გაფიცვა დამტკიცდა
ფრანგულ ფეხბურთში მართლაც საგანგაშო მდგომარეობაა. გაიმართა საფრანგეთის პროფესიონალურ საფეხბურთო კლუბთა კავშირის გენერალური ასამბლეა, რომელზეც კატეგორიულად გადაწყვიტეს - გაფიცვა!

თუ რაიმე ცვლილება არ იქნება, 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, ლიგა 1-სა და ლიგა 2-ში ჩასატარებელი შეხვედრები არ გაიმართება, რადგან ფეხბურთელები მინდორზე არ გავლენ. საფრანგეთი რევოლუციებით ცნობილია და მათ შორის, ფეხბურთშიც. უკან დახევას, როგორც ჩანს, არავინ აპირებს. ამ მოძრაობის სახელი და სლოგანი შემდეგნაირია: "ფეხბურთი საფრთხეშია, დავდგეთ ერთად!" საფრანგეთის პროფესიონალურ კლუბთა კავშირი ფანებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

თუ რაშია საქმე, ალბათ, იცით, ამაზე ადრეც დაგვიწერია. წესითა და რიგით, 2014 წელს ძალაში უნდა შევიდეს ახალი მთავრობის მიერ დამტკიცებული კანონი, რომელიც გადასახადს ფეხბურთელებსაც კატასტროფულად გაუზრდის და კლუბებს მათი შენახვა, უბრალოდ, აღარ შეეძლებათ.

ახალი კანონით, ფეხბურთელის, რომელიც წლიურად მილიონზე მეტს გამოიმუშავებს, შემოსავლის 75% გადასახადებში წავა... ამ მხრივ იქ არც ახლაა იდეალური მდგომარეობა და მით უმეტეს, როდესაც მოთამაშეების ხელფასი კიდევ უფრო დაიბეგრება, ხოლო კლუბი მათ დასაკმაყოფილებლად ასტრონომიულ ჯამაგირს ვერ დანიშნავს, რასაკვირველია, ისინი სხვა ქვეყნებში გადაბარგდებიან.

ლიგა 1-დან გამორჩეული ფეხბურთელების მასობრივი გადინება დაიწყება, რაც ამ მოძლიერებულ ჩემპიონატზე სავალალოდ იმოქმედებს და საფრანგეთის ჩემპიონატის დონე ისევ ძალიან დაიწევს. ფრანგულ კლუბს ფეხბურთელის შენახვა 33%-ით უფრო მეტი უჯდება, ვიდრე ინგლისურს, გერმანულს, იტალიურს ან ესპანურს.

ცხადია, ეს პრობლემა ძალიან ბევრს ეხება, საუბარი ამ სფეროში დასაქმებულ დაახლოებით 25 ათას ადამიანზეა. ახლა ამას დაუმატეთ ბევრად მეტი გულშემატკივარი, რომელიც სანახაობის დაკარგვას ასე ადვილად ვერ გადაიტანს და აქციებმა შესაძლოა მასობრივი სახეც მიიღოს.

რას აპირებს და რას მოიფიქრებს ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ეს ჯერჯერობით უცნობია. სპორტის მინისტრი ვალერი ფურნიერონი ადრე უფრო მკაცრი იყო, ბოლო დღეებში კი ცოტა მოლბა, მაგრამ ის გაფიცვას მხარს არ უჭერს და ყველას მოუწოდებს, ამის გაკეთება გადაიფიქრონ. მოკლედ, სიტუაცია ჩიხშია შესული.

"დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მოძრაობას ბევრი ადამიანი აჰყვება - ის ხალხი, რომლებიც ფეხბურთით ცხოვრობენ და მათი ყოველდღიურობა ფეხბურთის გარეშე წარმოუდგენელია. მართლაც სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ. ფინანსური კუთხით არც ახლაა სახარბიელო მდგომარეობა და მთავრობა გადასახადების მომატებას აპირებს. ეს სამართლიანი არ არის" - განაცხადა კავშირის პრეზიდენტმა ჟან-პიერ ლუველმა.

აღვნიშნოთ, რომ მაგალითად, მარტო პსჟ-ს 21 ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომლის შემოსავალიც მილიონს აჭარბებს, თანაც, გვარიანად. წინა სეზონში ლიგა ერთმა უკვე ნახა 108 მილიონი ევროს ზარალი. ერთი სიტყვით, გამოსავალი სასწრაფოდ მოსაძებნია, თორემ თვის ბოლოს, შესაძლოა, ფრანგული საკლუბო ფეხბურთის გარეშე დავრჩეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა