ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჩვენებურები რუსეთის ნაკრებში: ნიკა ყიფიანი და გიორგი მელქაძე ელიტრაუნდში

ჩვენებურები რუსეთის ნაკრებში: ნიკა ყიფიანი და გიორგი მელქაძე ელიტრაუნდში

იმედია, ადრე თუ გვიან ჩვენი ნაკრებების მწვრთნელები ამ ბიჭებით დაინტერესდებიან
ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი 13-დან 9 ჯგუფში დასრულდა. საქართველოს მსგავსად, ელიტრაუნდში გავიდა რუსეთის ნაკრებიც, რომელმაც წარმატებას მე-10 ჯგუფში მიაღწია. ამ ნაკრებისადმი ჩვენი ინტერესი იმან განაპირობა, რომ იქაურ 17-წლამდელებში ორმა ქართველმა - ნიკა ყიფიანმა და გიორგი მელქაძემ ითამაშა.

მათზე "ლელო" უკვე წერდა. ნიკა ყიფიანი 1997 წლის 25 იანვარს თბილისში დაიბადა. ამჟამად 16 წლის გახლავთ.

ყიფიანი მოსკოვში, რინატ დასაევის საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა, ამჟამად კი მოსკოვის "ლოკომოტივის" 17-წლამდელთა გუნდის პლეიმეიკერი, ბომბარდირი და ლიდერია. მან რუსეთის 17-წლამდელებში უკვე 13 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. დებიუტი შოტლანდიასთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა.

გიორგი მელქაძე რუსეთის დედაქალაქში 1997 წლის 4 აპრილს დაიბადა და მოსკოვის "დინამოს" საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა. ისიც შემტევი ნახევარმცველი გახლავთ და ამჟამად "სპარტაკის" 17-წლამდელთა გუნდის კაპიტანი და ბომბარდირია.

მისი დებიუტი პორტუგალიასთან ამხანაგურ თამაშში შედგა. სულ რუსეთის ნაკრების ფორმა 19 მატჩში მოირგო და 2 გოლი გაიტანა.

რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერგეი კირიაკოვი ქართველებს მოსამზადებელი ეტაპის დაწყებისთანავე ენდობოდა და შეკრებაზეც მუდამ დაჰყავდა. ასე მაგალითად, ქართველებმა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის, ვიქტორ ბანიკოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში სრულად ითამაშეს.

რაც შეეხება ევროპის 17-წლამდელთა მიმდინარე შესარჩევ ციკლს, ერთ-ერთი ჯგუფის (მე-10) მასპინძელი ვოლგოგრადი იყო. პირველ შეხვედრაში რუსებმა აზერბაიჯანს 1:0 სძლიეს. ყიფიანი ძირითადში იყო და შეუცვლელადაც ითამაშა. რუსეთის საფეხბურთო კავშირის (რსკ) პრესსამსახური წერს, რომ სლავებმა ერთადერთი გოლი მარჯვენა ფლანგზე სწორედ მისი დრიბლინგისა და ჩინებული გადაცემის შედეგად გაიტანეს.

მელქაძეს აზერბაიჯანთან არ უთამაშია, მეორე ტურში კი, სლოვაკეთთან, მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. რუსებმა კვლავ გაიმარჯვეს - 2:1. კირიაკოვმა ყიფიანი კვლავ ძირითადში დააყენა და მხოლოდ ბოლოსწინა, 79-ე წუთზე შეცვალა. ამჯერად ყიფიანს არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია და არც ბურთი გაუტანია, თუმცა რსკ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ: "ყიფიანმა მარცხენა ფლანგზე სლოვაკების დაცვა ააწიოკა, სტუმრებმა კი მას ვერაფერი მოუხერხეს".

ამის შემდეგ, ბოლო შეხვედრაში ისლანდიასთან ნიკას წამიც არ უთამაშია, რადგან წინა ორ შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებული გახლდათ. სამაგიეროდ, ათამაშეს მელქაძე, რომელიც მისი პოზიციის ფეხბურთელია და 66-ე წუთზე შეცვალეს. მატჩი კი ისლანდიამ 2:1 მოიგო და მასპინძლებს ჯგუფში პირველობა ცხვირწინ ააცალა.

ახლახან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, შესარჩევი ციკლიდან ელიტრაუნდში მოხვედრის მიუხედავად, მაინც ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება. მაღალი კლასის მოთამაშეთა დეფიციტი აშკარაა. არადა, დიდი ხანია ვწერთ, რომ ყიფიანი და მელქაძე რუსეთის ნაკრებში თამაშობენ. ყიფიანმა "ლელოსთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურს. ის დიდუბეში, ელიავას ქუჩაზეა გაზრდილი...

იმედია, ადრე თუ გვიან ჩვენი ნაკრებების მწვრთნელები ამ ბიჭებით დაინტერესდებიან - ტალანტებით არც ისე მდიდრები ვართ და თუნდაც ერთი ქართველი ფეხბურთელის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს. აგერ, სომხებმა არაზ ოზბილისი და იური მოვსესიანი დაიმატეს და ნაკრები ნაკრებს დაამსგავსეს. პირველი - თურქეთში დაიბადა და ჰოლანდიაში გაიზარდა, მეორე კი სამყაროს ბაქოში მოევლინა და ამერიკაში ცხოვრობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ku2

რალობა, ნამდვილ მაგრამ ჩვენდა სამწუხარო რეალობაზე ამახვილებს ყურადღებას! ყოჩაღ! ამ წუპაკებს უცხოეთში გადახვეწილი ქართველი მაშინ ახსენდებათ, როცა მასით ფულის კეთების შანსს ხედავენ! ისე სხვა შემთხვევაში მაგათ ნება რომ მისცე, მთელ საქართველოს გაჰყიდიან!

• balu

ტყუილია,არავითარ ნაკრებში არ თამაშობს ნიკა.აქ ნაკრებშიც ისინჯებოდა მაგრამ ვერ მოხვდა.შვედეთი მარტო არაფერს არ ნიშნავს.

• რეალობა

როგორ მოხვდებიან ეს ბიჭები საქართველოს ნაკრებში? მწვრთნელმა ხომ მხოლოდ ის უნდა გამოიძახოს და ”გააპიაროს”, ვისი ტრანსფერიდანაც შემდეგ წილს მიიღებს, ამათ კი მოსკოვში უეჭველი აგენტები ეყოლებათ...ეგერ შვედეთის 17-წლამდელებშიც თამაშობს ნიკა ჩხეიძე, მაგრამ ვის უნდა???

• გიორგი2

სირცხვილი იქნება ყიფიანი რუსეთის ნაკრებიში რომ თამაშობდეს..

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ბათუმის "დინამო" "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს

მელქაძე: მოქალაქეობის შეცვლა? მე რუსეთის ნაკრებში თამაში მსურს

"გავიგე მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს" - გიორგი მელქაძე ხვიჩაზე საუბრობს

"სიმელოტით შეიძლება" - მელქაძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, იგუაინთან შედარებაზე ესაუბრნენ [VIDEO]

ლეგიონის უქმეები: არაბულის დუბლი, ძალამიძისა და ბერიძის გოლები [VIDEO]

"საქართველოში საფეხბურთო პირობები საშინელია და საშინელი მინდვრებია. არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, მაგრამ..." - გიორგი მელქაძე

"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა

დავითაშვილმა გაიტანა, არაბიძემ ხარიხას გაარტყა [VIDEO]

ნიკა ყიფიანი: "რუბინს" არ გაუმართლა

ლეგიონის უქმეები: არაბიძის დუბლი, კაჭარავას საგოლე პასი [VIDEO]

"შეწყდება თუ არა ანტიროტორული სერია?!" - "რუბინი"-"როტორის" გადამწყვეტი მატჩის წინ რუსულ მედიაში

ქართველი მცველის ულამაზესი გოლი რუსეთში [VIDEO]