სცადეთ, აბა, ძელზე ორი ხელით ჩამოკიდებული რამდენ ხანს გაძლებთ
რუბრიკა "ტაიმლაინი" კვირაში ერთხელ, პარასკეობით "ლელოში" ქვეყნდება. შვიდი დღის განმავლობაში ვცდილობ შევაგროვო კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები, საუკეთესო ფოტოები და ბოლოს ისე გადავცე მკითხველს, რომ მომდევნო კვირას "ტაიმლაინის" დანახვისას გაზეთი გვერდზე არავინ გადადოს.

რამდენად კარგად გამომდის ეს საქმე, თქვენი განსასჯელია.

დღევანდელი "ტაიმლაინისთვის" ყველა მასალა მოძიებული მქონდა, ფოტოპარალელიც ავაწყვე: "მილუოკის" პრეზენტაციისას ზაზა ფაჩულიას ემოციური სურათი რომ ვნახე, სპარტელი ლეონიდასი გამახსენდა და ფოტოები ერთმანეთს შევაწებე.

მსგავსების გარდა, სხვაობაც ბევრია: თუ ძველად იარაღად ფარსა და ხმალს ხმარობდნენ, დღეს ბევრისთვის ბრძოლის იარაღი ბურთია.

თუმცა სტრატეგიაზე, შეტევაზე, დაცვასა და გუნდურობაზე კალათბურთელები იმაზე ნაკლებს როდი მუშაობენ, რამდენსაც ძველი ბერძნები...

კიდევ იყო სხვადასხვა საინტერესო საკითხი, რომლებიც ერთმა შემთხვევამ მომავლისთვის გადადო: გუშინ დილას მეგობართან ერთად ერთ-ერთ მეტროსადგურთან მოვხვდი. ავტობუსის გაჩერებასთან ხალხის დიდი ჯგუფი დავინახე.

გამახსენდა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნები პირველ ოქტომბერს ჩატარდა, ხოლო კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები (არჩევნები 11 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი) მეტროსთან ხალხს არ შეკრებდნენ. არადა, სულ ნარჩევი, ნავარჯიშები ვაჟკაცები იყვნენ.

ინტერესი ადამიანის ერთ-ერთი "საინტერესო" თვისებათაგანია. სწორედ მან მიმიზიდა ჯგუფთან. მივუახლოვდი. ორ მილზე გადებული ძელი გამოჩნდა. მას ორი ხელით ჩამოეკიდა ძლიერი ახალგაზრდა, მაგრამ ამაოდ ველოდი აზიდვას. ეკიდა, ვიდრე არ დაიღალა და ჩამოხტა.

მას მეორე მიჰყვა, ისიც ასევე მოიქცა, შემდეგ - მესამე...

- ვერ გაძლო, - ხელი ჩაიქნია ერთმა გულშემატკივარმა.

- ერთი წუთიც ვერ გაჩერდა, - კვერი დაუკრა მეორემ.

ჯგუფს გვერდიდან შემოვუარე და წარწერა აღმოვაჩინე: თუ ორი ხელით ჩამოეკიდებით და ორი წუთი გაძლებთ, 50 ლარი ან ტელეფონი თქვენია, მონაწილეობისთვის კი 5 ლარი უნდა შემოიტანოთო.

ამ წარწერამ სიტუაციას ნათელი მოჰფინა, მაგრამ გაჩნდა სხვა ინტერესი - ნუთუ კარგად ნავარჯიშებ, ღონიერ ახალგაზრდებს ძელზე ორი წუთით ჩამოკიდება არ შეუძლიათ?

ფოტო გადავიღე და "მასპინძელთან" ვიკითხე:

- დღეს რამდენმა მოიგო 50 ლარი?

- ერთმა, - მშვიდად მიპასუხა.

შინ რომ დავბრუნდი, ახლობელ ფალავნებს ზემოთ ნახსენები ამბავი ვუამბე. სადარბაზოში რამდენიმე ძელია გამართული და წამზომმომარჯვებულებმა ძალები მოვსინჯეთ კიდეც. მართლაც რთული ყოფილა ორი წუთი გაჩერება, მით უმეტეს, რომ რკინა ხელის მოსაკიდებელ ადგილას კარგად იყო გასლიპინებული.

ერთმა დაიტრაბახა: შეიძლება ხუთი ვერა, მაგრამ 2-3 წუთი უპრობლემოდ გავჩერდებიო, თუმცა მან მხოლოდ 1 წუთი და 17 წამი გაძლო. ახლობლობაში აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც 2 წუთს გადააჭარბა, თუმცა მას მაინც არ აქვს გარანტია, რომ მეტროსთან მოწყობილ ძელზე იმავეს ისევე იოლად გაიმეორებს.

აქ ტელეფონის თუ ფულის მოგებაზე მნიშვნელოვანი სხვა რამაა: საქართველოში ღონიერი, ამაყი და სპორტის მოყვარული ხალხი ქვეყნის დასაბამიდან ცხოვრობდა და ამიტომაც იყო, ყოველ დღესასწაულზე ხან ცხენოსნობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ხან საჯილდაო ქვის ზურგსუკან გადაგდებაში, ხან ჭიდაობაში და ა.შ.

დღეს ცივილიზებულ მსოფლიოში ამა თუ იმ ადამიანს უმცირესი სპორტული ნიჭიც რომ აღმოაჩნდეს, მისთვის შესაფერის სპორტში უკრავენ თავს: ძალოსნობა იქნება, ფეხბურთი, რაგბი, შეშის ჭრა თუ სულაც თავით აგურების დალეწვა (მსოფლიოს ჩემპიონატები იქაც ტარდება). საქართველოში კი მიმართულების მიმცემს ვინ ჩივის, ისეთ ახალგაზრდებსაც კი, რომლებსაც დიდი სპორტული მომავალი უნდა ჰქონოდათ, უსახსრობის გამო ჯერ ეზოში უბნელებთან ურბენიათ, შემდეგ უბნელებთან მდგარან, ბოლოს - მსხდარან...

არადა, თუნდაც ძელის გუშინდელმა ამბავმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველომ ქვეყნის მხრიდან უყურადღებობის გამო იმაზე ათჯერ მეტი მედალოსანი დაკარგა, რამდენი მედალიც საერთაშორისო არენაზე მოგვიგია. სპორტი ხომ გენებში გვაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beqa
აუ აქ მეც ვიყავი 1:29 გავჩერდი არადა პული მცჰირდებოდა :( :):)
ll
ლილოშიც დგას ეს :D
sos
მე უკვე 5 ჯერ მოვიგე და იმ ადგილს ახლოს არ მაკარებენ. თუ გინდა ისე მოგცემთ 10 ლარს დგეშიო.
Giorgi
იმიტომაა ძნელი, რომ ტურნიკი "პაჩევნიკებზეა" და ტტრიალებს
me
ახმეტელზეა ავტობუს გაჩერებასთან, ვაგზალზეც დაიწყეს
nika gvritishvili
ეს გლდანიშია მეტრო ახმეტელზე იმდღეს მეც დავინახე და სუ ხალხია 2 წუთი კი არაა ადვილი რომ იცოდეთ შეიძლება მსუქანმა უპრო გაქაჩოს ვიდრე ძალიან სუსტმა ან დაკუნთულმა ზოგადად აქ კლავების სისხლის მიწოდებაზეა აქცენტი ეგ იქით იყვეს და მე გთავაზობთ ნიძლავს თუ ვინმე ას ნაბიჯში 1 ცალ ბულკს შეჭამს რასაც უნდა იმას ვუკისრებ:)
nukri
რა ადგილასაა ტერიტორიულად?
შაკო
ეგ ძელი ტრიალებს თან, როცა ჩამოკიდებული ხარ, მაგიტომაა ძნელი!
SHUKOVANI
რამდენი საუბრობს უკვე ამაზე , ძალიან რთული იქნება :)) პ.ს სტატია არ წამიკითხავს :))
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
TimeLine: ...ის მოიგებსო
TimeLine: ცეცხლი აენთო...
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
TimeLine: ცვლილებების ქარი
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
TimeLine: გამარჯობის ნაცვლად #NBAvote Zaza Pachulia
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
TimeLine: აი, სად ვართ! მსგავსება 1922 წლისა და დღევანდელ ქართულ ფეხბურთის შორის
TimeLine: ხინკლის მაკრატელა