"მინდა, ჩემი შვილები სამშობლოში გაიზარდონ და იცოდნენ, რა არის საქართველო!"
დრო იყო, ზაზა ჯანაშია ნაკრების შეკრებაზე მოსკოვიდან თბილისში... ავტომანქანით ჩამოდიოდა! ახლაც ჩამოვიდა, ოღონდ - თვითმფრინავით და ოჯახთან ერთად.

ეროვნული ნაკრების და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი თავდამსხმელი თბილისში ათწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, რათა სამშობლოში იცხოვროს, შვილები ქართულად აღზარდოს და თუ შესთავაზებენ, ქართულ კლუბში იმუშაოს.

1990-იანი წლების ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საინტერესო ამბები გაიხსენა...

- ბევრისგან გამიგონია, ნიჭი რომ არ გაეფლანგა, გაცილებით მაღალ დონეზე ითამაშებდაო... ეთანხმებით ამ აზრს?

- არა. მიმაჩნია, რომ რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, მეტს ვერ შევძლებდი... მოწინააღმდეგის მოტყუება მეც შემეძლო, მაგრამ რა აზრი აქვს, მთელი გუნდი მოატყუო და მერე ვერაფერი გააკეთო?! ფეხბურთიდან იმ დროს წავედი, როცა ყველას ვუყვარდი, ყველა პატივს მცემდა. ჩემთვის არც საქართველოში შეუგინებია ვინმეს და არც - რუსეთში...

- საქართველოს ნაკრებში მხოლოდ 9 მატჩი რომ ითამაშეთ, ვისი ბრალია?

- ეს მწვრთნელებს უნდა ჰკითხოთ. საქართველოში ყველამ იცის, რატომ ვითამაშე ასე ცოტა ნაკრებში. არადა, ექვსჯერ გამომიძახეს და ოთხი ბურთი გავიტანე, მეტი რა უნდა გამეკეთებინა?!

ერთ-ერთ მატჩზე რომ გამომიძახეს, "ლოკომოტივის" თავკაცმა იური სიომინმა უთხრა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელს - ოთხი დღის შემდეგ მოსკოვის "სპარტაკთან" რუსეთის თასის ფინალი გვაქვს სათამაშო, ზაზას მეტი თავდამსხმელი არ მყავს და თუ არ უნდა ათამაშოთ, ვერ გამოვუშვებო. როგორ არა, აუცილებლად ითამაშებსო და... თბილისში რომ ჩამოვედი, თამაშის წინა დღეს მოულოდნელად გადაიფიქრეს...

ასეთია ქართული მენტალიტეტი და ამის გამო ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იკარგება. სპორტში ბიძაშვილ-მამიდაშვილობა და მეგობრობა არ უნდა იყოს...

- "ლოკომოტივის" ფეხბურთელებს შორის მობილური ტელეფონი პირველს თქვენ გქონდათ. კიდევ რითი გამოირჩეოდა 1990-იანი წლების ბოლოს ზაზა ჯანაშია თანაგუნდელებისგან?

- ქართველებს ფუფუნება გვიყვარს, რუსებს კი ასეთი რაღაცები დიდად არც აინტერესებდათ. კარგად მახსოვს, ის ტელეფონი 1 000 დოლარზე მეტი ღირდა. თანაც, იმხელა იყო, თავში რომ ჩაგერტყა ვინმესთვის, ვეღარც წამოდგებოდა (იცინის).

კიდევ რითი გამოვირჩეოდი? ავტომანქანაც ყოველთვის თანაგუნდელებზე უკეთესი მყავდა... "ლოკომოტივში" რომ ჩავედი, "ვაზ 2107" მომცეს, თუმცა უკვე ერთი თვის შემდეგ გერმანიიდან BMW ჩამოვაყვანინე და იმით დავდიოდი...

- საჩუქრად "მერსედესი" მართლა მიიღეთ?

- რა მარკაც არსებობს, მგონი, ყველა მქონია... "მაკაბისთან" მატჩის წინ მეგობარი შემპირდა - გოლს თუ გაიტან და მოიგებთ, საჩუქარი ჩემზეაო. ერთი კი არა, იმ შეხვედრაში სამი გოლი გავიტანე და ნამატჩევს, რესტორანში "მერსედესის" გასაღები დააგდო მაგიდაზე...

მანქანით სწრაფად სიარულიც მიყვარდა, თუმცა ყველა მცნობდა და ამის გამო არასდროს დავუჯარიმებივარ. მხოლოდ ავტოგრაფისთვის მაჩერებდნენ.

- ათი წელიწადია, საქართველოში არ ყოფილხართ...

- დიახ, 2003 წლის შემდეგ... ოჯახს მარტო ხომ ვერ დავტოვებდი? როცა მოვახერხე, წამოვედი კიდეც.

მინდა, ჩემი შვილები ქართულად გაიზარდონ. მოსკოვში დარჩენა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ ქართველი ბიჭი რუსეთში ისე ვერ გაიზრდება, როგორც სამშობლოში, ქართული მენტალიტეტი არ ექნება!

მინდა, ჩემი შვილები სამშობლოში გაიზარდონ და იცოდნენ, რა არის საქართველო!

იხილეთ სრული სტატია

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"

ასევე იხილეთ:

"შენი ქვეყანა სულ სხვაა!" - რას აპირებს საქართველოში დაბრუნებული ზაზა ჯანაშია

გიო
კარგით რა. ძალიან კარგად მახსოვს ჯანაშიას თამაში. საშუალო დონის ფეხბურტელი იყო. იმ თაობაში საქარტველოს ნაკრებში რეზერვის დონე ქონდა. დისციპლინაც არ უვარგოდა. მოკლედ ის 9 თამაშიც ზედმეტია. აი, მოსკოვის "ლოკომოტივისთვის" კი ზედგამოჭრილი იყო. მათ დრიბლინგის შემსრულებელი საერთოდ არავინ ყავდათ.
თეკო
საამაყო ქართველი კაცი ხარ!
Akoo: )))
ერთია კიდევ რა სწორად გამიგეთ გაჭირებული კაცი რო უცბათ დიდ სიმაგლეებზე გაიჩითება და ცხოვრებას გემოს გაუგებს უკვე სხვა ადამიანად იქცევა... ასეა რამდენი ფეხბურთელია უდიდეს ტალანტს რომ ფლობს და წყალში გადაყრის ყველაფერს პატარა წარმატების მერე: ))
giorgi
fanebi – ბიჭი ასეთი ფეხბურთელი გყავდეს ეხლა ნაკრებში 9 მალაყი გააკეთე შენც, მაგრამ ვაი რომ არ გყავს და რასაც ვუყურებ არც გეყოლება კაი ხანს . . .
mr
გარანტირებულ ადგილს ითხოვდა ეროვნულში ძირითადში... ჯანაშიას კი არა ფენომენ რონალდოს არ ჰქონდა ბრაზილიაში ძირითადში ადგილი გარანტირებული ტრენერი რომ იძახებდა. ესეთი მოთხოვნები საიდან აქვთ ამ ქართველ ტალანტებს? რომლის ტალანტიც ლოკომოტივისგვარ გუნდში მისვლით და ახალი მანქანის ყიდვის მერე ღვინოში და სიგარეტში იხრჩობა :)
qutaiseli
დათო ყიფიანმა ფორმა ვერ აღიდგინა და მიტო წავიდა და არა მსოფლიოს გამო დინამო ნაკრებზე მეტი იყო მისთვის ეს ისე რო იცოდეთ ყიფომ თვითონ თქვა ერთ ერთი ინტერვიუს დროს რო ის ყიფიანი ვეღარ ვიქნებიოდი რაც ხალხს ვახსოვდი მოედანზეო.მძიმე ტრამვა მიიღო და თან ასაკიც 30 ათს ზევით იყო ეს მსოფლიოს მერე მოხდა რო წავიდა. ისე ბესკოვს რაუთხარი კასტილებიანი ბურიაკი იახლეს და ამას არც დაუძახეს იმ პერიოდში ყიფო ბრიტანულმა საფეხბურთო გამოცემებმა მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელებში დაასახელა.აცხონოს ღმერთმა.
mec fani
ფანები გაიხარე. ჩემი სათქმელი რომ თქვი. ასპროცენტიანი ხარ.
akhali
როცა ფეხბურთელს არ გაქვს ამბიცია-მოიგო მსოფლიო,ევროპა,ჩემპიონთა ლიგა,ითამაშო წამყვან ევროპულ კლუბში და ,,გიხარია,,მოსკოვის ,,ლოკომოტივში,,მოღვაწეობით შემოფარგვლა,იქ არავითარი ტალანტი არ გიშველის!უკვე პრობლემა მენტალიტეტში,ინტელექტში...მოკლედ გაცილებით დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე საერთოდ ქართველ ფეხბურთელებთან მიმართებაში.ასათიანიც ,,ლოკომოტივს,,ვერ ან არ გასცდა. ცხონებული დათო ყიფიანი ფეხბურთიდან წავიდა,როცა ბესკოვმა მუნდიალზე არ წაიყვანა.სპორტული ინტერესი!!!და არა ფულადი,ბარიგული დამოკიდებულება ფეხბურთთან
akhali
დათო ყიფინი წავიდა ფეხბურთიდან ,როცა მუნდოალზე არ წაიყვანეს,მანამდე მოიგო სსრკ თასი,ჩემპიონატი,თასების თასი და მისი სპორტული ინტერესი იყო მსოფლიოზე თამაში!ჩვენს ფეხბურთელებს არაფერი ეშველებათ სანამ ფეხბურთისადმი მხოლოს ,,ბარიგული,, ფულადი ინტერესი ექნებათთ,და ამ ფულად ინტერესშიც ,სანამ დაკმაყოფილდებიან პორშ-კაიენებს....სპორტული ტიტულებისთვის უნდა იბრძოლო!!!
SHUKOVANI
fanebi , "ფანატ' კარგად მოისმინე ჩემი ნათქვამი ... უპირველესყოვილსა , სულ ნული რომ ყოფილიყო ფეხბურთში , გინების უფლება არ გაქვს !!!!!!!!! მეორეც , ამის ნახევარი თავდამსხმელი რომ გვყავდეს , დღეს ნაკრებში კარგი იქნებოდა ... და კიდევ , არ გვინდა ეს , დაზეპირებული ფრაზები ! (ბოლოს რაც დაწერე , მაგაზე მაქვს საუბარი) !!!!! გამოხტებიან ხოლმე და , საუბრობენ იმ ხალხზე , ვინც ქართველ ხალხს სიხარული აჩუქა ! ნეტა , ვინ ხარ და რა გაგიკეთებია შენ ! :)) "ასეთი მენტალიტეტით ვერაფერს გააწყობდა" ფაქტია გააწყო , და ითამაშა ... 19 წლის ფეხბურთელზე კი არ ლაპარაკობ , უკვე კარიერა დამთავრებულ კაცზე საუბრობ , რას გააწყობდა და რას არა , შეგიძლია მისი განვლილი კარიერიდან გაიგო !!!
ქომაგი
ფანები ჯანაშიას თამაში გინახია საერთოდ ან ლოკომოტივში ან ნაკრებში როგორ უნდა ითამაშოს და ძან მაგრად თამაშობდა და არ მოქმედებდა მასზე რასაც აკეთებდა ეხლა მითხარი ვინ გყავს დღევანდელობაში ჯანაშიაზე უკეთესი ან მაგის ნახევარი დონის თავდამსხმელი?
leri
ძალიან კარგია რომ საქართველოში დაბრუნდა და შვილებს აქ აღზრდის. ზაზას გაუმარჯოს!
fanebi
პალიტრაზე წავიკითხე სრული ინტერვიუ, ტიპი ოფიციალური ***, მართლაც რომ მენტალიტეტო ***! სუფრაზე გამოდგება, შეიძლება 1-2 სახუმარო რამე თქვას და ყანწიც გამოცალოს, მარა ფეხბურთში ასეთი მენტალიტეტით ვერაფერს გააწობდა ფაქტია. ყველა ფეხბურთელს მწვრთნელზე, დისციპლინაზე და ნაკრებზე ესეთი დამოკიდებულება თუ აქვთ კიდე მინიმუმ 30 წელი არაფერი გვეშველება. 18 საათი იმგზავრა ბიჭმა მანქანით და რა მოხდა მერეო, არ ვიცი სასაცილოა თუ სატირალი. ჯანაშია და მისთანა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს სამწვრთნელო შტაბში მოურინიო, გუარდიოლა, კაპელო, კლოპი, სკოლარი, დელ ბოსკე, ლიპი და ჰეინკესი ერთად რომ დაუნიშნო მაინც შედეგი იქნება ნული!
guja_kakhadze
გათანხმები!სპორტში ბიძაშვილ-მამიდაშვილობა და მეგობრობა არ უნდა იყოს...
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"იმსახურებდა თუ არა "ოქროს ბურთის" სიაში მე-12 ადგილზე გასვლას?" - სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ლივერპული?" ხვიჩასთვის ძლიერი მეტოქე არ არსებობს" - ზაზა ჯანაშიამ "კვარაზე" ისაუბრა
"ვოცნებობ, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრები 2025 წლიდან საერთაშორისო არენაზე დაბრუნდეს" - ზაზა ჯანაშია
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
სიომინი: ხვიჩა თავის უმაღლეს დონეს ინარჩუნებს
ზაზა ჯანაშია: ესპანეთი მთლად ისე ძლიერი არაა - ჩვენ ცხელი სისხლი გვაქვს
ზოგი მსოფლიოზე, ზოგიც შინ - უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრების შემდეგ
[დღის ინტერვიუ] სამ რამეზე მწყდება გული...
"იცით, ხვიჩა რომ "ლოკომოტივიდან" გაუშვეს, რა დამემართა?" - იური სიომინი
წარმატებული უცხოელი მწვრთნელები, რომლებმაც ქართულ ხასიათს გაუგეს
სიომინი: ხვიჩა პსჟ-ში უზარმაზარ როლს თამაშობს, მაგრამ გუნდს პრობლემები აქვს
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] მყვირალა კაცის ფრთიანი ფრაზა
"უკეთესი იქნებოდა, "ზენიტს" ქართველი ფეხბურთელი ეყიდა და შემდეგ ის ამ ფასად გაეყიდა" - ჯანაშიამ რუსულ კლუბს ტრანსფერი არ მოუეწონა
იოჰან ბოსკამპი: "ფეიენოორდს" "დინამოსთან" არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ "ტრენჩინზეც" ეგრე ვამბობდი
"თუ ეს მოხდება, ხვიჩას "ოქროს ბურთის" მოგებაც შეუძლია" - ზაზა ჯანაშია კვარაცხელიაზე
[კოტე გოგიშვილის აზრები] ზონის კანონები თუ კაცის კაცობა?
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა