13-დან 18 ნოემბრამდე თბილისი 19-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის XI ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს
13-დან 18 ნოემბრამდე თბილისი 19-წლამდელთა (1995 წელს დაბადებულები) ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის XI ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ვასილ მაისურაძის გუნდს ელიტრაუნდის საგზურისთვის ბრძოლა ჰოლანდიასთან, უელსსა და მოლდოვასთან მოუწევს.

ჩვენი ნაკრები სასტუმრო "ბომონდ გარდენში" ცხოვრობს და ყოველდღე სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გადის წვრთნას. 7 ნოემბერს იქ მედიისთვის ღია ვარჯიში ჩატარდა, რის შემდეგაც მაისურაძემ "ლელოს" ინტერვიუ მისცა:

- როგორ მიდის მზადების პროცესი?

- სრულფასოვანი ვარჯიშები გვაქვს. პრობლემები არ არის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სრული შემადგენლობით ჯერ არ შევკრებილვართ. 9 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედოს" ხუთი ფეხბურთელი შემოგვიერთდება, გორის "დილადან" კი გიორგი აბურჯანიას ველოდებით.

- იმედი გქონდათ, რომ გუნდები პრობლემებს არ შეგიქმნიდნენ...

- გუნდებისაც მესმის. ეს ფეხბურთელები მათაც სჭირდებათ და ამიტომ ვერ გამოუშვეს. დროულად მხოლოდ თბილისის "დინამოს" მოთამაშეები შემოგვიერთდნენ.

- საბოლოო განაცხადს როდის გამოაქვეყნებთ?

- ჯერ უნდა ვნახოთ, ვინ როგორ კონდიციებშია. პირველი თამაში 13 ნოემბერს გვაქვს. 9-ში რომ მოვლენ ბაზაზე, ერთი დღე აღდგენისთვის დასჭირდებათ. მე ის მადარდებს, იქნებიან კი ამ მატჩისთვის მზად? ამიტომაც ვერ ვამბობ ჯერ, ვინ დარჩება და ვინ - არა. ჯერ მაინც სელექციის პროცესია და ახალი ფეხბურთელებიც მრავლად გვყავს.

- მეტოქეებზე რა ინფორმაციები გაქვთ?

- სამწუხაროდ, უელსზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, მათი მატჩების ფირიც ვერ მოვიძიეთ. არ ვიცი, დაგვიმალეს თუ რა მოხდა, მაგრამ ასეა. ჰოლანდიასა და მოლდოვას კი მეტ-ნაკლებად ვიცნობთ.

- ჰოლანდიას ამჯერადაც ვერ ავცდით...

- 13 ნოემბერს, "მიხეილ მესხზე" უელსს ვხვდებით. გამომდინარე იქიდან, რომ მათზე ინფორმაცია არ გვაქვს, მთავარი აქცენტიც სწორედ ამ თამაშზე გავაკეთეთ. მერე მოლდოვას ვხვდებით, ბოლოს კი - ჰოლანდიას. ამიტომ ჰოლანდიაზე მხოლოდ მატჩამდე ვიფიქრებთ.

საერთოდ, გაუმართლებელი მგონია ამ შეხვედრით ბიჭების გონების გადატვირთვა. ჩვენი შესაძლებლობები სამივე მეტოქესთან სრულად უნდა გამოვავლინოთ და იმედია, ქომაგების გახარებას შევძლებთ.

- 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებით დაგვიბრუნდით. ეს არის თქვენივე დაწესებული თამასა. ახლა გულშემატკივარი, მინიმუმ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ელის...

- ტურნირის მოახლოებასთან ერთად, ვგრძნობ, რომ ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი უმჯობესდება. ცხადია, თავადაც გვსურს, რომ შარშანდელი წარმატება გავიმეოროთ, მაგრამ ისიც არ მინდა, რომ მხოლოდ ამაზე ვილაპარაკოთ. ამიტომ მედიასთან თხოვნა მექნება - მაინცდამაინც ნუ დავაყენებთ საკითხს ისე, რომ ჰოლანდიასთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ესენი ჯერ ბავშვები არიან, კარიერას ახლა იწყებენ და თითოეულ სიტყვას განსაკუთრებით განიცდიან. უელსსა და მოლდოვასთან კი აუცილებლად "პირველ ნომრად" ვითამაშებთ. ამის გარანტიას გაძლევთ.

- რატომ არ არის გუნდში აკაკი შულაია, რომელიც წლეულს მარტვილის "მერანში" ძალიან კარგად თამაშობს?

- სამწუხაროდ, ტრავმა აქვს, თორემ მისი გამოძახება ნამდვილად მსურდა.

- საკმაოდ ბევრი მოთამაშე დადგენილზე ერთი წლით უმცროსია...

- მიმაჩნია, რომ მათ გუნდში კონკურენციის გაზრდა შეუძლიათ, მაგალითად, კერძევაძეს, ზარანდიას, ტაბიძეს, თევზაძეს... სამიდან ორი მეკარე კი სულაც ორი წლით პატარაა - გოშაძე და ქურდაძე 1997 წელს არიან დაბადებულები. ვწუხვარ, რომ ამ ასაკის მეკარეებიდან მხოლოდ ერთი, ნიკა შერმადინი შევარჩიე.

- ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშები ალეკო ადამია ამჟამად სად არის?

- სამწუხაროდ, უგუნდოდაა.

შეგახსენებთ, რომ მაისურაძემ შეკრებაზე 24 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთაგან შესარჩევისთვის 18 საუკეთესოს აარჩევს.

მეკარეები: ოთარ გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე - საბურთალო), ნიკა შერმადინი (მეტალურგი);

მცველები: ალექსანდრე გურეშიძე, გიგა სამხარაძე, ოთარ კაკაბაძე (ყველა - დინამო), ნიკა ჭანტურია, გიორგი გაბაძე (ორივე - ტორპედო), ჯემალ ტაბიძე (საბურთალო), გიორგი გაფრინდაშვილი (დილა 2);

ნახევარმცველები: გიორგი გოროზია, მათე ცინცაძე, ნიკოლოზ ახვლედიანი, ლუკა კიკაბიძე (ყველა - ტორპედო), ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე - დინამო 2), გიორგი აბურჯანია (დილა), გიორგი თევზაძე (საბურთალო), ლევან შენგელია (დილა 2);

თავდამსხმელები: დავით ჯიქია, ალეკო მზევაშვილი (ორივე - ტორპედო), ლუკა ზარანდია (ლოკომოტივი), ილია კერძევაძე (დილა 2), დავით დარციმელია (ალგეთი, მარნეული).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gaga
გეტანხმებით სრულიად
maka
რა ტენდენციაც საქრათველოშია და მე თვალყურს ვადევნებ ესააა სულ ერთიდაიგივესაქქავს გარანტიორებული ასაკობრივი ნაკრების მაისურის \ცაცმა და რატომ იტხოვტ მერე ვინმესგან რამეს ამ ბავშვებს მაინც გარანტირებული აქვტ ეხლა 21 წლამდელებ\სიც იგივე ამათ გამოუძახებენ და რატომ მოიკლავენ თავს ზედმეტად და რატომ იშრომებენ ბევრს სხვა ვინმესთვის მაინც დაკეტეილია ნაკრების კარები და აგერ არ არიან გოროზია პაპუნაშვილი ცინცაძე ზარანდია მეტი სხვა ვინმეს რატომ უნდა დავაკვირდეთ აგერ ყავთ დაბადებიდან გარნტირებულ;ი ბავ\სვები თუ ეგ სიმართლე არ არის ფაქტებით და არგუმენტებით მელაპარაკეთ
kosta
ისე სხვა ვინმე არ იმსახურებს ერთი საინტერესოა ამათ გარდა ნაკრების მაისურს? დავიჯერო ვინმემ არ მოუმატა ამასობა\სი ან თუნდაც ამატგან ყველა ერთ დონეზე თამაშობს სულ კარფით რა ამიტომ საქართველოში ფეხბურთი არასდროს არ იქნება არააააა
gigi
ბატონო ვასილ მაინტერესებს ისევ იმავე პეხბურთლების გარდა სხვებზე რომ ასერტოდ არ ამახვილებთ ყურადგებას ვერ გავიგე ამათ მუდმივი გარანტია ერგო თქვენგან რომ სულ ასაკობრივში ერტიოდაიგივემ ითამაშოს? იქნებ სხვა ვინმე უკეთ ათამაშდა ამ ორი წლისა განმავლობა\ში მაგრამ თქვენ ეს სულ გკიდიათ თქვენ თქვენი მენატლური თვისებებიდან გამომდინარე ხელმძგვალელობთ და თან გაიძახით ჰოლანდიასთან ნურავინ ნუ მიგვთხოვს შედეგსო, აი ამიტომაა საქართველოში სუპერ ფეხბურთი
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
U17. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" გალიდერების შანსი დაკარგა
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
"მონათმფლობელი ხომ არ ვარ, ჩემი საქმე მათი ჯანმრთელობის ხარჯზე გავაკეთო?!"
ფოთის "კოლხეთი": ნიკა შერმადინი მოვიდა, პაპუნა მოსემღვდლიშვილი წავიდა
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
ფოთის "კოლხეთი" მოსკოვის "ტორპედოს" მეკარე სტეპან სიკაჩს იმატებს
პრო ლიგა 2. ტყიბულის "მეშახტე": სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ?
შულაია თბილისის "დინამოდან" "საბურთალოში" გადავიდა
გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
პრობლემა: სად ხართ, ვასილ მაისურაძის ბიჭებო?
შვილო, შენ აქ რა გინდა?!. დაღმართი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
csakfoci.hu: შულაია ტრანსფერზე უნგრულ კლუბს შეუთანხმდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
ერთ კვირაში "ტორპედოდან" მესამე ფეხბურთელი წავიდა
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს