"ბოსტონის" საქმე ცუდადაა
"ბოსტონმა" მესამე მატჩი წააგო რეგულარულში, ამჯერად მას წარუმატებელი გასვლა ჰქონდა დეტროიტში. "პისტონზის" რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ბრენდონ ჯენინგსმა, რომელმაც ტრავმის გამო გამოტოვა წინასასეზონო მზადების დიდი ნაწილი და სეზონის სტარტი.

ჯენინგსის სტატისტიკური მონაცემები შთამბეჭდავი არ ყოფილა - მხოლოდ 14 ქულა თამაშიდან რეალიზაციის ცუდი პროცენტით, თუმცა გამარჯვება "დეტროიტს" სწორედ მან მოუტანა. ბოლოსკენ, "ბოსტონი" ახლოს იყო წაგებული მატჩის გადარჩენასთან, როცა საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა - 77:79, მაგრამ ბრენდონის ორმა ჩაჭრამ და "სელტიქსის" შეტევაში პასიურობამ კვლავ დაუტოვა "კელტებს" მოგებათა გრაფაში "ნული".

ცალკე აღნიშვნის ღირსია ორივე გუნდის მიერ ნაჩვენები უხარისხო კალათბურთი - "დეტროიტმა" და "ბოსტონმა" ერთად 44 შეცდომა დაუშვეს; გარდა ამისა, კატასტროფულად ისროლეს სამქულიანები.

ფორმალურად, სწორედ 4 ნოემბერს შედგა ჯეისონ კიდის დებიუტი "ბრუკლინის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მართალია, გუნდმა მანამდე ორი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ კიდი ტრიბუნაზე იჯდა, რადგან დისკვალიფიკაცია ჰქონდა მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო.

კიდის დებიუტი სავალალო აღმოჩნდა. "მეჯიქი" არ შეუშინდა "ნეტსის" ვარსკვლავურ შემადგენლობას და ჯეიკ ვონის გუნდმა სასტიკი დღე აყარა მეტოქეს მეორე ტაიმში. დიდ შესვენებამდე სამქულიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ ფლორიდელებმა ბოლო ორ მეოთხედში ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნეს "ბრუკლინი" - მოხსნებში, ჩაჭრებში, სამქულიანიდან მოპოვებულ ქულებში და ა. შ.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძლების 17:4 გაქცევა, რომელიც დებიუტანტ ვიქტორ ოლადიპოს 360-გრადუსიანი ბრუნითა და ჩატენვით დასრულდა. "ბრუკლინს" მატჩის გადარჩენის შანსი არ ჰქონია - მატჩის ბოლო 10 წუთში სტუმრები 16 ქულამდე ახლოს არ მისულან მეტოქესთან.

ამ მატჩით ჩვენ მივიღეთ იმის დადასტურება, რომ კალათბურთში ფული ყოველთვის გადამწყვეტი არ არის - "ბრუკლინის" სასტარტო შემადგენლობამ, რომლის წლიური ხელფასი 81 მილიონი დოლარია, პირწმინდად წააგო "ორლანდოს" სასტარტოებთან, რომლებიც 22 მილიონს იღებენ. კევინ გარნეტმა, დერონ უილიამსმა და ჯო ჯონსონმა ერთად თამაშიდან 28-ჯერ ისროლეს და მხოლოდ რვაჯერ ჩააგდეს, თან მოკრძალებული 7 მოხსნით შემოიფარგლნენ.

ბრწყინვალე მატჩი ითამაშა სტუმრად ნიუ იორკში "მინესოტამ" და ამ გუნდმა ბოლო 15 წელიწადში პირველად, რეგულარული სამიდან სამი მოგებით დაიწყო. შესანიშნავად გამოიყურებოდა "მგლების" რიგებში ორი კალათბურთელი. სნაიპერ კევინ მარტინს ისე წაუვიდა თამაში, რომ თამაშიდან მხოლოდ სამი ბურთი ააცილა და 30 ქულა დააგროვა, ხოლო კევინ ლავმა ბრწყინვალე ორმაგი დუბლი შეასრულა - 34 ქულა და 15 მოხსნა.

ამ კალათბურთელებს პასებით რიკი რუბიო ამარაგებდა, რომელიც თითქმის არ დამჯდარა სათადარიგოთა სკამზე.

შედგა ერთი მნიშვნელოვანი დაბრუნება - დიდხნიანი შესვენების შემდეგ "ოკლაჰომას" რიგებში ვიხილეთ რასელ უესტბრუკი. მუხლზე გადატანილი ოპერაციისა და რთული აღდგენითი პროცესის შემდეგ მცველმა პირველივე მატჩში 33 წუთი გაატარა მოედანზე და ექვსი თვის უქმობის შემდეგ უბრალოდ მოვალეობას კი არ იხდიდა, არამედ 21 ქულით დაეხმარა თავის გუნდს და შესანიშნავი კომბინაციები გაითამაშა კევინ დურანტთან.

ასეთ ღირსშესანიშნავ დღეს "თანდერს" უფლება არ ჰქონდა, არ დაემარცხებინა "ფინიქსი", მიუხედავად იმისა, რომ არიზონული კლუბი ყველანაირად შეეცადა გაეფუჭებინა ეს ზეიმი "ოკლაჰომასთვის", მაგრამ არ გამოუვიდა.

"ფინიქსისთვის" ცუდი ამბავი იყო ის, რომ ტრავმა მიიღო სლოვენიელმა მცველმა გორან დრაგიჩმა, რომელმაც შეხვედრა კარგად დაიწყო, მაგრამ მესამე მეოთხედში ფეხი გადაუბრუნდა და მოედანზე აღარ დაბრუნებულა. ამის შემდეგ "სანზი" რეგულარულში კიდევ უფრო განწირული ჩანს.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ესპანელმა ლეგიონერმა პაუ გასოლმა პირადად დაამარცხა "ატლანტა" და შეწყვიტა თავისი გუნდის ორმატჩიანი წაგებათა სერია.

"ჰოქსი" მუდმივად მდევრის როლში იყო და მეოთხე მეოთხედს 12-ქულიანი დეფიციტით შეხვდა. სტუმრებმა დევნა გააგრძელეს და სირენამდე 35 წამით ადრე პილ მილსეპმა ჯეფ ტიგის პასით შემდეგ ტაბლოზე თანაბარი ანგარიში დააფიქსირა.

ტაიმ-აუტის დროს მაიკ დ’ენტონიმ გუნდს გასოლზე თამაში დაავალა. თამაშის განახლების შემდეგ გასოლმა პირველი ტყორცნა ააცილა, მაგრამ ჯორდან ჰილმა შეტევაში მოხსნა ბურთი და ისევ ესპანელს მიაწოდა. პაუზე მილსეპი დაჯარიმდა და ფორვარდმა ორივე საჯარიმო გამოიყენა.

სტუმრებს ექვსი წამი რჩებოდათ თამაშის გადასარჩენად და გადამწყვეტი სროლა კორვერს მიანდეს, რომელსაც ექვსიდან ექვსი სამქულიანი ჰქონდა ჩაგდებული, მაგრამ კაილს გასოლმა დაუფარა და თამაში ამით დასრულდა.

დეტროიტი-ბოსტონი 87:77

24:21, 21:14, 18:23, 24:19

დ: სმიტი (15+7 მოხსნა), დრამონდი (15+12 მოხსნა), მონრო (15+10 მოხსნა), ჯენინგსი (14+4 ჩაჭრა), სტაკი (10+3 ჩაჭრა).

ბ: ოლინიკი (15+8 მოხსნა), ბრედლი (13+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), კროუფორდი (13).

მაიამი-ვაშინგტონი 103:93

33:27, 28:21, 26:16, 16:29

მ: ჯეიმსი (25+5 პასი), ბოში (24+7 მოხსნა), უეიდი (20+5 პასი+5 მოხსნა).

ვ: ბილი (19), გორტატი (15+11 მოხსნა), უებსტერი (13+7 მოხსნა+4 პასი), არიზა (13+7 მოხსნა), უოლი (11+9 პასი).

ორლანდო-ბრუკლინი 107:86

22:22, 19:16, 33:21, 33:27

ო: ოლადიპო (19+6 მოხსნა), ვუჩევიჩი (19+12 მოხსნა), ნიკოლსონი (17+11 მოხსნა), აფლალო (16+8 პასი+6 მოხსნა), ნელსონი (11+5 პასი), ჰარკლესი (10+5 მოხსნა).

ბ: ლოპესი (21+6 მოხსნა+5 დაფარება), პირსი (16+7 მოხსნა).

ოკლაჰომა-ფინიქსი 103:96

21:24, 23:21, 23:25, 36:26

ო: დურანტი (33+10 მოხსნა), უესტბრუკი (21+7 პასი), ჯექსონი (10+5 პასი), იბაკა (9+10 მოხსნა).

ფ: ბლედსოუ (26+14 პასი+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), გრინი (21+8 მოხსნა), ფრაი (19+5 მოხსნა), დრაგიჩი (10).

ნიუ იორკი-მინესოტა 100:109

19:40, 30:24, 29:29, 22:16

ნ-ი: ენტონი (22+17 მოხსნა+3 პასი), უორლდ პისი (17), ბარნიანი (14), შამპერტი (12+6 მოხსნა), ჩენდლერი (10+9 მოხსნა), ფელტონი (8+12 პასი+3 ჩაჭრა).

მ: ლავი (34+15 მოხსნა+5 პასი), მარტინი (30), პეკოვიჩი (11+12 მოხსნა), ბრიუერი (10), რუბიო (8+10 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ლეიკერსი-ატლანტა 105:103

33:22, 29:27, 26:27, 17:27

ლ: ჰენრი (18), გასოლი (16+13 მოხსნა), ნეში (13+6 პასი), იანგი (13), კამანი (10+5 მოხსნა).

ა: კორვერი (22), მილსეპი (14+7 მოხსნა), ტიგი (14+6 მოხსნა), სკოტი (13+5 მოხსნა), ჰორფორდი (12+16 მოხსნა), შრიოდერი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "მაიამი", "ჩიკაგო"... ვინ იქნება შემდეგი?

[VIDEO] დონჩიჩის 34 და რივზის 33 - "ლეიკერსმა" ლებრონის გარეშე მოიგო
[VIDEO] დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა - "დალასს" დევისის დაბრუნებამაც არ უშველა
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
"დენვერი" კარმელოს გუნდში დაბრუნებას გეგმავს
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
ზაზა ფაჩულია 6 ქულით დაბრუნდა! - "უორიორსმა" "კლივლენდს" მეორეც მოუგო [VIDEO]
NBA-ს ფინალის წინ: ზაზა ფაჩულია VS ტრისტან ტომპსონი
რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
გიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"
ვისურვებდი, რომ დღეს კობი და ჯიჯი აქ ყოფილიყვნენ - "ლეიკერსმა" პაუ გასოლის 16-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო და "მემფისს" სძლია [VIDEO]
NBA. რეგულარული: ბითაძის 8 წუთი, ჰარდენის 59 ქულა და სტეფ კარის მძიმე ტრავმა [VIDEO]
NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]
ევრობასკეტი 2017: ყველა მერვედინალისტი ცნობილია
ლებრონი ტრავმირებულია - "ოკლაჰომამ" "ლეიკერსი" მეორედ დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
სეზონის პირველი დიდი სენსაცია - "ლეიკერსი" პლეი-ოფში ვეღარ გავა [VIDEO]
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
თამაში და რა თამაში - "ფინიქსმა" "ლეიკერსი" გაანადგურა [VIDEO]
"ლეიკერსის" ვარსკვლავები ათამაშდნენ... ლებრონი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საუკეთესო იყო [VIDEO]
NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]
"შავი მამბა" კიდევ ერთხელ დააფასეს
NBA. პლეი ოფი: ნახევარფინალური სერიის პირველი გუნდი ცნობილია [VIDEO]
NBA. მატჩები: ლებრონ ჯეიმსი, კარიერაში პირველად, მოედნიდან გააძევეს [VIDEO]
ლუკას წარმოუდგენელი სტატისტიკა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა ირვინგისა და დურანტის კომბინირებული 76 ქულა გადაფარა [VIDEO]
ჯონ ლუკასი: NBA-ს კალათბურთელების დაახლოებით 40%-ს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს
ვარსკვლავები პაუს კალათბურთიდან წასვლას ემოციურად ეხმაურებიან
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
კარმელოს დებიუტი წარუმატებელი გამოდგა - "ლეიკერსი" ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]
პაუ გასოლი "ბარსელონასთან" გააფორმებს კონტრაქტს
ჯეიმსი VS დურანტი - "ლეიკერსის" 22 ქულიანი ქამბექი "ფინიქს სანზთან" [VIDEO]
NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]
NBA. მატჩები: გამთამაშებელი ლებრონ ჯეიმსი [VIDEO]