აზრს გია ჭიაბრიშვილი და გიორგი ნემსაძე გვიზიარებენ
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდშია. ვასილ მაისურაძის გუნდმა ეს ალალად და უსაყვედუროდ, მსაჯების დაუხმარებლად მოახერხა.

ახალგაზრდა "ჯვაროსნებმა" უელსსა და მოლდოვას, არც ისე სუსტ გუნდებს, საკმაოდ იოლად სძლიეს. უფრო გასახარი ის იყო, რომ გუნდში თამაშის გაუმჯობესების რესურსიც იგრძნობოდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი სპეციალისტებსაც ვთხოვეთ. აზრს გვიზიარებენ "საბურთალოს" სპორტული დირექტორი, "ზესტაფონის" ყოფილი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი და საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე:

გია ჭიაბრიშვილი: გუნდური შემოქმედება ინდივიდუალიზმით

- ყველას კარგად ახსოვს, რომ უელსსა და მოლდოვაზე ბევრად სუსტი საფეხბურთო ქვეყნების ნაკრებებთან გაცილებით მოკრძალებული შედეგები გვქონდა. თუმცა ჩვენებმა ეს ორი ნაკრები მაინც დიდი უპირატესობით დაამარცხეს. ცხადია, ასეთი ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება ვასიკო მაისურაძის დამსახურებაა. 19-წლამდელებს ელიტრაუნდში გასვლას ვულოცავ და ვუსურვებ, კიდევ ერთხელ გასულიყვნენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. გუნდი ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, ბევრი გოლი გააქვს, დაცვაშიც საიმედოდ გამოიყურება და მთლიანობაში, თამაშის ხარისხიც საკმაოდ მაღალია.

- მაინც რა განაპირობებს ამ ყველაფერს, გარდა ამ ფეხბურთელების ტალანტისა?

- ეტყობა, რომ გუნდში არის დისციპლინა და გამარჯვების რწმენა, რაც მწვრთნელებისგან მოდის - ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო. კიდევ ერთი: ჩვენს ყველა ასაკობრივ ნაკრებში არიან ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები.

მაისურაძემ მოახერხა და მათი ეს უნარი გუნდის სქემაში ჩასვა. თანაც ისე, რომ მათში შემოქმედება არ ჩაუკლავს. ეს ძალიან რთულია და სამწვრთნელო შტაბის შრომას ამიტომაც აღვნიშნავ. მოედანზე იგრძნობა, რომ ერთი გუნდი და ერთი სქემაა, რომელსაც ყველა ემორჩილება.

წარსულშიც ასე იყო: თუკი ოდესმე, როცა ქართველებს ძლიერი გუნდი გვყოლია, ამისთვის დისციპლინის, გუნდურობისა და ინდივიდუალიზმის შერწყმით მიგვიღწევია. ასეთი გუნდი კი არც ერთ მეტოქეს არ ეპუებოდა.

გიორგი ნემსაძე: ამ გუნდში ბევრი ნათელი წერტილია

- ამ ნაკრებში ბევრ საინტერესო მოთამაშეს ვხედავ, ყველაზე ნათელი წერტილი კი ვასიკო მაისურაძეა. მიხარია, რომ მან საქართველოს მოგების გემო გაახსენა და ამტკიცებს, რომ ნიჭიერი მწვრთნელის ხელში გუნდი აუცილებლად ათამაშდება.

- წმინდა საფეხბურთო კუთხით გუნდს როგორ დაგვიხასიათებთ?

- მწვრთნელის ხელწერა აშკარად ჩანს. მაისურაძემ ინდივიდუალიზმითა და აზროვნებით გამორჩეული მოთამაშეები შეკრიბა. ამ ორ შეხვედრას ვაკვირდებოდი და ბიჭები კონკრეტულ სიტუაციაში ძალიან სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. მთლიანობაში, გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, რაც ყველაზე მეტად მახარებს.

საერთოდ, ჩემი აზრით, ბოლო წლებში საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული თაობა სწორედ მაისურაძის გუნდში შეიკრიბა.

გუნდური თამაში არის მწვრთნელის ხელწერა, მაგრამ ინდივიდუალური შემოქმედება და მისი - გუნდის სასარგებლოდ გამოყენება, ფეხბურთელების ნიჭიერებაზე მიუთითებს. იმედია, თავს არც ჰოლანდიასთან მესამე შეხვედრაში შეირცხვენენ.

არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ ვგრძნობ, რომ მწვრთნელებისა და ნიჭიერი თაობის სასურველი თანხვედრაა. ტრიბუნაზე ვიჯექი და ამ გუნდის ცქერა მსიამოვნებდა. გასაგებია, რომ მოლდოვასთან უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ნაკრები მომენტებს ქმნის, სწრაფად უტევს, ინდივიდუალიზმიც ჩანს და ინიციატივიანი ფეხბურთელებიც გამოჩდნენ. ეს ყველაფერი ძალიან მახარებს და მაიმედებს.

- სწრაფი თამაში ახსენეთ. ამით ქართული კლუბები და სხვა ასაკობრივი ნაკრებები ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან...

- აუცილებელი არ არის, ფეხბურთელი მორბენალივით სწრაფად დარბოდეს. მთავარია აზროვნების სისწრაფე და სწორი თამაში. ამ გუნდში კი ფეხბურთელები კარგად ხდებიან, როდის არის საჭირო ინდივიდუალური გარღვევა, როდის - ბურთის გადაწოდება, როდის - გაიხსნა... ბევრია მოძრაობაც. სწრაფი თამაში ამის შედეგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნიკა ჭანტურია: მონდომებული ადამიანი ყოველთვის გაიზრდება, თუნდაც საქართველოში

მათე ცინცაძე: გუნდმა წარმატებას ერთსულოვნების ხარჯზე მიაღწია

ოთარ კაკაბაძე: იმედია, პირველები ვიქნებით, ვინც ჰოლანდიას მოუგებს

ლუკა ზარანდია: მაინც "ბომბა გუნდი" ვართ!

U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]

guja_kakhadze
შთამბეჭდავი შედეგია. ჰოლანდიასთან თამაში დაგვანახებს კიდევ რომელ კომპონენტში დაგვჭირდება მომატება!
akhali
ქებაძესთან ინტერვიუც წავიკითხოთ-როგორ დაამთარეს მომავალში მსოფლიო ჩემპიონების მძლეველმა ახალგაზრდებმა?ეს რომ აღარ განმეორდეს ყოველდღიური რეჟიმი,პროფესიონალიზმი და ფეხბურთის(და არა ფული,გულაობის)სიყვარული დიდი მიზნებისთვის
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა