საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IX ტური
ზედიზედ მეექვსე გამარჯვება და უკანასკნელ სამ შეხვედრაში გატანილი 14 (!) გოლი - აი, ასეთი, მართლაც შთამბეჭდავი შედეგით ხვდება ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი მომავალ ტურში დანიშნულ "ქართულ კლასიკოს"!

თანაც, 20 ოქტომბრის სუსხიან საღამოს "დინამომ" ისე ლაღად ითამაშა, მეტოქის კარში გატანილი 6 გოლის გარდა, დუშან უჰრინის გუნდის თამაშში უამრავი რესურსიც იგრძნობოდა...

...მიმდინარე სეზონში "დინამომ", უდავოდ, საუკეთესო მატჩი 20 ოქტომბერს ჩაატარა და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ მეტოქედ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი "ჩიხურა" ჰყავდა.

დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და როტაცია არ მოახდინა: წინა ტურთან შედარებით, ცვლილება მხოლოდ ის იყო, რომ ძირითადს უსტარიცი დაუბრუნდა დისკვალიფიცირებული გიორგი გველესიანის ნაცვლად.

იხილეთ ვიდეო

აი, რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, სწრაფი კი არა, ამ სეზონის უსწრაფესი გოლი ვიხილეთ: 24-ე წამი მიმდინარეობდა, ჩისკო მარცხნიდან რომ შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და "ცაციათი", ძლიერად და ზუსტად დაარტყა მახვილ კუთხეში!

ასეთი დასაწყისის შემდეგ ნებისმიერი გუნდი გატყდებოდა, მაგრამ "ჩიხურა" გონს მალე მოეგო და მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ჯერ იყო და გიორგი გაბედავამ დაარტყა საჯარიმოს გარედან, მაგრამ არაზუსტად.

სტუმართა მომდევნო შეტევა კი შედეგიანი აღმოჩნდა: "ჩიხურას" შემადგენლობაში ყველაზე გამორჩეულმა და გამოცდილმა ფეხბურთელმა დავით ოდიკაძემ ყოფილი თანაგუნდელების საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა და გიორგი დათუნაიშვილთან ორთაბრძოლაში გივი კვარაცხელიას ბურთი საკუთარ კარში აეჭრა.

თამაშის შინაარსი არც ამის შემდეგ შეცვლილა; ეგ კი არა, "ჩიხურა" აქტიურად თამაშობდა და იმავე ოდიკაძის სახიფათო ჩაწოდებულს პარტნიორთაგან ვერავინ მიუსწრო, თორემ გოლი გარდაუვალი იქნებოდა. შემდეგ კი იმავე ოდიკაძის კუთხურის შემდეგ გიორგი დათუნაიშვილმა თავით სახიფათოდ დაარტყა.

რაც შეეხება მასპინძლებს, დინამოელებმა სახიფათო მომენტების რეალიზაციის თითქმის მაქსიმალური პროცენტი უჩვენეს: ფაქტობრივად, მომდევნო სახიფათო შეტევა გოლით დასრულდა. ამ ეპიზოდში ჩინებულად გაისარჯა დორინ გოგა: რუმინელმა ლეგიონერმა მარჯვენა ფლანგზე ჩინებული რეიდი განახორციელა და მის ზუსტ გამჭოლ გადაცემას ჩისკომ ახლო მანძილიდან ასევე ზუსტი დარტყმა მიაყოლა.

ტაიმის მიწურულს ერთობ თვალსასეირო ეპიზოდიც ვიხილეთ: გოგას საჯარიმოს შემდეგ დავით კვირკველიამ ლამაზი "მაკრატელათი" მესამე გოლი გაიტანა სტუმართა კარში, მაგრამ ლაინსმენს უკვე თამაშგარე მდგომარეობა ჰქონდა დაფიქსირებული...

...მეორე ტაიმი ორმხრივი იერიშებით დაიწყო: ჯერ გაბედავა-დეკანოიძის ლამაზი კომბინაცია ვიხილეთ, სტუმართა მარჯვენაფლანგელის რთული მდგომარეობიდან დარტყმით რომ დამთავრდა, მაგრამ გიორგი ლორიამ ამ ეპიზოდში (ისე, როგორც საერთოდ, მთლიანად შეხვედრაში) საიმედოდ ითამაშა.

მერე მასპინძლებმა არანაკლებ ეფექტური კომბინაცია გაითამაშეს და გიორგი მერებაშვილის პასით ჩისკო შორეულ "ცხრიანს" უმიზნებდა, მაგრამ ბურთი მიზანს მცირედით ააცილა.

ამასობაში კი 56-ე წუთი დადგა და აქედან დაიწყო კიდეც სტუმართა რბევა: შესამჩნევად მოტივირებულმა მასპინძლებმა ხუთწუთიან მონაკვეთში სამი გოლი გაიტანეს და მანამდე მიმდინარე, ერთი შეხედვით, თანაბარი თამაშიც, თითქოსდა, კონტექსტიდან ამოვარდნილივით ჩანდა...

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში დორინ გოგამ ჰეთ თრიქი შეასრულა, 20 ოქტომბერს კი ჩინებულ ასისტენტად მოგვევლინა და სწორედ რუმინელი ნახევარმცველის ფლანგურ გარღვევას მოჰყვა კიდეც ჯაბა დვალის გოლი. თუმცა, ეს კიდევ არაფერი - ჩისკომ უზადოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, რასაც ერთ წუთში ირაკლი ძარიას თავით შეგდებული ბურთი მოჰყვა - 5:1!

თითქოსდა, ყველაფერი ამით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა ელგუჯა გრიგალაშვილმა თამაშს სხვა მუხტი შესძინა და სწორედ ამ მონდომებული ფეხბურთელის გარღვევას მოჰყვა კიდეც დვალის კიდევ ერთი გოლი.

მატჩის ბოლომდე მეტი საინტერესო რაღა უნდა მომხდარიყო, თუ არ ჩავთვლით "ჩიხურას" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ბადრი დემეტრაშვილის ძლიერ დარტყმას ახლო მანძილიდან, გიორგი ლორიას ჩინებული რეაქცია რომ მოჰყვა.

ჩისკოს ჰეთ თრიქი, დვალის დუბლი, - "დინამოს" თავდასხმის ხაზმა, ალბათ, ბევრი სკეპტიკოსი დაადუმა.

ბომბარდირები

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 7

ი. მოდებაძე (დილა) 6

დ. გოგა (დინამო, თბ) 6

X ტური

26 ოქტომბერი, შაბათი

ჩიხურა-გურია

ზუგდიდი-სპარტაკი

ვიტ ჯორჯია-დილა

მერანი-ზესტაფონი

სიონი-მეტალურგი

დინამო-ტორპედო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

shoti
რა 500 მაყურებელი თქვენ სხვა თამაშს ხო არ უყურეთ ? 3-ჯერ 4-ჯერ მეტი უეჭველი იყო
გიორგი
ასე რომ მიმოიხილოთ ქართული რაგბის ჩემპიონატიც მემგონი ცუდი არ იქნება თორემ მხოლოდ ფეხბურთზე რომ ამახვილებთ ყურადღებას სწორი არ არის! ფხბურთს რომ ადამიანის სახე ჰქონდეს ბრაზილიური ფეხბურთი გონებამახვილი, სიმპატიური და კარგ აღზრდილ კაცს მოგვაგონებს, გერმანული ფეხბურთი დისციპლინირებულ, დაუმორჩილებელი სულის კაცსა ჰგავს, ინგლისური ფეხბურთი ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი კაცია, ხოლო ქართული ფეხბურთი სამწუხაროდ ურჯულო ცვედანს მაგონებს!
giorgi
თქვენ თუ თვლა იცოდეთ უსინდისო კაცი ვიყო რა 500 კაცი დაბრმავდით თუ თავს იბრმავებთ როგორც მინიმუმ 1500 კაცი არ იყო სტყადიონზე???
avto
ბატონო გია მაყურებელს რის საფუძველზე წერთ? 500 მარტო აკადემიის ბავშვები იყო ხალხი დინამოს ფანკლუბი მინიმუმ 3000 კაცი იდგა და ცალკე 1000 კაცამდე იქნებოდა და რატომ წერთ და რატომ აკლებთ დინამოს მაყურებლის რაოდენობას მოუმატეთ ახლავე 2000 კაცი მინიმუმ იყო და მარტო დინამოს რომ აკლებთ ეგ არის უბედურება არადა ჯერერთი არცერთ გუნდს არ ყავს მაგხელა ფანკლუბი და ზოგ თამაშზე მაგალითად ტორპედოზე 300 კაცი რომ არის 1500 უწერთ სირცხვილია ხალხო სირცხვილი!!!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
"ბიჭებს უკვე ყელში ამოუვიდათ და აღარც ვარჯიშობენ..." - ქუთაისის "ტორპედო" შესაძლოა დაიშალოს, გუნდში უმძიმესი კრიზისია
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა
მალტის ჩემპიონს ირაკლი ძარიას გადაბირება სურს
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა
ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
ირაკლი ძარია: ევროპიდან და აზიიდან კონკრეტული შეთავაზებები მაქვს
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ირაკლი ძარია "ვალეტას" ფეხბურთელი გახდა
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა