ეს ჩვენი ეროვნული ჩემპიონატიც თანდათან კომედიას ემსგავსება, ოღონდაც, დიდებული შემსრულებლების გარეშე. ფული კი კომედიაში არ უნდა გადაიყაროს
"ხედავ, უფროსო? მილიციას მასხრად იგდებს!" - ქართული კინო ძალიან მაგარი ფენომენია და ფრაზეოლოგიაც თაობიდან თაობამდე რჩება გამოყენებაში.

ეს ფრაზა "ქვევრიდანაა", კომედიური ფილმიდან, რომელშიც დიდებული არტისტები თამაშობენ...

ეს ჩვენი ეროვნული ჩემპიონატიც თანდათან კომედიას ემსგავსება, ოღონდაც, დიდებული შემსრულებლების გარეშე. მწვრთნელებს კი აიძულებენ, ქვევრის როლი შეასრულონ - რასაც ჩასძახებენ, ის ამოსძახონ. ზოგი მწვრთნელი ამას არ ეგუება და უმუშევარი რჩება, ზოგსაც კი უწევს ამ ყველაფერთან შეგუება.

ჯერ იყო და, გიორგი დევდარიანი გაუშვეს "დილადან", რისი ოფიციალური მიზეზიც არ დასახელებულა. დევდარიანი რამაზ სოღოლაშვილმა შეცვალა, გორის "დილას" ყოფილმა მეკარემ და მერე მწვრთნელმა, ვისაც მეკარეობისას "შუმახერას" ეძახდნენ.

ჰარალდ შუმახერს გაუმართლა, ის დასავლეთ გერმანიაში დაიბადა, ევროპის ჩემპიონი გახდა, ორჯერ ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში... ყველამ იცოდა, ვინ იყო შუმახერი და მისი სახელი იმდენად იყო განთქმული, "დილას" მეკარესაც კი შეარქვეს. სოღოლაშვილს ბევრჯერ გადაურჩენია "დილა" და ვინ იცის, დასავლეთ გერმანიაში რომ დაბადებულიყო, რა გაქანების მეკარე გახდებოდა.

ახლა კი ის "დილას" თავკაცობს. სოღოლაშვილს იმდენი დამსახურება აქვს ამ გუნდის წინაშე, რომ განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს, თუმცა საქმე ისაა, რომ ის უკვე მწვრთნელია და ამ საქმის კეთება იმ დროს უწევს, როცა საქართველოს ჩემპიონატი კომედიას ემსგავსება.

ვიყავი "ვიტ ჯორჯია"-"დილას" შეხვედრაზე და საკუთარი თვალით ვნახე, რომ თამაშის დროს "დილას" ფეხბურთელებს მითითებებს და რჩევებს სოღოლაშვილი კი არა, სულ სხვა აძლევდა ტრიბუნიდან. რატომ ექცევიან ასე სოღოლაშვილს? განა ეს მწვრთნელის უპატივცემულობა არ არის? თანაც, რჩევა-მითითებებს ის იძლეოდა, ოფიციალურად რომ არ არის კლუბის თანამშრომელი.

რა არის ეს, თუ არა კომედია ან შაყირი?

ბევრმა არ იცის, რა ხდება სხვა გუნდებში და ყველაფრის დაწერა, ალბათ, არც არის საჭირო, რადგან გაფრთხილება სჭირდება იმ მცირერიცხოვან ქომაგს, ერთგულად რომ დადის საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე.

ბოლნისის "სიონიდან" გიორგი კიკნაძე წავიდა. მიზეზი - უფულობა. "სიონშიც" მოიძებნა მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ ახალ მწვრთნელს აღარ სჭირდება მყარი ფინანსური ზურგი? პრობლემის მოგვარება დაწყებულიაო, თქვეს კლუბში. და თუ პრობლემა მოგვარებადი იყო, რაღაზე დატოვა გუნდი კიკნაძემ?

კოაბიტაცია დასრულდა და დაიწყო ჟამი იმედიანი მოლოდინისა. სპორტის მინისტრი დაგვპირდა, საკლუბო ფეხბურთს ეშველება და საამისოდ ყოველწლიურად 30 მილიონ ლარს გამოვა სახელმწიფო, აქედან დაახლოებით მესამედი უმაღლესი ლიგის კლუბებზე გადანაწილდებაო.

კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ თუ საკლუბო ფეხბურთში ტენდენცია კლუბების კერძო სექტორში გადასვლისკენ არ წავიდა, კომედიას და შაყირს, ალბათ, მომავალშიც ვერ ავცდებით.

კოაბიტაციამდე მწვრთნელის ხვედრი არ იყო ადვილად გასაძლები. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია - კლუბის ჩინოვნიკი ურეკავს ქვეშევრდომს, ქვეშევრდომი მიდის სათადარიგოთა სკამთან, ხელმძღვანელის დირექტივას აცნობს მწვრთნელს და მწვრთნელიც ვალდებულია, ის ფეხბურთელი შეუშვას მოედანზე, რომელიც ხელმძღვანელმა ჩათვალა საჭიროდ.

ქვევრია, აბა, სხვა რაღაა?

თუ სახელმწიფო მართლა აპირებს 10 მილიონის გადანაწილებას უმაღლესი ლიგის კლუბებზე, სიტუაციის განჭვრეტა-გაზომვაც მართებს - ასე მგონია და საამისო არგუმენტებიც, ვფიქრობ, სახეზეა - ფული კომედიაში არ უნდა გადაიყაროს.

ლავუაზიეს კანონი მაინც არ გაგიგიათ?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Yid
ქართული ფეხბურთი საერთოდ გასაუქმებელია,იყიდიან X5-ს და მერე სუ &&&&& კიდიათ ქვეყანაც და ყველაფერიც,ხარჯე ამათში მილიონები. ბეღურა83 შვილო შენ ფეხბურთის აზრზე ხაარ საერთოდ?
ბეღურა83
მეც ვიყავი მაგ თამაშზე და ის "სხვა" ვინც ტრიბუნიდან აძლევდა მითითებებს სხვა არ არის და გორის "დილას" თანამშრომელია და რას ხედავთ იმაში ცუდს რომ თავის მოთამაშეებს მითითებებს აძლევდა?
vaxvax
თუ მხილებაა ამხილეთ ბოლომდე,ხელს რატომ აფარებთ,თუ არადა რატომ გამოგაქვთ გარეთ?
Walkabout
ბატონო დავით, კარგია ასეთი მანკიერების მამხილებელი სტატიები, ეს ადრეც აღმინიშნავს, მაგრამ ამ ამბავს მეორედ ახსენებთ და იმ ,,ტიპს" კვლავ ინკოგნიტოს ტოვებთ... ვიმარჩიელოთ?))
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
გიორგი კიკნაძე თბილისის "შევარდენი 1906-ს" გაწვრთნის
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ᓒ
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ᓒᕝᜠ
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ეროვნული ლიგა. IV ტური: "საბურთალომ" გორში "დილას" მოუგო
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ᜒᓘᕐ ᕒᓘᓒᕐᕢ
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
გიორგი კიკნაძე: ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს ბევრი შეუძლია!

ლოკომოტივი-ტორპედო 1:1 - დანავსული დღე [VIDEO]
საქართველოს თასი. 1/4-ფინალის წინ: დღეს ისტორია იწერება!
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ᓒᕝᓠᓘᕡ "ᓓᕘᓚᕐ" ᓠᓔᓙᕝᓠᓓᓖ
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა