12 ნოემბერს "აკადემიამ" "სოხუმი" ანგარიშით 79:71 დაამარცხა და ცხრილში მე-2 ადგილზე აღზევდა
12 ნოემბერს გამართულ 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩში "აკადემიამ" "სოხუმი" დაამარცხა.

სოხუმელებმა, რომლებსაც მიმდინარე ჩემპიონატში გამარჯვება არ მოუპოვებიათ, გელა წულაძისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილ აკადემიელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს.

პირველი ტაიმი თანაბარი იყო, ხოლო საწყისი მეოთხედი სულაც სოხუმელებმა მოიგეს - 24:22.

აკადემიელებმა თამაში დიდი შესვენების შემდეგ გამოასწორეს, რომელიც 20:11 მოიგეს. ნიკა ღურწკაიამ, რომელიც "აკადემიას" ლიდერობდა, მე-5 პერსონალური მიიღო. ამან გელა წულაძის გუნდი არ დააზარალა. საბა ჯაყელმა გუნდის წინამძღოლობა ითავა, რომელსაც ნიკა ამირხანაშვილი, გიორგი თევდორაშვილი და ლუკა გიორგაძე ეხმარებოდნენ.

ბოლო პერიოდში სოხუმელებმა ძალები მოიკრიბეს, თუმცა მაქსიმუმი, რაც მოახერხეს, ანგარიშის 5 ქულამდე შემცირება იყო.

საბოლოოდ "აკადემიამ" 79:71 მოიგო და ცხრილში მე-2 ადგილზე აღზევდა.

გამარჯვებულთაგან 17 ქულით საუკეთესო ღურწკაია იყო, 15-15 ქულა დააგროვეს ამირხანაშვილმა და ჯაყელმა, ხოლო გიორგაძის ანგარიშზე 4 ქულა დაგროვდა.

სოხუმელთაგან 17 ქულითა და 24 მოხსნით კონსტანტინე ბიწაძე გამოირჩა, ხოლო გურამ კენჭიაშვილმა 20 ქულა მიითვალა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

გელა წულაძე ("აკადემიის" მთავარი მწვრთნელი):

"სოხუმმა" ნამდვილად კარგად ითამაშა და ბოლომდე იბრძოლა. გავიმარჯვეთ, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში. როგორც იცით, გვაკლია გუნდის ლიდერი დარახველიძე. თანაც, დაცვაში ძალიან ბევრი შეცდომა გვქონდა, მეტოქემ ფარზე გვაჯობა და ჯარიმებიც დაბალი პროცენტით ვესროლეთ".

თემურ კანკია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი):

"ერთადერთი კომპონენტი, რაც გამოვასწორეთ, ფარზე თამაშია. ბოლო სამი თამაშია, ფარს ვიგებთ, თუმცა, სამწუხაროდ, შეტევებში გვაქვს ძალიან დაბალი პროცენტი. მეორე წრიდან ამას უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ".

წყარო: u-20.ge

კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
სუპერლიგა. XIV ტური: დინამიადა დასრულდა
"აკადემიამ" "ბათუმი" ისევ დაამარცხა
საქართველოს U16 ნაკრები სტამბოლში საბერძნეთთან ბრძოლაში დამარცხდა
თემურ კანკია: "დელტას" 4 მოთამაშე უკვე დააკლდა
ბალტიის ლიგა - ახალი ერა ქართულ კალათბურთში
20-წლამდელთა ჩემპიონატში სამი მატჩი გაიმართა
"ქუთაისმა" "მარნეულს" სძლია და მეორე წრე პირველ ადგილზე დაასრულა
სუპერლიგა. X ტური: გეგმურად
U16. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს კალათბურთელთა ასაკობრივ ნაკრებთა სამწვრთნელო შტაბებში ცვლილებებია
თემურ კანკია: ჯერ ტრავმების გამო ვაგებთ
ესპანეთში გამართულ "ბასკონიას" კემპში მონაწილეობა 16-მა ქართველმა მიიღო [VIDEO]