ერთერთი მონაწილე ხარ ქართული ფეხბურთის მკვლელობის (მცდელობის). შენი სასოწარკვეთილებით და აგრესიულად ყვავივით ნუ დაჩხავიხარ ისედაც გატანჯულ ქართულ ფეხბურთს. ეს შენ უნდა დაანებო თავი ფეხბურთის ყურებას და ფეხბურთზე კომენტირებას საერთოდ გაიგე? შენ გადადი რაგბზე და კალათბურთზე, სხვებს კი თავი დაანებე. სასოწარკვეთილება ყველაზე საშინელი ცოდვაა და მითუმეტეს სხვების სასოწარკვეთილებაში ჩაგდება. ყველაზე მთავარი.. მიხეილ მესხმა ბოლო თამაში რომ ჩაატარა და ფეხბურთიდან რომ მიდიოდა, ურუგვაული გუნდის ბრაზილიელმა მწვრთნელმა იკითხა: კი მაგრამ, ეგ თუ მიდის სხვები რატომ რჩებიანო? ჰოდა მე გეკითხები - თუ ქართველმა ფეხბურთი არ უნდა ითამაშოს, მაშინ სხვებმა რატომ უნდა ითამაშონ საერთოდ? მე არ მესმის, ვერ ვხდები. არავის ეწყინოს მაგრამ, რუსმა ითამაშოს, სომეხმა ითამაშოს, აზერბაიჯანელმა ითამაშოს, ლიხტენშტეინმა ითამაშოს.. ყიფიანის და მესხის (არა მარტო) ქვეყანამ აღარ ითამაშოს? ყველამ იცოდეთ, ფეხბურთი ზუსტად ქართველების თამაშია პირველ რიგში. ბრაზილიელები მხოლოდ პრაქტიკულად ამტკიცებენ რომ ფეხბურთი მათი თამაშია, ქართველები კი თეორიულად და პრაქტიკულადაც დავამტკიცებთ რომ ჩვენი თამაშია. ფეხბურთში აუცილებლად გავიმარჯვებთ, გინდათ თუ არ გინდათ ასე იქნება. ეს დაიმახსოვრეთ: "თათარმა თქვა - სანამ გურჯი ძვალს არ გაღრღნის გაზაფხული არ მოვაო".
dinamoeli
ე გ ცრუ იფორმაცია საიდან გაქვს?
dinamoeli
ვინც ამ პოსტს წაიკითხავს გთხოვთ საშაც გადასცეთ ჩივაძეს ნუ ინერვიულებს, ვერაფერს გააწყობდა დღეს ჰოლანდიელებთან, რადგან ნახევარი გუნდი გუშინ ღამით არკოჰოლურ სასმელს სვამდნენ. ეს ამბავი დილის ვარჯიშზევე იცოდნენ დინამო 2-ის ფეხბურთელებმა. ინფორმაცია ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა ჭანტურიასგან.
avaza
რა უნდა ეთამაშათ გუშინ ღამით ჭანტურიას ოთახში სვამდა ძირითადის 8(რვა) ფეხბურთელი. ჭანტურია მოაცილონ სჯობია დროზე ნაკრებს.
messi
ეს გახლავთ შედეგი უსამართლობისა-რის მიხედვით არჩევთ ფეხბურთელებს?- შეარჩიეთ ნიჩიერი პერსპექტიული ბიჭები. მოეშვით ნაცნობ-მეგობრობით და სხვა რაგაცეებით ფეხბურთელების შერჩევას. იღუპება უნიჭიერესი თაობა უპატრონობის გამო. შეხედეთ სიმართლეს თვალებში სანამ დაგვიანებული არ არის
irakli
დაანებეთ თავი ფეხბურთს და სპორტის სხვა სახეობებს მივხედოთ იმ ფულით რასაც სიჭინავა, არველაძეები, ქეცბაია და ჩივაძე ტყუილად შოულობენ! პროტესტი ქართულ ფეხბურთს!!!!!!!!!!
Aleko
ჯოგია .ჯოგი.ტამაშის წინ რა კომენტარებს აკთებდნენ.*** ფეხბურთელობა!!! იმის მაგივრად რო სულ ივარჯიშოთ დადიხართ გაბრექილები ***!!!! ჯოგიიიი
Teimuraz
ნუთუ ასე უსიხარულოდ უნდა განვლო დარჩენილი ცხოვრება, ეჰ!
გოგა
ჰოლანდიასთან გავნადგურდით და შოტლანდიასთან რათქმა უნდა გადაღლილები ვიქნებით, სლოვაკეთმა გადაგვიარა... დარჩა ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, სომხეთი, ანდორა, ფარერები და მისთანები. მაგათ ხომ ვუგებთ ხოლმე და რა იქნება უეფამ ცალკე ტურნირი რომ დაუშვას ჩვენთვის?
shoda
სანამ ესენი არ გადაეჩვევიან წინასწარ ტრაბახს და ყოყლოჩინობას მანამ სულ წააგენენ! ჯერ უნდა გადახტე და ოპლაც მერე უნდა დაიძახო! -ჩვენი ახალგაზრდების ასეთი საქციელი იმას მიუთითებს, რომ მათ არც სახლში და არც გარეთ არა ყავთ ამღზრდელები! -მე რომ შემეძლოს მათ შოლტების რიგში გავატარებდი და ყოყლოჩინობას გადავაჩვევდი! წაიკითხეთ მათი მატჩის წინა ინტერვიუები. მისი წაკითხვა ამაზზრზენია. უბრალოდ ტუტუცები არიან და ჭკუის დამრიგებელიც არავინ ჰყავთ!
PARFIUMER
კაით ბიჭო, ნამუსი არ გაქვთ? 6:0 და ერთხელ კომბინაცია ვერ გააკეთეთ, არ გრცხვენიათ? ახალგაზრდა ხალხი და ასე დაცვენილი? არ დაიწყოთ ახლა მწვრთნელიო და ასეო და ისეო, 6:0-ს ვაფშე უმწვრთნელო გუნდი არ წააგებს, მარა მიჩვეულები ხართ უსაქმურობას და ეგრე იქნებით მთელი კარიერა... ,,შემოქმედებო" და ,,საუკეთესოებო".
saba
ესეც ჩვენი მომავალი...
ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
რევაზ არველაძე: შუკერი მთლად გაგიჟდა, ჩვენი პროექტი აღმასკომზე გააქვს...
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ჩიხურა-ცხინვალი 2:1 - აი, სეირი (სეივიც) ჯერ არნახული! [VIDEO]
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
[ლელოს სტუმარი] გიორგი ნადირაძე: რა ფული? ეს ხომ ჩემი ოცნების ასრულება იყო?!
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ვიტ ჯორჯიამ" "შევარდენი" დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
უმაღლესი ლიგის XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
უმაღლესი ლიგა. I წრის შეჯამება: ვინ, როდის, რამდენჯერ?
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა