დევიდ ბექჰემს შეეძლო მეტისთვისაც მიეღწია, მაგრამ ერთ დღესაც დევიდი იმ გოგონას შეხვდა "სპაის გელზიდან" და ცხოვრებისეული პრიორიტეტები შეეცვალა
35-წლიანი ფანტასტიკური სამწვრთნელო კარიერის დასრულებისა და 38 ტიტულის მოგების შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონი პენსიაზე გავიდა და როგორც თავად აცხადებს, კიდევ უფრო მეტად დააფასა ყველაფერი, რაც აქამდე ისედაც გარს ეხვია, მაგრამ დროის უქონლობის გამო სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდა.

ლეგენდარულმა შოტლანდიელმა ჩარლი როუზს ინტერვიუ ტელეკომპანია PBS-ის ეთერში მისცა, სადაც, ცხადია, უამრავ საინტერესო თემას შეეხო.

"არასოდეს მაღელვებდნენ კლუბები, რომელთაც შეეძლოთ იმდენი ფული დაეხარჯათ, რამდენსაც მოისურვებდნენ. მე სულ სხვა მიზნები მქონდა, თამაშის კონკრეტული ხარისხი შემენარჩუნებინა, ვყოფილიყავი კონკურენტუნარიანი და ცხრილის ლიდერთა შორის დავრჩენილიყავი," - აცხადებს ის.

- სამწვრთნელო კარიერის დასრულების შემდეგ თითქმის 5 თვე გავიდა. შეგიძლიათ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს საფეხბურთო კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი"?

- ისტორიას გარკვეულწილად ყოველთვის რომანტიკული ელფერი დაჰკრავს, "იუნაიტედი" კი დიდი ისტორიის მქონე კლუბია. ამაში შედის როგორც 1958 წლის მიუნხენური ავიაკატასტროფა, რასაც 21 წლის ბიჭები შეეწირნენ და ისიც, რომ მეტ ბასბიმ 10 წლის შემდეგ ჩემპიონთა თასი მოიგო. ამ წარმატებამ კი კლუბის პოპულარობა განაპირობა.

- ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი ვისი თამაშიც გინახავთ?

- ბავშვობიდან პელეს ფანატი გახლავართ. ცხადია, მაშინ ჯერ კიდევ არავინ კამათობდა, ვინ უფრო მაგარი იყო, პელე თუ მარადონა. პირველი შთაბეჭდილებების შემდეგ ბრაზილიელის ერთგული დავრჩი. დღეს რაღაც ამის მსგავსი ხდება მესისა და რონადოს თავს.

- საუკეთესო ფეხბურთელი როგორი უნდა იყოს?

- საუკეთესო აუცილებლად მამაცი უნდა იყოს. სათანადოდ მამაცი იმისთვის, რომ თამაში საკუთარ თავზე აიღოს, თანაგუნდელები აიყოლიოს და მეტოქის არ შეეშინდეს. რაგინდარა სიტუაციაში უნდა ითამაშო ისე, როგორც იცის და შეუძლია.

- ეს თვისება გენეტიკურია?

- შესაძლოა ასეც იყოს. ვარჯიშით ბევრი რამის დახვეწა შეიძლება, მაგრამ არასოდეს მინახავს, რომ ადამიანში გამბედაობა გამოწრთობილიყო. პიროვნებას ეს თვისება აქვს ან არა აქვს. დიდ და უდიდეს ფეხბურთელებში სწორედ ეს არის უმთავრესი სხვაობაც. კალათბურთთან გარკვეული პარალელის გავლებაც შეიძლება. ბოლო 15 წამში ხომ ყოველთვის გინდა, რომ ბურთი საუკეთესოს გადააწოდო.

- თქვენზე დაიწერა, რომ "ფერგიუსონი შეიძლება მეორე სტივ ჯობსად დავასახელოთ, რადგან მას აქვს არაორდინალური ტალანტი, შეპყრობილია იდეებით და მზადაა, ყველანაირი სტერეოტიპი დაამსხვრიოს, რათა რაღაც განსაკუთრებული შექმნას". როგორ ფიქრობთ, მოახერხეთ ამ "რაღაც განსაკუთრებულის" შექმნა?

- რთული და მრავალწახნაგოვანი შეკითხვაა. საქმე ის არის, რომ მე რაც შევქმენი, ის არა იმდენად ტალანტისა და იდეების დამსახურებაა, რამდენადაც კლუბის ხელმძღვანელების მოთმინების. დრო და დრო გულშემატკივრები ჩემს გაშვებას ითხოვდნენ. თუმცა შინაგანი რწმენა ყველაზე რთულ დროშიც კი არ მტოვებდა, მჯეროდა, რომ სასურველ შედეგს მივიღებდით.

- გასულ წელს "ჰერალდ ბიზნეს რევიევთან" ერთად კვლევას აწარმოებდით. კონკრეტულად რაზე მუშაობდით?

- გვაინტერესებდა, ფეხბურთელები უფრო მეტად პატივს მცემდნენ თუ ვეჯავრებოდი და სად იყო ოქროს შუალედი. ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ უმთავრესი პატივისცემა იყო. შეიძლება, ვინმეს ჩემი ეშინოდა კიდეც, თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ რამდენადაც არ უნდა გავბრაზებულიყავი, კონფლიქტი სწრაფად უნდა მომეგვარებინა და სამუდამოდ დამევიწყებინა. მხოლოდ ასე თუ შეიძლებოდა მშვიდი თანაცხოვრება.

- და რა, ნაწყენი არავისზე დარჩენილხართ?

- არასდროს გავბრაზებულვარ ვინმეზე ისე, რომ მერე ცუდად გამხსენებოდა. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი თვისებაა. ფეხბურთელებს ესმოდათ, რომ საბოლოო ჯამში ყოველთვის მათ მხარეზე ვიქნებოდი. კვლევის დასრულების შემდეგ მასალა "ფერგიუსონის ფორმულების" სახელით გამოქვეყნდა. ლაპარაკი იყო, მენეჯმენტში ლიდერის თვისებებზე. ამის გარეშე ხომ მილიონერებით სავსე გუნდის მართვა წარმოუდგენელია.

მიუხედავად ნიჭისა, უზარმაზარი შესაძლებლობებისა და მიღწევებისა, ყოველთვის უნდა ეცადო, რომ უკეთესი ადამიანი გახდე. სწორედ ამის მიღწევა მინდოდა ფეხბურთელებთან მუშაობით. მიმაჩნდა, რომ ჩემგან ისინი უკეთესები უნდა წასულიყვნენ, ვიდრე მოსვლისას იყვნენ.

- შეიძლება ითქვას, ფეხბურთელებს ცხოვრების გაკვეთილებს უტარებდით?

- დიახ, თანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. მუდმივად ვცდილობდი, მათში ხასიათი გამომეწრთო, ყოველთვის მაქსიმუმს ვდებდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ არასოდეს მიღალატებდნენ. მათ იცოდნენ, როგორ გამკლავებოდნენ ემოციებს დამარცხების შემდეგ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

- განაცხადეთ, რომ მაღალი დონის ფეხბურთელებისგან კარგი მწვრთნელი იშვიათად გამოვა.

- დიახ, ეს ფაქტია. ამ თემაზე ერთხელ ბობი ჩარლტონსაც ველაპარაკე. "პრესტონის" დამრიგებლად მუშაობისას მას ყოველთვის უკვირდა, რატომ არ ესმოდათ ფეხბურთელებს მისი. ამის გამო პროფესიაზე გული აიცრუა და საკუთარი თავი დააჯერა, რომ მწვრთნელობა მისი საქმე არ იყო. ყველას, ვისაც ამ გზის გავლა უნდა, ვეუბნები, მოემზადეთ, რომ იყოთ მასწავლებლები. დიდი ფეხბურთელებისგან, რომლებიც შემდეგ კარგი მწვრთნელები დადგნენ, შეიძლება მხოლოდ ბეკენბაუერისა და კრუიფის გახსენება. სხვას ორივე ფრონტზე წარმატებულს ნამდვილად ვერავის ვიხსენებ.

- "იუნაიტედში" მუშაობის დროს სხვაგან წასვლის შანსი არ გქონიათ? შემოთავაზებები იყო და ამის მიუხედავად არ წახვედით, თუ უბრალოდ მოვლენები განვითარდა ასე და ერთ კლუბში ამდენი ხანი გაატარეთ?

- მანჩესტერში გატარებულ წლებში 1-2 სერიოზული შემოთავაზება მივიღე სხვა კლუბებისგან. ასეთ დროს ყოველთვის ერთსა და იმავე შეკითხვას ვუსვამდი ჩემს თავს, რაში მჭირდება ახალი სამსახური და ახალი გამოწვევები. ტიტულის მოპოვება ძნელია, შენარჩუნება კიდევ უფრო რთული, აი, სტაბილურობა კი გამოწვევათაგან უმთავრესია. პირველი და მეცამეტე ჩემპიონობა ერთნაირად სასიხარულოა, თუმცა როცა ვეკითხებოდი საკუთარ თავს, ისტორიის გაგრძელება მსურდა თუ სხვაგან ყველაფრის ნულიდან დაწყება, ყოველთვის პირველს ვირჩევდი.

- სამწვრთნელო საქმიანობის პრინციპებს შორის ასახელებდით გუნდის გადახალისებას, მაშინაც კი, როცა ერთი წარმატებული სეზონი მეორეს მისდევდა.

- ყველაზე საშინელი, თუმცა სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპონენტი მწვრთნელისთვის მოთამაშეებთან განშორებაა. იმაზე ცუდი არაფერია, როცა ფეხბურთელთან იმის სათქმელად მიდიხარ, რომ მას შენი გუნდის ძირითადში ვეღარ ხედავ და ჯობია, ახალი თავშესაფარი მოძებნოს. სწორედ ამის მერე თუ მოახერხებ გუნდის ხელახლა აშენებას. "იუნაიტედში" მინიმუმ ხუთჯერ მომიხდა ახალი ფორმაციის კოლექტივის შექმნა. მთავარია, ყოველი ახალი რაც შეიძლება ხანგრძლივ პერსპექტივაზე იყოს გათვლილი.

- კონტროლი და დისციპლინა...

- ის ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იდგეს. თუნდაც ყველაზე დიდი ვარსკვლავი როცა მწვრთნელზე მაღლა დგება, ეს უკვე აღარ არის გუნდი. "იუნაიტედში" ბიჭებს ყოველთვის ესმოდათ, რომ უმთავრეს გადაწყვეტილებებს მე ვიღებდი, მაგრამ მეორე მხრივ, ნებისმიერ დროს მათი დასაყრდენი შეიძლებოდა ვყოფილიყავი.

- ზუსტად ეს მოხდა ბექჰემის ცხოვრებაში.

- დევიდი უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო. ახალგაზრდობა მასზე ჭკუას კარგავდა. ხალხს ის თავისი ღიმილით აჯადოებდა. შეეძლო მეტისთვისაც მიეღწია, მაგრამ ერთ დღესაც დევიდი იმ გოგონას შეხვდა "სპაის გელზიდან" და ცხოვრებისეული პრიორიტეტები შეეცვალა. მან სუპერვარსკვლავის სტატუსი შეიფერა. ჩემთვის ეს გაუგებარი იყო, რადგან მე საფეხბურთო სამყაროს კაცი ვარ.

ერთ დღესაც იძულებული გავხდი, ბექზისთვის მიმეთითებინა, რომ კონცენტრაციას კარგავდა. ის მუდმივად იმეორებდა, რომ შეყვარებული იყო. ამ შემთხვევაში კი არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო. ის ჩაითრია გლამურულმა ცხოვრებამ, წვეულებებმა, ვარცხნილობებმა, მოდამ, ავტობიოგრაფიულმა წიგნებმა. მადრიდში გადასვლის შემდეგ მის თამაშს თვალს დადევნებდი. საქმეები იქაც კარგად მისდიოდა, შემდეგ კი ამერიკაში წავიდა. დღემდე არ მჯერა, რომ ეს გააკეთა, რადგან ყოველთვის სუპერკლუბებში სურდა თამაში.

- უკეთესი იქნებოდა, თუკი "იუნაიტედში" დარჩებოდა?

- უკეთესი ვისთვის? ჩემთვის? მერჩივნა ის უფრო დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო, ვიდრე იმ ქალის გვერდით მენახა, მაგრამ განა რამე შემეძლო ცხოვრების დინების წინააღმდეგ? მან თავისი გზა აირჩია. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ძალიან ყოჩაღი აღმოჩნდა.

- თქვენი პირველი ავტობიოგრაფიული წიგნი 10 წლის წინ გამოვიდა. მას მერე ალბათ კიდევ ბევრი რამ მოხდა და შეიძლება მისი შევსება.

- ვიფიქრებ ამ თემაზე. აშკარად ვგრძნობ, როგორ იცვლება ჩემი ცხოვრება. ცოტა რთული ასახსნელია, მაგრამ თითქოს ხელახლა შემიყვარდა ჩემი ცოლი. წარმოიდგინეთ, ამას წინათ კინოში წავედით ერთად, პირველად 30 წლის განმავლობაში ნამდვილი პაემანი გვქონდა. დაუვიწყარი საღამო მოვიწყვეთ, ყვავილებიც კი ვაჩუქე.

- არის შანსი, რომ ფერგიუსონი ოდესმე ფეხბურთში დაბრუნდება?

- მე უკვე მაქვს სამსახური, ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში, უნისეფ-ის ელჩი ვარ. ვფიქრობ, რომ თავისუფალ დროს ახლა ამ საქმეს მივუძღვნი. მინდა, რომ ის ვაკეთო, რისი შანსიც წლების განმავლობაში არ მქონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერ ალექსი: რა დროს ფეხბურთია, ვენახები უნდა მოვინახულო

dadu
უბრალოდ ლეგენდა. უდიდესი მწვრთნელი გალაქტიკის მასშტაბით.
zu ra
ლეგენდარული მწვრთნელია ფერგი.ყველა დროის ყველაზე ძლიერი მწვრთნელი.
უგოლო ფრე ბირმინგემში - "ასტონ ვილა" "ნიუკასლს" დაუზავდა
ედერსონი "გალათასარაისთან" ახლოს - დონარუმა "სიტიში" მიდის
ჯეიდონ სანჩო "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
კრიშტიანო რონალდოს "სუპერმენმა" ვაჟმა მამის ინტერვიუ შეაჩერა [VIDEO]
ბექჰემმა, თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
შმეიხელმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლისაც ფერგიუსონს ეშინოდა
ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?! ქართულ კლუბებს ევროტურნირების მიღმა დარჩენა ემუქრებათ
"მფრინავი ჰოლანდიელი" - ესპანეთში ჯერ ტანსაცმლის ბრენდი შექმნა, მოგვიანებით თანამედროვე ფეხბურთსაც ჩაუყარა საძირკველი
ბექჰემმა თავისი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
რობერტ ლევანდოვსკი: მეტი უნდა გამეტანა
დეშამი მეოთხეა - საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა
კარაგერმა მისთვის ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა დაასახელა
რონალდო: ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამაა
ფრანც ბეკენბაუერი: იურგენ კლოპის "ბაიერნის" მწვრთნელობა მისი კარიერის მწვერვალი იქნებოდა
კაზემირო: წელს პრემიერლიგას "მანჩესტერ იუნაიტედი" მოიგებს
"ერთ ისტორიას მოგიყვებით და მიხვდებით "ბარსელონა" როგორ უყვარს" - ბექჰემმა მესიზე ისაუბრა
"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა
ფერგიუსონის ყოფილ ასისტენტთან ერთად - ტენ ჰაგმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა
"კვარაცხელიასგან ასეთ ვარდნას არ ველოდი; გეტყვით, მისი პრობლემა რა არის" - ბექჰემის, ჯერარდისა და დელ პიეროს ყოფილი ფსიქოლოგი
ფეხბურთის ისტორიაში TOP 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი
ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო მოთამაშე
პირადი კონტრაქტი შეათანხმა - გარნაჩო "ჩელსის" მიუახლოვდა
საბა კვირკველია: 2014 წელი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება
France Football-მა ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
გამორჩეული სპორტსმენები, რომლებიც ელისაბედ მეორემ დააჯილდოვა
ზინედინ ზიდანის ყველაზე ტკბილი ლუკმა
"სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო..." - ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები რასმუს ჰოილუნდის საქციელით უკმაყოფილოები არიან
დონარუმამ კარიერის პრემიერლიგის გუნდში გაგრძელება გადაწყვიტა
ვიქტორ სანიკიძე: როცა შეთავაზებებს მივიღებ, შემდეგ გადავწყვეტ, სად მიჯობს თამაში
რონალდო ზამთარში შესაძლოა, MLS-ში წავიდეს
სხვაგან სად, თუ არა საუდის არაბეთში - გამაყრუებელი სტვენა წუთიერი დუმილის დროს [VIDEO]
ახლა 20-25 %-ით უკეთესები ვართ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან და ფილ ჰილისთან [VIDEO]
"ის ყველაზე მამაცი ფეხბურთელი იყო, ვინც კი მინახავს" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ონანა თუ დე ხეა?" - ვან დერ სარმა არჩევანი გააკეთა
"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
სტოიჩკოვი: ვან გალი იდიოტია, ბევრი ფეხბურთელი დაღუპა
ფრანც ბეკენბაუერი: მინდა, "ბაიერნს" იურგენ კლოპი ჩაუდგეს სათავეში