"ინდიანა" ვერც ამჯერად გააჩერეს
"ინდიანა პეისერსი" კვლავაც ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება რეგულარულ ჩემპიონატში. ამჟამად ფრენკ ფოგელის შეგირდებს ხუთიდან ხუთი მოგება აქვთ, რაც ბოლოს 1971 წელს მოხდა, როცა გუნდი ABA-ს ლიგაში გამოდიოდა. მაშინ მოგებათა სერიამ შვიდ მატჩამდე მიაღწია.

"ინდიანას" შეჩერება სცადა "ჩიკაგომ" და დიდ შესვენებამდე ეს გამოუვიდა კიდეც - პირველ 24 წუთში მასპინძლებმა მხოლოდ 37 ქულა დააგროვეს, მაგრამ მეორე ტაიმში პოლ ჯორჯმა და კომპანიამ მოუნახეს გასაღები "ხარების" დაცვას. მაგალითად, დევიდ უესტმა თავისი 17 ქულიდან 11 და 13 მოხსნიდან 10 სწორედ მეორე ნახევარში დააგროვა.

თუმცა მეოთხე მეოთხედში გადამწყვეტი 10:0 გაქცევის (ამ დროს "პეისერსი" ორ ქულას აგებდა) მთავარი სულისჩამდგმელი არა უესტი, არამედ ლუის სკოლა და ლენს სტივენსონი იყვნენ: პირველმა ორი საშუალო ტყორცნა მოათავსა კალათში, მეორედ - სამქულიანი ჩააგდო. სულ კი ბოლო მეოთხედში დაგროვილი 34 ქულიდან 20 სწორედ ამ წყვილზე მოდის.

კვლავ ჩააგდო შეხვედრა დერიკ როუზმა, რომელმაც მხოლოდ ორი შედეგიანი პასი შეასრულა და ოთხჯერ დაკარგა ბურთი; ჯიმი ბატლერის, ლუოლ დენგისა და კარლოს ბუზერის ტრიომ კი 34-დან მხოლოდ 11 ტყორცნა მოათავსა კალათში. გარდა ამისა, "ინდიანამ" მეტოქის 18 შეცდომა 29 ქულად გარდასახა.

დღის ერთ-ერთი გმირი აღმოჩნდა ჩერნოგორიელი ნიკოლა ვუჩევიჩი, რომელსაც ფანტასტიკური ორმაგი დუბლი ჰქონდა - 30 ქულა და 21 მოხსნა. ასეთი სტატისტიკა მით უფრო დასაფასებელია იმის გათვალისწინებით, რომ "ორლანდოს" "კლიპერსი" უპირისპირდებოდა.

"მეჯიქი" ფავორიტების რისხვად ყალიბდება: დაამარცხა "ბრუკლინი", ახლა კი კალიფორნიელებს გაუსწორდა. ფლორიდელთა ტრიუმფს რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი: სტუმრების რეზერვისტებმა 23-დან მხოლოდ ხუთი ბურთი ჩააგდეს, დეანდრე ჯორდანი ვუჩევიჩის ჩრდილში მოექცა, ხოლო კრის პოლი არაფრით სჯობდა თავის ვიზავის ჯამირ ნელსონს.

35 წუთში სუპერგამთამაშებელს 4 შეცდომა და 6 პერსონალური დაუგროვდა. განსაკუთრებით კატასტროფული იყო მატჩის ბოლო 84-წამიანი მონაკვეთი, როცა პოლმა მოასწრო სამი შეცდომის დაშვება და სამი პერსონალურის მიღება.

საინტერესო ფინალი ჰქონდა შეხვედრას სან ანტონიოში, სადაც "ფინიქსი" ჩავიდა სათამაშოდ. ბევრისთვის გასაკვირად, ჯეფ ჰორნაჩეკის შეგირდებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს შარშანდელ ფინალისტებს. ამისთვის მათ მადლობა უნდა გადაუხადონ მარკიფ მორისს, რომელმაც 13-დან 11 ბურთი მოათავსა კალათში და თავის ფარზე 12 მოხსნა აიღო.

"სანზი" ახლოს იყო გამარჯვებასთან. ტაკერისა და პლამლის ორქულიანების შემდეგ "ფინიქსი" 96:95-ს იგებდა საფინალო სირენამდე წუთით ადრე, მაგრამ ამის შემდეგ გრინმა შეტევაში აიღო ჯარიმა, ბლედსოუმ საშუალო ტყორცნა ააცილა, მათვე სამქულიანები ვერ ჩააგდეს და შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანის შანსი გაუშვეს ხელიდან. ეს იმიტომ, რომ ტონი პარკერს კვლავაც არ უმტყუნა ნერვებმა და მან საშუალო მანძილიდან ზუსტი ტყორცნით მოაგებინა თავის გუნდს.

თუ ჩემპიონატში დაუმარცხებელი გუნდი ერთია, მოუგებელი გუნდების რიცხვი ორჯერ შემცირდა. პირველი გამარჯვებები ჩაიწერეს აქტივში "ვაშინგტონმა" და "ბოსტონმა", რომლებმაც, შესაბამისად, "ფილადელფიასა" და "იუტას" მოუგეს. როგორც ჩანს, "სიქსერზის" ზღაპარი დასასრულს მიუახლოვდა: სტარტზე ზედიზედ სამი მოგების შემდეგ ეს გუნდი მიჯრით ორჯერ დამარცხდა.

ასევე სამი მოგების შემდეგ ზედიზედ ორჯერ წააგო "მინესოტამ". მან სერიოზული წინააღდეგობა ვერ გაუწია "გოლდენ სტეიტს", რომლის რიგებში სუსტი გამოსვლა ჰქონდა სტივენ კარის. სამაგიეროდ, გაიბრწყინა კლეი ტომპსონმა, რომელმაც ექვსი სამქულიანი ჩააგდო და 30 ქულა დააგროვა (19 - მეოთხე მეოთხედში).

პლეი ოფის მატჩების გათვალისწინებით, "ოკლაჰომამ" ზედიზედ მეთერთმეტედ დაამარცხა "დალასი". კვლავ შესანიშნავი იყო რასელ უესტბრუკი, რომელიც მეორე მატჩს ატარებდა მძიმე ტრავმის შემდეგ. თუმცა იმ დღეს "თანდერის" მთავარი გამთამაშებელი კევინ დურანტი იყო, რომელმაც თავის 23 ქულას 10 შედეგიანი პასი დაუმატა.

როგორც უკვე ვწერდით, წინა დღეს ლებრონ ჯეიმსმა ზედიზედ მე-500 შეხვედრაში დააგროვა მინიმუმ 10 ქულა. მოქმედ კალათბურთელებს შორის კი მისი უახლოესი მდევარი სწორედ დურანტია. თუმცა ელიტარულ "ხუთასიანთა" კლუბში მოსახვედრად "ოკლაჰომას" ფორვარდს კიდევ ორი წელი დასჭირდება - ჯერჯერობით მის აქტივში "მხოლოდ" 328 ასეთი შეხვედრაა.

შარლოტი-ტორონტო 92:90

32:18, 21:35, 23:17, 16:20

შ: ჰენდერსონი (23), კიდ-გილკირსტი (14), მაკრობერტსი (13+6 მოხსნა+5 პასი), ტეილორი (13), ბიიომბო (8+11 მოხსნა+3 დაფარება).

ტ: გეი (20+5 მოხსნა), დეროზანი (14+3 პასი), ჯონსონი (13+7 მოხსნა), ვალანჩუნასი (12+10 მოხსნა).

ინდიანა-ჩიკაგო 97:80

25:19, 12:24, 26:19, 34:18

ი: ჯორჯი (21+6 მოხსნა), უესტი (17+13 მოხსნა+3 ჩაჭრა), სტივენსონი (15+5 მოხსნა), სკოლა (12), უოტსონი (11+4 პასი), ჰიბერტი (8+10 მოხსნა+5 დაფარება).

ჩ: დენგი (17), როუზი (17), ჰაინრიხი (12+5 პასი).

მილუოკი-კლივლენდი 109:104

30:23, 25:30, 28:26, 26:25

მ: მაიო (28), ნოა (23), ჰენსონი (14+9 მოხსნა+3 დაფარება), ფაჩულია (14+9 მოხსნა+7 პასი), ბატლერი (10).

კ: ირვინგი (29+8 პასი+5 მოხსნა), უეიტერსი (21+3 პასი), მაილსი (14), ვარეჟაო (12+8 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ორლანდო-კლიპერსი 98:90

29:20, 28:22, 15:32, 26:16

ო: ვუჩევიჩი (30+21 მოხსნა), მური (12), აფლალო (11+6 მოხსნა+5 პასი), ნელსონი (11+8 პასი), ოლადიპო (11).

კ: გრიფინი (23+13 მოხსნა), პოლი (18+10 პასი+5 მოხსნა), რედიკი (17), კროუფორდი (14), ჯორდანი (9+19 მოხსნა+4 დაფარება).

ფილადელფია-ვაშინგტონი 102:116

27:39, 24:21, 25:29, 26:27

ფ: ტერნერი (24+7 მოხსნა), ჰოიესი (23+13 მოხსნა+5 პასი), კარტერ-უილიამსი (19+7 პასი+5 მოხსნა), ანდერსონი (13).

ვ: უოლი (24+9 პასი), გორტატი (19+12 მოხსნა), ბილი (17+8 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), არიზა (15+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), უებსტერი (14), ნენე (10+5 მოხსნა), ჰარინგტონი (10).

ბოსტონი-იუტა 97:87

23:26, 27:8, 34:28, 13:25

ბ: ბასი (20), გრინი (18), ოლინიკი (14+8 მოხსნა+3 პასი), სალინჯერი (12+5 მოხსნა).

ი: ჰეივორდი (28+9 მოხსნა+5 პასი), კანტერი (22+8 მოხსნა), ჯეფერსონი (13+5 ჩაჭრა), ფეივორსი (10+14 მოხსნა+3 დაფარება).

მემფისი-ნ. ორლეანი 84:99

18:33, 23:18, 16:28, 27:20

მ: კონლი (26), გასოლი (11).

ნ-ო: გორდონი (19), დევისი (18+9 მოხსნა+3 დაფარება+3 ჩაჭრა), ევანსი (16+7 მოხსნა), ჰოლიდეი (11), სმიტი (10).

მინესოტა-გ. სტეიტი 93:106

28:26, 19:24, 24:29, 22:27

მ: ლავი (25+16 მოხსნა+6 პასი), მარტინი (23), ბრიუერი (18), პეკოვიჩი (10+7 მოხსნა+3 პასი).

გ-ს: ტომპსონი (30), ლი (22+15 მოხსნა), იგუოდალა (20+6 პასი+3 ჩაჭრა), ბარნსი (14).

სან ანტონიო-ფინიქსი 99:96

29:21, 22:32, 22:20, 26:23

ს-ა: პარკერი (20+6 პასი), გრინი (19+5 მოხსნა+4 დაფარება), დანკანი (17+5 პასი+5 მოხსნა), დიაო (11+5 მოხსნა).

ფ: მორისი (23+12 მოხსნა), პლამლი (15+6 მოხსნა), გრინი (15), ბლედსოუ (14+5 პასი), მორისი (11+6 მოხსნა).

ოკლაჰომა-დალასი 107:93

33:31, 24:20, 28:24, 22:18

ო: დურანტი (23+10 პასი), უესტბრუკი (22), იბაკა (17+13 მოხსნა+3 დაფარება), ლემბი (13).

დ: ელისი (20+5 მოხსნა), მერიონი (17), კრაუდერი (17), ნოვიცკი (16+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ჩენდლერი: 4-6 კვირა თამაშგარეთ

სერიოზული აღმოჩნდა "ნიუ იორკ ნიქსის" ცენტრალური თავდამსხმელის, ტაისონ ჩენდლერის ტრავმა, რომელიც მან "შარლოტთან" გუშინწინდელ მატჩში მიიღო. ნიუიორკული კლუბის დაცვის ლიდერი დაახლოებით 4-6 კვირით გამოვიდა მწყობრიდან.

"შარლოტის" კალათბურთელ კემბა უოკერთან შეჯახება სახიფათო არ ჩანდა, ამიტომაც ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ექიმების საბოლოო ვერდიქტი: წვივის ძვლის მოტეხილობა. ამასთან, ნერვული ქსოვილებისა და მყესების დაზიანება არ შეინიშნება, რის გამოც ჩენდლერს ოპერაცია არ დასჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ნიქსმა" სუსტად დაიწყო

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
გოგას სოლიდური დრო მიეცა და დაცვაში გამოირჩა [VIDEO]
დაძაბული დაპირისპირება კალიფორნიაში [VIDEO]
mavsmoneyball.com: რას უნდა ველოდოთ ზაზა ფაჩულიასგან ამ სეზონში
[VIDEO] მამუკელაშვილის 37 წუთი, ჰაჩიმურას გმირობა და ლებრონის 18-წლიანი სერიის დასასრული - "ლეიკერსმა" "ტორონტო" ბოლო წამებზე დაამარცხა
ყველაზე ახალგაზრდა MVP "დაუდევარ" მწვრთნელს დაუბრუნდა...
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
სად წავა ზაზა ფაჩულია - "ნიუ იორკში", "მაიამიში"?..
ესეც ოფიციალურად: კობის ახალი კონტრაქტი
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი
დიდი ამბები NBA-ში
კალათბურთის ღმერთების საჩუქარი, რომელსაც ბრწყინვალე კარიერა წუთ-ნახევარმა წაართვა
NBA. ლეგენდარული MVP-ების ბრძოლაში "ლეიკერსი" დამარცხდა [VIDEO]
ᓢᓐᓘᓡᓝᓜᓘ "ᓓᓐᓚᓐᓡᓨᓘ" ᓓᓐᓑᓠᓣᓜᓓᓐ
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
ტრავმირებულ უესტბრუქს გასახდელისკენ მიმავალ გზაზე პოპკორნი ესროლეს! "იუტამ" და "ნიუ იორკმა" წონასწორობა აღადგინეს [VIDEO]
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი უნიკალური რეკორდი დაამყარა
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]