ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გია ისიანი: ამ სისტემით სახელმწიფო ფეხბურთში ფულს კი არ აბანდებს, წყალში ყრის

გია ისიანი: ამ სისტემით სახელმწიფო ფეხბურთში ფულს კი არ აბანდებს, წყალში ყრის

კიდევ ერთხელ ქართული კლუბების დაფინანსებასა და საფეხბურთო სამყაროს გათიშულობაზე
ინგლისური "გარდიანის" ცნობით, უეფა ერთა ლიგის შექმნაზე ფიქრობს. ახალი ტურნირის პროექტის მიხედვით, უეფას წევრი 54 ქვეყანა 9 დივიზიონში გადანაწილდება, სადაც აღზევებისა და დაქვეითების სისტემა იმოქმედებს. შესაძლოა, ერთა ლიგის პირველი გათამაშება 2018 წელს დაიწყოს.

თუ უეფა ნაკრებებს დივიზიონებში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდებიან (და დიდი ალბათობით, ასეც იქნება), სადღეისო მონაცემებით, პირობითად, საქართველო მე-8 კალათაში მოხვდება. ხორვატია, ბოსნია, დანია, ირლანდია, ნორვეგია, სლოვაკეთი, ისრაელი, სლოვენია, ჩერნოგორია, ფინეთი, სომხეთი, ლატვია, ესტონეთი, ბელარუსი, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია, ალბანეთი, ისლანდია, ლიტვა, მაკედონია - ეს ქვეყნები გვისწრებენ, ჩვენ კი მხოლოდ IX დივიზიონში მოხვედრილ ლიხტენშტაინს, ფარერებს, მალტას, ანდორას, სან მარინოსა და გიბრალტარს ვუსწრებთ.

ეს არის სწორედ ჩვენი ფეხბურთის სარკე. 1996 წლიდან დღემდე, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე გაუთავებელი მსჯელობა მიდის, შედეგი კი ჯერჯერობით არ გვაქვს...

ამასობაში, დაგვეშალა პროფლიგა, მის შემცვლელად მოაზრებულ პრემიერლიგასაც არ დაადგა საშველი. გია ისიანმა გაზაფხულზე ფეხბურთის განვითარების საკმაოდ საინტერესო პროგრამა წარმოადგინა.

გორის "დილას" მენეჯერი ამბობს, რომ დროა, ლაპარაკს წერტილი დაესვას და საქმე გაკეთდეს:

- დრო არ ითმენს, ფეხბურთი მძიმე მდგომარეობაშია და მას შველა სჭირდება. უკვე ისეთი სიტუაციაა, თითოეულ დღესა და თვეს მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არის აუცილებელი სახელმწიფო პროგრამა. მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც კლუბების სამწლიან დაფინანსებას ითვალისწინებს, ოპტიმალურია. მაგრამ ის ჯერ პროექტად რჩება.

- ბევრი ფიქრობს, რომ თქვენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან კლუბებისთვის სამი წლის თანხის გამოყოფას ითხოვთ...

- ასე არაა. ლაპარაკია სამწლიან გარანტიაზე, რომ სახელმწიფო დოტაციაზე მყოფ კლუბებს აუცილებლად დააფინანსებენ. დროა, ეს თანხები შემდეგი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შეიტანონ და ამაზე უკვე ვმუშაობთ. დღევანდელი სისტემით, სახელმწიფო ფეხბურთში ფულს კი არ აბანდებს, წყალში ყრის და ვერც სარგებელს იღებს.

- ალბათ, 6-თვიანი კონტრაქტების შედეგებს გულისხმობთ...

- რა თქმა უნდა. ამით კლუბი მოთამაშეებს ვერ აკავებს და გუნდს ვერ ქმნის, რადგან მუდმივად არასტაბილური და დაძაბული გარემოა. დიახ, გორის "დილამ" ევროთასებზე შემოსავალი მიიღო, მაგრამ ეს 420 ათასი ევრო სულ თამაშებსა და შეკრებებზე დაიხარჯა - რეალურად, უეფა მხოლოდ ხარჯებს გისტუმრებს. ცხადია, ეს კარგია, მაგრამ არა - საკმარისი. ყველა ფეხბურთელს 6-თვიანი კონტრაქტი აქვს. ეს არ არის ის გარემო, კლუბებმა სტაბილურად რომ იმუშაონ.

"დილას" საკმაოდ საინტერესო თაობები ეზრდება და ყველა ბავშვს მთავარ გუნდში თამაში სურს. მაგრამ კერძო კლუბები სამწლიან კონტრაქტს ბონუსური სისტემით რომ შესთავაზებენ, ფეხბურთელები სტაბილურ გარემოში გადასვლას არ ამჯობინებენ? რა თქმა უნდა, ასე იქნება. ჩვენ კი რევიშვილს წლის ბოლომდე დარჩენასაც ვერ ვთავაზობთ, იმიტომ, რომ არ ვიცით, ახალი წლიდან რა ბიუჯეტი გვექნება, ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმების უფლებაც არ გვაქვს.

გაინტერესებთ, წლიურად გუნდს რა თანხა სჭირდება?

- ცხადია, საინტერესოა...

- ზოგიერთ გასვლით შეხვედრაში გუნდი 5 ათასამდე ლარს ხარჯავს: 1 500 ლარამდე ჯდება ავტობუსის დაქირავება, სასტუმრო თავისი სპეციფიკური კვებით, მინიმუმ 2 100 ლარი, გზაში კვებით კი დაახლოებით 4-დან 5 ათას ლარამდე ავდივართ. გააჩნია, სად მიდიხარ. ანუ წელიწადში მინიმუმ 80-100 ათასი ლარი გვჭირდება, ჩემპიონატში ყველა გასვლითი შეხვედრა ნორმალურად რომ ჩავატაროთ.

ამას დაამატეთ სახელფასო ფონდი, ხანგრძლივი და ხანმოკლე შეკრებები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წელიწადში მინიმუმ 3,5-4 მილიონი ლარი გამოდის, ევროპაში რომ მოვხვდეთ და არ შევრცხვეთ. მხოლოდ ასეთი სტაბილური და მიზანმიმართული დაფინანსების შემთხვევაშია შესაძლებელი ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრა, რაც ქართული ფეხბურთისთვის დიდი ნახტომი იქნება. გუნდი კი, ბონუსებით, რეკლამებითა და ბილეთებიდან შემოსავლებით 3 მილიონ ევრომდე მიიღებს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთ დროს კლუბს სპონსორების რიგი უდგება, ფეხბურთელების ფასი იზრდება და ასე შემდეგ. ჩემი პროექტით, სამწლიანი დაფინანსების შედეგი იქნება არა გახვრეტილ ქისაში ფულის გადაყრა, არამედ - სტაბილური და ძლიერი კლუბების ჩამოყალიბება, რაც სერიოზულ შედეგს მოგვიტანს.

- თქვენს პროექტთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს რა პოზიცია აქვს?

- ლევან ყიფიანს პროექტი მოეწონა და ეს პირად საუბრებში თქვა.

- მოწონება ერთია, მაგრამ ლაპარაკიდან საქმეზე გადასვლაა საჭირო. ამის პერსპექტივა არ ჩანს?

- ჩვენ ხელს ორგანიზება გვიშლის, მაგრამ ვითარება მომწიფებულია. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. სახელმწიფოს მათხოვრის როლში კი არ უნდა ველაპარაკოთ - დაგვეხმარეთ-თქო, სოციალურად, დასაქმებისა და გადახდისუნარიანი სუბიექტების ჩამოყალიბების კუთხით, ფეხბურთის განვითარება სწორედ სახელმწიფოს ინტერესებს პასუხობს.

- თქვენს პროექტს კერძო კლუბები ეწინააღმდეგებოდნენ. ვითარება არ შეცვლილა?

- ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფო კლუბები მათი სახსრებიდან ფინანსდებიან. კი, მაგრამ გაუგებარია, რატომ არის ეს დაფინანსება მათი სახსრებიდან და არა, ვთქვათ, გორელი გლეხებისგან? "დილაში" ეროვნული ნაკრების 5 და ახალგაზრდულის 2 კანდიდატია. ილურიძე და გვალია დიდ ფეხბურთში ვინ გამოაჩინა? ანუ, მოთამაშეების გაზრდა კერძო კლუბებსაც შესძლებიათ. საბიუჯეტო დოტაციის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.

მე მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობ, როგორ შეიძლება სახელმწიფო სახსრების ეფექტურად განკარგვა, ჩვენი შესაძლებლობები უკეთ რომ გამოვავლინოთ და იგივე გორის "დილა" და სხვა კლუბები დღევანდელ დონეზე მაინც შევინარჩუნოთ. ეს კერძო კლუბების ინტერესსაც პასუხობს - კონკურენტუნარიან ჩემპიონატში კერძო კლუბებიც გაიზრდებიან და მათი მოთამაშეებიც.

- ბოლო ორი წლის განმავლობაში, თორმეტმა საფეხბურთო კლუბმა საერთო ენა ვერ გამონახა. საფეხბურთო სამყაროს გათიშულობაც სერიოზული პრობლემაა...

- ეს პრობლემა ნამდვილად გვაქვს, მაგრამ დამიჯერეთ, საერთო ენა გამოინახა და სახელმწიფო კლუბებმა - "დილამ", "სიონმა", "ზუგდიდმა", "სპარტაკმა", "გურიამ" კარგად ვიცით, რა მნიშვნელობის პროექტზეა ლაპარაკი.

მჯერა, საბოლოოდ, კერძო კლუბებიც ჩვენს მხარეს დაიჭერენ. შესაძლოა, მე არ ვარ კარგი ორგანიზატორი, მაგრამ ვისაც უნდა, საკუთარ თავზე აიღოს და ერთხელ და სამუდამოდ, კლუბები შევხვდეთ, გათიშულობას წერტილი დავუსვათ და შევთანხმდეთ, თორემ რაც გვაქვს, მალე ისიც ხელიდან გამოგვეცლება. ასე არა მხოლოდ "დილა", ქართული ფეხბურთი იზარალებს და ევროპის ლიგის პლეი ოფში ორი გუნდის გასვლაც სანატრელი გაგვიხდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zazu

ამდენი ხალხი კითხულობს ამ სტატიებს და საინტერესოა არავინაა ისეთი ვინც უბრალოდ დაინტერესდება , აქ იძახის ისიანი სახელმწიფო ფულს არასწორად ხარჯავსო და რას ნიშნავს ეს? თუ სწორად ხარჯვა შეიძლება რატო არავი უსმენს!!! ფეხბურთი არის ტრაკ..ი,,, უშველეთ

• leo

იქნებ აჯობოს ტელევიზიით მოხდეს ამ გუნდების დირექტორატთან შეხვედრა , გავიგოთ ერთი რას ფიქრობენ ამ იდეაზეა და საერთოდ გეგმა სტრატეგია რაში ხარჯავენ ბიუჯეტის ფულს და საერთოდ ვინ არიან... იქნებ ლელო ჩაერიოს გთხოვთ ძალიან:))

• gori-2

ამიხსენით ერთი გვეშველება რამე??? თუ ეს პროექტი კარგია სადაააააააა, ან ვინმემ ნახა? ვგულისხმობ ვისაც უნდა ენახა იმ კლუბებმა ვინც ფული ფული გაიძახის , ეს კაცი წერს და აპიარებს თავის ნაწერეს მაგრამ არავინ არაა დაინტერესებული, ფული კი უნდათ ვაი თქვენს პატრონს მუქთა ხორებო:::

• leo

მოვიდა კოკაია ::)))

• puma

გაიღვიძეთ

• ramo

3 ან 4 მილიონი რა ხეს ასხია? ელემენტარულად მოედანზე სირბილი არ უნდათ, პასს არ იძლევიან და ცხვირაწულები დადიან. ჯერ ითამაშე და ფული მერე მოითხოვე.

• zaza

რა დგეშია ქარტული პეხბურტი გაპარტახებულიააა,უმაგლესი ლიგის თამაშები სად ტარდება ყანებში აგარაპერს ვამბობ პირველ და მეორე ლიგებზე და ამატმა 12 კაცმა საერტო ენა ვერ გამონახა რო ერტიანი ხედვა ჰქონდეტ,მიდიტ დაწამეტ ერტმანეტი და უყურე ეხლა ამატ და ამატი შემხედვარე მტელი გულშემატკივრები და ხალხი გამწარებულია

• zaza

ამდენი ლაპარაკი ამოვიდა ყელში საქმეს არავინ არ აკეტებს,სამინისტროს კიდია ხო ხედავტ,კლუბები მატხოვრებივიტ არიან უკვე

• guja_kakhadze

გეთანხმებით! - დრო არ ითმენს, ფეხბურთი მძიმე მდგომარეობაშია და მას შველა სჭირდება. უკვე ისეთი სიტუაციაა, თითოეულ დღესა და თვეს მნიშვნელობა აქვს.

• puma

დევდარიანიც იმიტომ ხომ არ წავიდა რომ გარანტია არ ჰქონდა , დეკემბრიდან რა იქნებოდა? ან კიდევ ფეხბურთელების კონტრაქტები 6 თვიანი ვადით დაცინვაა ფეხბურთის და მეტი არაფერი. ბიუჯეტის გუნდებმა კი ჯობია ერთხელ და სამუდამოდ ისწავლეთ გვერდში დგომა და ეს პროექტი განიხილეთ, არ მოგბეზრდათ???

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?

კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..

გია ისიანი გორის "დილას" დაშორდა

ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის

ᓠᓝᓒᓝᓠᓘ ᓤᓘᓜᓐᓜᓡეᓑᓘᓗ ᓮᓕᓓᓔᓑᓐ ᓣᓛᓐᓦᓚᓔᓡᓘ ლᓘᓒᓘᓡ 16 ᓙᓚᓣᓑᓘ ᓩᓔმᓞᓘᓝᓜᓐᓢᓡ?

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

გია ისიანი: დარწმუნებული ვარ, "გორიც" ასეთი წარმატებული იქნება

მამუკა კვარაცხელიას სფფ-ის სტადიონების ინსპექტირების ჯგუფი ჩააბარეს

მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?

ინფრასტრუქტურა: სამზადისი და რემონტი "თენგიზ ბურჯანაძესა" და "ქართლზე"

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი