ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მანჩინი: სულელი მწვთნელი აღარ ვარ

მანჩინი: სულელი მწვთნელი აღარ ვარ

მარკ ჰიუზმა აღიარა, რომ მისი ყოფილი გუნდი „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის ტიტულის ერთ-ერთი კანდიდატია
მარკ ჰიუზმა აღიარა, რომ მისი ყოფილი გუნდი „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის ტიტულის ერთ-ერთი კანდიდატია, თუმცა ისიც დასძინა, მათი გამარჯვება ჩვენი პასიურობის შედეგიც იყოო. მოგეხსენებათ, ისტლენდელებმა კვირას ლონდონში „კრეივენ კოტეჯზე“ „ფულჰემი“ 4:1 დაამარცხეს და ოთხეულში დაბრუნდნენ. ახლა რობერტო მანჩინის გუნდი „ჩელსის“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. „ფულჰემის“ მწვრთნელმა, რომელიც „სიტიდან“ შარშან, დეკემბერში გაათავისუფლეს, თქვა:

„მანჩესტერელებს საკუთარი თავისა ურყევად რომ სწამდეთ და ცოტა უფრო შემტევი ფეხბურთი ითამაშონ - თუნდაც ისეთი, დღეს რომ გვაჩვენეს - ვერ ვხედავ მიზეზს რატომ ვერ უნდა გახდნენ ჩემპიონები. როგორც პროფესიონალს, დამარცხება მძულს, მითუფრო ასეთი ანგარიშით, მაგრამ „სიტიში“ ბევრი კარგი ადამიანია, ბევრი ფეხბურთელი, რომელიც დღეს შესანიშნავად თამაშობს ამ გუნდში ჩემი მიყვანილია და მათი წარმატება მახარებს.

დღეს, პირველ ტაიმში „სიტიმ“ საუცხოოდ ითამაშა. ვფიქრობ, ამ სეზონში გუნდს ასე კარგად არც უთამაშია. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს ჩვენი პასიურობითაც იყო განპირობებული. „ფულჰემმა“ მანჩესტერელებს ძალიან ფართო მოქმედების საშუალება მისცა, მაგრამ, ვიმეორებ, ეს ის გუნდია, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ინგლისის ჩემპიონი გახდეს”.

„სიტის“ ოთხი გოლიდან ორი არგენტინელმა კარლოს ტევესმა გაიტანა. გუშინაც ვწერდით, რომ მისი აღმაფრენა, შესაძლოა, ტრიბუნაზე დიეგო მარადონას ყოფნამაც გამოიწვია. მანჩინის თავს კი შავი ღრუბლები ცოტა გაიფანტა - ისტლენდელებმა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბირმინგემთან“ ზედიზედ ორი უგოლო ფრე ითამაშეს, ხოლო, ყველა შეჯიბრებაში ერთად ბოლო ექვს შეხვედრაში მხოლოდ ერთი თამაში ჰქონდათ მოგებული. მანჩინიმ განაგრძო:

„ერთი კვირის წინ მე ის სულელი მწვრთნელი ვიყავი, რომლის გუნდიც ლიდერს მთელი 6 ქულით ჩამორჩებოდა. დღეს საუკეთესო სპეციალისტი ვარ, რადგან „სიტის“ ლიდერთან მხოლოდ სამი ქულა ასხვავებს. ერთ რამეს ვიტყვი: ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ჩვენ ყოველდღე მუხლჩაუხრელად ვიმუშაოთ, რადგან მხოლოდ დაჟინებული შრომით შეიძლება წარმატების მიღწევა.

ხშირად რაღაც კრიზისს ახსენებენ. თუ ჩვენ მართლა დიდი კრიზისი გვაქვს, მაგრამ „ჩელსისა“ და „იუნაიტედს“ მაინც მხოლოდ სამი ქულით ჩამოვრჩებით, ესე იგი ძალიან ძლიერები ვყოფილვართ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩვენ მუშაობა უნდა განვაგრძოთ. აი, ეს არის მთავარი.

რაც შეეხება მწვრთნელის პროფესიას, რას იზამ, მას თავისებურებები ახასიათებს: თუ გუნდი მოიგებს, საუკეთესო ხარ, თუ წააგებს - სულელი. დღეს, მაგალითად, ჩემზე კარგი არავინ არის. 20 წლის განმავლობაში ფეხბურთელი ვიყავი, ხოლო ბოლო 10 წელიწადია მწვრთნელი ვარ, ასე რომ, ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება ჩემს გარშემო. მიუხედავად ამისა, ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. ეს ფეხბურთია და მე მისი რთული მხარეებიც მომწონს“.

„სიტის“ განსაკუთრებული კრიტიკა წინა ტურში, „ბირმინგემთან“ 0:0-ის შემდეგ დაატყდა თავს, თუმცა მანჩინი მიიჩნევს, რომ მის გუნდს, იმ დღეს, შთამბეჭდავად გამარჯვებაც შეეძლო, ზუსტად ისე, როგორც „ფულჰემთან“.

„არა მგონია ამ ორ მატჩში ჩვენს თამაშს შორის დიდი განსხვავება იყოს. „ბირმინგემი“ ათი კაცით იცავდა თავს, ფეხბურთში კი როგორ არის, იცით? თუ გაგიმართლა და ერთი შეაგდე, მერე შეიძლება სამი და ოთხიც გაიტანო. შინ გუნდები, როგორც წესი, მოსაგებად თამაშობენ და ამიტომ აქ, ლონდონში „ფულჰემის“ დამარცხება ძნელი საქმე იყო“.

„ფულჰემთან“ გამარჯვებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა „სიტის“ ნახევარმცველზე გარეთ ბერიზეც, რომელმაც თქვა, რომ მან და მისმა თანაგუნდელებმა ამ შეხვედრაში უფრო კარგად ითამაშეს ვიდრე იმ დღეს, როდესაც თვით „ჩელსის“ მოუგეს 1:0.

„დღეს ჩვენ შესანიშნავი საშუალება გვქონდა ფანებზე კარგი შთაბეჭდილება მოგვეხდინა და ცხრილშიც ზემოთ გადაგვენაცვლა. რაც შეეხება „ფულჰემის“ მწვრთნელს მარკ ჰიუზს, ის ხუთი თუ ექვსი ბიჭი, ვინც „სიტიში“ მარკმა მოგვიყვანა, მას უდიდეს პატივს ვცემთ, მაგრამ დღეს რა გვექნა, ჩვენ მისი გუნდის მეტოქეები ვიყავით და დაიწყო თუ არა თამაში ერთადერთი რაზეც ვფიქრობდით სამი ქულა იყო“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა