უსიამოვნო ამბავი შევიტყვეთ თბილისის "ვიტ ჯორჯიაზე" - ფინანსური პრობლემების გამო გუნდი დაშლის პირასაა მისულიო
უსიამოვნო ამბავი შევიტყვეთ თბილისის "ვიტ ჯორჯიაზე" - ფინანსური პრობლემების გამო გუნდი დაშლის პირასაა მისულიო. უკვე მესამე დღეა, ვიტელები სავარჯიშოდ აღარ გადიან.

შევეხმიანეთ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს და ეს ამბავი დაგვიდასტურეს, თუმცა ისიც გვითხრეს - იქნებ სიტუაცია სასიკეთოდ შემოტრიალდეს და ინტერვიუსგან ჯერ თავს შევიკავებთო.

დავუკავშირდით "ვიტ ჯორჯიას" მთავარ მწვრთნელ ზურაბ ბერიძესაც, რომელმაც გვითხრა - გუნდი ვარჯიშს 15 ოქტომბრიდან განაახლებსო. მოხერხდება კი ამ დროისთვის ფინანსური პრობლემების მოგვარება?

"ვიტ ჯორჯია" ერთ დროს საქართველოში მართლაც გამორჩეული კლუბი და გუნდი იყო. რთულია ჩვენს ქვეყანაში საფეხბურთო კლუბის არსებობა. მყარი ფინანსური შესაძლებლობების გარდა, კლუბის ფუნქციონირება ძლიერ ნერვებსა და შრომატევად სამუშაოს მოითხოვს.

დღეს "ვიტ ჯორჯიას" უჭირს, თუმცა მიმდინარე სეზონში არაერთი კარგი მატჩი ითამაშა, ბოლოს რუსთავის "მეტალურგი" სულაც 5:2 დაამარცხა, მაგრამ... ფინანსური პრობლემები ამით ვერ გვარდება.

გუნდიდან წავიდა ბერიძის თანაშემწე რამაზ სვანაძე, ახლა კი ფეხბურთელებს სურთ წასვლა - მათ უკან ოჯახები დგას.

"ვიტ ჯორჯია" ორჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი, ქვეყნის თასიც მოიგო და სუპერთასიც, არაერთი წარმატებული ტრანსფერიც განახორციელა, ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას დახმარებით ხელოვნური მოედანი დააგო "მცხეთა პარკზე", საკუთარი ხარჯებით კი ტრიბუნას გაუკეთა რეკონსტრუქცია.

თუ გადავავლებთ თვალს ქართული კლუბების ისტორიას დამოუკიდებლობის დღიდან, აღმოჩნდება, რომ "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტი გურამ რუხაძე ის ბიზნესმენია, ვინც ყველაზე დიდხანს ხარჯავს ფულს საფეხბურთო კლუბში. ასეთ ხალხს სახელმწიფოსგან ხელშეწყობა სჭირდება, თუმცა აქამდე ამისთვის, ფაქტობრივად, არაფერი კეთდებოდა.

ახალი ხელისუფლება გვპირდება, რომ საკლუბო ფეხბურთს 2014/15 წლების სეზონისთვის მიეხედება, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა. გამოდის, რომ მანამდე ფეხბურთელებმა და კლუბებმა როგორმე თავი უნდა გაიტანონ.

"ვიტ ჯორჯია" არის კლუბი საკუთარი ხელწერით. რუხაძემ ბევრი სწორი ნაბიჯი გადადგა კლუბის განვითარებისთვის, ოღონდაც, როცა უკუგება დიდხანს არ ჩანს, კლუბის შენახვა (მაღალ დონეზე) თითქმის შეუძლებელი ხდება. "ვიტ ჯორჯია", ისევე, როგორც მეტი წილი კერძო ქართული კლუბებისა, სოციალური პროექტია.

თავის დროზე, სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ხელშეწყობა რომ არ იყო, "ამერის" შენახვაზე ხელი ჩაიქნია მისმა ხელმძღვანელობამ. არადა, "ამერი" უკვე შემდგარი კლუბი იყო, ორჯერ მოიგო საქართველოს თასი, რაზეც მილიონობით ლარი დაიხარჯა.

იმედია, "ვიტ ჯორჯია" მძიმე პერიოდს გადალახავს და 2014/15 წლების სეზონამდე როგორმე გაძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avoe
კარგი რა წარმატებებზე ლაპარაკობ. დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში წარმატება ვის უნახავს ერთი. და ყველაფერთან ერთად ამაში ვიტ ჯორჯიასნაირი კლუბების ბრალიცაა. წარმატება არ ფლავი, ყველაფერი ჩაწყობილი ჰქონდათ, კი მაგაში მაგრები იყვნენ. ეს ფედერაცია კიდევ ყველაფერზე თვალებს ხუჭავს. აწყობს ალბათ და წილში არიან.
geno
ისე გორის დილაზე ბევრად წარმატებული გუნდია და რატომ არ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო ბევრად მეტი ფეხბურთელები გაუზრდია ვიდრე დილას და ორჯერ პირველებიც იყვნენ და უფრო დასანანი იქნება ამ გუნდის დაშლა ისევ ქართული ფეხბურთისთვის ვიდრე სხვა საბიუჯეტო გუნდის!!!!
zaza
უმაგლეს ლიგაში ტამა სი ყველას უნდა პირობებს ცუტა გუნდი აკმაყოპილებს ტუ არ სეგიდზლია წადი რააა, არავინ არ გადზალებს
gujas
და რატომ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო ჩემი ფულით ვიტ ჯორჯიას და რუხაძეს და არ უნდა დამეხმაროს მე? თუ არ აქვს მაგის საჯდომი, გაანებოს თავი. ვინმე აძალებს ამ ფეხბურთის თამაშს?
guja_kakhadze
გაძლებს კი არა, სახელმწიფო დაეხმაროს და ფინანსური პრობლემები მოუგვაროს!
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 1:0 - ცხინვალის ენდშპილი
გურამ რუხაძე: საქართველოს ერთა ლიგის პროექტი ძალიან აწყობდა
[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა
რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება
"ვიტ ჯორჯიაში" ფინანსური პრობლემებია - კლუბის პრეზიდენტის კომენტარი
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ
ვიტ ჯორჯია-ცხინვალი 1:4 - ნახევარფინალი რატიფიცირებულია [PHOTO]
"ვიტ ჯორჯია" მწვრთნელის გარეშე დარჩა - ვინ შეცვლის ზურაბ ბერიძეს?
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა
გურამ რუხაძე: დღევანდელი ფედერაციის აპოლოგეტობას ვერავინ დამწამებს...
რამაზ სვანაძის ახალი კონტრაქტი | 2024-2028
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება
"შეტევაში გვიჭირს, ძალიან - რესურსებში შეზღუდული ვართ" - სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
თითქმის უმაღლესი - როგორი იქნება პრო ლიგა 2
სანამ მათემატიკური შანსი იქნება, ვიბრძოლებთ - "ვიტ ჯორჯია" თენგიზ კობიაშვილმა ჩაიბარა
საქართველოს თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები: ეპიცენტრი თბილისსა და ქუთაისში
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?
ელგუჯა ლობჯანიძე: ვეცდები, აწი ისე ვითამაშო, რომ ზლატანი ან "იბრა" დამიძახონ
"ვიტ ჯორჯიაში" მილიონებს იხდიან, საკონტროლო პაკეტის გაყიდვა კი არ მსურს"