პორტუგალიური "ჟილ ვისენტეს" 22 წლის შემტევს საქართველოს ნაკრებში გამოძახება კლუბის პრეზიდენტმა და მწვრთნელმაც მიულოცეს
ცხრა ტურის შემდეგ "ჟილ ვისენტემ" 17 ქულა დააგროვა და პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში მე-4 ადგილზე აღზევდა. ქართველი ლეგიონერი ავთო ებრალიძე ნელ-ნელა იმკვიდრებს გუნდში ადგილს.

20 ოქტომბერს "ჟილ ვისენტეს" შემადგენლობაში მან პირველად გამოიჩინა თავი, როცა პორტუგალიის თასის მეორე რაუნდში მისმა გუნდმა ქვედალიგოსანი "კალდა" 5:0 გაანადგურა, მოედანზე მე-60 წუთზე შესულმა ებრალიძემ კი 17 წუთში გოლი გაიტანა...

15 ოქტომბერს, ალბასეტეში, მრისხანე ესპანეთის წინააღმდეგ, 22 წლის შემტევმა საქართველოს ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

ავთომ "ჟილ ვისენტეს" პრეზიდენტისადმი მადლიერება საჯაროდ გამოხატა და "გიმარაეშთან" მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მაისურა აჩუქა. ის საფეხბურთო სამყარომ სწორედ ამ კლუბიდან გაიცნო და შედეგად, ეროვნულ გუნდშიც მოხვდა.

ებრალიძემ "ლელოს" ინტერვიუ მისცა...

- გულშემატკივარმა პორტუგალიაში გადასვლის შემდეგ გაგიცნოთ. "ჟილ ვისენტეს" შემადგენლობაში პირველი გოლიც გაიტანეთ და ნაკრებშიც გამოგიძახეს...

- ოქტომბერი ჩემთვის ბედნიერი თვე აღმოჩნდა. "ჟილ ვისენტეს" შემადგენლობაში გოლი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს მომავალშიც გავაგრძელო, თორემ ამ ერთი გოლის გამო ვერც კლუბის შემადგენლობაში დავჯავშნი ადგილს და არც ნაკრებში გამომიძახებენ.

- უკვე თვეზე მეტია, რაც პორტუგალიის მთავარ ლიგაში თამაშობთ და მასზე სრული წარმოდგენა შეგექმნებოდათ.

- მას არ მიიჩნევენ ევროპის ტოპ-ლიგად, მაგრამ ახლა ჩემთვის პორტუგალიაში თამაში სრულიად მისაღებია. გუნდები ტექნიკურ, სწრაფ და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ. მიმაჩნია, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი პლუსი ის არის, რომ ტაქტიკურადაც გამართულად მოქმედებენ. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის აქ თამაში სერიოზული ტრამპლინია.

უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ჩემთვის პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში მოხვედრაც ძალიან დიდი ნახტომი იყო. აქ ევროპული დონის კლუბები ჰყავთ - "ბენფიკა", "პორტუ", "სპორტინგი", "ბრაგა"... წლეულს ჩემპიონთა ლიგაზე სამი პორტუგალიური კლუბი გავიდა, სამიც - ევროპალიგაზე. ეს მათ დონეზე ყველაზე უკეთ მეტყველებს.

მართალია, ტიტულოვან და მდიდარ კლუბში არ მოვხვედრილვარ, მაგრამ "ჟილ ვისენტე" 99 წლისაა და ამ ეტაპზე, როგორც გითხარით, ეს სავსებით მაკმაყოფილებს. მთავარია, ბევრი ვითამაშო, ხალხმა გამიცნოს და იმედია, მომავალში უკეთეს დონეზეც ვითამაშებ.

- შესაძლოა, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ასეთი დონის ჩემპიონატში რომ მოხვდება ფეხბურთელი, მისით უკეთესი გუნდებიც დაინტერესდებიან...

- "ჟილ ვისენტეში" ახალი ჩარიცხული ვარ და ტრანსფერზე ლაპარაკი ახლა მართლაც ნაადრევია. რაღაც ჭორის დონეზე რომ შევიტყვე, არ ნიშნავს, რომ ინტერესი რეალურია. თუ ოფიციალურად დაიწყებენ მოლაპარაკებას, ეს უკვე სხვა ამბავი იქნება.

- ამასობაში, სანაკრებო დებიუტიც გქონდათ...

- რა თქმა უნდა, ნაკრებში გამოძახებაზე ვოცნებობდი, მაგრამ ჩემპიონატი ახალი დაწყებული იყო, "ჟილ ვისენტეშიც" მხოლოდ 4 მატჩი მქონდა ჩატარებული და, მართალია, გოლით და საგოლე გადაცემით გამოვიჩინე თავი, მაგრამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის მხრიდან დაინტერესება მაინც დიდი მოულოდნელობა და, ასე ვიტყოდი, კარიერული ნახტომი იყო.

არ ვიცი, საქართველოს ნაკრებსა და მის თამაშს ვინ როგორ აფასებს, მაგრამ მე კი ეროვნული გუნდის მაისურის ტარება მეამაყება და ეს ჩემს მომავალსაც ძალიან წაადგება. ყველაფერი კი "ჟილ ვისენტეს" დამსახურებაა, სადაც მწვრთნელისა და პრეზიდენტის მხრიდან ნდობას ვგრძნობ.

- ნაკრებში თქვენს გამოძახებას გუნდში როგორ შეხვდნენ?

- გაუხარდათ და მომილოცეს, მათ შორის, პრეზიდენტმა და მწვრთნელმაც, რადგან ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში რომ უხმობენ, ეს კლუბის სახელიც არის.

- ...მაგრამ ესპანეთთან მატჩში ბურთთან მხოლოდ მცირე კონტაქტი გქონდათ...

- ესპანეთი ისეთი გუნდია, რომელიც ბურთის დაჭერის საშუალებას არავის აძლევს. ყველა კარგად ვხვდებოდით, რომ ასეც მოხდებოდა და რაც გვსურდა, იმის საშუალებას არ მოგვცემდნენ. ბურთი სულ 4-5-ჯერ მივიღე და ერთხელ კუთხურიც ჩავაწოდე. ისე, ერთი გადაცემაც არ გამიფუჭებია. სტადიონზე ისეთი ატმოსფერო იყო, წარმოუდგენელია, ფეხბურთელს მეტი სტიმული ჰქონდეს. ეს იყო ჩემს კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა. როგორია, სადებიუტო მატჩს რომ თამაშობ და თანაც - ესპანეთის წინააღმდეგ?!

- მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიას თუ ელაპარაკეთ?

- არა, მაგრამ იმედია, კვლავ გამომიძახებს და თავის გამოჩენას მოვახერხებ.

- როგორია ნაკრებზე პირველი შთაბეჭდილება?

- თამაშებს მანამდეც ვუყურებდი და გული მწყდებოდა, რომ შედეგი არ გვქონდა. პირველი, რაც შევნიშნე, საქმისადმი პროფესიული მიდგომა იყო.

შესაძლოა, ჩემი ვარაუდი ბევრს გაუკვირდეს და არ დამეთანხმოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ გუნდს დრო სჭირდება და შედეგი ექნება, რადგან საკუთარი თვალით ვნახე, ბიჭები როგორი მონდომებულები არიან. ხალხის გახარება მათ ყველაზე მეტად სურთ და ძალიან განიცდიან, რომ ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებენ.

- ნაკრებში მანამდე არავინ გიცნობდათ. როგორ დაგხვდნენ ბიჭები?

- ელგუჯა გრიგალაშვილის გარდა, მართლაც არავინ მიცნობდა. მერე ყველა სწრაფად გავიცანი, შევეჩვიე და თავი უცხოდ არ მიგრძვნია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავთო ებრალიძე საქართველოს ნაკრების მაისურს "ჟილ ვისენტეს" პრეზიდენტს ჩუქნის

ლეგიონი: ებრალიძემ და გრიგალაშვილმა გოლების ანგარიში გახსნეს [VIDEO]

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი არაბიძისა და ავთო ებრალიძის "ნასიონალი" პორტუგალიის პრიმეირა ლიგიდან გავარდა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" ქულები დაკარგა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ლეგიონის უქმეები: 6 გოლი და ჩაკვეტაძის კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი [VIDEO]
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ელგუჯა გრიგალაშვილის ჰეთ-თრიკი - მისი გუნდი უზბეკეთის თასის ნახევარფინალშია
მანჯუკიჩი შესაძლოა "ბარსელონაში" ვიხილოთ - 21 აგვისტოს დაიჯესტი
ავთო ებრალიძემ რუმინეთში პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ლეგიონის უქმეები: ჰეთ-თრიკი, დუბლი და 3 საგოლე პასი [VIDEO]
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ლეგიონის უქმეები: 3 ქართული გოლი [VIDEO]
ავთანდილ ებრალიძე გიორგი არაბიძის თანაგუნდელი გახდა
სენსაცია "დრაგაოზე" - აბურჯანიას გუნდმა "პორტუ" დაამარცხა
3 ქართველი ფეხბურთელი, რომელთა დამატებაზეც ქართულმა კლუბებმა უნდა იფიქრონ
ავთანდილ ებრალიძემ "ჩავესი" დატოვა და კარიერას მეორე დივიზიონის "ესტორილში" გააგრძელებს
პორტუგალია, კვიპროსი, აზია... ავთო ებრალიძე მომავალ კვირაში გადაწყვეტს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
აბურჯანია ლობჟანიძის გუნდში გადავა
ეროვნული ლიგა. XXIX ტური: ბათუმის "დინამომ" "დილა" დაამარცხა [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: 7 ქართული გოლი სანაკრებო პაუზის შემდეგ [VIDEO]
აბურჯანია კარიერას პორტუგალიაში განაგრძობს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
არჩევანიც გვაქვს, თან - რამდენიმე - ავთო ებრალიძე "რიუ ავეს" უახლოვდება