ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბესიკ ლიპარტელიანმა კითხვებს დეტალურად გასცა პასუხები - გამგეობამ შეხვედრები დაასრულა

ბესიკ ლიპარტელიანმა კითხვებს დეტალურად გასცა პასუხები - გამგეობამ შეხვედრები დაასრულა

სასტუმრო "რედისონში", ფედერაციის გამგეობის წევრებისა და მწვრთნელების შეხვედრაზე, საინტერესო განცხადებები გაკეთდა
სასტუმრო "რედისონში", ფედერაციის გამგეობის წევრებისა და მწვრთნელების შეხვედრაზე, საინტერესო განცხადებები გაკეთდა.

მწვრთნელებმა საკუთარი აზრი დააფიქსირეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გამგეობის თავმჯდომარემ, ბესიკ ლიპარტელიანმა კი დეტალურად გასცა პასუხი დასმულ კითხვებსა და წინადადებებს.

გელა წულაძე, ასაკობრივი ნაკრებების ტექნიკური დირექტორი, მწვრთნელი:

- ასაკობრივი ნაკრებების დანიშნულება ის არის, რომ ბავშვები მოამზადოს დიდი ნაკრებისთვის. პარალელურად, თუკი შედეგსაც აჩვენებს, ეს ძალიან კარგი იქნება. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ეს შედეგი, ვიღაცისთვის - არა, მაგრამ 20-წლამდელებმა 2-ჯერ მოახერხეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.

არიან ქვეყნები, რომლებიც იმაზე არიან დამოკიდებულნი, ეყოლებათ თუ არა ნიჭიერი თაობა. ხან გადადიან ელიტაში, ხანაც ვარდებიან. ნაკრებების გამართული ფუნქციონირება, მომზადება არის ძირითადად მწვრთნელების დამსახურება.

იყო დრო, როცა ნაკრებები არ გვყავდა, ახლა კი ფედერაციას ისე აქვს დალაგებული სიტუაცია, რომ სეზონის წინ ყველაფერი დაგეგმილია: ტურნირები, მოსამზადებელი შეკრებები. ეს სისტემა გამართულია და ვიღაცას თუ არ უნდა ამის დანახვა, ეს მისი პრობლემაა...

ბესიკ ლიპარტელიანი:

- ფედერაცია უკანონობას არც აქამდე სჩადიოდა და არც მომავალში ჩაიდენს. ამის საშუალებას, ელემენტარულად, კანონმდებლობა არ მოგვცემს. ეს დებულება, რომელიც მოქმედია, დამიჯერეთ, სრულ შესაბამისობაშია კანონთან.

ხოლო ის წესდება, რომელიც ჩვენ ფიბა-სთან და ქართველ იურისტებთან კონსულტაციით მივიღეთ, 10 აგვისტოს დანიშნულ ყრილობაზე არ დაგვამტკიცებინეს. რატომ გააკეთეს ეს, მხოლოდ ერთი მიზეზია.

ჩვენ არ დავთანხმდით წესდებაში იმ პუნქტის ჩადებას, რითაც ისინი სრულად გააკონტროლებდნენ საარჩევნო პროცესს. მიშა ახვლედიანს და მინისტრს სურდათ, რომ კლუბებისთვის მიგვეცა 3-3 ხმის უფლება. ამით ისინი გარანტიას მიიღებდნენ არჩევნებში სასურველი კანდიდატის გასაყვანად...

ამას ჩვენ არ დავთანხმდით, რადგან საქართველოში, თუკი 3-4-ს არ ჩავთვლით, სტაბილური კლუბი არ არსებობს. შეიქმნება სუპერლიგის გუნდი და 2 წელიწადში იშლება. სამწუხაროდ, ასეთია რეალობა. ანდაც დღევანდელი სიტუაცია ავიღოთ:

კლუბების 70 პროცენტს გამოცვლილი ჰყავს მენეჯერები, რომლებიც მომავალ წელს ან იქნებიან, ან - არა.

ასეთ ხალხს უნდა ავარჩევინოთ პრეზიდენტი და არა ისეთებს, როგორებიც დარბაზებიდან არ გამოდიან, მუშაობენ და ოფლს ღვრიან?! მიშა ახვლედიანს ერთადერთ კოზირად ის თუ ექნება და ამის დიდი იმედი აქვს, რომ სამინისტროს დახმარებით ქართული კალათბურთის სადავეებს ხელში ჩაიგდებს.

ამას ის ვერ გააკეთებს, ამაში დამერწმუნეთ, რადგან პრეზიდენტი საკალათბურთო სამყაროს ასარჩევია და არა მინისტრის დასანიშნი.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, 14-წლამდელთა ნაკრებისა და კლუბ "ჰიუნდაის" მწვრთნელი:

- სამწუხაროა, რომ თავად იმ მხარემ გაყო 2 ნაწილად როგორც საკალათბურთო სამყაროს სხვა ფენები, ისე - მწვრთნელები.

მოაწყვეს შეკრება, სადაც ჩემთვის და ბევრი სხვა მწვრთნელისთვის არ დაუძახიათ. ხელი მოაწერინეს რაღაც დოკუმენტზე, რაც შემდეგ ინტერნეტში გამოქვეყნდა. ეს ნახეს ჩვენი გუნდის, "ჰიუნდაის" ბავშვებმა და იქ არც ჩემი, არც ზურა ტომარაძის და არც ერთი მათთვის ნაცნობი მწვრთნელის ხელმოწერა არ იყო. ასე არ შეიძლება, საკუთარი შეხედულებისამებრ ადამიანების დაყოფა მიუღებელია.

დავით თორთლაძემ პირადად დაურეკა იმ მწვრთნელებს, რომლებიც იქ მივიდნენ. ჩვენ რატომ არ დაგვირეკა? დაერეკა და მივიდოდით. თან გამოდიან და ტელევიზიით შეურაცხყოფას გვაყენებენ.

ყველაფერ ამის შემდეგ, მათ რომ შევხვდებით, თვალებში როგორ უნდა შემოგვხედონ?!

კახა შენგელია, ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი:

- მიშა ახვლედიანს და "კალათბურთელთა კავშირს" კლუბების შეცდომაში შეყვანა უნდოდათ. გუნდებს ხელი მოაწერინა იმაზე, რომ თუკი ფედერაცია არ აღიარებს, რომ 10 აგვისტოს ყრილობის წინ ძალადობა არ იყო და ბოდიშს არ მოუხდის დელეგატებს, შეხვედრას აზრი არ ექნებაო. ანუ ეს იყო ხელისმოწერა გამგეობასთან შეხვედრის საწინააღმდეგოდ.

მეორე დღეს კი გამოდის საყვარელიძე და კლუბების მხრიდან ბოიკოტზე, ფედერაციასთან კონფლიქტსა და ალტერნატიულ ლიგაზე საუბრობს. ეს არის პროვოკაცია და გუნდების შეცდომაში შეყვანა.

ჯამლეტ ხუხაშვილი, "მაქაბის" პრეზიდენტი და მწვრთნელი:

- ძალიან ცუდი გააკეთა საყვარელიძემ, ეგრე თუ მოიქცა. "მაქაბი" და არც სხვა გუნდები არანაირ ბოიკოტს არ ვაცხადებთ. ჩვენ ვთამაშობთ სუპერლიგაში და ვითამაშებთ. რაც შეეხება ძალადობას, ჩემზე არანაირი ძალადობა არ ყოფილა და ვიმეორებ, დღეს რომ არჩევნები იყოს, მხარს ბესიკ ლიპარტელიანს დავუჭერდი.

უბრალოდ, ის 3 პუნქტი გაითვალისწინეთ წესდებაში, რომელიც სამინისტროს მიერ მიღებულ წესდების ვარიანტზე იყო ყვითლად ხაზგასმული".

ბესიკ ლიპარტელიანი:

- ბატონო ჯამლეტ, მე აგიხსნით, რა იყო ის ყვითელი ხაზები. "კალათბურთელთა კავშირის" იურისტმა ანთაძემ დაწერა ეს ყველაფერი, მიაწოდა სამინისტროს, რომელმაც თავის ბლანკზე გადაიტანა და მიაწოდა კლუბებს, რომ თითქოს ფედერაცია სჩადის უკანონობას და თქვენ ამის თანამონაწილეები ხართო.

ასე შეიყვანეს შეცდომაში კლუბების ხელმძღვანელები. ის რომ წაიკითხო, რაც იქ ეწერა, მართლაც იფიქრებდი, რომ ჩვენ უკანონობას ჩავდივართ, მაგრამ ეს ქვეყანა ჩალით არაა დაფარული. მე დანამდვილებით ვიცი, სამინისტროს ბლანკს და სახელს იყენებდნენ და დელეგატებს ატყუებდნენ, თითქოს ფედერაცია ფიბა-ს რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

ქუთაისში, გამგეობასთან შეხვედრაზე მამუკა ჩიხლაძემ დამისვა სწორედ ასეთი შეკითხვა, რომ სამინისტროსგან მიღებულ წესდების ვარიანტში ისეთი რამეები ეწერა, რაც ჩვენი წესდების ვარიანტში ვერ აღმოაჩინა. პირდაპირ განაცხადა, შეცდომაში ვიყავი შეყვანილიო.

ზაზა გაბისონია, ქვემო ქართლის ფედერაციის გამგეობის წევრი, მწვრთნელი:

- მაინტერესებს, რატომ გაანთავისუფლეს კლუბებიდან ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები - მიხეილ ბერუაშვილი, გია კაზანჯიანი, დავით უსტიაშვილი. ან რატომ დაითხოვეს სტუ-ს მწვრთნელი ზურა ტომარაძე, რომელსაც ნიკოლოზ დერიუგინი ჩაანაცვლეს.

დავით უსტიაშვილი, 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი:

- ეროვნულ ნაკრებში ვიყავით შეკრებაზე, ევროპის ჩემპიონატი 2 კვირაში იწყებოდა, როცა გავიგე, რომ კოტე ტუღუში "არმიიდან" გაათავისუფლეს. მერე კოტეს ამბავი მოგვარდა და მე განმიცხადეს, რომ "ქუთაისის" მწვრთნელი აღარ ვიქნებოდი. რომ ვიკითხე, ვინ და რის გამო გამიშვა-მეთქი, მიპასუხეს, რომ საიდანაც გვაფინანსებენ, იქ მიიღეს ეს გადაწყვეტილებაო.

"ქუთაისს" ქალაქის მუნიციპალიტეტი აფინანსებს, "რუსთავს", საიდანაც ბერუაშვილი გაუშვეს, რუსთავის მერია, ხოლო კაზანჯიანის გამშვებ "ოლიმპს" - სპორტის სამინისტრო.

რა მიხვედრა უნდა, რომ სახელმწიფო დოტაციაზე მყოფ გუნდებზე ხელი სამინისტროს მიუწვდება. ყველაფერი ნათელია.

ზურა ტომარაძე, სტუ-ს ყოფილი მწვრთნელი:

- ტექნიკურ უნივერსიტეტში მწვრთნელად მუშაობის პერიოდში ერთი სუპერლიგა ვერ მოვიგე, სხვა მხრივ კი, ყველა ტურნირში გავიმარჯვეთ, რომელშიც სტუ გამომყავდა. როცა ამ ზაფხულს გუნდიდან გამიშვეს, სტუ-ში მწვრთნელად ნიკოლოზ დერიუგინი მოიყვანეს.

მიზეზად ის დაასახელეს, რომ დერიუგინი ბრენდია, მას საზღვარგარეთ იცნობენ. ამ ლოგიკით, მიხეილ ახვლედიანი არ უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტი, რადგან მისი სახელი ბრენდი არაა და პრეზიდენტობის კანდიდატებთან - კახა შენგელიასთან, მიხეილ გაბრიჩიძესთან და ვლადიმერ ბოისასთან ახლოსაც ვერ მივა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] იოკიჩი VS დონჩიჩი - სერბეთის ნაკრებმა სლოვენია 34 ქულით დაამარცხა

3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა

"არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ტურნირზე, სადაც აგრესორი ქვეყნები მონაწილეობენ" - ბერტანსმა VTB-ის სუპერლიგაში ასპარეზობაზე უარი განაცხადა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

[ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან] ქართული სამზარეულო - ენერგიის წყარო

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან

საქართველოს ნაკრების გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე - ნაწილი III

ვინ მოდის? - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა

ძიუდოს აკადემიამ სკოლის მოსწავლეთა შორის კარატეში საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა [PHOTO]

საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა

ჯამლეტ ხუხაშვილი: შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე ვერ მოვხვდეთ, მაგრამ...

საქართველოს "ბ" ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირში გამოვა

3×3 კალათბურთის ფედერაციის პრეზენტაცია სპორტისა და კულტურის სამინისტროში

მიხეილ გაბრიჩიძე: ვეცდები, ქართული კალათბურთი ახალ სიმაღლეზე ავიყვანო

საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა

იმ გორიდან იგორამდე - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელები

ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-მდე (VI ნაწილი)

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: ტოპ-10 მატჩი [II ნაწილი]

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: ტოპ-10 მატჩი [I ნაწილი]

სუპერლიგა 2016/17. დარჩენისთვის: ელიტა "ბათუმმა" დატოვა

"უნდა მიგვეცა საშუალება, გამოესწორებინათ შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს"