ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩვენ არასაფეხბურთო ქვეყანა ვართ! - შესარჩევი ციკლის შეჯამება

ჩვენ არასაფეხბურთო ქვეყანა ვართ! - შესარჩევი ციკლის შეჯამება

რვა თამაშში ერთადერთი გამარჯვება, სამი გატანილი გოლი და ხუთი ქულა, რაღა თქმა უნდა, წარუმატებლობად უნდა შეფასდეს!
ესეც ასე: საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში მეათე შესარჩევი ეტაპი დაასრულა!

საბოლოო შედეგი ყველასათვის ცნობილია: ხუთგუნდიან ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი და ვფიქრობთ, წინსვლაზე არავინ უნდა ილაპარაკოს;

უფრო ზუსტად, ბოლო შესარჩევ ციკლში ჩვენი ნაკრების შეფასებას ვერავის დავუშლით, თუმცა, ისიც ძალიან გვაინტერესებს, ამ "წინსვლას" როგორ დაასაბუთებენ...

ნუ გვაბოლებთ: სად არის წინსვლა?!

...ახლახან დასრულებული შესარჩევი ციკლი ქართული მედიისათვის კიდევ დიდხანს იქნება განსჯის საგანი; თუმცა, მართლაც ძნელი სათქმელია, თუ რა უნდა იყოს განსასჯელი თუ განსახილველი: რვა თამაშში ერთადერთი გამარჯვება, სამი გატანილი გოლი და ხუთი ქულა, რაღა თქმა უნდა, წარუმატებლობად უნდა შეფასდეს.

გასაგებია, რომ ჩვენი ჯგუფის ოთხი მეტოქიდან ორი ისეთი იყო (ესპანეთი, საფრანგეთი), რომ იმათთან პაექრობებში სასწაულს არც არავინ ითხოვდა, მაგრამ დანარჩენი ორი გუნდი (ფინეთი, ბელორუსი) ხომ დაახლოებით საქართველოს ნაკრების "კატეგორიას" მიეკუთვნება და ფინეთისა და ბელორუსის ნაკრებებთან ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში მოპოვებული 4 ქულა რა შედეგიც არის, ვფიქრობთ, ყველასათვის ნათელია.

ისე, ნურც იმას დავივიწყებთ, თუ რა შედეგებს მიაღწიეს ახლახან გასრულებულ შესარჩევ ციკლში ჩვენი "კატეგორიის" ნაკრებებმა (აღარაფერს ვამბობთ "კარის მეზობლებზე" - სომხეთსა და აზერბაიჯანზე); თუმცა, ამაზე ოდნავ ქვემოთ. მანამდე კი, ვინც ჩვენი ნაკრების "წინსვლასა" თუ "პროგრესზე" ლაპარაკს აპირებს, აი, იმათ ვურჩევთ, რომ ამ საგაზეთო სტატიაში მოყვანილ ათივე ცხრილს კარგად გადახედონ!

კი ბატონო, "წინსვლა" თუ "პროგრესი" ერთ შესარჩევ ციკლთან შედარებით მართლაც გვაქვს: 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი საქართველოს ნაკრებმა სულაც მოუგებლად დაამთავრა, მაგრამ დანარჩენი რვა შესარჩევი ციკლი დავივიწყოთ? თანაც, მოდი, გავანებოთ თავი ექვსგუნდიან ჯგუფებს, სადაც, რაღა თქმა უნდა, დღევანდელთან შედარებით, უკეთესი შედეგის ჩვენების ალბათობა უფრო მეტია და მხოლოდ ხუთგუნდიანი ჯგუფები გავიხსენოთ.

აი, თუნდაც, 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფი, სადაც ორი გამოკვეთილი ფავორიტისა (ინგლისი, იტალია) და არცთუ სუსტი პოლონეთის ნაკრების "გარემოცვაში" საქართველოს ნაკრებმა 10 ქულა დააგროვა და პოლონეთთან საშინაო შეხვედრაში (3:0) ერთადერთი გოლი დააკლდა მესამე ადგილის დასაკავებლად!

დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია იყო 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დროსაც: კვლავაც 3 მოგება, კვლავაც 10 ქულა და, რაც მთავარია, მესამე ადგილი!

აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ სადებიუტო, 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მერე პირველად მოხდა, როცა შესარჩევი ეტაპი ბურთების უარყოფითი სხვაობით არ დაგვიმთავრებია.

თუმცა, ეს კიდევ არაფერი: მომდევნო, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლო ადგილზე კი დაამთავრა, მაგრამ ახლანდელთან შედარებით, უფრო მეტი მოგებაც ჰქონდა და რვა თამაშში მეტოქის კარში 8 გოლიც გაიტანა! არადა, შეგახსენებთ, რომ სწორედ მაშინ მოხდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფაქტი, როცა ერთი შესარჩევი ციკლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სამი სხვადასხვა მწვრთნელი ხელმძღვანელობდა: ალექსანდრე ჩივაძე, ივო შუშაკი და მერაბ ჟორდანია...

ყოჩაღ, მეზობლებო!

ზედიზედ მეორე შესარჩევი ციკლია, სომხეთის ნაკრები... ბოლო ტურამდე ინარჩუნებს პლეი-ოფში მოხვედრის შანსს!

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი სპეციალისტის, ვარდან მინასიანის დამოძღვრილმა გუნდმა ეს შესარჩევი ციკლი 4 გამარჯვებით დაამთავრა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტუმრად ჩატარებულ ხუთ თამაშში 10 ქულა მოაგროვა!

კარგი, მალტასთან საგარეო გამარჯვება, ვთქვათ და "დაგეგმილი" იყო, მაგრამ დანიასთან (4:0) და ჩეხეთთან (2:1) სტუმრად მოგებები და იტალიასთან "საგარეო" ფრე (2:2), ვფიქრობთ, ჩინებული შედეგია.

აქვე, ერთი შედარებაც გვინდა მოვიყვანოთ: უკვე სამი (!) შესარჩევი ციკლია, საქართველოს ნაკრები ვერ ახერხებს სტუმრად ოფიციალური მატჩის მოგებას!

ჰო, ეს უსიამოვნო სერია უკვე შვიდი წელიწადია გრძელდება: 2006 წლის 16 აგვისტოს, კლაუს ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ფარერებს 6:0 (გოლები: შოთა არველაძე - 3, დავით მუჯირი, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი) რომ მოუგო, აი, იმის მერე ველოდებით "საგარეო" მოგებას.

თუმცა, მთელი უბედურება ის არის, რომ ვერც საშინაო ოფიციალურ მატჩებში "დავფრინავთ": ფარერებთან დიდი ანგარიშით გამარჯვებიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს ნაკრებმა თბილისში 20 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 5 მოიგო...

ისევ ჩვენს მეზობლებს დავუბრუნდეთ და გვინდა შეგახსენოთ, რომ წინა შესარჩევი ციკლი სომხეთის ნაკრებმა 17 ქულით დაამთავრა, ჩვენზე მეტი მოგება (3) ჰქონდათ ბელორუსს, ლატვიასა და მოლდოვას, ესტონეთის ნაკრებმა კი სულაც პლეი ოფში იასპარეზა!

"საბედნიეროდ", ახლა მაინც შეგვიძლია "თავი დავიმშვიდოთ" იმით, რომ უკრაინის გარდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ვერც ერთი ქვეყნის ნაკრები ვერ მოხვდა პლეი ოფში; თუმცა, აბა, შედეგებს გადავხედოთ: ლიტვამ 12 ქულა მოაგროვა, მოლდოვამ - 11, აზერბაიჯანმა - 9, ლატვიამ - 8, ესტონეთმა - 7.

ანუ ერთადერთი, მხოლოდ ბელორუსს ვაჯობეთ (ყაზახეთმაც ჩვენსავით 5 ქულა მოაგროვა) და ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, ის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო და ბელორუსი იყვნენ ხუთგუნდიან ჯგუფში და შესაბამისად, ქულაც და გოლებიც ნაკლები ექნებოდათ, ვიდრე - ექვსგუნდიანში მყოფებს.

თუმცა, მაინც ცუდად ხვდება ყურს უეფას ოფიციალური მონაცემები: 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ევროპიდან 53 ნაკრები მონაწილეობდა და გატანილი გოლებით მხოლოდ ანდორას და სან-მარინოს ვუსწრებთ!

აქვე კიდევ ერთი პარალელიც: ახლანდელისგან განსხვავებით, წინა შესარჩევ ციკლში ხომ ექვსგუნდიან ჯგუფში ვიყავით და შედეგიანობით ვერც მაშინ გამოვირჩეოდით: ყოველ შემთხვევაში, ჩვენზე მეტი გოლი აზერბაიჯანმაც (10) გაიტანა, ბელორუსმაც (8), მოლდოვამაც (12) და ესტონეთმაც (15).

აღარაფერს ვამბობთ სომხებზე, ის შესარჩევი ციკლი მართლაც შთამბეჭდავი ციფრებით რომ დაამთავრეს: 5 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება, ბურთების სხვაობა - 22:10! საერთოდ კი, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სომხებზე მეტი გოლი მხოლოდ გერმანიამ, ჰოლანდიამ, შვედეთმა და ესპანეთმა გაიტანეს...

ჩვენ... არასაფეხბურთო ქვეყანა ვართ!

ზემოთაც აღვნიშნეთ და კვლავაც გავიმეორებთ, რომ ახლახან დასრულებულ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების ასპარეზობა კვლავაც დიდხანს იქნება განსჯის საგანი. როგორც შეამჩნევდით, დღეს, უმეტესწილად, სტატისტიკურ მონაცემებსა თუ სხვა ნაკრებებთან შედარებებზე გავაკეთეთ აქცენტი; ანუ წმინდა საფეხბურთო ასპექტები სამომავლოდ შემოვინახეთ - აი, მაგალითად, რატომ არის, რომ საქართველოს ნაკრები ნებისმიერი მეტოქისათვის უადვილესად "გასაშიფრი" გუნდია?

ანდა, რატომ ხდება, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელებს უკვე მესამე წელიწადია (!) ოფიციალურ მატჩებში გოლი არ გაუტანიათ?

რატომ იღებენ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები ტრავმებს საკუთარ კლუბებში მაინცდამაინც... სანაკრებო მატჩების წინ და მერე ისე სწრაფად მომჯობინდებიან ხოლმე, კლუბში, პირველსავე ტურში ძირითადში რომ ვხედავთ ხოლმე?

რატომ ექმნებათ მაინცდამაინც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს სავიზო პრობლემები სწორედაც რომ სანაკრებო მატჩების წინ?

რატომ გრძელდება უკვე დიდი ხნის განმავლობაში ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და ნაკრების ძალიან ბევრ ფეხბურთელს შორის არსებული არცთუ სასურველი ურთიერთობა?

საერთოდაც: რატომ არის იმავე მთავარ მწვრთნელზე ამდენი განაწყენებული ფეხბურთელი?

აღარაფერს ვამბობთ უკვე წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტენდენციაზე: სად დაიკარგა თუ ჩაიკარგა ქართული ფეხბურთის "სავიზიტო ბარათად" მიჩნეული იმპროვიზაცია და ინდივიდუალიზმი?

გასაგებია, რომ თანამედროვე ფეხბურთში გუნდური თამაშის გარეშე ღირებულს ვერაფერს მიაღწევ, მაგრამ რითაც ჩვენ "გვცნობდნენ" თუ გვაღიარებდნენ, რითაც ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთის სტადიონებზე ტაშს უკრავდნენ, აი, ამასთან მიმსგავსებულ-მიახლოებულსაც კი ვეღარ ვხედავთ!

არადა, ადრე ქართველ ფეხბურთელებს რა ეპითეტებით აღარ ამკობდნენ: "ფეხბურთის ვირტუოზებიო", "კავკასიელი ურუგვაელებიო", "ბურთის ჯადოქრებიო", "ფინტების მეფეო" და ასე შემდეგ. ახლა კი რა ხდება?

რა ხდება და, ნებისმიერი გრანდი-მეტოქის მწვრთნელ-ფეხბურთელები საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ, ფაქტობრივად, ერთნაირად აწუწუნდებიან ხოლმე - საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში მუდამ არაკომფორტულია: მეტოქე ხომ ლამის თავიდანვე "ყრუ დაცვაში ჩაჯდება" და 11-ივე ფეხბურთელიც საკუთარი კარის სიახლოვეს ეყოლება განლაგებულიო...

ჰოდა, ასეთ გამონათქვამებს უკვე წლებია ვისმენთ და, აქედან გამომდინარე, არც უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყნად მოვიხსენიოთ. არადა, არცთუ შორეულ წარსულში მართლაც ასე იყო!..

საქართველო ყველა შესარჩევში

ევრო 1996

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 10 8 1 1 27-10 25

2. ბულგარეთი 10 7 1 2 24-10 22

3. საქართველო 10 5 0 5 14-13 15

4. მოლდოვა 10 3 0 7 11-27 9

5. უელსი 10 2 2 6 9-19 8

6. ალბანეთი 10 2 2 6 10-16 8

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

მუნდიალი 1998

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 8 6 1 1 15-2 19

2. იტალია 8 5 3 0 11-1 18

3. პოლონეთი 8 3 1 4 10-12 10

4. საქართველო 8 3 1 4 7-9 10

5. მოლდოვა 8 0 0 8 2-21 0

მწვრთნელები: ალექსანდრე ჩივაძე (2 მატჩი), დავით ყიფიანი (6 მატჩი)

ევრო 2000

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ნორვეგია 10 8 1 1 21-9 25

2. სლოვენია 10 5 2 3 12-14 17

3. საბერძნეთი 10 4 3 3 13-8 15

4. ლატვია 10 3 4 3 13-12 13

5. ალბანეთი 10 1 4 5 8-14 7

6. საქართველო 10 1 2 7 8-18 5

მწვრთნელები: ვლადიმერ გუცაევი (5 მატჩი), იოჰან ბოსკამპი (5 მატჩი)

მუნდიალი 2002

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იტალია 8 6 2 0 16-3 20

2. რუმინეთი 8 5 1 2 10-7 16

3. საქართველო 8 3 1 4 12-12 10

4. უნგრეთი 8 2 2 4 14-13 8

5. ლიტვა 8 0 2 6 3-20 2

მწვრთნელები: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი (5 მატჩი), ალექსანდრე ჩივაძე (3 მატჩი)

ევრო 2004

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. შვეიცარია 8 4 3 1 15-11 15

2. რუსეთი 8 4 2 2 19-12 14

3. ირლანდია 8 3 2 3 10-11 11

4. ალბანეთი 8 2 2 4 11-15 8

5. საქართველო 8 2 1 5 8-14 7

მწვრთნელები: ალექსანდრე ჩივაძე (3 მატჩი), ივო შუშაკი (2 მატჩი), მერაბ ჟორდანია (3 მატჩი)

მუნდიალი 2006

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. უკრაინა 12 7 4 1 18-7 25

2. თურქეთი 12 6 5 1 23-9 23

3. დანია 12 6 4 2 24-12 22

4. საბერძნეთი 12 6 3 3 15-9 21

5. ალბანეთი 12 4 1 7 11-20 13

6. საქართველო 12 2 4 6 14-25 10

7. ყაზახეთი 12 0 1 11 6-29 1

მწვრთნელები: ალენ ჟირესი (7 მატჩი), გაიოზ დარსაძე (5 მატჩი)

ევრო 2008

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იტალია 12 9 2 1 22-9 29

2. საფრანგეთი 12 8 2 2 25-5 26

3. შოტლანდია 12 8 0 4 21-12 24

4. უკრაინა 12 5 2 5 18-16 17

5. ლიტვა 12 5 1 6 11-13 16

6. საქართველო 12 3 1 8 16-19 10

7. ფარერები 12 0 0 12 4-43 0

მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი

მუნდიალი 2010

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იტალია 10 7 3 0 18-7 24

2. ირლანდია 10 4 6 0 12-8 18

3. ბულგარეთი 10 3 5 2 17-13 14

4. კვიპროსი 10 2 3 5 14-16 9

5. ჩერნოგორია 10 1 6 3 9-14 9

6. საქართველო 10 0 3 7 7-19 3

მწვრთნელი: ექტორ კუპერი

ევრო 2012

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საბერძნეთი 10 7 3 0 14-5 24

2. ხორვატია 10 7 1 2 18-7 22

3. ისრაელი 10 5 1 4 13-11 16

4. ლატვია 10 3 2 5 9-12 11

5. საქართველო 10 2 4 4 7-9 10

6. მალტა 10 0 1 9 3-21 1

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

მუნდიალი 2014

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 8 6 2 0 14-3 20

2. საფრანგეთი 8 5 2 1 15-6 17

3. ფინეთი 8 2 3 3 5-9 9

4. საქართველო 8 1 2 5 3-10 5

5. ბელორუსი 8 1 1 6 7-16 4

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლაბირინთი: გაუძლებს არიადნას ძაფი მესამე ციკლსაც?

• guja_kakhadze

zviadi! მაშინ მერაბ ჟორდანია იყო ფედერაციის პრეზიდენტი. ჩემს მეგობარს დაავალეს ბაზისთვის ტერიტორიის შერჩევა და სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება. ჩემი შედეგები როდესაც ნახა მთხოვა ფიზმომზადების მწვრთნელად წავყოლოდი. აღმოჩნდა, რომ "ჩელსის" ხელმძღვანელობას ჩაუტარებია კვლევა, რომელი ერი არის გენეტიკურად ყველაზე მეტად მიდრეკილი თანამედროვე ფეხბურთის მიმართ. ამიერკავკასია ყველა დანარჩენზე წინ აღმოჩნდა. ქართველები კი ამათგან ბევრად წინ. ოფიციალურ სტრუქტურებთან ურთიერთობა არ სურდათ. ამიტომაც მაშინ ვერ მოხერხდა პროექტის განხორციელება. არ გაგიკვირდეთ თუ მალე სომხები და აზერბაიჯანელები ფეხბურთში მოულოდნელ ნახტომს გააკეთებენ. საწყენია, რომ საქართველოში ამის სურვილი მხოლოდ გულშემატკივრებს აქვთ.

• zviadi

ბატონო გუჯა, თქვენგან მაქვს გაგებული "ჩელსის" გამოკვლევაზე! კარგი იქნება უფრო მეტს თუ გვეტყვით მაგის შესახებ და უფრო ხშირად თუ გაიმეორებთ ხოლმე ამ შეღონებული ხალხის გასაგონად!

• jaba

ზოგი ევროპაში გარბის ზოგი საბჭოეთს მისტირის ხალხო აქ თავზე გვემხობა ფეხბურთი და ჩვენ პირველობა გვინდა? ეს შედეგიც გასაკვირია მე თუ მკითხავთ (მოსიარულე ფეხბურთელებით)რომ ვუყურებ უბანში უფრო ჟილკით ვბურთაობთ ვიდრე ეგენი ნაკრებში მწვრთნელი არაფერ შუაშია უბრალოდ კონკურეცია არ არის და თავსაც არავინ იკლავს თორემ.ბოლო ბოლო სომხებს მაინც ვაჯობებდით.

• mauricio

9გიორგის; გეთანხმები თენგოსთან მიმართებაში 100%-ით ყველაფერში; ოღონდ ერთსაც გეტყვი, ჩემთვის ფეხბურთი იწყებოდა ყიფიანით და მთავრდებოდა ყიფიანით; მართლა გენიალური ფეხბურთელი იყო, უდიდესი, მაგრამ სამწუხაროდ მაგიც და მისი კამანდაც ჩვენდა სამწუხაროდ ძირითადად ჰომოსოვეტიკუსები იყვნენ და შენზე უფრო თენგოსთან გამონახავდნენ საერთო ენას; ამიტომაც გვაქვს ასე დარხეული;

• guja_kakhadze

მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს ფეხბურთის განვითარებისათვის ყველა ნორმალური ქვეყანა იყენებს. როდესაც ამას მივხვდებით, ისინი ბევრად წინ იქნებიან წასული და მაინც ვერ დავეწევით!

• chxerimela

ბიჭო, ბრაზილიას და არგენტინას რა დონის ჩემპიონატიც ააქვთ მაგას ჭირდება ბევრი ფული??? არადა ყოველთვის დიდი ეროვნული გუნდები ყავთ ორივეს. რა ინფრასტრუქტურა აქვთ ამისთანა?? როგორ? რის ხარჯზე ახერხებენ ამას? რატომ არ შეიძლება მოხდეს ეს საქართველოში?? რა, ნაკლები "წიეები" გვყავს თუ რა?.... მიპასუხეთ ერთი რა, მიპასუხეთ თქვენი ჭირიმე.. იმისა არ იყოს, უცხოეთში ღვინის მაღაზიაში შეხვალ და ჩილეს და პერუს ღვინოები ალაგია დიდის ამბით და ქართული ღვინო არაა ბიჭო.. მე პირადად მირჩევნია საქართველო ასეთი ტიპის საფეხბურთო ქვეყანა იყოს, გაჭირვებული მაგრამ ცარიელი ნიჭიერების და ჯიშიანობის(!!!) ხარჯზე გამარჯვებული... ესაა ჩვენი სახე, ისედაც ხომ სამხრეთ ამერიკულ სტილს მივეკუთვნებით ფეხბურთში.. ისინი თუ ახერხებენ ამას ჩვენ რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ ბიძია, როგორ აკეთებენ ამას ისინი? პირველ რიგში, ალბათ ევროპელებს არ ბაძავენ სირბლიში "სწორი ფეხბურთის" თამაშში, და რაც მთავარია - "მოძრაობა გააკეთე იო... ვროტ!!" მწვრთნელები არ ზრდიან ბავშვებს!

• 9giorgi

"Tengo" შენ დაწყნარდი, ეგ დრო რასაც მოიტანს კარგად დაინახავ, თუ მოესწრები, მაგრამ არა ხარ ღირსი მაგას რომ მოესწრო. შენ ხომ არ გგონია რომ მოსემ 40 წელი მართლა იმიტომ ახეტიალა ერი რომ გზა შორი იყო? არა, შენნაირები რომ ვერ მოსწრებოდნენ იმიტომ. იქვე ყურის ძირში იყო აღქმული მიწა მაგრამ მიხვეულ-მოხვეული გზებით ატარებდა, რომ საიმედოდ გამოეგლიჯა იმპერიაზე უხილავი ძაფებით გამობმული მონური აზროვნების ხალხი! როგორ გაბედე მაგის დაწერა?. ეგ დრო, "ზოგიერთები თავისუფლებას რომ უძახიან" შენნაირ ხალხს არ მოუტანია და არცა გაქვს მაგ დროზე ხმის ამოღების უფლება!!! "იმ წარმატებებს, რომელიც ჩვენს სპორტს და არა მარტო სპორტს ჰქონდა, დიდხანს ვეღარ მივაღწევთ, თუ საერთოდ მივაღწიეთ! " მიზანი თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა რომ არ ყოფილიყო ხომ ვერასოდეს ვერ მიავღწევდით ზუსტად იმ წარმტაბებს!!! ამისთვის თამაშობდა დავით ყიფიანი, მთელი "დინამო", ამისთვის იღწვოდა კოტე მახარაძე.. ამიტომ გამოეყო ქართული ფეხბურთი პირველი საბჭოთა იმპერიას!!! შენს შეგნებაში კი ვერაფერი ვერ შევიდა, აქამდე, უყურე, გაძეხი ღორივით და მორჩა!! როგორ მოდიოდა ეგ წარმატებები და რისთვის მოდიოდა გაუგებარი დარჩა შენთვის.

• zviadi

"რეზო" რა მერე მაგით რისი თქმა გინდა? "ჩელსი" ორ დღეში ვერ გაივსება ქართველებით, და ისე ეგ არასოდეს მოხდება, კი უნდა იცოდე რომ "ჩელსი" არის რუსების კონტროლირებადი კლუბი, ისევე როგორც "შალკე" და სხვები. და ეგრე რომც მოხდეს რა? "ჩელსიმ" თუ იზრუნა ქართულ ფეხბურთზე და ქართველმა კაცმა არა, მაშინ ევროპის ჩემპიონატი თუ მოვიგეთ "ჩელსის" დამსახურება გამოვა და ეგეთი წინსვლა ვის რათ უნდა. მოდი რა ჯერ შენ გაანძრიე ხელი ქართველმა, გაზარდე ფეხბურთელი და მერე წაიყვანოს "ჩელსიმ" და "ბარსელონამ". იქნება ცოტა ნაკლები გვემაიმუნა და კიდე უფრო ნაკლები გველაპარაკა? თანაც ასეთი ლაპარაკი., რასაც შენ ლაპარაკობ.. აპა ) მაგი არის სუფთა "არ ყოფილა ჩვენი საშველი და გვეტირება ყოფა!" არ შეიძლება ეგრე ძია, მართალია ეგ სიტყვები ვერაფერს შეცვლის მაგრამ მაინც არ შეიძლება. მომავალი იმას არა აქვს ვისაც წარსული არაა აქვს, და ვისაც წარსული აქვს მომავალიც იმას აქვს. მაშინ თუ ბურთი "სამკუთხედი" იყო, ეხლა ხოა მრგვალი და მიდით აბა გააკეთეთ მესხის ფინტი! კრისტიანოს და მესის გაკეთებული არ მინახია ჯერ ეგეთი რამე.. ეს იმათ ვინც დიადი ყიფიანის "დინამოს" ეპოქას იგდებს მასხარად და მესხი ვინ იყო კიდე ვერ გაუგია!

• mauricio

რამდენჯერმე დამბლოკეს, არ ვიცი რატომ; პირდაპირ ვიტყვი ბევრ მიზეზთან ერთად ყველაზე დიდი უბედურებაა აქ რომ პოსტი ვინმე თენგომ დადო იმაშია; ეს თენგოს მენტალიტეტი არის ფეხბურთში (არა რაგბიში, არა კალათბურთში) და ამიტომაც გვერხევა; სსრკ-ს და მისი ჩემპიონატის ნოსტალგია სანამ გვექნება ვერასოდეს მივაღწევთ გრანდების კი არა, სომხების, აზერების,მოლდოვას და დაჟე ლიტვის დონეს; თურმე ქართული სახელმწიფო ყოფილა ფეხბურთის მტერი, სამწუხაროდ ასე მარტო ეს ბოდიში და ს რი თენგო კი არა ფეხბურთის მესვეურების დიდი უმრავლესობა აზროვნებს; შედეგიც სახეზეა; მონა ვერ გაიმარჯვებს სამშობლოს დროშის ქვეშ, რადგან სამშობლოს შეგრძნება მას არ აქვს; თენგო, ერთი შეხედა ქარტველ რაგბისტებს, ჰიმნს როგორ მღერიან, მაგრამ ამას შენისთAნა ვერასოდეს გაიგებს

• GIV123

როცა გუნდი არ თამაშობს ან ვერ თამაშობს ვერცეთი წყვთნელი ვერ გვიშველის !!!!! სანამ შიდა ჩემპიონატი არ ათამაშდება ევროპის დონემდე ფეხბურთი არ ივარგებს მანამდე !!!!

• Temuri

რას ქვია ეს! ეს ფრაზა ქაცბაიასეკუთვნის?მარტო ამისთვის არის გასაგდები ეს ***! დასახვრეტია ხორცის ტყვიით!

• დათო

რას აძლევს ეს სტატია მკითხველს? რისი თქმა უნდა ავტორს? ისტორია და სტატისტიკა ჩვენც ვიცით, თვეში ერთხელ რად უნდა ამას გამეორება.

• რეზო

საქართველოში ბევრია ნიჭიერი ფეხბურთელი,მწვრთნელების ნაკლებობასაც არ განვიცდით,მაგრამ გვაქვს ორგანიზებულობის,ურთიერთგატანის და სიყვარულის უმწვავესი დეფიციტი,ეგოიზმმა და ამბიციურობამ წაგვლეკა,ასე არ არის? ვაღიაროთ!!!

• რეზო

Zviadi და ჩელსი ეხლა სულ ქართველებით აივსება როგორც საფეხბურთო რასით ? ფეხბურთი კულტურა არის, რომელიც ჩვენ მოვსპეთ, პაიჭაძე და მესხი, ჩვენი თაობის ქარტველებს არ აღუზრდია. კობიაშვილის ცხადაძის და სხვების თაობაც ძველი თაობის ბოლო შედებია, რომელიც კონკრეტული ფეხბურთელების პიროვნულმა და პროფესიულმა სიძლიერემ იხსნა. ამჟამად კი ნამდვილად არ ვართ საფეხბურთო ერი - ჯერ კიდევ არიან პიროვნებები, მაბრამ კულტურა ადარ არის.

• del piero

ჭაობშია ქართული ფეხბურთი... ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი მათ შორის ფსიქოლოგიური კუთხითაც... ერთიც: ჩვენ გვყავს ნახევარფეხბურთელები...

• zigmund78

როცა საქართველომ ინგლისთან წააგო 2-0, მახსოვს მაგის გამო მწვრთნელი მოხსნეს. არველაძეს ვაძაგებდით რომ არაფრად არ ვარგაო, თუმცა სად ხარ, მოიცა ცოტა ხანი, თურმე რამდენიმე წელში ჩვენ ქვეყანაში ფეხბურთელი აღარ იქნება. ამდენ თურქ და უბედურებას მოქალაქეობას რომ ვაძლევთ, ჩვენზე უფრო საფეხბურთო ქვეყნები აკეთებენ ამას. პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ფეხბურთელები კრიმინალური მენტალიტეტის არიან და უბედურება ისაა რომ ეს მოედანზეც მიყვებათ. ამას წინათ მატარებლით ვიმგზავრე და თან ბავშვთა გუნდი მიდიოდა. მთელი გზა ერთ საწყალ ბიჭს ისეთ დღეშI აგდებდნენ, რომ შემეცოდა, რადგან ამ ბიჭმა თურმე შორიდან დაარტყა კარშI

• zviadi

ჯერ ერთი ერი და სახელმწიფო სხვადასხვაა და ჩვენ ყოველთვის ვიყავით საფეხბურთო ერი!!! მეორეც ერთი საიდან დაასკვენით რომ არასაფეხბურთო "ქვეყანა" ვართ, სტატისტიკით? ჯერ, ერთი მიხეილ მესხის ცნობილი ურთულესი ფინტი გაიმეორეს რომელიმე "საფეხბურთო ქვეყნის" წარმომადგენელმა, და "ჰოპლა" მერე დაიძახეთ.. მერე გაგვაუქმეთ როგორც საფეხბურთო ქვეყანა.

• zviadi

ეხლა ყოველგვარი პესიმისტურ-იმპოტენტური მაზოხიზმის გარეშე! ფეხბურთი ქართველი კაცის თამაშია.. მარტო ქინქლაძის ნაირი ფეხბურთელი რამდენ ქვეყანას ყავდა? გაჩუმდით რა.. აგერ, საფეხბურთო კლუბმა "ჩელსიმ" გამოკვლევა ჩაატარა მსოფლიოს მასშტაბით, რომ დაედგინა რომელ ხალხს (რასას) აქვს ფეხბურთისადმი ყველაზე დიდი მიდრეკილება. და აღმოჩნდნენ ქართველები, სხვა არავინ!!! ყველაზე დიდი მიდრეკილება ფეხბურთის თამაშისადმი აქვს ქართველს. ეს არის ფაქტი, ეს მეცნიერული კვლევის დასკვნა. გეყოფათ ეხლა მაზოხიზმი და მივხედოთ საქმეს... ყვავივით რომ დაჩხავიხართ ქართულ ფეხბურთს...

• Soso

გაიტანეთ ეს გრენლანდია, თემურია ძამია შუბლზე ძარღვი სულ არა გაქვს

• odala

რას ნიშნავს 'საფეხბურთო ქვეყანა'? საკმაოდ ბუნდოვან ფრაზაზე წერენ და კამათობენ. ჩემი აზრით საფეხბურთო ქვეყანა არის საქართველო იმიტომ რომ სპორტის გულშემატკივართა უმეტესობა ფეხბურთით სულდგმულობს. სოფელსა თუ ქალაქში ხედავ ქართული ნიჭის მაგალითებს. სოფელში ისეთი თამაშები მაქვს ნანახი ნებისმიერ ბრაზილიურ ჩანახატს დაამშვენებდა ფეხბურთზე. გვერდზე სოფლის გუნდი რომ გადმოდიოდა ჩვენთან, ან ჩვენი ბიჭები რომ ჩადიოდნენ ხოლმე სხვა სოფელში, ეს მოვლენა იყო. მთელი დღე ველოდი ხოლმე ამას. საღამო როდის მოვიდოდა ერთი სული მქონდა.

• dato

სამწუხაროდ ქართული ფეხბურთის მრავალი გულშემატკივარი წარსულის სიამაყით ცხოვრობს,შევყურებთ ბოლო გამარჯვებას და ყოველთვის მასზე გვაქვს აქცენტი გადატანილი,არავინ არ უყურებს თუ რა ხდება დღევანდელ სიტუაციაში 6-8 წლის წინ ვიდეო ჩანაწერებს რომ გადახედოთ ნახავთ თუ როგორ წუწუნებენ ფეხბურთელები პირობებზე,დღეს ეს პირობები ასე თუ ისე გაუმჯობესებული აქვთ და თავისუფლად შეუძლიათ ვარჯიში და თამაში,მაგრამ ახლა ახალი პრობლემა გაჩნდა თურმე ფული არ არის ჩემპიონატში და ეგ ყოფილა პრობლემა,უფრო მეტი ხელფასები უნდათ რო მერე კარგად "გაიზმანონ" და FAჩEBOOK-ში ატვირთონ ფოტოები.ფეხბურთელს თამაში თუ უნდა ისედაც ითამაშებს და ასედაც,ბოლოს და ბოლოს ბრაზილიაში ასფალტზე სწავლობენ ფეხბურთის თამაშს,ასე რომ იმედია რაღაცას მოიმოქმედებს ფედერაცია,ფაქტია რომ რაღაც უნდა შეიცვალოს

• Giorgi

დამოუკიდებლობის დროსაც გვქონდა შედეგები: შოთა არველაძე მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ასეულშია, ბევრ ლეგენდარულ ფეხბურთელს უსწრებს. კალაძემ 2 ჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ჯანაშია თასებით მფლობელთა თასის საუკეთესო ბომბარდირი იყო 1998 წელს. დინამო 2004 წელს გახდა თანამეგობრობის თასის მფლობელი ამვე წელს მოხვდა უეფას ჯგუფურ ტურნირში.კობიაშვილს ჩემპიონთა ლიგაში აქვს ჰეთრიკი გაკეთებული იაშვილს ბუნდესლიგაში ეს ბევრ გამორჩეულ ფორვარდს არ ღირსებია... (გაგრძელება შემიძლია)

• Dito

კარგი სტატიაა,იმედია გამოსწორდება რაღაც

• Tengo

უკაცრავად, მაგრამ იყაყანეთ ახლა ვართ თუ არა საფეხბურთო ქვეყანა! ეს ყველაფერი იმ დრომ მოიტანა, ვიღაცეები თავისუფლებას რომ უძახიან! იმ წარმატებებს, რომელიც ჩვენს სპორტს და არა მარტო სპორტს ჰქონდა, დიდხანს ვეღარ მივაღწევთ, თუ საერთოდ მივაღწიეთ!

• Giorgi

მინდა ვუპასუხო იმათ ვისაც ვინც არ იცის, რომ ჩვენ საფეხბურთო ქვეყანა ვართ!! ჩვენ გვყავდა მესხი და მეტრეველი რომლებიც 60-იანი წლებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს არ ჩამოუვარდებოდნენ. 1960 წელს 3 ქართველი გახდა ევროპის ჩემპიონი. თასების მფლობელთა თასი ბევრ ევროპულ ქვეყანას არ მოუგია.. საბჭოთა კავშირის ჩემბიონები 2 ჯერ გავხდით 51 შანსიდან.. მაგრამ 5 ჯერ ვერცხლი ავიგეთ 11 ჯერ ბრინჯაო.. ანუ ყოველი სამი ჩემპიონატიდან ერთხელ სამეულში ვხვდებოდით და არასოდეს გავვარდნილვართ უმაღლესი ლიგიდან. ცოტა ისტორიას გაეცანით და მერე აკეთეთ კომენტარები

• Shukvani

Walkabout , 1000000000% გეთანხმები ... რა ვართ , ერთი ან რა ვიყავით , ასე რომ ვტრაბახობთ!? ერთი , სეზონი ფეხბურთი ვითამაშეთ მაშინ , როცა , ბურთი სამკუთხედი იყო ... და , ახლა თავი ფეხბურთის ღმერთებად მოგვაქვს ... ქართველებმა არ ვიცით ფეხბურთის , თამაში , და მორჩა !!!!!

• ილია

ფეხბურთელები გვყავს და საკმაოდ ნიჩიერებიც,მაგრამ მარტო ნიჩი არ არის,ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობა არაპროფესიონალურად უდგებიან თავის კარიერას,მათთვის მთავარია გუნდში მოხვედრა და ხელშეკრულების გაფორმება მერე იკარგებიან 80 %.ამიტომ საქართველოს ჩემპიონატში უნდა ჩაიდოს დიდი ფული,ფეხბურთელებს უნდა ფქონდეთ მაღალი ანაზღაურება რომ უაზროდ არ იხეტიალონ აქეთ იქეთ,საზღვარგარეთ წასული ფეხბურთელი დაკარგულია,ყველას არ ვგულისხმობ, მაგრა უმეტესობა.ჟურნალისტები კიდე ქეცბაიას აბრალებენ ნაკრების წარუმატებლობას,1996 წლის შესარჩევზე მაგარი ნაკრები გვყავდა და ეს იმის დამსახურება იყო რომ ნაკრების 90% დინამოში თამაშობდა და კარგად იყო შეთამაშებული . რაც მასიური გადინება დაიწყო ფეხბურთელების საზღვარგარეთ მის მერე დაიწია ნაკრების დონემაც!

• arcvin

სტატიის პირველ და მეორე ნაწილს რაც შეეხება, ნუ რა უნდა ვთქვა...ავტორო, გია ტუხაშვილო, ფეხბურთის ცოდნაზე როცა გაქვს პრეტენზია, ფეხბურთზე უნდა ილაპარაკო და არა მათემატიკაზე. მესამე ნაწილში რამდენი პრობლემაა ჩამოთვლილი და კიდე რამდენი არ გითქვამს...ამდენი პრობლემების მიუხედავად მაინც ერთ კაცზე გინდათ ჯოხის გადატეხა ,რომ როგორმე თქვენი,ყველას სირცხვილი ცოტა ხნით მაინც ჩამოირეცხოთ. ასე გააგრძელეთ და ნამდვილად გეშველებათ...

• Temuri

თანამედროვე ქართულ ფეხბურთში, არ არის ფული, არ არის ნიჭი, არ არის პროფესიონალიზმი, არის--სრული უვიცობა, დილეტანტიზმი, არაპატრიოტიზმი,მეტიჩარ-ამბიციურობა...

• davit beraia

Walkabout არ ხარ მართალი.საქართველო ნამდვილად იყო საფეხბურთო ქვეყანა.ჯერ ერთი დავიწყოთ იმითი,რომ რაღაც თასი კი არა,იმ დროისთვის ევროპულ საკლუბო ტურნირების რანგით მეორე თასების მფლობელთა თასი მოიგო დინამომ(დიახ,სწორედ დინამომ,თორემ გამოდის არც ბარსა,არც რეალი და არც ნებისმიერი კლუბი გრანდებიდან კლუბი კი არა მსოფლიოს და ევროპის ნაკრებებია). მეორე-რომელ აღმოსავლურ ევროპულ ან პოსტსაბჭოური ქვეყნების კლუბებს(უკრაინის და რუმინეთის გარდა) ჰქონდათ უკეთესი მიღწევები? მესამე-სსრკ-ს 2 ჩემპიონობა დიდი მიღწევაა "პროვინციული" გუნდისათვის,რადგან იმ დროს ყველაფერი კეთდებოდა იმასათვის,რომ ჩემპიონი მოსკოვის გუნდი ყოფილიყო. და ბოლოს-არასაფეხბურთო ქვეყანაში ვერ დაიბადებოდნენ ყიფიანი,მასხი,მატრეველი,ჩოხელი,ხურცილავა.ჩივაძე,დარასელია და სხვანი და სხვანი. ასე,რომ მეგობარო,რაღაც კი არა ბევრი გაგვიკეთებია ფეხბურთში და საამაყოც ბევრი გვაქვს წარსულში.

• gio

ბელგიას შეხედეთ და მიხვდებით რაც უნდა გააკეთოთ. მთელი სისტემა შექმნეს სუპერ ფეხბურთელების აღზრდის, მეცნიერების უამრავი ჯგუფის საშუალებით ფსიქოლოგებიდან დაწყებული უბრალო სათამაშო ტაქტიკოსებით დამთავრებული. და ეს პროექტი ათწლეულებზე გათვლილი.

• koka

მაგ ინდივიდუალიზმის და იმპროვიზაციის იმედზე რომ ვიყავით, იმიტომაც წავაგეთ 6:0 ჰოლანდიასთან და მანამდე 7:2 ესპანეთთან. სამწუხაროდ ჭკუის სწავლის ნაცვლად,ბატონი გია კვლავ უკან 40 წლის წინ გვერეკება.

• Walkabout

და საიდან მოიტანეთ რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ ან ვიყავით? 32 წლის წინ რომ საქართველოს ნაკრებმა (და არა დინამომ) რომელიღაც თასი მოიგო? თუ წინა საუკუნეში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში 51 შესაძლებლიდან 2 რომ მოვიგეთ? თითქმის ყველა აღმოსავლეთევროპულ და პოსტსაბჭოთა ქვეყანას ფეხბურთში საკლუბო ან სანაკრებო დონეზე ჩვენზე მეტი მიღწევები აქვთ და ისინი არ ტრაბახობენ ამდენს და ჩვენ რა გაგვიკეთებია ისეთი რომ საფეხბურთო ქვეყნად ვიწოდებოდეთ? ნუ ეხლა მთლად კი არ ვაკნინებ წარსულის მიღწევებს, რაღაცა ჩვენც გაგვიკეთებია, მაგრამ იმდენიც არა რომ ასე წარმოვადგინოთ თავი...

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]

Brabants Dagblad: ჰოლანდიის "დენ ბოსხს" მერაბ ჟორდანიას შვილი ყიდულობს

მერაბ ჟორდანია ადასტურებს, ოღონდ აზუსტებს: "დენ ბოშის" ყიდვა არა ლევანს, არამედ კახი ჟორდანიას სურს

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

რუსეთის დამარცხება ასათიანის გოლით, "ბარსელონასთან" მოგება... - ინტერვიუ ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელთან...

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..

"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე

[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."

"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...