"ქასიმფაშას" ახლა რომელ პოზიციაზეც უჭირს, საამისოდ არც ერთი ქართველი ფეხბურთელი არ მომწონს, რომ მოვიწვიო"
შოთა არველაძის "ქასიმფაშა" ამ დროისთვის თურქეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ვფიქრობ, ეს საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის, რომ ჩვენებურ სპეციალისტს თურქეთში შევხმიანებოდით.

არველაძეს არაერთ საკითხზე ჩამოვუგდეთ სიტყვა.

უკვე შეიძლება თქმა, რომ ის საინტერესო მწვრთნელია, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატად არ განიხილება.

მას აქვს საკუთარი შეხედულება ჩვენს ნაკრებზე, რაც, ალბათ, საინტერესოა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის...

- "ქასიმფაშა" თურქულ სუპერლიგაში მეორე ადგილზეა, თუმცა სეზონი და მთავარი ბრძოლები ჯერაც წინაა. მიუხედავად ამისა, თუ ამჩნევთ პერსპექტივას, რომ "ქასიმფაშამ" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს?

- ჯერ არ ვართ იმისთვის მზად, რომ "გალათასარაის" და "ფენერბაჰჩეს" ვეჭიდაოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საამისოდ ყველაფერს არ გავაკეთებთ.

- ალბათ, "ქასიმფაშას" ფინანსურად ჯერ არ აქვს შესაძლებლობა, რომ ამ კლუბებს გაუტოლდეს...

- ამდენ შემოსავალს სჭირდება ძალიან ბევრი გულშემატკივარი და მაღალი შედეგები...

- ერთი პერიოდი, ქართველი მწვრთნელის მიყვანას აპირებდით "ქასიმფაშაში" თქვენს ასისტენტად. გადაიფიქრეთ?

- არ გადამიფიქრებია, უბრალოდ, შესაბამის მომენტსა და კანდიდატურას ვარჩევ.

- საიდუმლოა, რომელი ქართველი მწვრთნელის მიწვევას აპირებდით?

- რამდენიმე კანდიდატურას განვიხილავდი. ვნახოთ... ამ საკითხზე ისევ ვფიქრობ.

- და ქართველი ფეხბურთელის მიწვევას რატომ აღარ აპირებთ თქვენს გუნდში? ნუთუ ვერ მოძებნეთ ისეთი მოთამაშე, რომ "ქასიმფაშას" გამოადგეს?

- ჯერ ვერა. ახლა რომელ პოზიციაზეც გვიჭირს, საამისოდ არც ერთი ქართველი ფეხბურთელი არ მომწონს, რომ მოვიწვიო.

- ქართველ ფეხბურთელებზე ჩამოვარდა სიტყვა და, ბარემ, ჩვენს ნაკრებზეც გკითხავთ. როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად მაინც რამ შეუშალა ხელი თემურ ქეცბაიას?

- არ ვიცი, შორიდან ძალიან რთულია ამ თემაზე ლაპარაკი.

- ქართველი თუ უცხოელი მწვრთნელი - რომელი სჯობს საქართველოს ეროვნული გუნდისთვის? ზოგს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მწვრთნელის ეროვნებას სწორედაც აქვს მნიშვნელობა...

- არა მგონია, პასპორტსა და ეროვნებას მნიშვნელობა ჰქონდეს ამ შემთხვევაში.

- ამ დროისთვის რომელი ქართველი მიგაჩნიათ ყველაზე საინტერესო მწვრთნელად საქართველოში?

- გია გეგუჩაძე, გიორგი დევდარიანი, ახალგაზრდა მწვრთნელები...

- საქართველოს ნაკრებმა არაერთი სახელიანი უცხოელი მწვრთნელი გამოიცვალა, თუმცა ამას ჩვენთვის სასურველი შედეგი არ მოუტანია. დავუშვათ, ლუის ვან გაალი დაინიშნა ჩვენი ნაკრების თავკაცად. როგორ ფიქრობთ, ამით მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი?

- ეს შეცვლის ძალიან ბევრს, ყველაფერს...

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებზე, დიდი ალბათობით, რევაზ არველაძეც წამოაყენებს კანდიდატურას. გამარჯვების შემთხვევაში რას ურჩევდით საკუთარ ძმას, როგორ უნდა მოაგვაროს ეროვნული ნაკრების პრობლემა?

- პირველ რიგში, ვურჩევ, გამოიჩინოს ნებისყოფა და მოთმინების უნარი, არ შეუშინდეს სწრაფ და საჭირო გადაწყვეტილებებს.

- ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები, ალბათ, სხვებიც იქნებიან. ბევრი მიიჩნევს, რომ თქვენი ძმა საუკეთესო კანდიდატი იქნება. რა შეიძლება ამყარებდეს ამ მოსაზრებას?

- ალბათ, ის, რომ უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა, ყველაფერში კარგად არის ჩახედული, იცის ადამიანებთან ურთიერთობა, არ უძნელდება კომუნიკაცია, აქვს ავტორიტეტი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და, რაც ყველაზე მთავარია, არის პატიოსანი, სანიმუშო ოჯახის შვილი.

- ფაქტია, საქართველომ ფეხბურთში დაკარგა ლიდერის ფუნქცია კავკასიაში. აგერ, სომხეთის ნაკრებმა გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა ამ შესარჩევში, ვიდრე საქართველომ. ამაზე რას იტყოდით?

- რუსეთსა და უკრაინას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი და ყოფილი საბჭოეთის სხვა დანარჩენი ქვეყნები ვერ გვჯობნიან. არ ხდება იქ რაიმე განსაკუთრებული და ახალი, რაც ჩვენ უნდა გადმოვიღოთ.

რაც შეეხება სომხეთს, უბრალოდ, ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად გამოუჩნდა მსოფლიო დონის რამდენიმე ფეხბურთელი და კიდევ რამდენიმე კარგი მოთამაშე. ამიტომ აქვთ პატარა წარმატება, რაც ჩვენ დიდი ხნის წინ გვქონდა, ამაზე მეტიც.

ახლა გამოჩნდა მხითარიანი. იქაც ოდესმე ხომ უნდა დაბადებულიყო ამ დონის ტალანტი? ჩვენ ასეთი ჯერ არ გვყავს, მაგრამ აუცილებლად გვეყოლება.

- რას ჩათვლიდით მწვერვალად თქვენს სამწვრთნელო კარიერაში - წარმატების მიღწევას რომელიმე დასავლეთევროპულ გუნდში თუ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში?

- საქართველოს ნაკრებში წარმატება ჩემთვის მეორედ მოსვლა იქნება, ყველა იმ ჯილდოს საფასური, რაც კი მომიპოვებია ფეხბურთში. ამიტომ, არა მგონია, რომ ამას რამე სჯობდეს. უბრალოდ, ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება.

- ქართულ ფეხბურთში ყველაზე უფრო რა გაღიზიანებთ?

- უნიჭობა. მაგრამ არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ზოგადად, ყველაფერში. ეს მაღიზიანებს ყველაზე მეტად.

- "ფონდი არველაძე", პირველ რიგში, იმისთვის შეიქმნა, ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებს რომ შეუწყოს ხელი. გეგმავთ ახალ პროექტებს?

- ყველა იმ პროგრამას ვაგრძელებთ, რაც დავიწყეთ და საკმაოდ წარმატებითაც. 10 ნოემბერს ამ ფონდს 9 წელი უსრულდება და პატარა პრეზენტაციასაც მოვაწყობთ, რომელზეც "ფონდი არველაძის" საქმიანობაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fani
დაბლოკეთ ხო დაბლოკეთ სიმართლს მოსმენა არავის გინდათ. ****
fani
******* არ ეშველება ქართულ ფეხბურთს სანამ არველაძნები არ მოგვშორდება ყველა. აღარცვუყურებ საქართველოს არც ნაკრების და არც კლუბების თამაშებს. ქეცბაია ***
guja_kakhadze
ფეხბურთის განვითარება თუ გვინდა, ბავშვთა ფეხბურთი უფასო უნდა გახდეს და ნაკრების მწვრთნელებს ანაზღაურება მხოლოდ შედეგის მიხედვით უნდა ჰქონდეთ!!!!
daviti
რეზი არველაძე საბოლოოდ დაღუპავს ქართულ ფეხბურთს, ოჯახს არ ვეხები მაგრამ ეგ პატიოსანი კი არა ყველაზე დიდი გაიზვერაა! ამდენი წელი სფფ 20-ზე მეტ მილიონიან ვალებში იხრჩობოდა, მისი გენ. მდივნობის დროს დახარჯული ფულით და ისე გააგრზელა ახალი ხელმზღვანელობის შემადგენლობასიც იგივე თანამდებობაზე მუშაობა თითქოს ფული მარტო ახალკაცს წაეღოს! ჩალით არის საქართველო დახურული და ამიტომ არაფერი ეშველება! ბიუჯეტით გაისტუმრა თავისთვის დახარჯული ბანკის ვალები!
ა
შოთა ძვირფასო,შენი ნაფიქრალიც ძალიან მომეწონა და ვიზიარებ შენს ტკივილსაც. საუბედუროდ საქართველოს უნიჭობის ეპიდემიამ გადაუქროლა და არც ისე უმიზეზოდ, მაგრამ შენ ჩემთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდა ხარ და აუცილებლად მოესწრები, კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი. ამ კომენტარის წერისას თამრიკო ჭოხონელიძეს ვუსმენდი და ვნატრობდი ნეტა ყველა ქართველი ბიჭი უსმენდეს მეთქი, რატომღაც მგონია ესეც აგვიხდება დაბეჩავებულ ქართველებს..
qutaiseli
kokaს თუარა დიდი ნაკრები ხო დაგლიჯავდა ჰოლანდიასთან და სლოვაკეთთან ყველაფერს ფინეთს მალტას და ლატვიას ვერ უგებენ ეგენი დიდებს ერთი თავით ჯობიან კარში დარტყმა მაინც იციან.წაგებით 7-2 კიარა შეილაბა მეტიც წააგო მაგრამ მოგების ერთი ადგილიც უნდა ქონდეს გუნდს რომელიც ჩვენ დიდ ნაკრებს არა აქ ის კიარა შეტევა არ იციან რაარის საერთოდ.
koka
კიდევ მესიას ელოდებით? თუ გოდოს? არაფერი არ გამოვა მარტო პირველი ნაკრების იმედით. ჯერ ქვემოთ უნდა ავაშენოთ. იქნებ იმაზე გვეფიქრა 21-ანები 6:0 და 7:2 რატომ აგებენ? ან სლოვაკებთან ვერაფერს აკეთებენ? ან კლუბები მაინცდამაინც ევროპის თამაშების წინ რომ ცვლიან ნახევარ გუნდს.
murtalo
შოთი, ძალიან გთხოვ, ქეცბაია წაიყვანე ასისტენტად რაა...
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
ექსკლუზივი: ლაშა დვალმა "დუისბურგთან" კონტრაქტი გააფორმა
"ვან გაალი დიქტატორია, მან ერთ დღეს ვარჯიშზე შარვალი ჩაიხადა, რადგან..." - ტონიმ საინტერესო ისტორია გაიხსენა
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
დი მარია: ვან გაალი ყველაზე ცუდი მწვრთნელია
ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრებზე: ეს ყველაფერი ბლეფია!
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
შოთა არველაძე: მომდევნო სამსახური ჩემი კარიერისთვის გადამწყვეტი იქნება
ვან გაალი: რონალდო უფრო გუნდური მოთამაშეა, ვიდრე მესი
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ოთარ გოშაძე: ყველაფერი "ქასიმფაშასთან" კონტრაქტისკენ მიდის
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
ცნობილი გახდა, რას ნიშნავდა მესის აღნიშვნა მუნდიალის 1/4-ფინალში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
"რედინგს" ჩემი გაყიდვა 300 ათასად უნდა - ლაშა დვალი ახალ გუნდს ელის
შოთა არველაძე მწვრთნელად ყოფილ კლუბს სურს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...