ჩავიმ კი უკვე ჩამოიტოვა რაული
"ბარსელონა" და "მილანი" ჩემპიონთა ლიგაში ერთმანეთს მე-15-ედ დაუპირისპირდნენ და ამ ტურნირის რეკორდი დაამყარეს - არც ერთ სხვა წყვილს ჩემპიონთა ლიგაში ამდენი მატჩი არ გაუმართავს...

ლიონელ მესის დუბლის და სერხიო ბუსკეტსის ერთი გოლის წყალობით, "ბლაუგრანამ" მეტოქე მეექვსედ დაამარცხა (5 ფრე და 4 წაგება) და მერვედფინალის საგზური გაინაღდა; "მილანს" კი მეორე ადგილისთვის "აიაქსთან" და "სელტიკთან" დაძაბული ბრძოლა მოელის.

მასიმილიანო ალეგრიმ შეტევაში რობინიო-კაკას დუეტი გაამწესა, მარიო ბალოტელი კი სკამზე დატოვა და მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში გამოიყვანა. ამ გადაწყვეტილებაზე იტალიელ სპეციალისტს მატჩის შემდეგ კომენტარის გაკეთება სთხოვეს, თუმცა იქამდე ხერარდო მარტინოს მოვუსმინოთ:

"მეოთხე ტურის შემდეგ საგზურის მოპოვება ნიშნავს იმას, რომ ახლა ჩვენ ზეწოლის გარეშე ვითამაშებთ, თუმცა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება აუცილებელი პირობაა, რომელიც უნდა შევასრულოთ. ბოლო პერიოდში რამდენიმე ადამიანმა ლეო (მესი) გააკრიტიკა, მან კი დღეს ფენომენალურად ითამაშა. იმის გამო, რომ ჩვენს ჯგუფში სიურპრიზები არ მომხდარა, ვფიქრობ, მომდევნო ეტაპზე ფავორიტები გავლენ, მაგრამ წინასწარ მაინც ვერაფერს ვიტყვი, რადგან გამორიცხული არაფერია.

პლეი ოფის საგზურის მოპოვება რაც შეიძლება ადრე გვსურდა და მიხარია, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ, თუმცა შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალება მივეცით, ეს კი ძალიან ცუდია და უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი რამ აღარ გავიმეოროთ,"- განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "არც ისე დიდი ხნის წინ მარიო ბალოტელიმ ტრავმა მიიღო, რის გამოც ბოლო პერიოდში კარგად ვერ თამაშობდა და ამიტომ ძირითად შემადგენლობაში კაკას და რობინიოს დუეტის გამწესება ვამჯობინე, რომელმაც "ბარსელონასთან" წინა შეხვედრაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

მარიო მეორე ტაიმში გამოვიდა და კარგადაც ითამაშა - მან რამდენიმე საგოლე შანსიც შექმნა და საბოლოო ჯამში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მოსამატებელი აქვს. ბალოტელის სათადარიგოთა სკამზე დასმა მისი და გუნდის კეთილდღეობის გამო გადავწყვიტე.

შედეგით უკმაყოფილო ვარ, თუმცა გუნდს ცუდად არ უთამაშია. პირველ ტაიმში კონტრშეტევის წამოწყების რამდენიმე შანსი მოგვეცა, მაგრამ წინ ვერ წავედით, ძირითადად იმის გამო, რომ ძალიან ბევრ არაზუსტ პასს ვაკეთებდით. მეორე ტაიმში გაცილებით კარგად ვითამაშეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მალე კიდევ უკეთესად ავთამაშდებით და როდესაც სტეფან ელ შაარავი და მატია დე შილიო გამოჯანმრთელდებიან, ბევრად უკეთესი შედეგებიც გვექნება".

იხილეთ ვიდეო

ჩავის 141

ჩავი ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგაში თავისი 141-ე მატჩი ჩაატარა და ყველა დროის სიაში მესამე ადგილზე გადავიდა. 33 წლის ნახევარმცველმა პაოლო მალდინის (140 თამაში) გადაასწრო და ახლა მასზე წინ მხოლოდ რაული (144) და რაიან გიგზი (147) იმყოფებიან. ჩავის, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში დებიუტი 16 წლის წინ ჰქონდა, 11 გოლი აქვს გატანილი და შეუძლია, რომ რეკორდსმენი წლევანდელ სეზონშივე გახდეს.

გარდა ამისა, "ბარსას" ერთ-ერთმა ლიდერმა რაულის ერთი რეკორდი უკვე დაამხო: "მილანთან" მოპოვებული გამარჯვება მისთვის ჩემპიონთა ლიგაში 79-ე იყო.

მესის საყვარელი მეტოქე

ოთხშაბათს ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა და მიმდინარე სეზონში გოლების რაოდენობა 6-მდე გაზარდა. სულ კი არგენტინელის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაში 65 გოლია და ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ რაულს მხოლოდ 6 ბურთით ჩამორჩება.

ამ 65-დან "პულგამ" 8 გოლი (8 თამაშში) "მილანს" გაუტანა. 2011 წლის სექტემბერში, "ნოუ კამპზე" ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში არგენტინელს არ გაუტანია; სამაგიეროდ, იმავე წლის ნოემბერში "ბარსამ" "სან სიროზე" 3:2 მოიგო და მესიმ 11-მეტრიანი გამოიყენა. მოგვიანებით, გუნდები ერთმანეთს 1/4-ფინალში შეხვდნენ და მესიმ კატალონიაში გამართულ შეხვედრაში ორი გოლი (ორივე პენალტით) გაიტანა, მილანში კი მატჩი 0:0 დასრულდა.

წინა სეზონში "ბარსამ" მილანში 0:2 წააგო, მაგრამ შინ 4:0 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. კატალონიელთა ათიანმა დუბლი შეასრულა და სწორედ ამ შეხვედრაში გაუტანა პირველად მესიმ "როსონერის" თამაშიდან (მანამდე სულ პენალტებით იტანდა). კიდევ ერთი ბურთი კი არგენტინელმა აქტივში წინა თვეში ჩაიწერა, როდესაც "სან სიროზე" ანგარიში გაათანაბრა.

ოთხშაბათის მატჩამდე, "მილანთან" ერთად, მესის საყვარელი მეტოქეები "არსენალი" და ლევერკუზენის "ბაიერი" იყვნენ. ორივე გუნდის კარში ლეოს 6 გოლი აქვს გატანილი, თუმცა, თუ ლონდონელების წინააღმდეგ მან 4 მატჩი ითამაშა, "ფარმაცევტებს" არგენტინელი სულ 2-ჯერ შეხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. H ჯგუფი: "აიაქსის" მადლიერი "მილანი" [VIDEO]

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
ჩავიმ მესის შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
ფანებმა დაიწყეს კამპანია, რათა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიდან წასვლა გადააფიქრებინონ
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
მხიარულება და სიცილი სტუდიაში - რატომ კაკა... ფეხბურთელმა ახსნა, საიდან მოდის ზედმეტსახელი, რომლითაც ყველა იცნობს [VIDEO]
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
კაკამ, თავისი აზრით, ევრო 2024-ზე ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი დაასახელა
კაკას ყოფილმა ცოლმა ფეხბურთელთან დაშორების მიზეზზე უცნაური განცხადება გააკეთა - რიკარდომ მას უპასუხა და ეს ურთულესი პერიოდი გაიხსენა
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
ჩავი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება? - ესპანელს შემოთავაზება ბუნდესლიგის კლუბიდან აქვს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ჩავიმ, მისი აზრით, მუნდიალის 2 ყველაზე დიდი ტალანტი დაასახელა
შესაძლოა, დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოს" პარალელურად არგენტინის ნაკრებიც გაწვრთნას
არგენტინის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
"ბარსელონას" ყოფილი თავკაცი მექსიკის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მაიამის "ინტერის" მწვრთნელად ხერარდო მარტინო დანიშნეს
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"ჯუღელი მომდევნო კვირას იტალიაში ჩავა, კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლის შანსი გაიზარდა" - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
FourFourTwo-მ ბრაზილიელთა ყველა დროის ტოპ 10 შეადგინა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ჩავიმ "ბარსელონას" ფეხბურთელის დამატება ურჩია