"თბილისის", "დინამოსა" და "დილას" ყოფილ მწვრთნელი, რომელიც ასაკობრივ ნაკრებებსაც თავკაცობდა, კლუბსა და სხვა თემებზე საუბრობს
გიორგი დევდარიანი გორის "დილას" მწვრთნელი აღარ არის, არადა, სწორედ ამ სპეციალისტის ხელში იყო, წლევანდელ ევროსარბიელზე გუნდმა სამი ეტაპი რომ ითამაშა.

რატომ გაიყარა "დილას" და დევდარიანის გზები? როცა კლუბის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ეს კითხვა დავუსვი, შინაურულად, არაინტერვიუსთვის მითხრა - ეს თავად დევდარიანის გადაწყვეტილება იყოო. დევდარიანი კი ჩვენთან ინტერვიუში სულ სხვა რამეს ამბობს...

"თბილისის", "დინამოსა" და "დილას" ყოფილ მწვრთნელს, რომელიც ასაკობრივ ნაკრებებსაც თავკაცობდა, ამ და სხვა თემებზე ვესაუბრეთ...

- საინტერესოა, რატომ შეწყდა "დილასა" და დევდარიანის ურთიერთობა? რომელი მხარე იყო ამ გადაწყვეტილების ინიციატორი?

- ეს გადაწყვეტილება კლუბმა მიიღო. "გურიასთან" თამაშის მერე მიმანიშნეს ამის შესახებ - მითხრეს, მწვრთნელის გამოცვლა გვინდაო.

- "დილაში" ვინ წყვეტს ასეთ საკითხებს?

- არ ვიცი, პირადად ვისი გადაწყვეტილება იყო. ალბათ, კლუბის საერთო გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე...

- მოკლედ, "დილადან" საკუთარი ნებით არ წასულხართ...

- ასე გამოდის...

- ამ დროისთვის "დილა" ეროვნულ ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზეა. ალბათ, ეს იყო კლუბის გადაწყვეტილების მიზეზი...

- წინ ისეთი კალენდარი გველოდა, რომ შეიძლებოდა, ცხრილის ზევით ასვლა, რთული თამაშები უკან იყო მოტოვებული.

- ასეთ დროს მწვრთნელს კონტრაქტი უნდა იცავდეს...

- "დილასთან" კონტრაქტი წლის ბოლომდე მაკავშირებდა, მაგრამ სადაც ერთიანობა არ არის, იქ საქმეც არ გამოვა.

- უახლოეს გეგმებზე რას გვეტყოდით?

- წლის ბოლომდე დავისვენებ, მერე ვნახოთ...

- როგორ ფიქრობთ, დაუშვით შეცდომები "დილაში" მუშაობის დროს?

- ახლაც ამაზე ვფიქრობ, რამე შეცდომა ხომ არ დავუშვი... თუ ვინმე მიმანიშნებს შეცდომებზე, მადლობელი ვიქნები, რათა იგივე შეცდომები აღარ გავიმეორო.

ვერავინ იტყვის, რომ თუნდაც ერთ ვარჯიშზე მოუმზადებელი მივედი, ან საქმეს გულგრილად ვეკიდებოდი. ჩემმა გაწვრთნილმა გუნდმა ექვსი თამაში ძალიან კარგად ითამაშა, მერე კი აღმოჩნდა, რომ თურმე მწვრთნელობის გაგებაში არ ვარ. ამას ნამდვილად ვერ დავიჯერებ.

- ახალგაზრდულ ნაკრებზეც გკითხავთ, სადაც თქვენს ხელში გამოვლილი რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობს. ჰოლანდიასთან 0:6 რამდენად კანონზომიერად მიგაჩნიათ?

- პირველ ტაიმში ჩვენი ნაკრების თამაში მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვაში სამი უხეში შეცდომა დაუშვა და აქედან ორჯერ გოლიც მიიღო.

ჩვენებმაც შექმნეს საგოლე მომენტები, მეორე ტაიმში კი მესამე გოლი ისეთი გაუშვეს, ვერავინ იფიქრებდა, რომ ლამის აუტის ხაზიდან იქნებოდა დარტყმა, თუმცა მეკარე მაინც ყველაფრისთვის მზად უნდა ყოფილიყო.

მესამე გოლმა უკვე გატეხა ჩვენი ახალგაზრდები. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდები გაშვებული გოლების მერე ვეღარ ახერხებენ მობილიზაციას.

- ალბათ, თქვენთვისაც სასიამოვნო იყო, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდა, მაგალითად, მცველი თედორე გრიგალაშვილი...

- ის ძალიან მომეწონა შოტლანდიასთან შეხვედრაში და ვაკვირდები კიდეც მის განვითარებას. როგორც ვიცი, ძალიან სერიოზულად ეკიდება საქმეს, ყოველთვის მოტივირებულია წინსვლისთვის.

- არჩილ ტვილდიანი და ლაშა პარუნაშვილი - როცა 17-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდით, ისინი თქვენთან იყვნენ. როგორ ფიქრობთ, თბილისის "დინამოდან" ბოლნისის "სიონში" რომ წავიდნენ, ეს მათ პროგრესს წაადგება?

- ახალგაზრდა ფეხბურთელის წინსვლაში ძალიან დიდი როლი აქვს მოსამზადებელ პერიოდს.

სამწუხაროდ, უმეტეს ქართულ გუნდებში ეს პროცესი სათანადო დონეზე ვერ დგას. ერთ-ორ გუნდს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, სეზონისწინა და საშუასეზონო მოსამზადებელი პერიოდი ნაყოფიერად ვერ მიმდინარეობს.

ასეთ დროს ზოგი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე მიდის, კარგად მომზადების საშუალება კი არ აქვს. როგორც უნდა იყოს, ტვილდიანი და პარუნაშვილი "სიონში" რომ გადავიდნენ, ეს კარგია.

როცა ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა აქვს და კვირაში ორჯერ უწევს თამაში, ძირითადი დატვირთვა უკვე თამაშებზე მოდის და არა - მომზადებაზე.

ერთი სიტყვით, ამ ფეხბურთელებისთვის "სიონის" ძირითად შემადგენლობაში ყოფნა მათი წინსვლისთვის უკეთესი იქნება.

- ბურთის ამომტანი მცველი - ბოლო დროს ეს დეფიციტი გახდა ქართულ გუნდებში...

- ტვილდიანი ძალიან კარგად ართმევს თავს ამ საქმეს, ნიკა კვეკვესკირსა და მამუკა კობახიძესაც შეუძლიათ ბურთის ამოტანა, დავით უბილავაც ნელ-ნელა მოუმატებს.

- მხოლოდ ახალგაზრდულ ნაკრებს არ ვგულისხმობდი. ეროვნულ გუნდში რატომ ვერ ახერხებენ მცველები ბურთის ამოტანას?

- ვერ გეტყვით.

- ეროვნულ ნაკრებს სხვა სათამაშო მოდელი აქვს არჩეული, ასაკობრივი ნაკრებები კი სხვა მიმართულებით მიდიან. როგორ ფიქრობთ, აუცილებელია, რომ ყველა ნაკრებმა ერთი მოდელით ითამაშოს?

- მაგალითი იმ ქვეყნებიდან უნდა ავიღოთ, ბოლო წლებში წარმატებას რომ აღწევენ. მაგალითები კი იმას გვეუბნებიან, რომ ყველა ნაკრებმა ერთი და იმავე სისტემით უნდა ითამაშოს.

- ახალგაზრდული ნაკრების შემტევ ფეხბურთელებზეც გკითხავთ. ყაზაიშვილის ადგილს უფრო სად ხედავთ - მარცხენა ფლანგზე თუ თავდამსხმელის უკან?

- ვფიქრობ, მისი ადგილი შუაშია, მას არ აქვს ის სისწრაფე, რაც ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს. ყაზაიშვილს ფლანგზეც შეუძლია თამაში, თუმცა ბევრი ისეთი თვისებაც აქვს, რომ შეტევის ცენტრში უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე ფლანგზე. "ვიტესშიც" შუაში ათამაშებენ.

- გიორგი ჭანტურია არ არის ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი?

- თუ "ვიტესის" ძირითადში მყარად მოიკიდებს ფეხს, რატომაც არა?! ყაზაიშვილიც მეტ ყურადღებას იმსახურებს. ჩვენი ეროვნული ჩემპიონატიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთის პირველი ლიგიდან თუ იწვევენ ფეხბურთელებს ეროვნულ ნაკრებში, ვფიქრობ, ჰოლანდიის ერედივიზიონი მათზე ნაკლები ნამდვილად არ არის...

"დილადან" ჩემი ნებით არ წავსულვარ... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილაში" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სოღოლაშვილი შეასრულებს

[ექსკლუზივი] რატომ დატოვა გორის "დილა" გიორგი დევდარიანმა

geniosi
გიორგი ისწავლე ჯერ ადრეა შენტვის სერიოზულ გუნდში მუშაობა.ეს ჩემი აზრია.საქმე ლაპარაკის მაგივრად.ეს დაიმახსოვრე ნაკლები კომენტარები და მეტიშედეგი....
kolia
ეს ჟურნალისტი აშკარად ჭანტურიას ლობირებს. ეს უკვე ზედმეტია, 21-ანებში რა ქნა რო უკვე პირველ ნაკრებში ვიწვევთ? თან კლუბში არ თამაშობს. სათამაშო უდისციპლინობაზე მთელი ჰოლანდია ლაპარაკობს. მოკლედ მაგალითი როგორ ქაჩავენ ფეხბურთელს დაუმსახურებლად.
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა