პირველი ქალი ჩემპიონთა რბოლაში
აბუ დაბის გრანპრის დროს, ფინალური პიტსტოპის შემდეგ, "ფერარის" პილოტი ფერნანდო ალონსო ტრასაზე ჟან-ერიკ ვერნის გვერდით აღმოჩნდა, რის შემდეგაც ტრეკის მიღმა გადასვლა მოუწია. სტიუარდებმა არ დააჯარიმეს ესპანელი ტრასის გარეთ გასწრების გამო, მაგრამ ესპანელს სხვა სახის უსიამოვნება ელოდა - ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტრასის მიღმა გადასვლისას ალონსომ მაღალ სიჩქარეზე გადაუარა ტრეკის საზღვარს, რის გამოც მანქანა ჰაერში აღმოჩნდა. იმ მომენტში ესპანელმა 25G დატვირთა მიიღო და შესაძლოა, ზურგი დაიზიანა. სწორედ ზუსტი დიაგნოზის დასადგენად გახდა საჭირო ესპანელი პილოტის კლინიკაში გაგზავნა.

"კარგია, რომ ამ ნახტომის შემდეგ კბილები არ მომძვრა, - ხუმრობდა ფინიშის შემდეგ ალონსო. - ზურგი ოდნავ მტკივა. დარტყმა ძალიან ძლიერი იყო. მანქანაში არსებობს დასაშვები გადატვირთვის ზღვრის რადარი, რომელიც სერიოზული ავარიების დროს მუშაობს. ის იმ მომენტში გააქტიურებული იყო. შესაბამისად, დარტყმა მართლაც სერიოზული აღმოჩნდა. იმედია, აშშ-ისა და ბრაზილიის რბოლებისთვის მწყობრში ვიქნები".

მოგვიანებით კლინიკიდან კარგი ინფორმაცია გავრცელდა - ექიმებმა ვერანაირი დაზიანება ვერ აღმოუჩინეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს და მას შეეძლება სეზონის ბოლო ორ რბოლაში მონაწილეობის მიღება.

პირველი ქალი ჩემპიონთა რბოლაში

თანდათან ივსება ტრადიციული "ჩემპიონთა რბოლის" შემადგენლობა, რომელიც 14-15 დეკემბერს ბანგკოკში გაიმართება. 4 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ ბრიტანეთის ნაკრების შემადგენლობაში გამოვლენ დევიდ კულტჰარდი და სიუზი ვოლფი.

სიუზი გახლავთ Mercedes Motorsport-ის ხელმძღვანელის, ტოტო ვულფის მეუღლე და "უილიამსის" ტესტ-პილოტი. ის გახდება პირველი ქალი, ვინც "ჩემპიონთა რბოლაში" მიიღებს მონაწილეობას.

"ნებისმიერი პილოტი ოცნებობს "ჩემპიონთა რბოლაზე" მოხვედრას, რომელშიც ყოველთვის ძალიან დაძაბული ბრძოლაა და ყველაფერს წამის მეასედები წყვეტენ. სხვადასხვა კლასის მანქანის პილოტირება სერიოზული გამოწვევა იქნება ჩემთვის. აქ მნიშვნელოვანია გრძნობდე მანქანას, რადგან, უბრალოდ, ადაპტირების დრო არ გაქვს - უნდა მიუჯდე საჭეს და თავიდანვე ჩაერთო ბრძოლაში.

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. ვიცნობ დევიდს DTM-ში ერთობლივი გამოსვლებიდან და ვამაყობ იმით, რომ ერთ გუნდში ვიქნებით. მოგვიწევს მსოფლიოს საუკეთესო პილოტების წინააღმდეგ გამოსვლა. ვიცი, რომ მათთან ბრძოლა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ბედნიერი ვარ ამ გამოწვევის მიღებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფორმულა 1. აბუ დაბის გრანპრი: ფეტელის ზედიზედ მეშვიდე ტრიუმფი

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
სიუზი ვოლფი ჩემპიონთა რბოლაზე
ᓞᓘᓠᓕᓔᓚᓘ ᓥᓐᓚᓘ 22 ᓬᓚᓘᓡ ᓒᓐᓜᓛᓐᓕᓚᓝᓑᓐᓨᓘ ᓤᓝᓠᓛᓣᓚᓐ 1-ᓘᓡ ᓑᓝᓚᓘᓓᓨᓘ
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
ფორმულა 1: კიმი დარწმუნებული არ არის
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
ფოტო-NEWS: პირველი პაემანი "უილიამსთან"
ფორმულა 1: ქალებისთვის ფიზიკური ბარიერი არ არსებობს
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა
ეს უკვე რეალურია: ქალი დიდ ცირკში