ფეხბურთის დიდი ქომაგი ჯეიმს ირვინის სიტყვებით მოგმართავთ...
თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებმა "ფეისბუკზე" კიდევ ერთი მშვენიერი საარქივო მასალა მოიძიეს. 1977 წლის 14 სექტემბერს თბილისის "დინამომ" "სან სიროზე" უეფას თასის შეხვედრაში "ინტერს" 1:0 სძლია.

ამ მატჩის შემდეგ იტალიური გაზეთი "პაეზე სერა" წერდა:

"მატჩი იმით დამთავრდა, რომ გაცეცხლებული მაყურებლები თავის საყვარელ გუნდს ერთხმად უყვიროდნენ: "მეორე ლიგაში, მეორე ლიგაში!"

საბჭოთა ფეხბურთელები თერთმეტი უთავო, უინიციატივო ფეხბურთელის პირისპირ აღმოჩნდნენ, რომელთაგან თითოეული ინდივიდუალურად ცდილობდა გუნდის გადარჩენას.

პირველივე წუთებიდან ცხადი გახდა, როგორ მუსიკას ასრულებდა "ინტერი". ქართული მელოდია მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში ძლიერდებოდა "ინტერის" კომიკური მელოდიის ფონზე..."

რა მუსიკასაც ასრულებენ ქართული ფეხბურთის დღევანდელი "შემსრულებლები", ამაზე საზოგადოება უკვე ხუმრობს...

ჩვენი ფეხბურთი მხოლოდ სპეციალისტებისა და მის გარშემო მოფუსფუსე ხალხის არ არის. დღეს ბევრი ისეთი ადამიანი არ ჩანს, ვისაც ჩვენთვის საყვარელ სახეობაზე გული აუცრუებია, მაგრამ მაინც მის მომავალზე ფიქრობს და ოცნებობს - მალე გადაიაროს ამ კოშმარულმა ეპოქამ და ქართულმა გუნდებმა გამარჯვების გემო გაგვახსენონო...

ჩვენს დღევანდელ სენსა და სატკივარზე მოსაზრებებს მუსიკისმცოდნე, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და "იუმორინას" ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გია ბაღაშვილი გვიზიარებს:

- დავიწყოთ რიტორიკული კითხვით: რანი ვართ და საით მივექანებით?

- სამწუხაროა, რომ წლიდან წლამდე ერთსა და იმავე თემებზე გვიწევს ლაპარაკი, მაგრამ თვალსაჩინო გარდატეხა არ იგრძნობა. არის ცალკეული იმედისმომცემი მიღწევები და თამაშებიც. მაგალითად, ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების ორჯერ გასვლა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ძალიან დიდი მიღწევაა.

ასევე დამაიმედებელი იყო გორის "დილას" თამაში ევროტურნირზე მისი მდგომარეობისა და სასტარტო პირობების გათვალისწინებით.

ამბობენ, რომ ჩვენ, ქართველებს, ლოდინი არ გვიყვარს და შედეგს სწრაფად ვითხოვთ. მაგრამ ამ ლოდინში რომ მთელი 30 წელი გაფრინდა?!

- თქვენი აზრით, რა არის ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა?

- ადრე ეროვნული ნაკრები არ გვყავდა და რუსული შოვინიზმის გამო, არაერთი ქართველი ფეხბურთელი დაჩაგრულა. ეს ბევრი მათგანის კარიერულ ტრაგედიადაც იქცა. გაიხსენეთ მიშა მესხის, დავით ყიფიანისა და ვოვა გუცაევის ისტორიები, რომელთაც საბჭოთა ნაკრებში პრობლემებს უქმნიდნენ და ბლოკავდნენ.

მაგრამ პრობლემაზე მეტია, პირდაპირ გულსატკენია ის, რაზეც ახლა მოგახსენებთ - ჩემი და წინა თაობების "დინამოს" მიმართ ხალხსა და უცხოელ სპეციალისტებს უდიდესი სიყვარული და მოკრძალება ჰქონდათ. ახლა კი, ამას ვინ ჩივის, ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გაქრა. არადა, თუ რამეს ხელს უწყობს გლობალიზაცია, უპირველსად - ფეხბურთისა და ფეხბურთელების პოპულარიზაციას.

დღეს მათ თავის გამოჩენისთვის უნიკალური ასპარეზი აქვთ. ეს არის ლანგრით მორთმეული შანსი.

აღარაფერს ვამბობ დღევანდელ და მაშინდელ ფინანსებს შორის განუზომელ სხვაობაზე - დღეს დინამოელებს 1981 წლის გუნდის წევრებზე ბევრად მეტი ანაზღაურება აქვთ. ამის მიუხედავად, ვერაფერს აღწევენ და ესაა დამაფიქრებელი.

- თუმცა არაერთი პრობლემაა, რაც მათ ხელს უშლის...

- ესეც კარგად მესმის და ვითვალისწინებ. ვიცი, რომ პრობლემაა ინფრასტრუქტურის მხრივ, დახმარებას საჭიროებს ბავშვთა ფეხბურთი, ტრადიციების წყვეტამ წელშიც გაგვწყვიტა, ჩემპიონატის დონე ძალიან დაბალია და ასე შემდეგ. ზოგადად, ქვეყანაში არსებული მდგომარეობაც ვერ უწყობს ხელს ფეხბურთის წინსვლას.

მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ინდივიდუალურად თავის გამოჩენისა და პრაგმატული დაინტერესების კუთხით მაინც, თითოეულ ფეხბურთელს დიდი სტიმული უნდა ჰქონდეს, რასაც ამ პრობლემების კომპენსირება შეუძლია.

ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენი ფეხბურთი ისე დაჩლუნგდა, როგორც ეს ტაბლოდან ჩანს.

- უფულობა წინსვლას ხელს უშლის ნებისმიერ სფეროში. ასე არ არის? თუნდაც თქვენი სფერო ავიღოთ...

- არა მგონია, რომ კოპაკაბანას პლაჟებზე ბრაზილიელ ბავშვებს ისეთი პირობები ჰქონდეთ, როგორც "აიაქსის", "მანჩესტერისა" და "რეალ"-"ბარსელონას" აღზრდილებს, მაგრამ სამხრეთამერიკელები ვარსკვლავებს დღემდე ზრდიან.

ეტყობა, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის ან ფინანსების, არამედ ხასიათის პრობლემასაც ვაწყდებით. ძალიან მენიშნა გიორგი დევდარიანის ნათქვამი - ქართველი ფეხბურთელის მოტივაცია "X5"-ით მთავრდებაო. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ქართული ხასიათის პრობლემაა, რადგან მსგავსი რამ წარმატებულ სახეობებში არ ხდება.

მეუბნებიან, ეს ყველაფერი იმის ბრალია, სხვა სახეობებში ცოტა ფული რომ ტრიალებსო. მაგრამ მატერიალური ფასეულობის ყველაზე წინ დაყენებაც არასწორია. და თუ ასეა, ჩვენი მართლაც ნიჭიერი ბიჭები ისეთ ძვირფას რამეს კარგავენ, რასაც საერთო-სახალხო სიყვარული ჰქვია. ამის ტოლფასი ოქრო ჯერ არავის მოუჭრია და არც ისეთი რამ მოუგონია, რასაც ამ სიყვარულის გადაწონვა შეუძლია.

- ჩვენი ფეხბურთის მდგომარეობას უიმედოდ მიიჩნევთ?

- ასეც არ მინდა გამიგოთ. ჩვენს ფეხბურთსა და ფეხბურთელებს ხაზს ვერ გადავუსვამ. პირიქით, საკმაოდ დიდ პოტენციალს ვხედავ და მჯერა, ადრე თუ გვიან ამას გამოავლენენ, გარღვევა აუცილებლად მოხდება.

პრობლემები ზემოთაც ვახსენე - დიახ, მისახედია ბავშვთა ფეხბურთი. ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც ხელს უნდა გვიწყობდეს და წარმატებული ბიზნესიც უნდა დაინტერესდეს.

მაგრამ უფრო მთავარი და პრობლემური - სულისკვეთება მგონია და უპირველესად, ეს არის მისახედი. სასურველია, რომ ფეხბურთელებს, პრაგმატიზმთან ერთად, საკუთარი ქვეყნის ღირსების მოედანზე დაცვის გრძნობაც ამოძრავებდეთ.

ეს ძალიან ბევრს ნიშნავს - გულშემატკივარს მონდომებასა და გულგრილობას ვერავინ გამოაპარებს. ჩვენ ყოველთვის ჭარბად გვქონდა საკუთარი ღირსების წარმოჩენის სურვილი და ხშირად ზედმეტებშიც გადავსულვართ. ამის მაგალითია სიმღერა - "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ". მაგრამ დღეს ქართულ ფეხბურთში საკუთარი ღირსების წარმოჩენისა და პიროვნული სიძლიერის მაგალითებს თითქმის ვერ ვხედავ და ეს მაოცებს.

არადა, ნებისმიერ სფეროში წარმატების გასაღები სწორედ ღირსების გრძნობაა. შენი მიზანი მხოლოდ "X5"-ის ყიდვაა კი არა, ფეხბურთში საკუთარი სახელის დამკვიდრება უნდა იყოს.

მამაჩემისგან და "ივერიისგან" გამომდინარე, ურთიერთობა ბევრ ცნობილ ადამიანთან მქონია. ასე გავიცანი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი ჯეიმს ირვინი. ის ერთ-ერთია იმ თორმეტი ასტრონავტისგან, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა. მერე კი მოგეხსენებათ, ქრისტიანობის მქადაგებელი მისიონერი გახდა. ჯეიმს ირვინმა მაჩუქა წიგნი და დააწერა სიტყვები, რაც ქართულად ასე ითარგმნება - გია, დაისახე დიდი მიზანი!

სწორედ ასე მინდა ჩვენს ფეხბურთელებს მივმართო - ბიჭებო, დაისახეთ, დიდი მიზნები! ასე თქვენც მეტს მიაღწევთ და ჩვენც მეტად გაგვახარებთ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

9გიორგი
"გარღვევა აუცილებლად მოხდება." დიახ, სულისკვეთება გვაკლია. ეროვნული ჰიმნი უდიდესი განმსაზღვრელია ერის სულის და სულისკვეთების. სანამ "დიდებას" არ დავიბრუნებთ ჰიმნად არავითარი ეროვნული სულისკვეთება არ იქნება.
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]
[კოლორიტი] ჯონი ჯანელიძე - ტროლეიბუსში გათენებული ღამეები
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
გია თავაძე: ბევრი გუნდი გვჭირდება, დღეში ერთი ვარჯიში კი ცოტაა
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
ᓒᓘᓐ ᓑᓐᓦᓐᓨᓕᓘᓚᓘ: ᓛᓔᓡᓘᓡ ᓛᓗᓐᓕᓐᓠ ᓙᓘᓗᓮᓕᓐᓖᓔ ᓐᓥᓕᓡ ᓞᓐᓡᓣᓮᓘ ᓒᓐᓡᓐᓪᓔᓛᓘ...
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
რა უთხრა მიშა მესხს რეალის პრეზიდენტმა სანტიაგო ბერნაბეუმ
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მამუკა მესხი: საფეხბურთო სკოლა "ავაზას" ადგილზე კორპუსების აშენება სურთ!
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
"ამ პრობლემის მოგვარების გზა არ ჩანს" - გუცაევმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ვლადიმერ გუცაევი: დიდი პატივისცემის მიუხედავად, პირდაპირ უნდა ვთქვა ჩემი აზრი
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
ᜐ
ᕚᓔᕕᓐᓜ ᓜᓝᓓᓘᓐ: "ᕓᕘᓜᕐᕛᓝᕓᓐᓜ" ᓮᓣᓠᕪᓘᓚᓐᓕᓐᓡ ᓒᕐᕛᓝ ᓬᓐᓛᓝᓕᓔᓓᕘᕗ
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
PRO & CONTRA: ᕞ
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
გუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა