ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]

U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]

U19. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი ტურნირი
ბოლო ორი წელიწადია, საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებმა ისე "მიგვაჩვიეს" წარმატებებით, ამა თუ იმ ფორმაციის გუნდისგან, ელიტ-რაუნდში მოხვედრას ვინ ჩივის, ფინალურ ეტაპზე გასვლასა და იქაც, ლამის არის, მედლები მოვითხოვოთ!

კარგია, რომ ეს მართლაც მშვენიერი ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და ვასილ მაისურაძის დამოძღვრილმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდში ასპარეზობა ვადაზე ადრე გაინაღდა!

თანაც, იმასაც ხომ მნიშვნელობა აქვს, როგორ მოახერხეს ჩვენმა ბიჭებმა ამ მიზნის შესრულება: ისე როგორც ორი დღის წინ უელსელ თანატოლებთან მატჩში, გუშინდელ შეხვედრაშიც თვლა არ ჰქონდა ერთიმეორეზე ეფექტურ კომბინაციებსა თუ ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალურ გაბრწყინებებს და ამიტომაც იყო ალალი ის ტაში, მოლდოველებთან მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენმა ბიჭებმა გულშემატკივრებისგან რომ დაიმსახურეს.

ოღონდ, წინა მატჩის მსგავსად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი გუშინაც, ფაქტობრივად, ცარიელი იყო - არადა, ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბიც და ფეხბურთელებიც ბევრად უფრო მეტ აუდიტორიას იმსახურებდნენ.

თანაც, არა მხოლოდ იმის გამო, რომ ელიტრაუნდის საგზური ვადამდე გაინაღდეს - იმიტომ, რომ ამ ორივე მატჩის განმავლობაში ჩვენი ბიჭები ისე თამაშობდნენ, თვითონაც რომ იღებდნენ სიამოვნებას და ქომაგებსაც გულგრილს ვერ ტოვებდნენ!

ჰო, ორივე შეხვედრაში ხომ უამრავი დასამახსოვრებელი და, რაც მთავარია, მონატრებული (!) ეპიზოდი ვნახეთ, როცა ქართველი ჭაბუკები ინდივიდუალურ ოსტატობაში თავიანთ მეურვეებს, რბილად რომ ვთქვათ, აშკარად ჩაგრავდნენ; თანაც, ამ ეპიზოდებში ეს ყველაფერი პუბლიკაზე გათვლილი "ფინტები" კი არ იყო, არამედ კონკრეტული მომენტის ადეკვატური შეფასება-გადაწყვეტილება.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ალბათ, უმთავრესი ფაქტორიც: ფაქტია, რომ ჩვენი ნაკრების თავკაცს საკუთარი გუნდის თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობები 100-პროცენტით ჰქონდა შესწავლილი და ჩვენი ბიჭებიც იმპროვიზაციას სრულად ავლენდნენ.

ამავდროულად, არც გუნდური თამაში "ავიწყდებოდათ" და რისი დასტურიც, სათამაშო დისციპლინის დაცვა და ზემოთ ნახსენები ეფექტური კომბინაციებიც გამოდგება.

მოკლედ, ვასილ მაისურაძის (სამწვრთნელო შტაბთან ერთად) გარჯა გვინდა აღვნიშნოთ: ამ ახალგაზრდა სპეციალისტმა ზედიზედ მეორედ შეძლო საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ელიტრაუნდში გაყვანა!

ეფექტური გოლები, კომბინაციები...

ახლა კი უშუალოდ გუშინდელ შეხვედრაზეც, რომლის ბედიც საწყის წუთებში გადაწყდა; თანაც, უელსთან მატჩის მსგავსად, გუშინდელი ორივე გოლი ერთიმეორეზე ეფექტური გამოდგა!

მე-4 წუთი იწყებოდა, ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი პაპუნაშვილმა სახიფათო შეტევა რომ წამოიწყო, თუმცა საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან მოლდოველებმა, ერთი შეხედვით, ვითარება განმუხტეს. თუმცა მარჯვენა ფლანგზე ოთარ კაკაბაძის აქტიურობას ის მოჰყვა, რომ ბურთი 17 წლის ლუკა ზარანდიამ მოიგდო და თბილისის "ლოკომოტივის" გარემარბმა ისეთი რეიდი განახორციელა, მეტოქის ოთხი (!) მცველი სახტად რომ დატოვა.

ამ ყველაფრის ლოგიკური დასასრული კი ის იყო, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელმა ლუკა კიკაბიძემ მარცხენა ფეხით შესრულებული ილეთით მეურვე ჩამოიცილა, მარჯვენათი კი მოლდოველთა მეკარეს ახლო კუთხეში ზუსტად დაურტყა!

არანაკლებ ეფექტური იყო მეორე გოლი, რამდენიმესვლიანი კომბინაციის შემდეგ რომ გავიდა: მარცხენა ფლანგიდან დავით ჯიქიამ ზუსტი პასით გიორგი აბურჯანია მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი გიორგი პაპუნაშვილთან "კედელი" ოსტატურად გაითამაშა, დასარტყამ პოზიციაზეც გავიდა და მერე, ბურთი კოხტად "მოჭრა" შორეულ კუთხეში!

ამ ორმა სწრაფმა გოლმა თამაში ოდნავ "დაამშვიდა", თუმცა ტაიმის მიწურულს ჩვენები ისევ "აფეთქდნენ" და დავით ჯიქიას ორი ჩინებული მომენტიც შეექმნა.

იხილეთ ვიდეო

მეორე ტაიმიც ჩვენი ბიჭების სრული უპირატესობით წარიმართა და ერთი-მეორეზე ეფექტური კომბინაციები ვიხილეთ: გიორგი აბურჯანიას საუცხოო პასით ლუკა ზარანდია რომ მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და დავით ჯიქია წინა მატჩის მსგავსად, კვლავაც თავზე რომ უგდებდა ბურთს მეკარეს - ორივე ამ ეპიზოდს, თითქმის ასპროცენტიანი ეთქმოდა.

მატჩის ბოლომდე ეს "სცენარი" არ შეცვლილა: ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა შეეძლოთ მათე ცინცაძეს, გიორგი გოროზიას, დავით ჯიქიასა და ლუკა ზარანდიას. ისე, გუშინდელ მატჩში მოლდოველებმა სამარცხვინო ანგარიშით რომ არ წააგეს, თავიანთ მეკარეს უნდა უმადლოდნენ: პაველ გალაცმა, სულ მცირე, ხუთ-ექვს ეპიზოდში თავისი გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა.

იხილეთ ფოტოგალერეა

აი, რაც შეხება მეტოქეთა იერიშებს, მსგავსი არც არაფერი ყოფილა: დაცვის ცენტრი უნარიანად ჰქონდათ გადაკეტილი ნიკა ჭანტურიასა და სანდრო გურეშიძეს; ეგ კი არა, მეტოქემ ჩვენს კარში პირველად და... უკანასკნელად მე-60 წუთზე დაარტყა, მაგრამ ჩვენი მეკარე, 16 წლის ბექა ქურდაძე ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა. სხვათა შორის, ქურდაძე ამ შესარჩევი ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა!

იმედი დავიტოვოთ, რომ შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში (ორშაბათს რომ უნდა ჩატარდეს) მაინც მივა ქართველი გულშემატკივარი ჩვენი 19-წლამდელების საქომაგოდ - გვერწმუნეთ, ეს ბიჭები ამას ნაღდად იმსახურებენ!

15 ნოემბერი

ჰოლანდია-უელსი 0:0

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 2 2 0 0 7-1 6

2. ჰოლანდია 2 1 1 0 3-0 4

3. უელსი 2 0 1 1 1-5 1

4. მოლდოვა 2 0 0 2 0-5 0

ბოლო ტური

18 ნოემბერი

მიხეილ მესხი

საქართველო- ჰოლანდია 15:00

დინამო არენა

უელსი-მოლდოვა 15:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• giorgi

ღმერთმა გისმინოთ და მართლა დიდი ფეხბურთელები გაიზარდონ, ზალიან გამიხარდება,მაგრამ იმედი არ მაქვს. ამ ბიჭების უმრავლესობაც ალბათ პირველივე ფულის შოვნასთან ერთად ვარჯიშს მოუკლებს და ძველბიჭობას მოუმატებს

• ვაჟა

2 საათზე რომ ფეხბურთს დანიშნავთ როგორ გინდათ, ხალხმა სამსახურები მიატოვონ? ფეხბურთის საყურებლად?

• zviadi

ხომ ხედავთ ქართველ ადამიანს როგორ უყვარს ფეხბურთი, სულ ცოტა... რა ცოტა სჭირდება იმისთვის რომ გაიხაროს და აღმაფრენა მიიღოს, ჩვენი ფეხბურთი ყველაზე წარუმატებელი და სამარცხვინო და მაინც ფეხბურთზეა გადამკვდარი მთელი ერი.. ხომ ხედავთ რომ ვერა, ფეხბურთი ვერ შეაძულეს ქართველ კაცს, ფეხბურთი ვერ შეაზიზღეს და თავი ვერ დაანებებინეს ქართველს, ვერ ხედავთ ამას? ხომ ხედავთ რომ ფეხბურთს მანამდე არ მოვეშვებით სანამ არ გავიმარჯვებთ და პურს არ შევჭამთ, აი "სანამ გურჯი ძვალს არ გაღრღნის გაზაფხული არ მოვა"!!

• zviad

მედლები უკვე დაითრიეს ბიჭებმა - მაისურაძის 17 წლამდელებმა მე-3-მე ადგილი დაიკავეს მაშინ!!!

• mamunited7

ყოჩაღ ბიჭებო ძალიან კარგი მომავალი ფეხბურთელები გვეზრდება და იმედია ესენი მაინც უშველიან ქართულ ფეხბურთს...

[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა

U21 | მალტა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "სენტენარიზე"

"შეტევაში გვიჭირს, ძალიან - რესურსებში შეზღუდული ვართ" - სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს

მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს

ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]

19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის

ᓡᕐᓥᓐᕠ

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

გია ცეცაძე: ბიჭები ინგლისთან გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ

19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]

19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა

U17. იტალიის ნაკრებმა რუსეთი გაანადგურა

U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს