საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. მოქმედმა პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა 14 ნოემბერს, კალათბურთის ფედერაციის ოფისში განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

გთავაზობთ ლიპარტელიანის განცხადებას:

"2013 წლის 11 დეკემბრის კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, მსურს გავაკეთო შემდეგი განცხადება:

2001 წლის ბოლოდან დღევანდელ დღემდე გახლავართ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.

არ შევუდგები ამ პერიოდის განმავლობაში ფედერაციის საქმიანობის შეფასებას, რადგან აღნიშნული საქმიანობის მთავარი მსაჯული, პირველ რიგში, საკალათბურთო საზოგადოება და გულშემატკივარია.

მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანსა და ორგანიზაციას, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ: ჩემს თანაგუნდელებს, ფედერაციის თანამშრომლებს, მოთამაშეებს, მწვრთნელებს, სამსაჯო კორპუსს, სამედიცინო პერსონალს, ვეტერან კალათბურთელებს, სახელმწიფო მოხელეებს, სპონსორებს, გულშემატკივრებს.

მათი შრომა და თანადგომა ქართული კალათბურთის მიმართ იყო უმნიშვნელოვანესი და ძალზედ ფასეული ამ რთული წლების განმავლობაში.

ვაცხადებ, რომ 2013 წლის 11 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უნდა იქნას არჩეული მხოლოდ საკალათბურთო საზოგადოების მიერ.

ამ უმთავრესი პრინციპის გამო მე, როგორც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და გამგეობის თავმჯდომარე, ფედერაციის გამგეობის სხვა წევრებთან ერთად, ავიღე პასუხისმგებლობა, მოვამზადოთ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის თავისუფალი და დემოკრატიული გარემო, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საკალათბურთო საზოგადოების აზრები და ხედვები.

სწორედ ამ მიზნით გაიმართა ფართომასშტაბიანი შეხვედრები საკალათბურთო საზოგადოებასთან და მათი აზრები იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული. ამა წლის 15 ნოემბერს ფედერაციის გამგეობა დაასახელებს პრეზიდენტის არჩევის წესს და დელეგატთა ვინაობას.

ჩემი განცხადებით, რომ მე არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას, აბსოლუტურ თავისუფლებას ვანიჭებ ფედერაციის გამგეობას, რათა მათ ობიექტურად შეძლონ ღირსეული დელეგატების ვინაობის დასახელება, რომლებიც იქნებიან ამ ეტაპზე ქართული საკალათბურთო საზოგადოების აზრის ობიექტურად გამომხატველნი".

წყარო: www.gbf.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
საქართველოს ნაკრების გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე - ნაწილი III
ვინ მოდის? - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა
მიხეილ გაბრიჩიძე: ვეცდები, ქართული კალათბურთი ახალ სიმაღლეზე ავიყვანო
იმ გორიდან იგორამდე - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელები
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: ტოპ-10 მატჩი [II ნაწილი]
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: ტოპ-10 მატჩი [I ნაწილი]