ფერნანდო ტორესმა მაისის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. წლის განმავლობაში მისთვის ეს მხოლოდ მეორეა
"იუნაიტედს" რომ "სტოკთან" დიდი ბრძოლა გადახდა თავს, ამაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს მისმა უკანახაზელებმა. მათ თამაშს სხვას ვერაფერს ვუწოდებდით, თუ არა აბსოლუტურ ქაოსს.

არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ მასპინძლები პირველ ტაიმში საცოდავად გამოიყურებოდნენ. რომ არა დე ხეა, ეშმაკმა უწყის, რა ანგარიშით შეიძლებოდა დასრულებულიყო ეს შეხვედრა.

პირველ 30 წუთში "სტოკმა" ანგარიშიც გახსნა და ორი კარგი მომენტიც გაატანა ქარს. ბეგოვიჩის კართან პირველი რეალური საგოლე მომენტი რუნიმ შექმნა. ბოსნიელმა დარტყმა აკრობატულ ნახტომში მოიგერია. იმავე რუნის წყალობით გათანაბრდა ანგარიში. თავდამსხმელმა რთული სიტუაციიდან მოახერხა თავურით მეკარის შეწუხება, დამატებაზე ვან პერსიმ იყოჩაღა.

სტატუს-კვო ორ წუთში აღდგა. არნაუტოვიჩმა მახვილი კუთხიდან საჯარიმო "ცხრიანში" გაახვია.

მეორე ნახევარში "იუნაიტედის" დაცვა მეტ-ნაკლებად დალაგდა. სტუმარმა აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გადაიტანა და, როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, მარკ ჰიუზი მწარედ შეცდა.

მოიესმა კი პირიქით, მოედანზე შემტევი ფეხბურთელები გამოიყვანა და მიზანს მიაღწია. 3-წუთიან ინტერვალში ჯერ რუნიმ გაიტანა ულამაზესი ბურთი, მერე კი ერნანდესმა ისახელა თავი.

იხილეთ ვიდეო

კლასის ხარჯზე

"სელსჰარტ პარკზე" "არსენალს" მაქსიმუმი არ უჩვენებია, თუმცა, ერთი მხრივ, ვოიცეხ შჩესნის, მეორე მხრივ კი, იღბლის წყალობით შეძლო ის, რითაც მიმდინარე სეზონში საკუთარ გულშემატკივარს იშვიათად ანებივრებს - კარი მშრალად შეინახა. მე-9 ტურში "მეთოფეებმა" ეს მხოლოდ მეორედ მოახერხეს.

მიმდინარე სეზონში ჩრდილოლონდონელთაგან უკვე მეცხრე ფეხბურთელმა შეძლო გოლის გატანა, რაც თავისთავად უსვამს ხაზს მის მაღალ კლასს. მსგავსი შედეგით პრემიერლიგაში ვერავინ დაიკვეხნის.

სტატისტიკა ხანდახან მართლა არ ცდება. ამაზე ტურის წინა მიმოხილვაშიც ვწერდით: "პალასი" გოლების უმეტესობას მეორე ტაიმში უშვებს, "არსენალი" - იტანს.

იმაზე, რომ "ტრადიცია" არ დარღვეულიყო, გედიურამ იზრუნა. მეორე ნახევარი ერთი წუთის განახლებულიც არ იყო, როცა ალჟირელმა საკუთარ საჯარიმოში სერჟ ნაბრი ძირს დასცა. არტეტამ პენალტი მშვიდად გაიტანა.

შეხვედრა, ზოგადად, უხეში არ ყოფილა, თუმცა ესპანელმა მაინც მოახერხა წითელი ბარათის მიღება. არბიტრმა ის "უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის" დროზე ადრე გაუშვა გასახდელში.

შამახის მიერ მოპოვებული უპირატესობა მასპინძელმა ვერ გამოიყენა. მეტიც, შეტევებში გართული "პალასი" "არსენალმა" კონტრშეტევაზე დასაჯა.

იხილეთ ვიდეო

შედევრების დღე ლივერპულში

"ლივერპულის" თავდამსხმელთა შედევრებზე "ვესტ ბრომვიჩს" პასუხი არ აღმოაჩნდა.

დისკვალიფიკაციის ვადის ამოწურვის შემდეგ სუარესმა ჩემპიონატში მეოთხე თამაში ჩაატარა, თუმცა უკვე 6 გოლის გატანა მოასწრო. მიმდინარე სეზონში ის პირველი ჰეთ თრიქის ავტორი გახდა.

რეგულარულად გააქვს სტარიჯსაც. 24 წლის შემტევმა 9-დან 8 ტურში შეძლო თავის გამოჩენა. სტაბილურობა კი "წითლებს" დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

აი, რა თქვა თამაშის დასრულების შემდეგ ბრენდან როჯერსმა:

"სუარესისა და სტარიჯის დუეტი არაჩვეულებრივ ფორმაშია. თანაგუნდელები მათ რეგულარულად ამარაგებენ სახიფათო გადაცემებით. არ დაგავიწყდეთ, რომ მომდევნო კვირიდან უკვე კოუტინიოც შეძლებს ჩვენს დახმარებას".

მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ მაინც ასე გამოვიდა, "ვესტ ბრომვიჩი" "ენფილდზე" განწირული აუტსაიდერის სტატუსით ნამდვილად არ გასულა სათამაშოდ. არ დაგავიწყდეთ, რომ სტივ კლარკის ზედიზედ 5-თამაში არ ჰქონდა წაგებული.

მიუხედავად ყველაფრისა, სტუმარს შაბათის შეხვედრაში მინიმალური შანსიც არ ჰქონია, რაზეც სუარესმა თავიდანვე იზრუნა: ურუგვაელმა პირველი გოლისას მეტოქის მცველები მასხრად აიგდო; მეორე ბურთისას მასში "მკვლელის ინსტინქტმა" გაიღვიძა.

სტუმართა ფეხბურთელის ფეხიდან ასხლეტილი ბურთი მას "არ ეკუთვნოდა", თუმცა მომენტალურად გათვალა ყველაფერი და მომენტი თავური დარტყმით დააგვირგვინა; მესამე გოლი ყველაზე ბანალური იყო - ლუისი ჯერარდის კუთხურის შემდეგ ბურთთან პირველი გაჩნდა.

ყველაზე ეფექტური კი ამ შეხვედრაში სტარიჯის "პარაშუტია", რომელიც მეკარის ზურგს უკან ჩაეშვა.

იხილეთ ვიდეო

სეზონის სიურპრიზი

პოლ ლამბერტი რისკზე წავიდა, როცა "ევერტონს" ზედმეტად შემტევი შემადგენლობა დაუპირისპირა. თამაში არ წაუვიდა ბირმინგემელთა მთავარ დამრტყმელ ძალას, ბელგიელ ბენტეკეს. მე-8 წუთზე მან თავის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი დაარტყა ცუდად. ჰოვარდმა ბურთის ფრენის სიმაღლეც გამოიცნო, კუთხეც და დუელში გამარჯვებული დარჩა.

რაც არ გამოუვიდა ერთ ბელგიელს, ის მეორემ გააკეთა, ოღონდ მეტოქის ბანაკიდან. ლუკაკუმ საჯარიმოს მისადგომებიდან იდეალურად დაუმიზნა კარს.

ცოტა ხანში პასს გოლი მიამატა შეცვლაზე შესულმა ოსმანმა.

მერე რა, რომ ეს მხოლოდ პირველი სათამაშო დღის შემდეგ მოხდა? "საუთჰემპტონმა" მესამე ადგილზე გადაინაცვლა, რაც ნამდვილი სიურპრიზია. "წმინდანებმა" "ფულჰემი" საკუთარ ნახევარზე გამოკეტეს და უამრავი საგოლე შანსი გაატანეს ქარს.

რიკი ლამბერტმა და ჯეი როდრიგესმა ერთმანეთში საგოლე გადაცემები გაცვალეს. უკანასკნელს 2-3 ეპიზოდში კიდევ შეეძლო თავის გამოჩენა.

კატასტროფა ბოლო წუთზე

"სიტიმ" "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა გაუმართა. მასპინძელს პირველ ტაიმში უმნიშვნელო უპირატესობა ჰქონდა. დასარტყმელ პოზიციაზე, ძირითადად, ტორესი რჩებოდა, ვინც სიტუაციას ფლანგებიდან ამწვავებდა.

"ელ ნინიოს" ფინტების წინააღმდეგ ვერც საბალეტამ და ვერც კლიშიმ ვერაფერი გააწყვეს. ესპანელის ერთ-ერთ ასეთ გარღვევას ფრანგი მცველის მორიგი ჩავარდნა და შიურლეს გოლი მოჰყვა. ტორესმა გერმანელს ბურთი ლანგარზე მიართვა.

"სიტიმ" პირველი ტაიმის მიწურულსა და მეორის სტარტზე თამაში გაათანაბრა.

აგუეროს რამდენიმე მომენტი შეექმნა. არგენტინელმა ერთი გააფუჭა, მეორე შემთხვევაში კი ჩეხს ახლო, მაღალ კუთხეში იმდენად მძლავრად დაურტყა, რომ შანსი არ დაუტოვა.

მოურინიომ სიტუაცია სწორად შეაფასა. რაც მთავარია, პელეგრინისგან განსხვავებით, მისმა ცვლილებებმა გაამართლა და თამაშის სადავეები დაიბრუნა.

ეს ყველაფერი საკმარისი არ იქნებოდა, რომ არა ჰარტისა და ნასტასიჩის კოშმარული შეცდომა. მეკარე თანაგუნდელის დასაზღვევად წინ გავიდა, მცველმა მისი მოძრაობა ვერ შენიშნა და რბილი თავურით ბურთი თავზე გადაავლო. ტორესი ბურთს დაეწია და ცარიელ კარში შეაგორა.

ტორესმა მაისის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. წლის განმავლობაში მისთვის ეს მხოლოდ მეორე ბურთია.

იხილეთ ვიდეო

ინგლისი. პრემიერლიგა. IX ტური

პალასი-არსენალი 0:2

გოლები: 0:1 არტეტა (47-პენ), 0:2 ჟირუ (87)

პალასი (4-3-2-1): სპერონი - ვორდი, გებიდონი, დელეინი, მოქსი - გედიურა (71. კებე), დიკგაჩოი, ჟედინაკი - ტომასი (58. ბოლასი), ბენანი (77. გეილი) - შამახი

არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - არტეტა, ფლამინი (8. ნაბრი - 69. უილშირი) - რემსი, იოზილი, კასორლა (72. მონრეალი) - ჟირუ

გაფრთხილება: არ ყოფილა

გაძევება: არტეტა (65)

კარში დარტყმა: 17-13 (4-4) კუთხური: 4-3 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 12-8 ბურთის ფლობა: 37%-63%

მაყურებელი: 20 050

ასტონ ვილა-ევერტონი 0:2

გოლები: 0:1 ლუკაკუ (68), 0:2 ოსმანი (81)

ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ბაკუნა, ვლაარი, ბეიკერი, ლუნა (45. კლარკი) - დელფი, ვესტვუდი, აგბონლაჰორი, ვაიმანი - ბენტეკე, ტონევი (77. ჰელენიუსი)

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოუმენი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - მაკარტი, ბერი - მირალიაში (90. დეულოფეუ), ბარკლი (60. ოსმანი), პიენაარი (80. ნეისმიტი) - ლუკაკუ

შენიშვნა: მე-8 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა ბენტეკემ

გაფრთხილება: - მაკარტი, ჰოვარდი

კარში დარტყმა: 17-19 (3-4) კუთხური: 8-6 თამაშგარე: 2-3 ჯარიმა: 14-8 ბურთის ფლობა: 47%-53%

მაყურებელი: 35 154

ლივერპული-ვესტ ბრომ. 4:1

გოლები: 1:0 სუარესი (12), 2:0 სუარესი (17), 3:0 სუარესი (55), 3:1 მორისონი (66-პენ), 4:1 სტარიჯი (77)

ლივერპული (3-4-1-2): მინიოლე - სახო, კ. ტურე, შკრტელი - სისოკო, ლეივა, ჯერარდი (86. ალენი), გ. ჯონსონი (52. კელი) - ჰენდერსონი - სუარესი (89. ლ. ალბერტო), სტარიჯი

ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი - ჯონსი, მაკაული, ოლსონი, რიჯუელი - იაკობი (69. ბრანტი), მულუმბუ, ამალფიტანო (45. მორისონი), სესინიონი - ანელკა (69. ლონგი), ანიჩებე

გაფრთხილება: იაკობი, ოლსონი

კარში დარტყმა: 25-21 (7-5) კუთხური: 3-9 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 14-11 ბურთის ფლობა: 55%-45%

მაყურებელი: 44 747

იუნაიტედი-სტოკი 3:2

გოლები: 0:1 კრაუჩი (4), 1:1 ვან პერსი (43), 1:2 არნაუტოვიჩი (45), 2:2 რუნი (78), 3:2 ერნანდესი (80)

იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - სმოლინგი (76. ვალენსია), ჯონსი, ევანსი, ევრა - კლევერლი (68. ერნანდესი), კერიკი - კაგავა, ნანი (58. იანუზაი), რუნი - ვან პერსი

სტოკი (4-4-1-1): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, ჰუთი, პიტერსი - პალასიოსი (70. უელანი), ნზონზი - უოლტერსი, აირლანდი (82. ადამი), არნაუტოვიჩი (49. უილსონი) - კრაუჩი

გაფრთხილება: ერნანდესი, ვალენსია - კრაუჩი, შოუკროსი, აირლანდი, პალასიოსი, უილსონი, ჰუთი

კარში დარტყმა: 24-15 (5-5) კუთხური: 12-2 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 8-18 ბურთის ფლობა: 66%-34%

მაყურებელი: 75 274

ნორვიჩი-კარდიფი 0:0

ნორვიჩი (4-1-4-1): რადი - მარტინი, მ. ტერნერი, ბასონგი, ოლსონი - ტეტი - ფერი, ჰაუსონი (87. ვან ვოლფსვინკელი), პილკინგტონი (72. რედმონდი), სნოდგრასი - ჰუპერი (72. ელმანდერი)

კარდიფი (4-1-4-1): მარშალი - ტეოფილ-კეტრინი, ბ. ტერნერი, ტეილორი - მედელი (72. მედელი) - კიმი (46. გუნარსონი), მატჩი, ოდემვინგე (46. კოუი), უიტინგჰემი - კემპბელი

გაფრთხილება: ტეტი - ოდემვინგე

კარში დარტყმა: 39-10 (10-4) კუთხური: 13-2 თამაშგარე: 2-3 ჯარიმა: 8-10 ბურთის ფლობა: 61%-39%

მაყურებელი: 26 846

საუთჰემპტონი-ფულჰემი 2:0

გოლები: 1:0 ლამბერტი (20), 2:0 როდრიგესი (42)

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - კლაინი, ფონტე, ლოვრენი, შოუ - ვანიამა, შნაიდერლინი - ლალანა, ვორდ-პრაუსი (90+2. კორკი), როდრიგესი (78. დო პრადო) - ლამბერტი

ფულჰემი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - რიტერი (46. ჰიუზი), ამორებიეტა, სენდეროსი, რიჩარდსონი - პარკერი, სიდუელი - კასამი, რუისი (81. კაჩანიკლიჩი), ბერბატოვი - ბენტი (76. როდალიეგა)

გაფრთხილება: სიდუელი, ჰიუზი

კარში დარტყმა: 26-2 (6-0) კუთხური: 10-3 თამაშგარე: 4-3 ჯარიმა: 12-8 ბურთის ფლობა: 67%-33%

მაყურებელი: 28 631

სანდერლენდი-ნიუკასლი 2:1

გოლები: 1:0 ს. ფლეტჩერი (5), 1:1 დებუში (57), 2:1 ბორინი (84)

სანდერლენდი (4-4-1-1): ვესტვუდი - ბერდსლი (77. ჩელუსტკა), ოში, კუელიარი, დოსენა - კოლბეკი, კატერმოული (70. კიმი), ა. ჯონსონი (69. ბორინი), ლარსონი - ალტიდორი, ს. ფლეტჩერი

ნიუკასლი (4-4-2): კრული - დებუში, უილიამსონი, დამეტი, სანტონი - კაბაი, ტიოტე, სისოკო (46. სისე), ბენ არფა - გუფრანი (86. ს. ამეობი), რემი (70. შ. ამეობი)

გაფრთხილება: ს. ფლეტჩერი - კაბაი

კარში დარტყმა: 12-20 (4-4) კუთხური: 5-3 თამაშგარე: 4-2 ჯარიმა: 13-14 ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 46 313

ჩელსი-სიტი 2:1

გოლები: 1:0 შიურლე (33), 1:1 აგუერო (49), 2:1 ტორესი (90)

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - კოული, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი - ლემპარდი (66. მიკელი), რამირესი - აზარი (84. ეტოო), ოსკარი, შიურლე (66. ვილიანი) - ტორესი

სიტი (4-5-1): ჰარტი - საბალეტა, დემიკელისი, ნასტასიჩი, კლიში - ხ. გარსია (80. კოლაროვი), ფერნანდინიო, ი. ტურე, ნასრი (70. ნავასი), დ. სილვა - აგუერო (86. ნეგრედო)

გაფრთხილება: ლემპარდი, რამირესი - საბალეტა, ნასტასიჩი, ხ. გარსია

კარში დარტყმა: 16-21 (4-6) კუთხური: 3-6 თამაშგარე: 4-2 ჯარიმა: 11-15 ბურთის ფლობა: 46%-54%

მაყურებელი: 41 495

სუონსი-ვესტ ჰემი 0:0

სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, ტეილორი - ბრიტონი, დე გუზმანი - რუტლეჯი (61. ერნანდესი), დაიერი, მიჩუ - ვასკესი (68. ბონი)

ვესტ ჰემი (4-4-2): იასკელაინენი - რაცი, ტომკინსი, რიდი, დემელი - ნოუბლი, ნოლანი, დაუნინგი, დიამე (64. კ. კოული) - ვას ტე (35. ჯარვისი), მორისონი (78. ჯ. კოული)

გაფრთხილება: რანხელი - დემელი, მორისონი

კარში დარტყმა: 15-20 (5-5) კუთხური: 9-6 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 12-14 ბურთის ფლობა: 67%-33%

მაყურებელი: 20 455

ტოტენჰემი-ჰალი 1:0

გოლები: 1:0 სოლდადო (80)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, კირიკეში, დოუსონი, ვერტონგენი - სანდრო (46. დემბელე), პაულინიო - ლენონი (71. დეფო), ჰოლტბი (60. ერიკსენი), ტაუნსენდი - სოლდადო

ჰალი (4-1-4-1): ჰარპერი - როსენიორი (84. მაკლინი), ბრუსი, დევისი, ფიგეროა - მაკშეინი - ჰადლსტოუნი, მეილერი, ელმოჰამადი, ბოიდი (84. ბრეიდი) - საგბო

გაფრთხილება: სანდრო, კირიკეში - როსენიორი, ბოიდი, მეილერი

კარში დარტყმა: 21-14 (6-4) კუთხური: 6-4 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 13-10 ბურთის ფლობა: 66%-34%

მაყურებელი: 36 080

ბომბარდირები: 8 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), 7 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 6 - ლუის სუარესი (ლივერპული)

მომდევნო ტური

2 ნოემბერი:

ნიუკასლი-ჩელსი, ფულჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი, ჰალ სიტი-სანდერლენდი, მანჩესტერ სიტი-ნორვიჩი, სტოკი-საუთჰემპტონი, ვესტ ბრომვიჩი-კრისტალ პალასი, ვესტ ჰემი-ასტონ ვილა, არსენალი-ლივერპული

3 ნოემბერი:

ევერტონი-ტოტენჰემი, კარდიფი-სუონსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო 10 წელიწადში პრემიერლიგას მოიგებს" - მაიკლ ოუენი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
"მან ჩემს სამწვრთნელო განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა" - მოურინიო მესიზე
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
"ბენფიკასთან" მარცხის არ აპატიეს - მოურინიო გაათავისუფლეს
"ვესტ ჰემის" გაძღოლა მანუელ პელეგრინის მიანდეს
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
სუარესმა "სიეტლის" სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა
"ლესტერის" მწვრთნელი: პრემიერლიგის ისტორიის საუკეთესო 2 გუნდთან წავაგეთ
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
არსენ ვენგერმა, მისი აზრით, მუნდიალის მთავარი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
ვენგერის აზრით, გერმანელთა წარუმატებლობის მიზეზი პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობაა
[VIDEO] ისე, როგორც საუკეთესო წლებში - მესიმ და სუარესმა შოუ დადგეს
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
სუარესი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი ხდება - "სპორტინგი" გიოკერესის წასვლის შემდეგ ბომბარდირს იმატებს