კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა არმიელებმა 3 ლეგიონრით გაძლიერებული "ბათუმი" 10 ქულის სხვაობით აჯობეს
25 ოქტომბერს, არმიამ" ბათუმში მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა არმიელებმა 3 ლეგიონრით გაძლიერებული "ბათუმი" 10 ქულის სხვაობით - 71:61 დაამრცხეს.

სუპერლიგის პირველ ტურში "ბათუმმა" თბილისში "ოლიმპი" 19 ქულით დაამარცხეს, რაშიც ლომის წილი ზღვისპირელთა ლეგიონერებმა დაიდეს.

აჭარული გუნდის იოლი გამარჯვებიდან გამომდინარე, "არმიას" ბათუმში ძალიან რთული თამაში ელოდა, რომელსაც ტუღუშის გუნდმა ჩინებულად გაართვა თავი.

პირველი მეოთხედი თბილისელებმა 19:7 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი სხვაობა კვლავ 12 ქულ იყო. ამერიკელმა და კანადელმა ლეგიონერებმა თამაშის ხარისხი მესამე პერიოდში შედარებით გამოასწორეს და მათმა შედეგიანობამ ჩამორჩენა 3 ქულმდე შეამცირა, თუმცა "არმიამ" მეტოქეს არ დაუთმო, მეორე ტაიმში ანატოლი ბოისაც ამოქმედდა და თამაში ისე გილია, მასპინძლებს თამაშის მოგების შანსი აღარ მისცემიათ.

გამარჯვებულებს 14 ქულითა და 10 მოხსნით ულიდერა ბექა წივწივძემ, ბოისამ 12 ქულა ჩააგდო, ხოლო თეიმურაზ ბაბუნაშვილმა შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

რაც შეეხება ბათუმელებს, საუკეთესონი კვლავ ლეგიონერები იყვნენ - კადუგანმა 16 ჩააგდო, სეფოლდმა - 15, ხოლო ჯექსონმა - 13.

მატჩისშემდგომი კომენტარები

კოტე ტუღუში ("არმია"):

"როგორც მოსალოდნელი იყო, "ბათუმმა" სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა. ამაში იმ გულშემატკივრებს ვგულისხმობ, რომლებიც დარბაზში მრავლად იყვნენ და თავიანთ გუნდს მხურვალედ გულშემატკივრობდნენ. მადლობა ბათუმლებს ასეთი აქტიურობისთვის, რაც კალათბურთს ძალიან უხდება და ავსებს.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის თამაშს, მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო თავდადებული გარჯისთვის. პირველიდან ბოლო წუთებამდე ყველა არმიელი იბრძოდა, თითოეულმა მოთამაშემ მაქსიმუმი გაიღო მოგებისთვის და შედეგიც სახეზეა".

მიხეილ კობეშაძე ("ბათუმი"):

"ძალიან ცუდად ვითამაშეთ. განსაკუთრებით დაცვაში, მეტოქემ 71 ქულა ჩაგვიგდო. ვერც ლეგიონერებმა იასპარეზეს. ჩვენს გუნდს შეთამაშება აკლია და ეს თამაშზეც აისახა".

წყარო:

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ