სუპერლიგა. IV ტური
თბილისის "დინამომ" მიმდინარე ჩემპიონატში მეორე გამარჯვება იზეიმა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა დაძაბულ და საინტერესო მატჩში "ბათუმი" დაამარცხეს. ყველაფერი ბოლო წამებზე გაირკვა და საბოლოოდ თბილისელებმა 2 ქულის სხვაობით - 95:93 გაიმარჯვეს.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ შეხვედრის გადამწყვეტ მეოთხედში "ბათუმი" სოლიდურ უპირატესობას ფლობდა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ დინამოელთა შეუპოვრობამ თავისი გაიტანა.

ბათუმელებმა, რომლებიც პირველ მეოთხედში 10 ქულით ჩამორჩებოდნენ და მთელი მეორე პერიოდიც მდევრის როლში იყვნენ, მესამე ათწუთეულში თავიანთი თამაში იპოვეს. ეს, ძირითადად, ბათუმელთა ლეგიონერებზე ითქმის, რომელთა ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე ზღვისპირულმა გუნდმა მესამე მეოთხედი 25:17 მოიგო და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 4 ქულით დაწინაურდა - 72:68.

მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა ბათუმელებმა 2-წუთიანი შესვენების შემდეგ წარმატებული თამაში განაგრძეს და თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 8 ქულით დაწინაურდნენ - 88:80. "დინამო" წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა გიორგი გამყრელიძის, ქიან კარტერის, სტევან მილოშევიჩის შედეგიანი თამაშის წყალობით, ჯერ ჩამორჩენის შემცირება შეძლეს, ბოლო წუთზე კი გამყრელიძის ორქულიანით 95:93 დაწინაურდნენ.

ბათუმელებს თამაშის გადასარჩენად მთელი 1 წუთი ჰქონდათ, მაგრამ წარმატების მიღწევა ვერ მოახერხეს. ჯუნიორ კადუგანმა ბოლო შეტევაში ბურთი ათამაშა, მაგრამ დინამოელთა მწყობრ დაცვაში სუსტი წერტილი ვერ იპოვა და მოუმზადებლად ნასროლი ბურთი ააცილა.

გამარჯვებულ დინამოელებს 27 ქულით ქიან კარტერმა ულიდერა, 18 ქულა და 17 მოხსნა ჰქონდა მეორე ლეგიონერ სტევან მილოშევიჩს, გამყრელიძემ კი შეხვედრა 18 ქულითა და 9 პასით დაასრულა. ბათუმელთა შორის, ტრადიციულად, ლეგიონერები გამოირჩეოდნენ: ჯერემი სეფოლდი - 28 ქულა, ჯუნიორ კადუგანი - 26, ჯიმი ჯექსონი - 18. 17 ქულა ჰქონდა ნიკა რამიშვილს, რომელიც ლეგიონერებს და მთლიანად ბათუმის გუნდს ძალიან დაეხმარა.

04.11.13, 11:45

დინამო-ბათუმი-რსუ 95:93

დინამო 26 25 17 27

ბათუმი-რსუ 20 27 25 21

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "პირველ რიგში, მივესალმები მიშას. როგორც ვამბობდი, არ ვართ მზად სრულყოფილი თამაშისთვის. ეს თუნდაც იმაში გამოჩნდა, რომ სოხუმი და ბათუმი განსხვავებულ კალათბურთს თამაშობენ. ბათუმის მწვრთნელმა გადაწყვიტა, სწრაფი თამაში შემოეთავაზებინა, ერთი-ერთზე დარჩენილიყვნენ, რაც კარგად გამოუვიდათ.

სოხუმის წინააღმდეგ სხვა დაცვა ვითამაშეთ, დღეს უფრო შეგვექმნა პრობლემები. ამიტომ გვჭირდება თამაშები, რომ გავაანალიზოთ შეცდომები და ვფიქრობ, გვაქვს რესურსი, რომ მოვუმატოთ. ვიცით, რაში გვქონდა პრობლემები. ბათუმი ძალიან კარგი გუნდია და ძლიერი მწვრთნელი ჰყავს. მათთან თამაში ყველასთვის რთულია".

მიხეილ კობეშავიძე ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი): "მივულოცავ "დინამოს" გამარჯვებას. დიდ პატივს ვცემ ამ გუნდს და ირაკლის. სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს, დაწყნარებულ გულზე გავაანალიზებთ თამაშს. ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში, მოხსნებშიც მოგვიგეს. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. თუმცა თამაში პატარა ნიუანსებისგან შედგება და ამ ნიუანსებმა გადაწყვიტა მატჩის ბედი".

სტევან მილოშევიჩი ("დინამო"): "პირველ რიგში, მადლობა "ბათუმს" კარგი თამაშისთვის. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. დრო გვაქვს, რომ გავაანალიზოთ ის შეცდომები, რომლებიც დაცვაში დავუშვით. პირველი მეოთხედი ძალიან კარგად ჩავატარეთ, შემდეგ კი ხარვეზები გვქონდა. თუმცა მთავარია, რომ მოვიგეთ და იმედია, ასე გავაგრძელებთ".

ნიკა რამიშვილი ("ბათუმი"): "მივულოცავ "დინამოს" გამარჯვებას. დაძაბული თამაში იყო, ორივე გუნდს თანაბარი შანსები ჰქონდა მოგების. ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში, ძალიან ცოტა მოხსნა გვქონდა მეტოქესთან შედარებით და ბოლო პერიოდში დაცვაში ხარვეზებმა წაგვაგებინა. იმედია, გამოვასწორებთ შეცდომებს".

წყარო: superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
"ნაპოლიმ" "დინამოს" წერილი მისწერა, რომ..." - კვარაცხელიას იტალიური თავგადასავალი იწყება, ხვიჩა ნეაპოლში მიფრინავს!
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
"დინამოსთან" მატჩამდე 2 კვირით ადრე "სლოვანმა" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"დინამოს" ჩვენზე 50-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს! ქართულ გიგანტს ვეთამაშეთ..." - რა თქვა "მონრარის" აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ
სულაქველიძე შესაძლოა, რუსეთიდან წავიდეს - ახალგაზრდა ფეხბურთელს სლოვაკეთში ეპატიჟებიან
"დინამოს" ფეხბურთელმა "მონრართან" მატჩში რეკორდი დაამყარა
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში