ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

იტალია. სერია A. IX ტური: უსასრულო რომაული ზღაპარი [VIDEO]

იტალია. სერია A. IX ტური: უსასრულო რომაული ზღაპარი [VIDEO]

მილანური კრიზისი გაფორმდა - "როსონერიმ" მორიგი მარცხი იწვნია და კიდევ უფრო გაირთულა მდგომარეობა
კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ "იუვენტუსი" და "ნაპოლი" სკუდეტოსთვის იბრძოლებენ; კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ ვალტერ მაცარის ბევრი არაფერი სჭირდება ძლიერი გუნდის შესაქმნელად.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ფიორენტინა" არაფრის დამთმობი არაა; გამოჩნდა ისიც, რომ "მილანს" სერიოზული პრობლემები აქვს.

და, რაც მთავარია, რომაული ზღაპარი გრძელდება.

"რომა" კაცნაკლულიც იგებს

ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი უდინეს ესტუმრა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა, 1:0. "რომამ" "უდინეზე" ყველა კომპონენტში დაჯაბნა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის დიდი ნაწილი კაცნაკლული ირჯებოდა. დედაქალაქელებმა ფრანჩესკო ტოტის და ჟერვინიოს გარეშე შეძლეს მოგება, რომელიც ზედიზედ მეცხრე იყო!

ბრავო, "რომა" - რუდი გარსიას გუნდს ჯერ ქულა არ დაუკარგავს და ცხრა თამაშში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული!

მატჩის 66-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მოედნიდან დუგლას მაიკონი გააძევეს და "უდინეზემ" შესანიშნავი შანსი მიიღო, "რომას" ისტორიული მსვლელობა შეეჩერებინა...

თუმცა რუდი გარსიამ კიდევ ერთხელ მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება - არათუ უკან დახია შეგირდები, უფრო მეტად დაგეშა შეტევაზე და ამან გაამართლა კიდეც - გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესულმა მაიკლ ბრედლიმ გაიტანა.

მოკლედ, მწვრთნელმა ცვლილებაც გამოიცნო.

იხილეთ ვიდეო

შემტევი ფეხბურთი "მეაცაზე"

"ვერონა" 4-3-3 ტაქტიკით ირჯება და არ არის ის გუნდი, რომელიც თუნდაც "ინტერთან" პაექრობაში "დაცვაში ჩაჯდება". შედეგად, "ჯუზეპე მეაცაზე" გამართული პაექრობა შემტევი და სანახაობრივი გამოდგა, გულშემატკივრებმა კი ექვსი გოლი იხილეს.

"ინტერმა" მძლავრად დაიწყო, სტარტზევე გაუტანა მეტოქეს ორი გოლი და თითქოს გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი, თუმცა ტაიმის შუაწელს ვერონელებმა ერთი ბურთი გაქვითეს და მილანელები მიწაზე დაუშვეს.

მთლიანობაში, ვენეტოელებს მხოლოდ გაბრძოლება თუ გამოუვიდათ, რადგან "ნერაძურიმ" მყისვე აღადგინა ორბურთიანი უპირატესობა და კერკეტი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა - 4:2.

"ინტერის" რიგებიდან კვლავაც როდრიგო პალასიო უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდის ფუნქციას შესანიშნავად ასრულებს. "ინტერის" შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა პორტუგალიელმა მცველმა როლანდომ, რომელიც იმკვიდრებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში.

მოკლედ, "ინტერმა" კარგი მატჩი ჩაატარა, ვალტერ მაცარი კი მაინც უკმაყოფილო იყო:

"თამაში შესანიშნავად დავიწყეთ, რაც ორ გოლში აისახა. შემდეგ ფეხბურთელებმა პუბლიკაზე თამაში დაიწყეს, რის გამოც კინაღამ დავისაჯეთ. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და მათ უნდა იცოდნენ, რომ ასეთი რამ დაუშვებელია.

ხომ გახსოვთ, როგორ გაანიავა "იუვენტუსმა" ორბურთიანი ფორა ფლორენციაში? - მატჩი 90 წუთი გრძელდება და გულშემატკივარიც მაშინ არის ბედნიერი, როდესაც გუნდი იმარჯვებს".

იხილეთ ვიდეო

როგორც ტყუპი

"იუვენტუსმა" და "ნაპოლიმ", შესაბამისად, "ჯენოას" და "ტორინოს" უმასპინძლეს და მეტოქეებს ორ-ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. ფავორიტებმა პირველ ტაიმში გაიტანეს გოლები და მათი გამარჯვება ერთი წუთითაც არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ტურინული გრანდიდან თავი არტურო ვიდალმა და კარლოს ტევესმა გამოიჩინეს, სამხრეთელთა რიგებში კი დუბლი გონსალო იგუაინმა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი გოლიდან სამი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გავიდა, თამაშიდან კი მხოლოდ ტევესმა გამოიჩინა თავი.

"ნაპოლი" და "იუვენტუსი" ერთნაირად მიდიან, 22-22 ქულა აქვთ და მიუხედავად "რომას" ფანტასტიკური ასპარეზობისა, ჯერ კიდევ ითვლებიან სკუდეტოს მოპოვების მთავარ კანდიდატებად.

"იუვეს" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ შეგირდებს გარჯა შეუქო და აღნიშნა, რომ ზედიზედ განცდილი ორი მარცხის შემდეგ გამარჯვება სამ ქულაზე გაცილებით მეტს ნიშნავდა.

თავისი ფეხბურთელები რაფაელ ბენიტესმაც შეაქო, განსაკუთრებული მადლობა კი გულშემატკივრებს გადაუხადა.

იხილეთ ვიდეო

"ფიორე" იგებს, "მილანი" აგებს...

"იუვენტუსის" ბრწყინვალე სტილში დამარცხების შემდეგ "ფიორენტინამ" კიდევ ერთი მატჩი მოიგო და ამჯერად ვერონაში, "კიევოსთან". ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა ფლორენციელებს მხსნელად ხუან კუადრადო მოევლინათ - სამხრეთამერიკელმა ტაიმის შუაწელს გაქვითა ანგარიში, მეორე ნახევარში კი გამარჯვების გოლიც შეაგდო.

მოკლედ, ამჯერად გმირი კუადრადო იყო და არა ჯუზეპე როსი, მაგრამ ტოსკანელთათვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია - მთავარია, რომ "ფიორენტინა" წინ მიიწევს.

აი, საით მიიწევს "მილანი", უფალმა უწყის - მასიმილიანო ალეგრის გუნდმა კიდევ ერთი, მეოთხე მატჩი წააგო და კვლავაც სატურნირო ცხრილის შუაში გაიჭედა.

ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ 9 ტურია გასული და მსოფლიო ფეხბურთის გრანდი ლიდერს 16 ქულით ჩამორჩება!..

"ენიო ტარდინიზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა ნამდვილი საფეხბურთო თრილერი იხილეს: პირველი ტაიმი მასპინძლებმა ორი ბურთის სხვაობით მოიგეს და აღსანიშნავია, რომ ერთი გოლი მილანელთა კარში ანტონიო კასანომ გაიტანა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ალეგრიმ ანდრეა პოლი და მარიო ბალოტელი მოხსნა თამაშიდან, მათ ნაცვლად კი მოედანზე კაკა და ალესანდრო მატრი შეუშვა.

ამან გამოიღო შედეგი, სტუმრები უკეთ ათამაშდნენ და გაქვითეს კიდეც ანგარიში, მაგრამ ზედ საფინალო სასტვენის წინ ემილიელებმა გადამწყვეტი გოლი გაიტანეს - თავი მარკო პაროლომ გამოიჩინა, ფეხბურთელმა, რომელიც პირველ ტაიმშიც გამოირჩა.

ამრიგად, "როსონერიმ" მორიგი მარცხი იწვნია და კიდევ უფრო გაირთულა მდგომარეობა.

იტალია. სერია A. IX ტური

სამპდორია-ატალანტა 1:0

გოლები: 1:0 მუსტაფი (56).

სამპდორია (3-4-1-2): და კოსტა - მუსტაფი, გასტალდელო, კოსტა - დე სილვესტრი, ობიანგი, პალომბო (90. გენცოღლუ), ვ. რიგონი - ბარნასონი - გაბიადინი (83. პოცი), ედერი (78. სორიანო).

ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ბელინი (23. ნიცა), იეპესი, სტენდარდო, დელ გროსო - რაიმონდი, კარმონა, ჩიგარინი, ბრიენცა (58. ლივაია) - მორალესი (83. დე ლუკა) - დენისი.

გაფრთხილება: გასტალდელო, კოსტა, დე სილვესტრი, ედერი - იეპესი, ჩიგარინი.

გაძევება: ნიცა (63. ატალანტა).

კუთხური: 3-5; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 12-5 (6-0); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 20 000

ინტერი-ვერონა 4:2

გოლები: 1:0 მორასი (9-საკ. კარში), 2:0 პალასიო (12), 2:1 მარტინიო (32), 3:1 კამბიასო (38), 4:1 როლანდო (56), 4:2 რომულო (71).

ინტერი (3-5-1-1): კარისო - როლანდო, რანოკია, ჟუან ჟესუსი - ჯონათანი, ალვარესი, გუარინი, კამბიასო (63. კუზმანოვიჩი), ნაგატომო - კოვაჩიჩი (79. ტაიდერი) - პალასიო (65. ბელფოდილი).

ვერონა (4-3-3): რაფაელი - კაჩატორე (83. ტალები), მორასი, მაიეტა, აგოსტინი (73. კაჩა) - ფრელო, რომულო, დონატი (55. დონადელი) - იტურბე, ტონი, მარტინიო.

გაფრთხილება: ჯონათანი, კამბიასო, პალასიო - კაჩატორე, იტურბე, დონადელი.

გაძევება: ბელფოდილი (90) - მორასი (90).

კუთხური: 9-1; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 20-9 (8-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 50 000

ნაპოლი-ტორინო 2:0

გოლები: 1:0 იგუაინი (14-პენ.), 2:0 იგუაინი (32-პენ.).

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ალბიოლი, ფერნანდესი, არმერო - ინლერი, ჯემაილი - მერტენსი (76. პანდევი), ჰამშიკი (81. საპატა), ინსინიე - იგუაინი (68. კალეხონი).

ტორინო (3-5-2): პადელი - გლიკი, დარმიანი, მორეტი - გაცი (62. ბაშა), ვივესი, ს. მაზიელო, ბელომო, დამბროზიო (62. მაქსიმოვიჩი) - ჩერჩი (90. მეჯორინი), ბარეტო.

გაფრთხილება: ფერნანდესი (ნაპოლი).

გაძევება: ბაშა (86. ტორინო).

კუთხური: 7-4; ჯარიმა: 7-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 12-7 (7-3); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 45 000

იხილეთ ვიდეო

ბოლონია-ლივორნო 1:0

გოლი: 1:0 კრესპო (3).

ბოლონია (3-5-1-1): კურჩი - ნატალი, მანტოვანი, სორენსენი - კრესპო (54. გარიჩი), კონე, კრჰინი, ლაქსალტი (79. პერესი), ჩეხი (90. მორლეო) - დიამანტი - კრისტალდო.

ლივორნო (3-5-2): ბარდი - ჩეკერინი, ემერსონი, კოდა - სკატარელა, დუნკანი (53. პიჩინი), ლუჩი, ბიაჯანტი, მბაიე (82. ბორა) - პაულინიო, ემეგარა (90. სილიგარდი).

გაფრთხილება: დიამანტი, კრისტალდო - კოდა, პიჩინი.

კუთხური: 5-6; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 8-11 (4-2); ბურთის ფლობა: 42%-58%.

მაყურებელი: 20 000

კატანია-სასუოლო 0:0

კატანია (4-3-3): ანდუხარი - ისკო, გიომბერი, როლინი, ბირაგი - პანაიოტისი (70. გუარენტე), პლაშილი, ალმირონი (78. ლეტო) - კეკო (55. ლოპესი), კასტრო, ბერგესიო.

სასუოლო (3-5-2): პეგოლო - ანტეი, მარძორატი (42. აჩერბი), ბიანკო - ლონგი, მანიანელი, კურტიჩი, ლონგი, სკელოტო - ფლორო ფლორესი (77. ძაძა), ბერარდი (60. ლარიბი).

გაფრთხილება: ბერგესიო - მანიანელი, ლარიბი.

კუთხური: 5-2; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 9-6 (4-1); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 16 000

კიევო-ფიორენტინა 1:2

გოლები: 1:0 ცეზარი (13), 1:1 კუადრადო (45), 1:2 კუადრადო (64).

კიევო (5-3-2): პუჯონი - ესტიგარიბია (70. სესტუ), ფრეი, კლეიტონი, ცეზარი, დრამე - ბენტივოლიო (78. პელისიერი), რადოვანოვიჩი (88. სამასა), ჰეტემაი - თერეუ, პალოსკი.

ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი, პასკუალი - აკვილანი (78. ვარგასი), პისარო, ბორხა ვალერო - ხოაკინი (59. მატოსი), კუადრადო, როსი (85. ვეჩინო).

გაფრთხილება: ცეზარი, რადოვანოვიჩი, ცეზარი, სესტუ - გონსალო, ბორხა ვალერო, კუადრადო.

კუთხური: 3-5; ჯარიმა: 8-15; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 7-11 (2-9); ბურთის ფლობა: 35%-65%.

მაყურებელი: 11 000

იუვენტუსი-ჯენოა 2:0

გოლები: 1:0 ვიდალი (23-პენ.), 2:0 ტევესი (36).

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ისლა, პოგბა, პირლო, ვიდალი (87. პადოინი), ასამოა (73. დე ჩელიე) - ტევესი, ლორენტე (75. ჯოვინკო).

ჯენოა (4-5-1): პერინი - ანტონინი, პორტანოვა, მანფრედინი, მარკეზე - ვრსალკო, ბიონდინი, კუჩკა, ბერტოლაჩი (79. ჩენტურიონი), ანტონელი (79. ფელტფატციდისი) - ჯილარდინო (46. კონატე).

გაფრთხილება: ტევესი - ფელტფატციდისი.

კუთხური: 6-2; ჯარიმა: 8-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 16-3 (9-0); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 39 000

პარმა-მილანი 3:2

გოლები: 1:0 პაროლო (11), 2:0 კასანო (45), 2:1 მატრი (61), 2:2 სილვესტრი (63), 3:2 პაროლო (90).

პარმა (3-5-2): მირანტე - კასანი, ლუკარელი, ფელიპე (76. ბენალუანი) - ბიაბიანი, პაროლო, გარგანო, მარკიონი, გობი - კასანო (73. როზი), ამაური (64. სანსონე).

მილანი (4-3-3): გაბრიელი - აბატე, სილვესტრი, საპატა, კონსტანტი - პოლი (52. კაკა), მონტოლივო, დე იონგი - ბირსა, რობინიო (88. საპონარა), ბალოტელი (52. მატრი).

გაფრთხილება: ლუკარელი, გარგანო, პაროლო - საპატა, დე იონგი, ბალოტელი.

კუთხური: 3-6; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 10-12 (8-5); ბურთის ფლობა: 34%-66%.

მაყურებელი: 25 000

უდინეზე-რომა 0:1

გოლი: 0:1 ბრედლი (82).

უდინეზე (4-3-1-2): კელავა - ნალდო, დანილო, ერუ (76. ბასტა), გაბრიელ სილვა - პინცი, ბადუ, ლაძარი (85. მაიკოსუელი) - პერეირა - მურიელი (90. რანიჯი), დი ნატალე.

რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, კასტანი, ბენატია, ბალცარეტი - პიანიჩი (68. ტოროსიდისი), დე როსი, სტროტმანი - ფლორენცი (62. მარკინიო), ლიაიჩი, ბორიელო (78. ბრედლი).

გაფრთხილება: ერუ, პინცი, პერეირა, მურიელი - დე როსი, ფლორენცი.

გაძევება: მაიკონი (66. რომა).

კუთხური: 4-8; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 9-10 (3-5); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 20 000

ლაციო-კალიარი 2:0

გოლები: 1:0 კლოზე (52), 2:0 კანდრევა (55-პენ.).

ლაციო (4-3-3): მარკეტი - პერეირინია, ნოვარეტი (90. სიანი), ცანა, რადუ - ონაზი, ბილია, ედერსონი (90. კლოზე) - პერეა, ანდერსონი (87. კავანდა), კანდრევა.

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო (44. პიზანო), როსეტინი, ასტორი, მურუ - კონტი, დესენა, ნაინგოლანი - კაბრერა (70. კოსუ) - საუ (59. პინილია), იბარბო.

გაფრთხილება: სიანი - პიზანო.

კუთხური: 4-5; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 9-9(3-4); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 30 000

ბომბარდირები: 8 - როსი (ფიორენტინა); 6 - ჩერჩი (ტორინო), პალასიო (ინტერი); 5 - ჰამშიკი (ნაპოლი), ფრელო (ვერონა), პაროლო (პარმა), იგუაინი (ნაპოლი), ტევესი (იუვენტუსი).

მომდევნო ტური

29 ოქტომბერი:

ატალანტა-ინტერი;

30 ოქტომბერი:

კალიარი-ბოლონია, ფიორენტინა-ნაპოლი, ჯენოა-პარმა, ვერონა-სამპდორია, იუვენტუსი-კატანია, ლივორნო-ტორინო, მილანი-ლაციო, სასუოლო-უდინეზე;

31 ოქტომბერი:

რომა-კიევო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...

კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

შვეიცარიელთა მწვრთნელი: საქართველომ ჯგუფი მოიგო - ჩვენ პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ

კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო

"კონტემ "ნაპოლიში" ეს შეცვალა... კვარაცხელია და სხვა ლიდერები ძველ მწვრთნელთან ასე იქცეოდნენ..." - Arenapoli "პარტენოპეის" ახალ დამრიგებელზე

"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"

ანტონიო კონტემ "ნაპოლიში" დარჩენის მიზეზი განმარტა

"ნაპოლის" მომდევნო სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება

"არავითარი კლოპი, "ნაპოლი" მან უნდა ჩაიბაროს" - ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა

"სპალეტის ამის გაგონებაც კი არ სურდა" - რას იხსენებს რაფა ბენიტესი ლუჩანოს შესახებ

"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა

"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა

ბენიტესი: "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა ჩემი წყალობით მოიგო

კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან

"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს

"საქართველოს ნაკრების მთავარ პლუსად ეს მიმაჩნია" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა "ჯვაროსნებთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა

მონტელა: ისევ საქართველო შეგვხვდა - მესამე კალათიდან ყველაზე მძიმე მეტოქე

უნდა წაიკითხოთ - პეტკოვიჩმა შვეიცარიელებს იტალიასთან მატჩის შემდეგ ღია წერილით მიმართა...

მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია

"გაათავისუფლეს თუ არა მაცარი?" - ოსიმენმა ფანს უპასუხა [VIDEO]

"ნაპოლის" "ბარსელონასთან" მატჩში უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლება

უკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა

გარსიამ მადრიდში ჩააკითხა - კურტუა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა

აი, ამიტომ წავა კონტე "ნაპოლიდან" - იტალიურმა პრესამ ყველაფერი განმარტა

შვეიცარიის მწვრთნელი: კარგად მახსოვს თბილისის "დინამო", ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა

ევრო 2016. A ჯგუფი. რუმინელებმა და შვეიცარიელებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს [VIDEO]

"ნაპოლი" უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე მაცარი იყო" - დე ლაურენტისის პირველი კომენტარი მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ

"ნაპოლიდან" დათხოვნილ რუდი გარსიას სამწვრთნელო საქმიანობის სანაკრებო დონეზე გაგრძელების ვარიანტი გამოუჩნდა

კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს

[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...

ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს

"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს

"ამ სიახლემ შოკში ჩამაგდო" - რუდი გარსია

"როდესაც "კვარას" ვცვლიდი და უკმაყოფილებას გამოხატავდა, არავინ მიცავდა, დე ლაურენტისი? ფეხბურთის საერთოდ არაფერი ესმის" - გარსიამ "პარტენოპეიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა

ვინჩენცო მონტელა: საქართველო ძალიან რთული მეტოქეა - ადვილი მატჩი არ გველის

ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს

სიტუაცია შეიცვალა - რას შეპირდა დე ლაურენტისი კონტეს?

ჯაკა შვეიცარიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

პეტკოვიჩი: შვეიცარიისთვის ერთა A ლიგიდან გავარდნა ხელსაყრელი იქნება

ვინჩენცო მონტელა

მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს

"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა

ვინჩენცო მონტელა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია - ევროპირველობაზე შემთხვევით არ ასპარეზობს

"ყველა ფეხბურთელს თვალებზე გკოცნით..." - საქართველოსთან მატჩის შემდეგ თურქეთის გასახდელში ერდოღანმა დარეკა... პრეზიდენტის, მონტელასა და ფეხბურთელების დიალოგის დეტალები [VIDEO]