"თბილისის "დინამოში" ფეხბურთელებს არა "პატრონის", არამედ შესაძლებლობის მიხედვით აფასებენ და არ ჩაგრავენ"
ბოლო ტურებია, თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი გველესიანი თავდამსხმელების საქმესაც აკეთებს.

ქუთაისის "ტორპედოსა" და "ზესტაფონთან" შეხვედრებში 22 წლის ცენტრალურმა მცველმა გუნდს პირადად მოუტანა 6 ქულა - გადამწყვეტი გოლები გაიტანა და თანაც, ორივე - მსაჯის მიერ დამატებულ დროში...

გველესიანი საკმაოდ გულახდილი რესპონდენტი აღმოჩნდა - ილაპარაკა წარსულზე, ტკივილებზე, იმაზეც, თუ რატომ ფიქრობდა ფეხბურთიდან წასვლას...

მოკლედ, ინტერვიუმ, წესით, უნდა დაგაინტერესოთ...

- მოგვიყევით თქვენს კარიერაზე. სად და ვისთან ვარჯიშობდით, როგორ აღმოჩნდით "დინამოში"?

- ბავშვობისას 35-ე სკოლაში, სოსო სირაძესა და კახი გოგიჩაიშვილთან ვვარჯიშობდი. 15 წლისა კი თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში გადავედი, სადაც ასაკობრივი გუნდიდან ძირითადში დამაწინაურეს.

რამდენიმე მწვრთნელთან მიმუშავია - ბაგრატ ჩადუნელთან, თამაზ სამხარაძესთან, დავით კევლიშვილთან, გიორგი დევდარიანთან...

- "დინამოში" დებიუტი 2010 წელს, ტალინის "ფლორასთან" გქონდათ, თუმცა, ვიდრე 21 წლის არ გახდით, თბილისის "დინამოს" ძირითადში იშვიათად ხვდებოდით...

- ამ პერიოდში გუნდიდან წასვლაზე ბევრჯერ მიფიქრია. ზუსტად გახსოვთ - ესტონელებთან ევროპალიგის იმ მატჩამდე საქართველოს ჩემპიონატშიც არ მქონდა ნათამაშები. მაშინ "დინამოს" მწვრთნელი კახა კაჭარავა იყო. 18 წლისა პერსპექტიულ ფეხბურთელად ვითვლებოდი, მაგრამ გუნდში ბევრი მწვრთნელი შეიცვალა და მუდმივად საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება მიხდებოდა.

მერე ისევ დუბლებში დამაბრუნეს, იჯარით ცხინვალის "სპარტაკშიც" გამიშვეს... თუმცა ყურები არ ჩამომიყრია.

დევდარიანმა დამაბრუნა "დინამოში" და ნელ-ნელა ძირითად შემადგენლობასაც შემაჩვია. წასვლაზე დუშან უჰრინის მოსვლის დროსაც დავფიქრდი, მეგონა, არ დავჭირდებოდი და ბუბა ტყავაძესთან მივედი, იჯარით გაშვება ვთხოვე. მირჩია, არ იჩქაროო, იქნებ მოეწონოო. დავუჯერე.

საბედნიეროდ, უჰრინი მენდო და ახლა ვცდილობ, ეს შანსი გამოვიყენო.

- თბილისის "დინამოში" დასამკვიდრებლად მხოლოდ კლასი არ არის საკმარისი. თქვენსავით დუბლებში დიდხანს ყოფნას ბევრი ვერ შეგუებია და კლუბი დაუტოვებია. მოთმინების უნარიც გქონიათ...

- ეტყობა, მართლა ასეა, რადგან ბევრი სირთულე გადავიტანე. რამდენი შემთხვევა იყო, როცა შეიძლებოდა, ფსიქოლოგიურად გავმტყდარიყავი.

- ასაკობრივ ნაკრებებშიც არ გითამაშიათ...

- ...და არც შეკრებებზე ვყოფილვარ. საერთოდ, "საფეხბურთო პატრონი" არ მყავდა და უსამართლობას ბევრჯერ წავაწყდი. "დინამოს" დუბლების კაპიტანი ვიყავი, მაგრამ ლამის ყველას რომ იწვევდნენ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, მე განზე ვრჩებოდი.

პატარა ბიჭისთვის ამ ყველაფრის გადატანა ძალიან ძნელი იყო. ვერაფრით ვხვდებოდი, მოთამაშეებს რა ნიშნით აფასებდნენ. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ ჩემზე წინ ბევრი ისეთი ფეხბურთელი დააყენეს, რომელთაც აშკარად ვჯობდი და არავინ იცის, ახლა სად თამაშობენ.

22 წლის ვარ და ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის უფლება აღარ მაქვს. რა თქმა უნდა, თეორიული შანსი არის, რომ მომავალში ეროვნულ ნაკრებში მიმიწვიონ. ბავშვობის ოცნება - ჩამეცვა რომელიმე ასაკობრივი ნაკრების ფორმა - აუხდენელი დამრჩა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია.

თუმცა ფარ-ხმალი არ დამიყრია და ვცდილობდი, გულიანად მევარჯიშა, რომ თავის დაჩაგვრის უფლება არავისთვის მიმეცა. ისე, არ დავმალავ, იყო პერიოდი, როცა არჩევანის წინაშეც დავდექი - ფეხბურთი ან სწავლა.

- როდინდელ პერიოდს გულისხმობთ?

- არც ისე შორეულ წარსულს. სკოლა ძალიან კარგად დავამთავრე და თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე მაღალი ქულებით ჩავაბარე. ვფიქრობდი, ფეხბურთიდან თუ არაფერი გამოვა, სწავლას გავყვები-მეთქი, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ ბოლომდე მებრძოლა და იმ მწვრთნელებისთვის, რომლებმაც ამა თუ იმ ნაკრებში დამიწუნეს, დამემტკიცებინა, რომ თამაში შემეძლო.

ახლა "დინამოში" ყოფნა ორმაგად მახარებს და იცით, რატომ? ჯერ ერთი, რომ ყველაზე ძლიერი და ტიტულოვანი ქართული კლუბია, ხოლო მეორე და მთავარი ის არის, რომ აქ ფეხბურთელებს არა "პატრონის", არამედ შესაძლებლობის მიხედვით აფასებენ და არ ჩაგრავენ.

ახლა ჩემზეა დამოკიდებული, დავიმკვიდრებ თუ არა "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში ადგილს.

- ბოლო დროს, ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში "დინამოს" გამარჯვება თქვენმა გოლებმა მოუტანა. ადრე შეტევებში ასე ხშირად არ ერთვებოდით...

- შეტევებში ჩართვა რომ ვისწავლე, ეს გიორგი დევდარიანის დამსახურებაა. როცა ის "დინამოში" მუშაობდა, დუბლებიდან ლამის ყველა ფეხბურთელი გაუშვა, მე კი დამტოვა. ნდობა ვიგრძენი და მის ხელში სხვაგვარად ავთამაშდი. როგორც იტყვიან, მწვრთნელმა "გამხსნა", უფრო თავდაჯერებული გავხდი.

- მაგრამ ეს ორი გოლი ძირითადში დასამკვიდრებლად საკმარისი მაინც არ იქნება...

- ეს გოლები გუნდისთვისაც მნიშვნელოვანი იყო და პირადად ჩემთვისაც. ძირითადში მოსახვედრად ეს რომ საკმარისი არ იქნება, ესეც მშვენივრად მესმის. ფეხბურთში ყოველდღე უნდა დაამტკიცო, რომ კონკურენტებთან გამკლავება შეგიძლია. მე კი გამოცდილი კონკურენტები მყავს - კვარაცხელია, შაშიაშვილი, უსტარიცი... მათგან ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი.

სულაც არ მეთაკილება იმის თქმა, რომ ისინი მეგობრული რჩევებით ხშირად მეხმარებიან.

საერთოდაც, თბილისის "დინამოში" მოსახვედრად მხოლოდ კარგი თამაში არ არის საკმარისი, აქ ყველა სხვა ქართულ კლუბზე უფრო მაღალი კონკურენციაა, ფსიქოლოგიურადაც ძლიერი უნდა იყო და მოთმინებაც გჭირდება. ეს ყველაფერი კარგად მესმის, მაგრამ "დინამოში" ადგილის დასამკვიდრებლად მაქსიმუმს გავაკეთებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უმაღლესი ლიგის XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ზესტაფონი-დინამო 1:2 - ბოლო წუთის ფაქტორი [VIDEO]

დინამო-ტორპედო 2:1 - ემოციური და დაუვიწყარი "ქართული კლასიკო" [VIDEO]

ფედერაციას
აქ არის ჩვენი პრობლემა ბევრი ნიჭიერი ფეღხბურთელი დუბლებში კვდება თამაშით და პატრონი არ ყავს მერე ადგება და დაიწყებენ ბოსები ფეღხბურთელები არ გვყავს და რა გავაკეთოთო გაუხსენით ნიჭიერებს გზა და ნუ ბლოკავთ და ჩაგრავთ რადგან პატრონი არ ყავთ თქვენი ბო.. დედ... მ...... მაფიოზო ქრთამისტებო.
Manana
ძალიან სამწყხაროა რომ დგეს ნიწიერ პეხბურთელებს მაინც ზალიან უჭირთ თავის დამკვიდრება:((( ჩაწყობა ისევ ფავორშია და ამას უსვინდისოდ აკეთებენ ფეხბურთის "დიდი" ქომაგები. საერთოდ არ ფიქრობენ არც ბავშვების ფსიქიკაზე და არც ადამოანობა აწუხებთ. როდესგაც ხომ უნდა გათავდეს ესჩაწყობა და გზა მისცენ მართლა ნიჭიერ ადამიანებს. როსემდე უნდა განსაზგვრავდეს მამიკოს ძვირი მანქანა ნაკრებში ყოფნა არ ყოფნას.
ku2
ტორინოს მინდა მივმართო, ოღონდ არს საწყენად. იქნებ სადმე კედელი ნახო და თავი მიარტყა, რომ ეგ მარგალიტები ცოტა მაინც გადმოგიცვინდეს!
dato
მაგრად გამიხარდება თუ საბოლოოდ დაიმკვიდრებ ადგილს დინამოში და ამ გუნდის ერთერთი თილისმაც გახდები, ნუ გაცვლი სხვა ქართულ გუნდში დინამოს! წარმატებები
torino
როგორ არა, გეთანხმები! უპატრონოების თავშესაფარია დინამო! ისე როგორც მე ვიცი დინამო ერთ ერთი ყველაზე კორუფციული გუნდი იყო ( ფეხბურთელების აყვანა-შერჩევას ვგულისხმობ) პოსტსაბჭოურ სივრცეში, არაერთი ისტორია მაქვს პირადად გაგონილი, როგორ თხოვდნენ ათასობით მანეთებს, GAZ 24 და ა.შ. შენ ბიძიკო სულ უპატრონოდ გაგიქაჩავს თან გული გწყდება ნაკრებში რომ არ აგიყვანეს! ღმერთმა ხელი მოგიმართოს,საკმაოდ ამბიციური ყოფილხარ - დაგვიმტკიცე რომ ღირსი ხარ!!! ( გულშემატკივარი)
XXI
წარმატებები!
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
ფანტასტიკური ფინალი საქართველოს სუპერთასის ფინალში - თსუ-მ "ქუთაისი" მესამე ოვერტაიმში დაამარცხა
ევროპული კალათბურთის მომავალი ნისლშია – NBA ახალ დივიზიონს ამზადებს
კასილასს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონია - ესპანელი ჟურნალისტი ლეგენდარულ მეკარეზე ისტორიას იხსენებს
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
გამოტოვებს თუ არა იამალი "ელ კლასიკოს" - "ბარსელონას" ვარსკვლავის დაბრუნების თარიღი ცნობილია
[PHOTO] "არ შეიძლება მისი დედა იყოს... 20 წლის გოგოს წააგავს" - "კაირატის" მეკარის დედამ ყველა გააოგნა
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
კახი გოგიჩაიშვილი: უკეთესი იქნება, თუ გიორგი არაბიძე გუნდს შეიცვლის...
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ᓤᓘᓥᕠᓔᕑᕘ ᓝᓙᕔᓐᓜᓘᕡ ᓒᓐᓦᓛᓘᓓᕐᕜ: ᓐ
გველესიანი ირანისა და ისრაელის შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა
ბოლნისის "სიონში" მთავარ მწვრთნელად კობა ჟორჟიკაშვილს უხმეს?
ᓡᓙᓐᕜ
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
პაბლო მარტინიც გაუშვეს - ესპანელი სპეციალისტი "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
ელგუჯა გუგუშვილი: ეროვნული ნაკრების მწვრთნელი სასწრაფოდ!
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
გიორგი კახელიშვილმა "შევარდენი 1906" დატოვა და "შუქურაში" ითამაშებს
"მათხოვრობა ჩემი მორალი არ არის" - გველესიანმა ირანულ გამოცემას ინტერვიუ მისცა და "პერსოპოლისზე" ნაწყენია
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
კვლავ ირანში - გველესიანი ყოფილ კლუბში დაბრუნდა
"ამის გამო გველესიანი "პერსოპოლისიდან" განაწყენებული წავიდა" - ირანული კლუბის წარმომადგენელმა ინციდენტის მიზეზი განმარტა
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები, როგორც გუნდი, შედგა"
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
გველესიანის მეხუთე კლუბი ირანში? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ახალი ვარიანტი აქვს
თბილისის "დინამოს" იურაი იარაბეკის ნაცვლად ქართველი სპეციალისტი გაწვრთნის
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
"ზუგდიდმა" პირველი ტესტ-მატჩი ტყიბულის "მეშახტესთან" ფრედ დაასრულა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
დავით ვოლკოვი: ვცდილობ, ყველა პოზიციიდან დავარტყა...
რა შემთხვევაში დათანხმდება გია გეგუჩაძე საქართველოს ნაკრების გაწვრთნას
თბილისის "დინამოში" საკადრო ცვლილებები გრძელდება - რამაზ მუმლაძეც წავიდა
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს