გოლკიპერ მაიკ სმიტის გოლი
ისტორიულ შედეგს მიაღწია "ანაჰაიმ დაქსმა". შაბათს, ამ გუნდმა ბულიტების სერიაში 3:2 დაამარცხა "ფინიქსი", რითაც სეზონის სტარტზე შვიდი მატჩიდან ექვს გამარჯვებას მიაღწია.

ეს არის ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტი. "ანაჰაიმის" წინა რეკორდი პირველ შვიდ მატჩში ხუთ მოგებას უდრიდა. ეს 2006-07 წლების სეზონში მოხდა და იმ სეზონში "იხვებმა" სტენლის თასი მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ "ანაჰაიმმა" წლევანდელი სეზონი "კოლორადოსთან" 1:6 წაგებით დაიწყო, მაგრამ იქიდან მოყოლებული, მარცხი არ აქვს. "ფინიქსთან" მატჩი ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ მასპინძლების მეკარემ იონას ჰილერმა ბულიტების სერიაში შეინ დოუნის დარტყმა მოიგერია და თავის კლუბს ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოუტანა.

ამ მატჩში თავისი მეორე შაიბა გაიტანა სეზონში ტეემუ სელიანემ. 43 წლის ფინელს კარიერაში 677 გოლი დაუგროვდა. "სელიანემ სეზონში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ის ისე თამაშობდა, თითქოს არა 43-ის, არამედ 33 წლისაა", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ "ანაჰაიმის" მთავარმა მწვრთნელმა ბრიუს ბუდრომ.

გასულ უქმეებზე გამართულ მატჩებში კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი მომენტი დაფიქსირდა. "დეტროიტ რედ უინგზთან" მატჩში "ფინიქს კოიოტზის" გოლკიპერმა მაიკ სმიტმა გოლი გაიტანა. შეხვედრის ბოლო წამზე მან თავისი მოედნიდან ზუსტად დაარტყა ცარიელი კარის მიმართულებით. სმიტი მე-11 მეკარეა ლიგის ისტორიაში, ვინც გოლი გაიტანა.

ბომბარდირი მეკარეების რეიტინგში პირველია "ნიუ ჯერსის" წევრი მარტინ ბროდო, რომლის ანგარიშზე სამი შაიბაა. მეორეზეა რონ ჰექსტოლი ორი გოლით.

18 ოქტომბერი

ვინიპეგი-სტ. ლუისი 4:3 (ბ)

1:2, 0:0, 2:1, 0:0

გოლები: 0:1 ბეკსი-6 (ოში-5), 1:1 ო. იოკინენი-2 (ჰალიშჩუკი-1), 1:2 სტინი-6, 1:3 სტინი-7 (ბეკსი-3, ბოუმისტერი-5), 2:3 ე. კეინი-4 (ლიტლი-3), 3:3 ენსტრიომი-1 (ბაფლინი-7, ველერი-3).

ბულიტები გაიტანეს: ოში (სტ. ლუისი), ლედი (ვინიპეგი), სტინი (სტ. ლუისი), ლიტლი (ვინიპეგი), ო. იოკინენი (ვინიპეგი).

ანაჰაიმი-ფინიქსი 3:2 (ბ)

1:0, 0:1, 1:1, 0:0

გოლები: 1:0 სელიანე-2 (მ. პერო-4), 1:1 ვერმეტი-2 (იენდლი-2, რიბეირო-4), 1:2 კლესლა-1 (ჰანზალი-6, დოუნი-2), 2:2 ბონინიო-3.

ბულიტები გატანეს: ბონინო (ანაჰაიმი), ვრბატა (ფინიქსი), პერი (ანაჰაიმი), რიბეირო (ფინიქსი), სელიანე (ანაჰაიმი), ეკმან-ლარსონი (ფინიქსი), სილფვერბერგი (ანაჰაიმი).

19 ოქტომბერი

პიტსბურგი-ვანკუვერი 4:3 (ბ)

1:1, 1:1, 1:1, 0:0

გოლები: 0:1 ედლერი-2 (ბიეკსა-2, ჰ. სედინი-10), 1:1 კროსბი-7 (კუნიტცი-5, დუპუი-7), 2:1 კუნიტცი-4 (მალკინი-6, კროსბი-9), 2:2 რიჩარდსონი-3 (ვაისი-1, ბიეკსა-3), 2:3 კასიანი-1 (ბუტი-2, ბიეკსა-4), 3:3 მაატა-1 (კუნიტცი-6, კროსბი-10). 3 - 3

ბულიტები გატანეს: მალკინი (პიტსბურგი).

ოტავა-ედმონტონი 1:3

0:2, 0:0, 1:1

გოლები: 0:1 ებერლე-3 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-2), 0:2 ნიუჯენტ-ჰოპკინსი-3 (იაკუპოვი-1, ებერლე-5), 1:2 კ. ნილი-1 (მაკარტური-4, ვირჩიოკი-5), 1:3 ნიუჯენტ-ჰოპკინსი-4.

ბაფალო-კოლორადო 2:4

0:2, 1:2, 1:0

გოლები: 0:1 რ. ო'რაილი-3 (დუშენი-3, დაუნი-4), 0:2 ლანდესკოგი-2 (ე. ჯონსონი-2), 0:3 დუშენი-6 (რ. ო'რაილი-3, ბენუა-4), 1:3 ჰოჯსონი-2 (სტეფორდი-2, ვანეკი-3), 1:4 პ. შჩასტნი-1 (ლანდესკოგი-3, უილსონი-1), 2:4 ფოლინო-2 (ტალინდერი-1, მიერსი-2).

მონრეალი-ნეშვილი 1:2

0:1, 1:0, 0:1

გოლები: 0:1 შ. უებერი-2 (ლეგუანდი-3, ფ. ფორსბერგი-2), 1:1 გალაჰერი-4 (ბურნივალი-1, ელერი-3), 1:2 ს. ჯონსი-2 (ლეგუანდი-4, კ. უილსონი-3).

ტამპა ბეი-ბოსტონი 0:5

0:1, 0:3, 0:1

გოლები: 0:1 კრეიჩი-1 (ლუჩიჩი-3, იგინლა-2), 0:2 მაკუეიდი-1, 0:3 პ. ბერჟერონი-2 (რ. სმიტი-4, ლ. ერიქსონი-1), 0:4 კ. კელი-3 (მარჩანდი-1, სოდერბერგი-1), 0:5 შ. ტორნოტნი-1 (პეი-1).

ფლორიდა-მინესოტა 2:1 (ბ)

0:0, 0:1, 1:0, 0:0

გოლები: 0:1 ბროდინი-3 (ჰიტლი-2, გრანლუნდი-4), 1:1 ბარკოვი-3 (ფლიშმანი-7, ბ. კემპბელი-5).

ბულიტები გაიტანეს: იუბერდო (ფლორიდა), ბოიესი (ფლორიდა).

ნიუ ჯერსი-რეინჯერსი 4:0

2:0, 2:0, 0:0

გოლები: 1:0 ლოკტიონოვი-1 (ვოლჩენკოვი-3), 2:0 ენრიკე-2 (ოლეში-1, იაგრი-2), 3:0 რაიდერი-3 (იაგრი-3, ჟიდლიცკი-6), 4:0 ზუბრუსი-2 (სალვადორი-2, ჟიდლიცკი-7).

აილენდერსი-კაროლინა 3:4

0:0, 1:3, 2:1

გოლები: 0:1 ტლუსტი-1 (ე. სტაალი-3, სიომინი-1), 0:2 ჯ. სტაალი-1 (მერფი-4, გერბე-3), 0:3 სკინერი-3 (რაილი ნეში-1, ტ. რუუტუ-2), 1:3 მოულსონი-3 (ენდრიუ მაკდონალდი-1, ტავარესი-6), 1:4 ტლუსტი-2 (სიომინი-2, ე. სტაალი-4), 2:4 ნილსენი-4 (ოკსოპო-5, მოულსონი-2), 3:4 ოკსოპო-3 (ბუშარი-3, მოულსონი-3).

ვაშინგტონი-კოლამბუსი 4:1

0:0, 2:0, 2:1

გოლები: 1:0 ჯ. უორდი-2 (მ. იოჰანსონი-6, ბექსტრიომი-8), 2:0 ლეიჩი-2 (ოლეკსი-3, ერატი-1), 3:0 ბროუერი-2 (ერატი-2), 4:0 ოვეჩკინი-7 (მაიკ გრინი-5, ერატი-3), 4:1 ანისიმოვი-2 (გაბორიკი-5).

ჩიკაგო-ტორონტო 3:1

0:0, 3:1, 0:0

გოლები: 1:0 ბიკელი-1 (შოუ-3, კრუგერი-2), 1:1 კადრი-3 (ლუპული-4, ფრენსონი-7), 2:1 კოსტკა-1 (პირი-1, ლედი-2), 3:1 პირი-2 (საადი-4, ლედი-3).

ფინიქსი-დეტროიტი 5:2

0:2, 1:0, 4:0

გოლები: 0:1 დაციუკი-5 (ზეტერბერგი-5, ჯ. ერიქსონი-2), 0:2 ბერტუცი-2, 1:2 ვერმეტი-3 (კლინკჰამერი-2, ეკმან-ლარსონი-3), 2:2 რიბეირო-2 (ბოდკერი-4, მორისი-4), 3:2 ჰანზალი-2 (კორპიკოსკი-1), 4:2 რიბეირო-3 (ბოდკერი-5, მოსი-2), 5:2 მაიკ სმიტი-1.

სან ხოსე-კალგარი 6:3

2:0, 2:1, 2:2

გოლები: 1:0 ბერნსი-4 (პაველსკი- 8, ბ. სტიუარტი-1), 2:0 ჰენანი-2 (ჯ. ტორნტონი-9, ჰერტლი-3), 2:1 მონეჰანი-5 (ბაერტჩი-3, რასელი-2), 3:1 პაველსკი-2 (მარლო-4, ირვინი-3), 4:1 მარლო-7 (პაველსკი-9, ჯ. ტორნტონი-10), 4:2 ბეკლუნდი-2 (სტემპნიაკი-4), 4:3 ჰუდლერი-4 (მონეჰანი-3, ჯორდანო-5), 5:3 პაველსკი-3 (კუტური-7, დემერსი-5), 6:3 კუტური-4 (უინგელსი-4, ვლასიჩი-5).

ლოს ანჯელესი-დალასი 5:2

2:1, 0:1, 3:0

გოლები: 0:1 სეგუინი-4 (ჯეიმი ბენი-6, პევერლი-2), 1:1 ჯასტინ უილიამსი-3 (მუზინი-2, კოპიტარი-6), 2:1 ჯასტინ უილიამსი-4 (კოპიტარი-7, დაუტი-1), 2:2 პევერლი-2 (ჯეიმი ბენი-7, სეგუინი-6), 3:2 დაუტი-2 (ჯასტინ უილიამსი-1, კოპიტარი-8), 4:2 კლიფორდი-1 (მეტ გრინი-1, მუზინი-3), 5:2 მეტ გრინი-2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: უეინ გრეტცკის რეკორდი მოუხსნეს

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ცნობილი გახდა, რატომ არ ითამაშებს კვარაცხელია "ფონტენესთან"
ხვიჩა "ფონტენესთან" არ ითამაშებს
"მილანი" ნიკლას ფულკრუგის დამატებასთან ახლოსაა
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
სათადარიგო "კვარა", ბარკოლა შვებულებაში და 16 წლის ბოლი სასტარტოში?
15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
შანსი საზონოვისთვის - საბა შემადგენლობაში დააბრუნეს
ფუტსალის ნაკრები ერევნის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა
Rousing the Kop: ალისონი მიდის, მამარდაშვილი პირველი ნომერი იქნება, თუმცა...
აზაროვი "შახტარიდან" მიდის - გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება
საფონოვმა ხელი მოიტეხა - თასის მატჩში პსჟ-ს კიდევ სამი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება
რონალდოს რეკორდი დამხობასთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე კრიშტიანოს გაუთანაბრდა
"სელტიკმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დანიშვნიდან 2 კვირაში მოხსნას
[VIDEO] რას აკეთებდნენ ზაბარნი და შევალიე, როდესაც პენალტების სერიის შემდეგ პსჟ-ის ფეხბურთელებმა საფონოვი ხელში აიტაცეს
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
"ჩაკვეტაძის თამაშს ამ პოზიციაზე განვიხილავ" - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
შეთანხმებასთან ძალიან ახლოს - გულიაშვილი შვედეთის 12-გზის ჩემპიონ გუნდში გადადის
[VIDEO] "მერაბის მიმართ მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა მაქვს" - უაითმა დვალიშვილთან კონფლიქტი დასრულებულად გამოაცხადა
ხვიჩა ქუვეითისკენ, ქართველები "ბარსასა" და "ბაიერნის" წინააღმდეგ და მატჩი ახალ წელს
"რაც გააკეთა, სირცხვილი იყო" - კარაგერმა სალაჰი კვლავ გააკრიტიკა
NHL. ᕞ
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: რეკორდი ედმონტონში
სოჭი 2014: კანადა ოლიმპიური ჩემპიონია
ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: გათიშე კროსბი და მოიგე
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
სოჭი 2014: კანადა მაიკ ბებკოკს ჩააბარეს
მსოფლიოს ჩემპიონატი: დამცირებული დერჟავა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ოლ სტარის" კაპიტნები ცნობილია
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრი დიდ ხუთეულშია
სიდნი კროსბი პირველი აღარ არის
ჰოკეი. NHL. ფინალი: პიტსბურგი და კროსბი - ზედიზედ მეორედ
ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. ოპერაცია: კროსბი უნდა მოვიშოროთ
სიდნი კროსბი ოლიმპიადას გააცოცხლებს?
რეიტინგები და პროგნოზები სეზონის წინ
NHL. ფინალი. III მატჩი: ფენომენალური ფინელი
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
17 წამში მოგებული სტენლის თასი